პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდა მშვილდოსანთა ჯგუფი და სალოცავის ქადები - უძველესი სააღდგომო ტრადიციები ხევში და ჩქარეულების სახელოსნოთი აღტაცებული იაპონელები
ახალგაზრდა მშვილდოსანთა ჯგუფი და სალოცავის ქადები - უძველესი სააღდგომო ტრადიციები ხევში და ჩქარეულების სახელოსნოთი აღტაცებული იაპონელები

ქრის­ტე აღ­სდგა!

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს და გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენს მკი­თხვე­ლებს გი­ლო­ცავთ აღ­დგო­მას!

სა­აღ­დგო­მოდ მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა გავ­სა­უბ­რე­ბო­დით სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის, მისი უწ­მინ­დე­სო­ბის ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და­არ­სე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი რეწ­ვი­სა და ხელ­საქ­მის სა­ხე­ლოს­ნოს ხელ­მძღვა­ნელს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, პრო­ფე­სორს, ქალ­ბა­ტონ მარინა ჩქა­რე­ულს, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ სა­აღ­დგო­მო ტრა­დი­ცი­ებ­ზე მოგ­ვიყ­ვე­ბა, არა­მედ ამ გა­სა­ო­ცარ სა­ხე­ლოს­ნო­ზე, რო­მელ­მაც ია­პო­ნე­ლე­ბის ჯგუ­ფიც კი, გა­აკ­ვირ­ვა...

- მო­გეს­ლმე­ბით ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ნა! ქრის­ტე აღ­სდგა!

- ჭეშ­მა­რი­ტად აღ­სდგა! ვუ­ლო­ცავ ჩემს მო­ხე­ვე­ებს და ყვე­ლა ქარ­თველს ამ დიდ დღე­სა­სა­ულს.

- რო­გო­რი სა­აღ­დგო­მო ტრა­დი­ცი­ე­ბი გქონ­დათ მო­ხე­ვე­ებს?

- ხევ­ში სა­აღ­დგმო ტრა­დი­ცი­უ­ლი რი­ტუ­ა­ლე­ბი სხვა­დას­ხვა სო­ფელ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღი­ნიშ­ნე­ბო­და: მა­გა­ლი­თად, დიდ მარ­ხვა­ში, ბა­ნი­ან სახ­ლში, ნაც­რით სავ­სე ტო­მა­რას ჩა­მო­კი­დებ­დნენ და იმ­დენ ჩხირს შე­ურ­ჭობ­დნენ, მარ­ხვა რამ­დენ კვი­რა­საც მო­ი­ცავ­და. ყო­ვე­ლი კვი­რის თავ­ზე ტო­მა­რას თითო ჩხირს აძ­რობ­დნენ და შე­სა­ბა­მი­სად ნა­ცა­რი ძირს იყ­რე­ბო­და. ბავ­შვებს უხა­რო­დათ ტომ­რის გან­ლე­ვა, ვი­ნა­ი­დან ის მარ­ხვის და­სას­რულს მო­ას­წა­ვებ­და და ხსნილ­ში გემ­რი­ე­ლი ქა­დის და­გე­მოვ­ნე­ბას მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ. მო­ხე­ვე­ე­ბი­სათ­ვის აღ­დგო­მა ხვა­ლინ­დელ დღეს­თა­ნაა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც ამ­ბო­ბენ "აღ­დგო­მაო, ხვა­ლეო, ხატო, შეგ­ვი­წყა­ლეო“. მო­ხე­ურ­მა ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბამ ასე­ვე ერთი ლექ­სი შე­მოგ­ვი­ნა­ხა ქმრი­სად­მი ცო­ლის ფიცი, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, აღ­სდგო­მა დღეს და­დე­ბუ­ლა:

"აღ­დგო­მა­მა, დიდ­მა დღე­მა,

შა­წევ­ნა­მა კრავ­ლი­სა­მა,

იმ პურ­მა და იმ მა­რილ­მა,

იმ ღვი­ნო­მა ვა­ზი­სა­მა

სახ­ნის­მა და საკ­ვე­თელ­მა

გა­წევ­ნა­მა ხა­რი­სა­მა,

ცხრა­თა ძმა­თა ჩემ­თა მზე­მა

და მე­ა­თე მა­მი­სა­მა,

შენს თავს არ­ვინ მირ­ჩევ­ნია,

რა ქნას ფიც­მა ქა­ლი­სა­მა“ ("პირ­მა დაგ­ლო­ცასთ ღვთი­სა­მა“).

დღე­ი­სათ­ვის, სა­აღ­დგო­მოდ სემ­ხის სა­ლო­ცავ­ში მი­სუ­ლი სოფ­ლის მცხოვ­რებ­ნი ლო­ცუ­ლო­ბენ და სან­თლებს ან­თე­ბენ. სა­ლო­ცავს გარ­შე­მო სამ­ჯერ შე­მო­უვ­ლი­ან ან­თე­ბუ­ლი სან­თლე­ბით. დი­ა­სახ­ლი­სის გა­მომ­ცხვარ მოზ­რდილ ქა­დას სა­ლო­ცა­ვის ტრა­პეზ­ზე დე­ბენ და ჯვრუ­ლად ჭრი­ან. მერე, დაჭ­რილ ქა­დას ერ­თმა­ნეთს უნა­წი­ლე­ბენ, და­ი­ლო­ცე­ბი­ან და თან ერთ ჭიქა ღვი­ნოს მი­ა­ყო­ლე­ბენ. სა­ლო­ცავ­ში შე­სა­წი­რად მი­აქვთ: ქადა, სან­თლე­ბი და ერთი ბოთ­ლი წი­თე­ლი ან თეთ­რი ღვი­ნო. ნა­ხე­ვარ ქა­დას იქ ტო­ვე­ბენ და ერთ ბოთლ ღვი­ნო­საც. სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ დი­ა­სახ­ლი­სე­ბი ხა­ბიზ­გი­ნებს, ხა­ჭა­პუ­რებს და მხლო­ვანს აცხო­ბენ.

და ჯვრუ­ლად და­სე­რი­ლებს სუფ­რა­ზე დე­ბენ. ქადა აქ სა­ფუვ­რი­ან ცომ­ში მზად­დე­ბა, ერბო - ყვე­ლი­ა­ნი გუ­ლით. ქერ­ქს ზე­მო­დან კვერ­ცხს უს­ვა­მენ. რად­გან სა­ლო­ცა­ვის ქა­დას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა, მცი­რე ნა­წი­ლი მა­ინც ყვე­ლას უნდა შეხ­ვდეს. სა­ლო­ცავ­ში დარ­ჩე­ნილ ნა­ტეხ ქა­დებს სუფ­რას ამა­ტე­ბენ.

- უწ­მინ­დე­სის სო­ფელ­ში, სნო­ში რო­გო­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი იყო?

უწ­მინ­დე­სის და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის სო­ფელ სნოს, სხვა სოფ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო ტრა­დი­ცია ჰქონ­და:

სო­ფელ სნო­ში ამ დღეს ახალ­გაზ­რდა ვაჟ­თა მშვილდ-ის­რე­ბი­ა­ნი ჯგუ­ფი იკ­რი­ბე­ბო­და, რო­მელ­საც სოფ­ლის­თვის პა­ტივ­სა­ცე­მი უფ­რო­სი ასა­კის მა­მა­კა­ცი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ჯგუ­ფი მთელ სო­ფელს მო­ივ­ლი­და, ყო­ველ მცხოვ­რებს შინ ეწ­ვე­ო­და. ჭიშ­კარ­თან ჯგუ­ფის უფ­რო­სი და­ი­ძა­ხებ­და - “ქრის­ტე აღ­სდგა!”, შემ­დეგ ახალ­გაზ­რდე­ბი ერ­თდრო­უ­ლად უპა­სუ­ხებ­დნენ - “ჭეშ­მა­რი­ტად!” ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი გა­მო­ე­გე­ბე­ბო­და სტუმ­რებს და შე­სა­წი­რი გა­მოჰ­ქონ­და - სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხე­ბი, რომ­ლებ­საც ეზოს შუ­ა­გულ­ში აწყობ­დნენ, თან ხმა­მაღ­ლა იძახ­დნენ რო­მელ კვერ­ცხს რო­მე­ლი ოჯა­ხის წევ­რის სა­ხელ­ზე დებ­დნენ. მწკრივ­ში და­ლა­გე­ბულ კვერ­ცხებს ახალ­გაზ­რდე­ბი რიგ-რი­გო­ბით ეს­როდ­ნენ ის­რებს, ვიდ­რე ყვე­ლა კვერ­ცხს არ მო­არ­ტყამ­დნენ. ბედ­ნი­ე­რად მი­იჩ­ნე­ო­და ის, ვის სა­ხელ­ზე და­დე­ბუ­ლი კვერ­ცხიც პირ­ვე­ლი გა­ტყდე­ბო­და. ხში­რად სოფ­ლის მცხოვ­რებ­ნი კვერ­ცხთან ერ­თად სხვა­დას­ხვა საკ­ვებს და ფულ­საც სწი­რავ­დნენ. აღ­დგო­მის დღეს მო­ხე­ვე­ე­ბი ახ­ლად დაკ­რძა­ლულ მიც­ვა­ლე­ბულს არ მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად დღე­სას­წა­უ­ლის მე­ო­რე დღეს ღე­ბავ­დნენ კვერ­ცხს. ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის აღ­ნიშ­ვნის ტრა­დი­ცი­ე­ბი გარ­კვე­უ­ლი სა­ხეც­ვლი­ლე­ბით ხევ­ში დღემ­დე არ­სე­ბობს.

- ის სა­ხე­ლოს­ნო, სა­დაც ეხლა ვართ ესეც ხომ უწ­მინ­დე­სის უშუ­ა­ლო თხოვ­ნით და რე­კო­მენ­და­ცი­ით შე­იქ­მნა?

- დიახ. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ჩემი და ლიზა ჩქა­რე­უ­ლი, მისი უწ­მინ­დე­სო­ბის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით მუ­შა­ობ­და სა­მე­ბის მთა­ვარ სა­ხა­რე­ბა­ზე და სწო­რედ პატ­რი­არ­ქი­სა­გან წა­მო­ვი­და იდეა, რომ ყაზ­ბეგ­ში შექ­მნი­ლი­ყო ტრა­დი­ცი­უ­ლი ხელ­საქ­მის სა­ხე­ლოს­ნო. და­ა­ახ­ლო­ებთ, 2004-2005 წლებ­დან სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბობს მსგავ­სი სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი. ჩვენ­თან ხევ­ში კი, ეს იქ­ნე­ბო­და პირ­ვე­ლი და ასეც მოხ­და და სა­ხე­ლიც თა­ვის­თა­ვად მო­ვი­და "ჩქა­რე­უ­ლე­ბის სა­ხე­ლოს­ნო“. მისი უწ­მი­დე­სო­ბის სურ­ვი­ლი იყო, დაგ­ვე­საქ­მე­ბი­ნა ად­გილ­ზე მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბი და ხელი შეგ­ვე­წყო ტრა­დი­ცი­უ­ლი ხელ­საქ­მის აღ­დგე­ნის­თვის.

- რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ამ ყვე­ლაფ­რის და­წყე­ბა თქვენ­თვის?

- სა­წყისს ეტაპ­ზე, რო­დე­საც უკვე და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, სა­პატ­რი­არ­ქო­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­უ­კე­თე­სო ხელ­საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი: -ელი­სო არა­ბუ­ლი, ეთერ ურო­ტა­ძე, ლია ანი­აშ­ვი­ლი და კი­დევ სხვე­ბი, რომ­ლებ­მაც შეგ­ვას­წავ­ლეს თექა, ჯვრუ­ლი ქარ­გვა, სა­ეკ­ლე­სიო ნა­ქარ­გო­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით 8-10 ქალ­ბა­ტო­ნი მოგ­როვ­და ჩვენ­თან. სა­წყი­სი შე­მო­წი­რუ­ლო­ბაც პატ­რი­არ­ქის­გან იყო, რო­გორც ფი­ნან­სუ­რად, ასე­ვე მა­სა­ლე­ბით.

- ცნო­ბი­ლია, რომ თქვენს სა­ხე­ლოს­ნოს არა­ერ­თი უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტი სტუმ­რობს...

- ცოტა ხან­ში შევ­ძე­ლით უცხო­ე­რი ვი­ზი­ტო­რე­ბი მო­სუ­ლიყ­ვნენ ჩვენ­თან სა­ხე­ლოს­ნო­ში, მსურ­ვე­ლებს მას­ტერკლა­სებ­საც ვუ­ტა­რებთ. იყო ისე­თი შემ­თხვცე­ვე­ბიც რო­დე­საც ჩვენ­თან რჩე­ბოდ­ნენ რა­ღაც პე­რი­ო­დი და ჩემ­თან ერ­თად აკე­თებ­დნენ სხვა­დას­ხვა საქ­მეს.

ერთ შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ: ჩა­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ ავ­სტრა­ლი­ი­დან. მათ შო­რის იყო ასა­კო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ ასე­თი სა­ხე­ლოს­ნო ავ­სტრა­ლი­შიც აქვთ. და რო­დე­საც მას მო­ვუ­ყე­ვი ჩვე­ნი სა­ხე­ლო­სოს შექ­მნის ის­ტო­რია, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა მო­მის­მი­ნა. გა­ვი­და პა­ტა­რა ხანი და სა­ხე­ლოს­ნო­ში მი­ვი­ღე ნო­ბა­თი ავ­სტრა­ლი­ი­დან, სა­დაც იდო იქუ­რი მე­რი­ნო­სე­ბი და კი­დევ პა­ტა­რა სუ­ვე­ნი­რე­ბი. დღეს­დღე­ო­ბით, ასე­ვე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ასა­კით 60 წელს ზმოთ, რომ­ლებ­საც უნ­დათ ამ ხელ­საქ­მის შეს­წავ­ლა. გა­მორ­ჩე­უ­ლად მახ­სენ­დე­ბა კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ია­პო­ნე­ლე­ბის ჯგუ­ფი.

მათი ყუ­რა­დღე­ბა ჩვენ­მა ხელ­ნა­წე­რებ­მა მი­ი­პყრო, იმ­დე­ნად, რომ პა­ტა­რა ნაგ­ლე­ჯი­ვით ფურ­ცელ­ზე რა­ღაც გვქონ­და და­წე­რი­ლი, ითხო­ვეს და თან წა­ი­ღეს. თუ რა­ი­მე გვქონ­და, ლა­მის ყვე­ლა­ფე­რი შე­ი­ძი­ნეს და წა­ი­ღეს. ცალ-ცალ­კე ფო­ტო­ებს იღებ­დნენ ჩვენ­თან და გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ია­პო­ნი­ა­ში თქვენს კულ­ტუ­რას აუ­ცი­ლებ­ლად ისე წარ­ვად­გენთ, რო­გორც ეს ქარ­თვე­ლებს შე­გე­ფა­რე­ბა­თო.

ფოლკ­ლო­რის ეროვ­ნუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი (სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა)

გარ­და ამი­სა, ის საქ­მე, რა­საც ჩვენ ვემ­სა­ხუ­რე­ბით, ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­ოც­რად მოქ­მე­დებს. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ძა­ლი­ან დეპ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­სუ­ლან აქ და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მერე ბედ­ნი­ე­რე­ბი გამ­ხდა­რან. თექა გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი თე­რა­პი­აა. ჯგუფ­ში ასე გვყო­ლია ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ შორს იყ­ვნენ ამ საქ­მი­სა­გან, თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სას­წა­ულ მო­ქარ­გუ­ლო­ბებს ქმნიდ­ნენ.

- და­ბო­ლოს, ალ­ბათ არა ერთი გა­მო­ფე­ნა გქო­ნი­ათ?

- რო­დე­საც დაგ­ვიგ­როვ­და გარ­კვე­უ­ლი ნაშ­რო­მე­ბი, და­ვი­წყეთ გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სულ ვი­ღებთ სა­შო­ბაო და სა­აღ­დგო­მო გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. თუ სად­მე პრეს­ტი­ჟუ­ლი გა­ლე­რეა ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზია, ყველ­გან ვი­ყა­ვით წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი. უწ­მინ­დე­სი ჩვენს არა­ერთ გა­მო­ფე­ნა­ზეა ნამ­ყო­ფი. გან­სა­კუთ­რე­ბით უხა­რო­და ჩვე­ნი სა­ხე­ლოს­ნოს წარ­მა­ტე­ბა. სა­ხე­ლოს­ნომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ის მიზ­ნე­ბი, რი­თაც თა­ვი­დან და­ვი­წყეთ. ჩვენ შე­ვას­რუ­ლეთ და ვას­რუ­ლებთ დღე­საც იმ მი­სი­ას, რაც უწ­მინ­დე­სის­გან კურ­თხე­ვად გვქონ­და მო­ცე­მუ­ლი: ტრა­დი­ცი­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა, ქალ­თა და­საქ­მე­ბა ამ საქ­მის აღ­დგე­ნა-შეს­წავ­ლა. თუკი მო­ინ­დო­მებს ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებს...

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მურმანი
0

დიდებულ საქმეს აკეთებთ, ქართველი ახალგაზრდები, მცირედით მაინც ამ სამოსით უნდა იმოსებოდნენ თუნდაც თვეში ერთხელ მაინც.

ირმა
0

სად არის სემხის სალოცავი ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ახალგაზრდა მშვილდოსანთა ჯგუფი და სალოცავის ქადები - უძველესი სააღდგომო ტრადიციები ხევში და ჩქარეულების სახელოსნოთი აღტაცებული იაპონელები

ახალგაზრდა მშვილდოსანთა ჯგუფი და სალოცავის ქადები - უძველესი სააღდგომო ტრადიციები ხევში და ჩქარეულების სახელოსნოთი აღტაცებული იაპონელები

ქრისტე აღსდგა!

სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენს მკითხველებს გილოცავთ აღდგომას!

სააღდგომოდ მოგვეცა საშუალება გავსაუბრებოდით სრულიად საქართველოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ტრადიციული რეწვისა და ხელსაქმის სახელოსნოს ხელმძღვანელს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ქალბატონ მარინა ჩქარეულს, რომელიც არა მხოლოდ სააღდგომო ტრადიციებზე მოგვიყვება, არამედ ამ გასაოცარ სახელოსნოზე, რომელმაც იაპონელების ჯგუფიც კი, გააკვირვა...

- მოგესლმებით ქალბატონო მარინა! ქრისტე აღსდგა!

- ჭეშმარიტად აღსდგა! ვულოცავ ჩემს მოხევეებს და ყველა ქართველს ამ დიდ დღესასაულს.

- როგორი სააღდგომო ტრადიციები გქონდათ მოხევეებს?

- ხევში სააღდგმო ტრადიციული რიტუალები სხვადასხვა სოფელში განსხვავებულად აღინიშნებოდა: მაგალითად, დიდ მარხვაში, ბანიან სახლში, ნაცრით სავსე ტომარას ჩამოკიდებდნენ და იმდენ ჩხირს შეურჭობდნენ, მარხვა რამდენ კვირასაც მოიცავდა. ყოველი კვირის თავზე ტომარას თითო ჩხირს აძრობდნენ და შესაბამისად ნაცარი ძირს იყრებოდა. ბავშვებს უხაროდათ ტომრის განლევა, ვინაიდან ის მარხვის დასასრულს მოასწავებდა და ხსნილში გემრიელი ქადის დაგემოვნებას მოუთმენლად ელოდნენ. მოხევეებისათვის აღდგომა ხვალინდელ დღესთანაა გაიგივებული, ამიტომაც ამბობენ "აღდგომაო, ხვალეო, ხატო, შეგვიწყალეო“. მოხეურმა ზეპირსიტყვიერებამ ასევე ერთი ლექსი შემოგვინახა ქმრისადმი ცოლის ფიცი, რომელიც, როგორც ჩანს, აღსდგომა დღეს დადებულა:

"აღდგომამა, დიდმა დღემა,

შაწევნამა კრავლისამა,

იმ პურმა და იმ მარილმა,

იმ ღვინომა ვაზისამა

სახნისმა და საკვეთელმა

გაწევნამა ხარისამა,

ცხრათა ძმათა ჩემთა მზემა

და მეათე მამისამა,

შენს თავს არვინ მირჩევნია,

რა ქნას ფიცმა ქალისამა“ ("პირმა დაგლოცასთ ღვთისამა“).

დღეისათვის, სააღდგომოდ სემხის სალოცავში მისული სოფლის მცხოვრებნი ლოცულობენ და სანთლებს ანთებენ. სალოცავს გარშემო სამჯერ შემოუვლიან ანთებული სანთლებით. დიასახლისის გამომცხვარ მოზრდილ ქადას სალოცავის ტრაპეზზე დებენ და ჯვრულად ჭრიან. მერე, დაჭრილ ქადას ერთმანეთს უნაწილებენ, დაილოცებიან და თან ერთ ჭიქა ღვინოს მიაყოლებენ. სალოცავში შესაწირად მიაქვთ: ქადა, სანთლები და ერთი ბოთლი წითელი ან თეთრი ღვინო. ნახევარ ქადას იქ ტოვებენ და ერთ ბოთლ ღვინოსაც. სადღესასწაულოდ დიასახლისები ხაბიზგინებს, ხაჭაპურებს და მხლოვანს აცხობენ.

და ჯვრულად დასერილებს სუფრაზე დებენ. ქადა აქ საფუვრიან ცომში მზადდება, ერბო - ყველიანი გულით. ქერქს ზემოდან კვერცხს უსვამენ. რადგან სალოცავის ქადას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მცირე ნაწილი მაინც ყველას უნდა შეხვდეს. სალოცავში დარჩენილ ნატეხ ქადებს სუფრას ამატებენ.

- უწმინდესის სოფელში, სნოში როგორი ტრადიციები იყო?

უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის სოფელ სნოს, სხვა სოფლებისგან განსხვავებით, საინტერესო ტრადიცია ჰქონდა:

სოფელ სნოში ამ დღეს ახალგაზრდა ვაჟთა მშვილდ-ისრებიანი ჯგუფი იკრიბებოდა, რომელსაც სოფლისთვის პატივსაცემი უფროსი ასაკის მამაკაცი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი მთელ სოფელს მოივლიდა, ყოველ მცხოვრებს შინ ეწვეოდა. ჭიშკართან ჯგუფის უფროსი დაიძახებდა - “ქრისტე აღსდგა!”, შემდეგ ახალგაზრდები ერთდროულად უპასუხებდნენ - “ჭეშმარიტად!” ოჯახის დიასახლისი გამოეგებებოდა სტუმრებს და შესაწირი გამოჰქონდა - სააღდგომო კვერცხები, რომლებსაც ეზოს შუაგულში აწყობდნენ, თან ხმამაღლა იძახდნენ რომელ კვერცხს რომელი ოჯახის წევრის სახელზე დებდნენ. მწკრივში დალაგებულ კვერცხებს ახალგაზრდები რიგ-რიგობით ესროდნენ ისრებს, ვიდრე ყველა კვერცხს არ მოარტყამდნენ. ბედნიერად მიიჩნეოდა ის, ვის სახელზე დადებული კვერცხიც პირველი გატყდებოდა. ხშირად სოფლის მცხოვრებნი კვერცხთან ერთად სხვადასხვა საკვებს და ფულსაც სწირავდნენ. აღდგომის დღეს მოხევეები ახლად დაკრძალულ მიცვალებულს არ მოიხსენიებდნენ, მიცვალებულებისთვის სპეციალურად დღესასწაულის მეორე დღეს ღებავდნენ კვერცხს. ბრწყინვალე აღდგომის აღნიშვნის ტრადიციები გარკვეული სახეცვლილებით ხევში დღემდე არსებობს.

- ის სახელოსნო, სადაც ეხლა ვართ ესეც ხომ უწმინდესის უშუალო თხოვნით და რეკომენდაციით შეიქმნა?

- დიახ. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩემი და ლიზა ჩქარეული, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მუშაობდა სამების მთავარ სახარებაზე და სწორედ პატრიარქისაგან წამოვიდა იდეა, რომ ყაზბეგში შექმნილიყო ტრადიციული ხელსაქმის სახელოსნო. დააახლოებთ, 2004-2005 წლებდან საქართველოს სხვა რეგიონებში არსებობს მსგავსი სახელოსნოები. ჩვენთან ხევში კი, ეს იქნებოდა პირველი და ასეც მოხდა და სახელიც თავისთავად მოვიდა "ჩქარეულების სახელოსნო“. მისი უწმიდესობის სურვილი იყო, დაგვესაქმებინა ადგილზე მცხოვრები ქალები და ხელი შეგვეწყო ტრადიციული ხელსაქმის აღდგენისთვის.

- რამდენად რთული იყო ამ ყველაფრის დაწყება თქვენთვის?

- საწყისს ეტაპზე, როდესაც უკვე დავიწყეთ მუშაობა, საპატრიარქოდან ჩამოვიდნენ საუკეთესო ხელსაქმის სპეციალისტები: -ელისო არაბული, ეთერ უროტაძე, ლია ანიაშვილი და კიდევ სხვები, რომლებმაც შეგვასწავლეს თექა, ჯვრული ქარგვა, საეკლესიო ნაქარგობა და დაახლოებით 8-10 ქალბატონი მოგროვდა ჩვენთან. საწყისი შემოწირულობაც პატრიარქისგან იყო, როგორც ფინანსურად, ასევე მასალებით.

- ცნობილია, რომ თქვენს სახელოსნოს არაერთი უცხოელი ტურისტი სტუმრობს...

- ცოტა ხანში შევძელით უცხოერი ვიზიტორები მოსულიყვნენ ჩვენთან სახელოსნოში, მსურველებს მასტერკლასებსაც ვუტარებთ. იყო ისეთი შემთხვცევებიც როდესაც ჩვენთან რჩებოდნენ რაღაც პერიოდი და ჩემთან ერთად აკეთებდნენ სხვადასხვა საქმეს.

ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ჩამოსულები იყვნენ ავსტრალიიდან. მათ შორის იყო ასაკოვანი ქალბატონი, რომელმაც მითხრა, რომ ასეთი სახელოსნო ავსტრალიშიც აქვთ. და როდესაც მას მოვუყევი ჩვენი სახელოსოს შექმნის ისტორია, აღფრთოვანებულმა მომისმინა. გავიდა პატარა ხანი და სახელოსნოში მივიღე ნობათი ავსტრალიიდან, სადაც იდო იქური მერინოსები და კიდევ პატარა სუვენირები. დღესდღეობით, ასევე დაინტერესებული არიან ქალბატონები ასაკით 60 წელს ზმოთ, რომლებსაც უნდათ ამ ხელსაქმის შესწავლა. გამორჩეულად მახსენდება კულტურის სფეროს წარმომადგენლები, იაპონელების ჯგუფი.

მათი ყურადღება ჩვენმა ხელნაწერებმა მიიპყრო, იმდენად, რომ პატარა ნაგლეჯივით ფურცელზე რაღაც გვქონდა დაწერილი, ითხოვეს და თან წაიღეს. თუ რაიმე გვქონდა, ლამის ყველაფერი შეიძინეს და წაიღეს. ცალ-ცალკე ფოტოებს იღებდნენ ჩვენთან და გვეუბნებოდნენ, რომ იაპონიაში თქვენს კულტურას აუცილებლად ისე წარვადგენთ, როგორც ეს ქართველებს შეგეფარებათო.

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებული ნამუშევარი (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება)

გარდა ამისა, ის საქმე, რასაც ჩვენ ვემსახურებით, ადამიანის სულიერ განვითარებაზე საოცრად მოქმედებს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ძალიან დეპრესიული ადამიანები მოსულან აქ და გარკვეული პერიოდის მერე ბედნიერები გამხდარან. თექა განსაკუთრებით კარგი თერაპიაა. ჯგუფში ასე გვყოლია ადამიანები, რომლებიც საერთოდ შორს იყვნენ ამ საქმისაგან, თუმცა დროთა განმავლობაში სასწაულ მოქარგულობებს ქმნიდნენ.

- დაბოლოს, ალბათ არა ერთი გამოფენა გქონიათ?

- როდესაც დაგვიგროვდა გარკვეული ნაშრომები, დავიწყეთ გამოფენებში მონაწილეობა. სულ ვიღებთ საშობაო და სააღდგომო გამოფენებში მონაწილეობას. თუ სადმე პრესტიჟული გალერეა ან მნიშვნელოვანი საგამოფენო დარბაზია, ყველგან ვიყავით წარმოდგენილები. უწმინდესი ჩვენს არაერთ გამოფენაზეა ნამყოფი. განსაკუთრებით უხაროდა ჩვენი სახელოსნოს წარმატება. სახელოსნომ განახორციელა გარკვეულწილად განახორციელა ის მიზნები, რითაც თავიდან დავიწყეთ. ჩვენ შევასრულეთ და ვასრულებთ დღესაც იმ მისიას, რაც უწმინდესისგან კურთხევად გვქონდა მოცემული: ტრადიციების პოპულარიზება, ქალთა დასაქმება ამ საქმის აღდგენა-შესწავლა. თუკი მოინდომებს ადამიანი, ყველაფერს შეძლებს...

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი