მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ შევიკრიბეთ, როგორც გოლგოთაზე..." - გარდამოხსნის წესი, მეუფე შიოს ქადაგება და ქრისტეს დატირების სულისშემძვრელი კადრები სამების ტაძრიდან (ვიდეო)
"ჩვენ შევიკრიბეთ, როგორც გოლგოთაზე..." -  გარდამოხსნის წესი, მეუფე შიოს  ქადაგება და ქრისტეს დატირების სულისშემძვრელი კადრები სამების ტაძრიდან (ვიდეო)

ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გარ­და­მოხ­სნის ტრა­დი­ცი­უ­ლი წესი შეს­რულ­და. ამ დღეს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა იესო ქრის­ტეს ჯვარ­ცმას, ჯვრი­დან გარ­და­მოხ­სნა­სა და და­საფ­ლა­ვე­ბას იხ­სე­ნებს.

რი­ტუ­ა­ლი სა­პატ­რი­არ­ქოს ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად აღავ­ლი­ნა.

შეს­რულ­და სა­გა­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იესო ქრის­ტეს ვნე­ბა­სა და ჯვარ­ცმას ასა­ხავს. ასე­ვე შეს­რულ­და და­ტი­რე­ბა (გა­ლო­ბა), რო­მე­ლიც და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის ლექსზე "ვაი რა კარ­გი სა­ჩი­ნოს" მი­ხედ­ვით არის და­წე­რი­ლი და პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით შე­იქ­მნა. წელ­საც ტრა­დი­ცი­უ­ლად სა­გა­ლო­ბე­ლი ნა­ი­რა ნა­ჩხა­ტაშ­ვილ­მა შე­ას­რუ­ლა. ის უკვე 35 წელ­ზე მე­ტია ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც მა­ცხოვ­რის და­ტი­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით გა­ლობს.

დიდი პა­რას­კე­ვის სე­რო­ბა მა­ცხოვ­რის ჯვრი­დან გარ­და­მოხ­სნა­სა და და­საფ­ლა­ვე­ბას ეძღვნე­ბა და ჩვე­უ­ლებ­რივ, 14:00 სა­ათ­ზე აღევ­ლი­ნე­ბა, რად­გან ბიბ­ლი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რით, იესო ქრის­ტე ჯვარ­ზე სწო­რედ ამ დროს მი­იც­ვა­ლა.

მსა­ხუ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში მზად­დე­ბა ამაღ­ლე­ბუ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თუ­ლი სად­გა­მი - "საფ­ლა­ვი“, სა­კურ­თხე­ველ­ში კი, წმინ­და ტრა­პეზ­ზე, და­აბ­რძა­ნე­ბენ გარ­და­მოხ­სნას, სა­გან­გე­ბოდ მო­ხა­ტულ დიდ ქსო­ვილს, რო­მელ­ზეც საფ­ლავ­ში ჩას­ვე­ნე­ბუ­ლი მა­ცხო­ვა­რია გა­მო­სა­ხუ­ლი. დიდი პა­რას­კე­ვი დიდი მარ­ხვის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღეა. ამ დღეს ტაძ­რებ­ში წირ­ვა არ აღეს­რუ­ლე­ბა, რად­გან, სა­ხა­რე­ბის თა­ნახ­მად, ადა­მი­ან­თა ცოდ­ვე­ბის­გან გა­მო­სახ­სნე­ლად უფალ­მა სა­კუ­თა­რი თავი მსხვერ­პლად შეს­წი­რა.

თუ შე­იძ­ლე­ბა, რომ ამ დე­და­მი­წა­ზე იყოს რა­ი­მე უსა­მარ­თლო­ბა, სი­სას­ტი­კე და გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ბო­რო­ტე­ბა, მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმა არის ამ ყვე­ლაფ­რის უკი­დუ­რე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ დღეს, ქა­და­გე­ბი­სას.

რო­გორც მე­უ­ფემ აღ­ნიშ­ნა, ყო­ველ ადა­მი­ანს ჯერ კი­დევ გვაქვს დრო, ავირ­ჩი­ოთ ქრის­ტეს­გან მარ­ჯვე­ნა მხა­რე და "დავ­დგეთ გო­ნი­ე­რი ავა­ზა­კის ჯვარ­თან“.

"სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმინ­დი­სა­თა.

ქრის­ტეს მიერ საყ­ვა­რელ­ნო მა­მე­ბო, ძმე­ბო და დებო, დღეს ჩვენ ვიხ­სე­ნებთ მოვ­ლე­ნას, რო­მე­ლიც გო­ნე­ბის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი და ენით გა­მო­უთ­ქმე­ლია. თვით ძე ღმერ­თი მო­ვი­და დე­და­მი­წა­ზე ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც ამ­ზა­დებ­და მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ შეხ­ვედ­რის­თვის, იმის­თვის, რომ გა­მო­ეხ­სნა ცოდ­ვი­სა და სიკ­ვდი­ლის წყვდი­ა­დი­სა­გან და შე­ეყ­ვა­ნა ზე­ცი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­თელ­ში.

უფა­ლი ელა­პა­რა­კე­ბო­და ადა­მი­ა­ნებს, სას­წა­უ­ლებს ახ­დენ­და, მკვდრებს აღად­გენ­და, ყო­ველ­გვარ სნე­უ­ლე­ბას კურ­ნავ­და, გვას­წავ­ლი­და სიყ­ვა­რულს, გულ­მო­წყა­ლე­ბას და აი, ამ ყვე­ლაფ­რის სა­ნაც­ვლოდ იგი შე­ი­პყრეს, ნერ­წყვეს, სცე­მეს, ჯვარს აც­ვეს და მოკ­ლეს. და თუ შე­იძ­ლე­ბა, რომ ამ დე­და­მი­წა­ზე იყოს რა­ი­მე უსა­მარ­თლო­ბა, სი­სას­ტი­კე და გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ბო­რო­ტე­ბა, მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმა არის ამ ყვე­ლაფ­რის უკი­დუ­რე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბა.

დღეს ჩვენ შე­ვიკ­რი­ბეთ, რო­გორც გოლ­გო­თა­ზე, რათა გა­ვიხ­სე­ნოთ, ვინ იდგა მა­შინ ქრის­ტეს ჯვარ­თან ახ­ლოს. იდგა ბრბო, რო­მე­ლიც მას დას­ცი­ნო­და და მტრუ­ლი გან­წყო­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და იქ. იყ­ვნენ ჯა­რის­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც იყოფ­დნენ მის შე­სა­მო­სელს, იქ იდგა უფრო მო­შო­რე­ბით თა­ვი­სი შვი­ლის ტან­ჯვის­გან გულ­გან­გმი­რუ­ლი ყოვ­ლად­წ­მინ­და ქალ­წუ­ლი დედა ღვთის­მშო­ბე­ლი, მე­ნელ­სა­ცხებ­ლე დე­დებ­თან ერ­თად. და რო­გორც გახ­სოვთ, მა­ცხოვ­რის ჯვარ­თან ახ­ლოს ასე­ვე იყო აღ­მარ­თუ­ლი კი­დევ ორი ჯვა­რი, რომ­ლებ­ზეც გაკ­რუ­ლი იყ­ვნენ ავა­ზა­კე­ბი.

და აი, დღეს ჩვენც მო­ვე­დით აქ, მა­ცხოვ­რის ჯვარ­თან გოლ­გო­თა­ზე და ვფიქ­რობთ იმა­ზე, სად გვე­კუთ­ვნის დგო­მა, სად უნდა ვი­ყოთ ჩვენ. იმ ბრბოს­თან და ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად უნდა ვიდ­გეთ, თუ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელ­თან და მე­ნელ­სა­ცხებ­ლე დე­დებ­თან ერ­თად? ალ­ბათ, არა, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, უფრო სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, ჩვენ დავ­დგეთ ავა­ზა­კებ­თან ერ­თად, ვი­ნა­ი­დან ჩვენ ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბით, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბით, ჩვე­ნი ტან­ჯვე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად ვართ ავა­ზა­კე­ბი, მაგ­რამ ამ ორი ავა­ზა­კი­დან რომ­ლის ჯვარ­თან უნდა დავ­დგეთ ჩვენ, ქრის­ტეს მარ­ჯვე­ნა თუ მარ­ცხე­ნა მხა­რეს? აი, ეს კი არის ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის გა­და­სა­წყვე­ტი, იმი­ტომ რომ ჯერ კი­დევ გვაქვს დრო, ავირ­ჩი­ოთ ქრის­ტეს­გან მარ­ჯვე­ნა მხა­რე, დავ­დგეთ გო­ნი­ე­რი ავა­ზა­კის ჯვარ­თან და მას­თან ერ­თად წარ­მოვ­თქვათ მისი ცნო­ბი­ლი სი­ტყვე­ბი: "ჩვენ სა­მარ­თლი­ა­ნად და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, ვი­ნა­ი­დან რაც გა­ვა­კე­თეთ, სა­კად­რი­სი მი­ვი­ღეთ. მო­მიხ­სე­ნე მე, უფა­ლო, სა­სუ­ფე­ველ­სა შენ­სა, ამინ“, - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ.

00:00 / 00:00
შუშის სასახლის მეუფე-მიტროპოლიტი
4

და სული რა შეგიძრათ ამ გაპრუნწკულ მორთული მდედრის კივილმა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ჩვენ შევიკრიბეთ, როგორც გოლგოთაზე..." - გარდამოხსნის წესი, მეუფე შიოს ქადაგება და ქრისტეს დატირების სულისშემძვრელი კადრები სამების ტაძრიდან (ვიდეო)

"ჩვენ შევიკრიბეთ, როგორც გოლგოთაზე..." -  გარდამოხსნის წესი, მეუფე შიოს  ქადაგება და ქრისტეს დატირების სულისშემძვრელი კადრები სამების ტაძრიდან (ვიდეო)

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

რიტუალი საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

შესრულდა საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ასევე შესრულდა დატირება (გალობა), რომელიც დავით გურამიშვილის ლექსზე "ვაი რა კარგი საჩინოს" მიხედვით არის დაწერილი და პატრიარქის კურთხევით შეიქმნა. წელსაც ტრადიციულად საგალობელი ნაირა ნაჩხატაშვილმა შეასრულა. ის უკვე 35 წელზე მეტია ერთადერთია, რომელიც მაცხოვრის დატირებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გალობს.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.

მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - "საფლავი“, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.

თუ შეიძლება, რომ ამ დედამიწაზე იყოს რაიმე უსამართლობა, სისასტიკე და გაუმართლებელი ბოროტება, მაცხოვრის ჯვარცმა არის ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინება, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ დღეს, ქადაგებისას.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ყოველ ადამიანს ჯერ კიდევ გვაქვს დრო, ავირჩიოთ ქრისტესგან მარჯვენა მხარე და "დავდგეთ გონიერი ავაზაკის ჯვართან“.

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, დღეს ჩვენ ვიხსენებთ მოვლენას, რომელიც გონებისთვის მიუწვდომელი და ენით გამოუთქმელია. თვით ძე ღმერთი მოვიდა დედამიწაზე ადამიანთან, რომელსაც ამზადებდა მრავალი საუკუნის განმავლობაში ამ შეხვედრისთვის, იმისთვის, რომ გამოეხსნა ცოდვისა და სიკვდილის წყვდიადისაგან და შეეყვანა ზეციური ცხოვრების ნათელში.

უფალი ელაპარაკებოდა ადამიანებს, სასწაულებს ახდენდა, მკვდრებს აღადგენდა, ყოველგვარ სნეულებას კურნავდა, გვასწავლიდა სიყვარულს, გულმოწყალებას და აი, ამ ყველაფრის სანაცვლოდ იგი შეიპყრეს, ნერწყვეს, სცემეს, ჯვარს აცვეს და მოკლეს. და თუ შეიძლება, რომ ამ დედამიწაზე იყოს რაიმე უსამართლობა, სისასტიკე და გაუმართლებელი ბოროტება, მაცხოვრის ჯვარცმა არის ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინება.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, როგორც გოლგოთაზე, რათა გავიხსენოთ, ვინ იდგა მაშინ ქრისტეს ჯვართან ახლოს. იდგა ბრბო, რომელიც მას დასცინოდა და მტრული განწყობით იმყოფებოდა იქ. იყვნენ ჯარისკაცები, რომლებიც იყოფდნენ მის შესამოსელს, იქ იდგა უფრო მოშორებით თავისი შვილის ტანჯვისგან გულგანგმირული ყოვლადწმინდა ქალწული დედა ღვთისმშობელი, მენელსაცხებლე დედებთან ერთად. და როგორც გახსოვთ, მაცხოვრის ჯვართან ახლოს ასევე იყო აღმართული კიდევ ორი ჯვარი, რომლებზეც გაკრული იყვნენ ავაზაკები.

და აი, დღეს ჩვენც მოვედით აქ, მაცხოვრის ჯვართან გოლგოთაზე და ვფიქრობთ იმაზე, სად გვეკუთვნის დგომა, სად უნდა ვიყოთ ჩვენ. იმ ბრბოსთან და ჯარისკაცებთან ერთად უნდა ვიდგეთ, თუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და მენელსაცხებლე დედებთან ერთად? ალბათ, არა, ძვირფასო ძმებო და დებო, უფრო სამართლიანი იქნებოდა, ჩვენ დავდგეთ ავაზაკებთან ერთად, ვინაიდან ჩვენ ჩვენი ცოდვებით, ჩვენი ცხოვრებისეული სირთულეებით, ჩვენი ტანჯვებით, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ვართ ავაზაკები, მაგრამ ამ ორი ავაზაკიდან რომლის ჯვართან უნდა დავდგეთ ჩვენ, ქრისტეს მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს? აი, ეს კი არის ყოველი ჩვენგანის გადასაწყვეტი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, ავირჩიოთ ქრისტესგან მარჯვენა მხარე, დავდგეთ გონიერი ავაზაკის ჯვართან და მასთან ერთად წარმოვთქვათ მისი ცნობილი სიტყვები: "ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან რაც გავაკეთეთ, საკადრისი მივიღეთ. მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა, ამინ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.