მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსები ცდილობენ, აფხაზეთში რაც შეიძლება მეტი უძრავი ქონების გადაფორმება მოასწრონ ზაფხულამდე - "გარშემო უამრავი შენობა-ნაგებობაა, მათ შორის ქართველების ნასახლარები..."
რუსები ცდილობენ, აფხაზეთში რაც შეიძლება მეტი უძრავი ქონების გადაფორმება მოასწრონ ზაფხულამდე -  "გარშემო უამრავი შენობა-ნაგებობაა, მათ შორის ქართველების ნასახლარები..."

"რუ­სე­თის ზე­წო­ლა უძ­რა­ვის ქო­ნე­ბის და­სათ­მო­ბად კვლავ გრძელ­დე­ბა", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან აფხა­ზე­ბი რუ­სე­ბის მიერ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­და­ფორ­მე­ბის მცდე­ლო­ბებს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, რუ­სე­ბი ცდი­ლო­ბენ, აფხა­ზეთ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა მო­ას­წრონ ზა­ფხუ­ლამ­დე.

ჯერ კი­დევ ე.წ. პრე­ზი­დენტ რაულ ხა­ჯიმ­ბას და­წყე­ბუ­ლი ვაჭ­რო­ბა გრძელ­დე­ბა. ის, რაც ვერ გა­ბე­და ხა­ჯიმ­ბამ, რუ­სე­თის წა­ქე­ზე­ბი­თა და აქ­ტი­უ­რო­ბით, არ­ძინ­ბა-გვა­ზა­ვას კლა­ნი აგ­რძე­ლებს და ცდი­ლობს სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნოს.

  • აფხა­ზუ­რი ოპო­ზი­ცი­ის თქმით, მათი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სე­თი თა­ვი­სი მიზ­ნის მიღ­წე­ვას მა­ინც ცდი­ლობს, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლის თქმით, ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­სა­ვა­ლიც იყოს.

"გარ­შე­მო უამ­რა­ვი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბაა, მათ შო­რის ქარ­თვე­ლე­ბის ნა­სახ­ლა­რე­ბი, რაც ახლა უქ­მა­დაა, რად­გან ახალ­მა პატ­რო­ნებ­მა მათი გა­რე­მონ­ტე­ბა და­აგ­ვი­ა­ნეს, შე­სა­ბა­მი­სად, ახლა კი უკვე გვი­ა­ნია და თუ რუს ინ­ვეს­ტო­რებს მის­ცე­მენ, სარ­გე­ბელ­საც ნა­ხა­ვენ", - წე­რენ აფხა­ზე­ბი.

თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლი ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში რუ­სუ­ლი და სომ­ხუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­ჩე­რე­ბას მო­ი­თხოვს, თუმ­ცა ეს პრო­ტეს­ტი იმ ზე­წო­ლის ფონ­ზე, რა­საც კრემ­ლი და რე­გი­ონ­ში მათი საყ­რდე­ნე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, სუს­ტი აღ­მოჩ­ნდა, ამი­ტო­მაც აპარ­ტო­ტე­ლე­ბის თემა აფხა­ზეთ­ში სულ უფრო დიდ ცდუ­ნე­ბას იწ­ვევს...

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წე­რენ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მა, რო­გორც დას­ვე­ნე­ბის, ასე­ვე, ბიზ­ნე­სის კუ­თხით, ამი­ტო­მაც მათ­თვის აფხა­ზე­თი მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და, შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სე­ბი ცდი­ლო­ბენ ზა­ფხუ­ლამ­დე დრო არ და­კარ­გონ, ხელ­ში ჩა­იგ­დონ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და ეს ბიზ­ნე­სად აქ­ცი­ონ.

პო­ლი­ტი­კო­სი, აფხა­ზუ­რი სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბის წევ­რი ომარ სმი­რი ად­გი­ლობ­რივ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მი­ყიდ­ვის ლო­ბი­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. "აპარ­ტო­ტე­ლე­ბის წი­ნა­აღ­დე­გი არა­ვინ არის, რად­გან ეს ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სია, მაგ­რამ ეს ბი­ნე­ბი­სა და მი­წე­ბის გა­და­ფორ­მე­ბის ხარ­ჯზე არ უნდა მოხ­დეს. რუ­სე­თი თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­ყიდ­ვის ლე­გა­ლი­ზე­ბას ითხოვს, ამა­შია პრობ­ლე­მა", - ამ­ბობს სმი­რი გა­მო­ცე­მა ekhokavkaza.com-სთან სა­უ­ბარ­ში.

აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გარ­შე­მო სა­და­ვო სა­კი­თხე­ბი წარ­მო­იშ­ვე­ბა, ის ე.წ. სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცე­მა, თუმ­ცა აფხა­ზე­ბის თქმით, რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ობი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღონ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
13

თქვე კაი ხალხო, მთელ საქართველოში ყიდულობენ უძრავ ქონებას (ქალაქშიც და რეგიონშიც ), აფხაზეთი გიკვირთ და გაღელვებთ? კარგად ხართ?

ლალი
11

გადაიფორმონ და თუ უნდათ კიდევ რემონტიც გააკეთონ. უკრაინა რომ მოიგებს, იმედია მაგას არ აკმარებს მსოფლიო რუსეთს და დაშლის. მაშინ, საქარყველოს დროც დადგება. დავიბრუნებთ აფხაზეთსაც და სოჭსაც. მაგრამ მანამდე ჯარი უნდა გავაძლიეროთ ისე, რომ ვერავინ მოგვჭამოს ფეხები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რუსები ცდილობენ, აფხაზეთში რაც შეიძლება მეტი უძრავი ქონების გადაფორმება მოასწრონ ზაფხულამდე - "გარშემო უამრავი შენობა-ნაგებობაა, მათ შორის ქართველების ნასახლარები..."

რუსები ცდილობენ, აფხაზეთში რაც შეიძლება მეტი უძრავი ქონების გადაფორმება მოასწრონ ზაფხულამდე -  "გარშემო უამრავი შენობა-ნაგებობაა, მათ შორის ქართველების ნასახლარები..."

"რუსეთის ზეწოლა უძრავის ქონების დასათმობად კვლავ გრძელდება", - ასე ეხმაურებიან აფხაზები რუსების მიერ უძრავი ქონების სამართლებრივად გადაფორმების მცდელობებს. ადგილობრივების თქმით, რუსები ცდილობენ, აფხაზეთში რაც შეიძლება მეტი უძრავი ქონების გადაფორმება მოასწრონ ზაფხულამდე.

ჯერ კიდევ ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას დაწყებული ვაჭრობა გრძელდება. ის, რაც ვერ გაბედა ხაჯიმბამ, რუსეთის წაქეზებითა და აქტიურობით, არძინბა-გვაზავას კლანი აგრძელებს და ცდილობს სისრულეში მოიყვანოს.

  • აფხაზური ოპოზიციის თქმით, მათი და საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთი თავისი მიზნის მიღწევას მაინც ცდილობს, თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილის თქმით, ეს შეიძლება გამოსავალიც იყოს.

"გარშემო უამრავი შენობა-ნაგებობაა, მათ შორის ქართველების ნასახლარები, რაც ახლა უქმადაა, რადგან ახალმა პატრონებმა მათი გარემონტება დააგვიანეს, შესაბამისად, ახლა კი უკვე გვიანია და თუ რუს ინვესტორებს მისცემენ, სარგებელსაც ნახავენ", - წერენ აფხაზები.

თუმცა ადგილობრივების დიდი ნაწილი ოკუპირებულ რეგიონში რუსული და სომხური ინვესტიციების შეჩერებას მოითხოვს, თუმცა ეს პროტესტი იმ ზეწოლის ფონზე, რასაც კრემლი და რეგიონში მათი საყრდენები ახორციელებენ, სუსტი აღმოჩნდა, ამიტომაც აპარტოტელების თემა აფხაზეთში სულ უფრო დიდ ცდუნებას იწვევს...

ადგილობრივები წერენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს ბევრ ქვეყანაში შეექმნათ პრობლემა, როგორც დასვენების, ასევე, ბიზნესის კუთხით, ამიტომაც მათთვის აფხაზეთი მეტად საინტერესო გახდა, შესაბამისად, რუსები ცდილობენ ზაფხულამდე დრო არ დაკარგონ, ხელში ჩაიგდონ რაც შეიძლება მეტი უძრავი ქონება და ეს ბიზნესად აქციონ.

პოლიტიკოსი, აფხაზური სახალხო მოძრაობის წევრი ომარ სმირი ადგილობრივ ხელმძღვანელობას უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის ლობირებაში ადანაშაულებს. "აპარტოტელების წინააღდეგი არავინ არის, რადგან ეს ტურისტული ბიზნესია, მაგრამ ეს ბინებისა და მიწების გადაფორმების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. რუსეთი თავისი მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის ლეგალიზებას ითხოვს, ამაშია პრობლემა", - ამბობს სმირი გამოცემა ekhokavkaza.com-სთან საუბარში.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების გარშემო სადავო საკითხები წარმოიშვება, ის ე.წ. სასამართლოს გადაეცემა, თუმცა აფხაზების თქმით, რუსული გავლენების გათვალისწინებით, სრულიად წარმოუდგენელია, რომ ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღონ.