მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

ბარსელონადან სოფელ კაცხამდე: ცნობილი ქართველების ფოტოები - ვინ როგორ შეხვდა აღდგომის დღესასწაულს

ბარსელონადან სოფელ კაცხამდე: ცნობილი ქართველების ფოტოები - ვინ როგორ შეხვდა აღდგომის დღესასწაულს

16 აპრილს მართმადიდებლურმა სამყარომ აღდგომა იზეიმა. ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ქრისტიანები, აცხობენ პასკას, ღებავენ კვერცხებს და მძიმე მარხვის შემდეგ, დღესასწაულს გამორჩეულად ხვდებიან.

  • სოციალურ ქსელში თვალი გადავავლეთ, როგორ შეხვდნენ ცნობილი ქართველები, უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად დაესწრო.

პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამ დღეს ოჯახთან ერთად ნიკორწმინდის ტაძარს ესტუმრა. ფოტო სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა აღდგომის მილოცვასთან ერთად, "ინსტაგრამის" გვერდზე გამოაქვეყნა.

თაკო ჩხეიძე, პოლიტიკოს მეუღლესთან რუსლან აბაშიძესთან და ოჯახის ახლობლებთან ერთად, აღდგომას მუხათწყაროში, აგარაკზე შეხვდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე მეუღლესთან, ქეთი სიჭინავასთან და სამ შვილთან ერთად აღდგომას ჭიათურის სოფელ კაცხს ესტუმრა, სადაც მონასტრის ეზოში პოლიტიკოსის ბებია და ბაბუა არიან დასაფლავებულები.

აღდგომას ბარსელონაში შეხვდა "ხალხის ძალის" წარმომადგენელი, დავით კაჭარავა ქეთი ხატიაშვილთან ერთად. ტანმოვარჯიშე და პოლიტიკოსი წლებია, რაც შეყვარებულები არიან, ამჯერად წყვილმა შვილებთან ერთად იმოგზაურა. ქეთის და დავითს პირველი ქორწინებიდან გოგონა და ვაჟი ჰყავთ.

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური აღდგომას დასთან ერთად შუამთის მონასტერს ესტუმრა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"