პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარკვეულ მედიკამენტებზე შეზღუდვა შეიქმნა - მოსახლეობას ვთხოვთ, ამ ფაქტს გაგებით მოეკიდოს" - რა განცხადებას ავრცელებს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია?
"გარკვეულ მედიკამენტებზე შეზღუდვა შეიქმნა - მოსახლეობას ვთხოვთ, ამ ფაქტს გაგებით მოეკიდოს" - რა განცხადებას ავრცელებს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია?

ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, გარ­კვე­ულ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე თურ­ქი მომ­წო­დებ­ლე­ბის მხრი­დან რო­გორც რა­ო­დე­ნო­ბის, ასე­ვე, მო­წო­დე­ბის შე­ზღუდ­ვა შე­იქ­მნა.

კომ­პა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, აღ­ნიშ­ნულ ფაქტს გა­გე­ბით მო­ე­კი­დოს, რად­გან მი­თი­თე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა ად­გი­ლობ­რივ კომ­პა­ნი­ებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ არის.

„ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას სურს მო­სახ­ლე­ო­ბას მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია თურ­ქე­თის ბაზ­რი­დან გარ­კვე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მო­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე.

გვსურს ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ თურ­ქე­თის ბაზ­რის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბის ამოქ­მე­დე­ბის­თა­ნა­ვე, ასო­ცი­ა­ცი­ა­ში შე­მა­ვალ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მყი­სი­ე­რად ჩა­ერ­თნენ თურ­ქე­თის ბაზ­რი­დან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის იმ­პორ­ტის პრო­ცეს­ში. ასე­ვე, ასო­ცი­ა­ცი­ის სა­ხე­ლით მა­ს­მე­დი­ა­ში არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია იქნა მი­წო­დე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, ქსე­ლებ­მა და­ი­წყეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ბაზ­რი­დან იმ­პორ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში რე­ა­ლი­ზა­ცია. ასე­ვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ თურ­ქე­თის ბაზ­რის გახ­სნის თა­ო­ბა­ზე წი­ნა­და­დე­ბა ჩვე­ნი სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან გაჟ­ღერ­და, რაც გვაძ­ლევს იმის უფ­ლე­ბას, რომ ვი­ყოთ ობი­ექ­ტუ­რე­ბი და არ გვსურს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გახ­დეს სხვა­დას­ხვა ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა.

მსგავ­სი რე­ჟი­მით ახა­ლი ბაზ­რე­ბის გახ­სნას, დიდ მო­ლო­დი­ნებ­თან ერ­თად, ასე­ვე ახ­ლავს თან­მდე­ვი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა უწყვე­ტი მი­წო­დე­ბის პი­რო­ბე­ბი­სა და ჯაჭ­ვის გა­მარ­თვა­ში. ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, ვა­ცხა­დებთ, რომ შე­იქ­მნა გარ­კვე­ულ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე, რო­გორც ასორ­ტი­მენ­ტის, ასე­ვე რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ, მო­წო­დე­ბის შე­ზღუდ­ვა თურ­ქი მომ­წო­დებ­ლე­ბის მხრი­დან, რაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დგომ აი­სა­ხე­ბა ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე.

მო­სახ­ლე­ო­ბას ვთხოვთ, გა­გე­ბით მო­ე­კი­დოს ამ ფაქტს, ვი­ნა­ი­დან ეს გა­რე­მო­ე­ბა არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რივ კომ­პა­ნი­ებ­ზე. სწო­რედ ამი­ტომ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაჟ­ღე­რებთ ჩვენ, პირ­ვე­ლი წყა­რო, უშუ­ა­ლოდ ის მხა­რე, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ პრო­ცესს. აქვე, კი­დევ ერთხელ, მივ­მარ­თავთ შე­სა­ბა­მის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელს, ინ­სტი­ტუ­ტებს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ეს ინ­ფორ­მა­ცია არ იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მათი მხრი­დან სექ­ტო­რის უმი­ზე­ზო ბრალ­დე­ბის­თვის, რო­გო­რი­ცაა სა­ბო­ტა­ჟი თუ ხე­ლოვ­ნუ­რი დე­ფი­ცი­ტის შექ­მნა, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ მრა­ვალ­ჯერ ჰქონ­და ად­გი­ლი.

ამას­თა­ნა­ვე, უნდა მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ „ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის მიერ ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის მი­მოქ­ცე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის/დო­კუ­მენ­ტის მი­წო­დე­ბის წე­სი­სა და პი­რო­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე“ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის 2023 წლის 15 თე­ბერ­ვლის №9/ნ ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, კომ­პა­ნი­ებს და­უ­წეს­დათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის გა­ზი­ა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, მაგ­რამ სექ­ტო­რის­თვის არ იყო შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი უნი­ვერ­სა­ლუ­რი პროგ­რა­მა (მაგ.: რო­გო­რი­ცაა RS). მი­უ­ხე­და­ვად ბიზ­ნე­სის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნი­სა და მცდე­ლო­ბი­სა, რომ მოხ­დეს გო­ნივ­რულ ვა­დებ­ში და სწო­რი მე­თო­დით პრო­ექ­ტის გაშ­ვე­ბა, მა­კონ­ტრო­ლებ­ლის მხრი­დან არაა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სა­თა­ნა­დოდ უნი­ვერ­სა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­რი ბაზა ამ პრო­ცე­სე­ბის გა­მარ­თუ­ლად ასა­მუ­შა­ვებ­ლად. რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბით ხდე­ბა მე­წარ­მე­ე­ბის­თვის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ოქ­მე­ბის გა­მო­წე­რა, რაც უკვე სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა. სამ­წუ­ხა­როდ, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი უკვე იღებს დამ­სჯე­ლო­ბი­თი ორ­გა­ნოს ფორ­მას, რაც სა­ბო­ლო­ოდ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და ამ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის პირ­და­პი­რი ზი­ა­ნის მი­ღე­ბის პი­რო­ბა გახ­დე­ბა.

ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მათ ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა­ნა­ირ მე­ქა­ნიზმს იმი­სათ­ვის, რომ გაგ­რძელ­დეს ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უწყვე­ტად უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა“, - ნათ­ქვა­მია ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
6
17

რეგულაციებს მოყვება პროდუქციის დეფიციტი. ეს 2×2 -ია ეკონომიკაში. ეხლა აღმოაჩიეთ? 

ფიზიკოსი
34

სამინისტროს ცხელმა ხაზმა - ჩვენი საქმე არააო. ხომ შეიძლება მინისტრის პირადი კონტაქტებით, ავტორიტეტით "სხვისი" საქმის ამოქაჩვა?

 

ავტორი:

"გარკვეულ მედიკამენტებზე შეზღუდვა შეიქმნა - მოსახლეობას ვთხოვთ, ამ ფაქტს გაგებით მოეკიდოს" - რა განცხადებას ავრცელებს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია?

"გარკვეულ მედიკამენტებზე შეზღუდვა შეიქმნა - მოსახლეობას ვთხოვთ, ამ ფაქტს გაგებით მოეკიდოს" - რა განცხადებას ავრცელებს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია?

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებით, გარკვეულ მედიკამენტებზე თურქი მომწოდებლების მხრიდან როგორც რაოდენობის, ასევე, მოწოდების შეზღუდვა შეიქმნა.

კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, აღნიშნულ ფაქტს გაგებით მოეკიდოს, რადგან მითითებული გარემოება ადგილობრივ კომპანიებზე დამოკიდებული არ არის.

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია თურქეთის ბაზრიდან გარკვეული მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებების თაობაზე.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედებისთანავე, ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა გამოიყენეს შესაძლებლობა და მყისიერად ჩაერთნენ თურქეთის ბაზრიდან მედიკამენტების იმპორტის პროცესში. ასევე, ასოციაციის სახელით მასმედიაში არაერთი ინფორმაცია იქნა მიწოდებული მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ქსელებმა დაიწყეს აღნიშნული ბაზრიდან იმპორტის განხორციელება და ქვეყნის მასშტაბით მედიკამენტების სააფთიაქო ქსელებში რეალიზაცია. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის თაობაზე წინადადება ჩვენი სექტორის წარმომადგენლებისგან გაჟღერდა, რაც გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვიყოთ ობიექტურები და არ გვსურს მოსახლეობისთვის მიწოდებული ინფორმაცია გახდეს სხვადასხვა ინსტიტუტებისთვის ინტერპრეტაციის საშუალება.

მსგავსი რეჟიმით ახალი ბაზრების გახსნას, დიდ მოლოდინებთან ერთად, ასევე ახლავს თანმდევი გამოწვევები, რაც გამოიხატება უწყვეტი მიწოდების პირობებისა და ჯაჭვის გამართვაში. ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ შეიქმნა გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, მოწოდების შეზღუდვა თურქი მომწოდებლების მხრიდან, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე.

მოსახლეობას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდოს ამ ფაქტს, ვინაიდან ეს გარემოება არ არის დამოკიდებული ადგილობრივ კომპანიებზე. სწორედ ამიტომ ინფორმაციას ვაჟღერებთ ჩვენ, პირველი წყარო, უშუალოდ ის მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესს. აქვე, კიდევ ერთხელ, მივმართავთ შესაბამის მარეგულირებელს, ინსტიტუტებს, რომ მოსახლეობისთვის მიწოდებული ეს ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული მათი მხრიდან სექტორის უმიზეზო ბრალდებისთვის, როგორიცაა საბოტაჟი თუ ხელოვნური დეფიციტის შექმნა, რასაც სამწუხაროდ მრავალჯერ ჰქონდა ადგილი.

ამასთანავე, უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ „ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციაში ჩართული პირების მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტის მიწოდების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 15 თებერვლის №9/ნ ბრძანების თანახმად, კომპანიებს დაუწესდათ ვალდებულება ინფორმაციის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაზიარების თაობაზე, მაგრამ სექტორისთვის არ იყო შემუშავებული და შეთავაზებული უნივერსალური პროგრამა (მაგ.: როგორიცაა RS). მიუხედავად ბიზნესის დაჟინებული მოთხოვნისა და მცდელობისა, რომ მოხდეს გონივრულ ვადებში და სწორი მეთოდით პროექტის გაშვება, მაკონტროლებლის მხრიდან არაა უზრუნველყოფილი სათანადოდ უნივერსალური ტექნიკური ბაზა ამ პროცესების გამართულად ასამუშავებლად. რეალურად არსებული პრობლემების იგნორირებით ხდება მეწარმეებისთვის გამაფრთხილებელი ოქმების გამოწერა, რაც უკვე საჯარიმო სანქციების წინაპირობაა. სამწუხაროდ, მარეგულირებელი უკვე იღებს დამსჯელობითი ორგანოს ფორმას, რაც საბოლოოდ მოსახლეობისთვის და ამ სფეროში დასაქმებული პირებისთვის პირდაპირი ზიანის მიღების პირობა გახდება.

ასოციაციის წევრი კომპანიები მაქსიმალურად გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველანაირ მექანიზმს იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის მოსახლეობის მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უწყვეტად უზრუნველყოფა და კვალიფიციური მომსახურების გაწევა“, - ნათქვამია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.