პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უქმე დღეებში ბანკიდან ბანკში გადარიცხვას 10 წამი დასჭირდება - რა ახალ სისტემას ნერგავს სებ-ი?
უქმე დღეებში ბანკიდან ბანკში გადარიცხვას 10 წამი დასჭირდება - რა ახალ სისტემას ნერგავს სებ-ი?

მსოფ­ლიო ბან­კის (WB) ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ტენ­დე­რი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ქვე­ყა­ნა­ში მყი­სი­ე­რი გა­დახ­დე­ბის სის­ტე­მის (IPS) და­მონ­ტა­ჟე­ბას.

IPS სის­ტე­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს ბანკთა­შო­რი­სი გა­და­რი­ცხვე­ბის დაჩ­ქა­რე­ბას და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით, 365 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ შო­რის, უქმე დღე­ებ­შიც ერთი ბან­კი­დან მე­ო­რე­ში გა­და­რი­ცხვის მაქ­სი­მა­ლუ­რი დრო 10 წამი იქ­ნე­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო მსოფ­ლიო ბან­კის და­ფი­ნან­სე­ბა პრო­ექ­ტით „სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბა და აღ­დგე­ნა მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის ბიზ­ნე­სე­ბის­თვის“ და სურს, ამ ფი­ნან­სე­ბის ნა­წი­ლი გა­მო­ი­ყე­ნოს მყი­სი­ე­რი გა­დახ­დე­ბის სის­ტე­მის (IPS) და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბის­თვის, და­მონ­ტა­ჟე­ბის­თვის, ინ­ტეგრცი­ის­თვის, და­ტესტვის­თვის და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში გაშ­ვე­ბის­თვის“, - წე­რია სა­ტენ­დერო გა­ნა­ცხად­ში.

ყვე­ლა ეს ოპე­რა­ცია სა­კონ­ტრაქ­ტო შე­თან­ხმებ­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 21 თვე­ში უნდა დას­რულ­დეს.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, კომ­პა­ნი­ამ, ეროვ­ნულ ბანკთან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს გეგ­მის შედ­გე­ნა, ასე­ვე ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ტრე­ნინ­გი და გა­დამ­ზა­დე­ბა, სა­გა­რან­ტიო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სერ­ვი­სე­ბი და ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი"

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბეგი
0

ნეტა ვინმემ რამე ჩამირიცხოს და 10 წამი კიარა 10 საათი დაველოდები.

 

თეონა
2

ძალიან გამიხარდა, მადლობა ❤️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

უქმე დღეებში ბანკიდან ბანკში გადარიცხვას 10 წამი დასჭირდება - რა ახალ სისტემას ნერგავს სებ-ი?

უქმე დღეებში ბანკიდან ბანკში გადარიცხვას 10 წამი დასჭირდება - რა ახალ სისტემას ნერგავს სებ-ი?

მსოფლიო ბანკის (WB) ვებგვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული ბანკის ტენდერი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დამონტაჟებას.

IPS სისტემა უზრუნველყოფს ბანკთაშორისი გადარიცხვების დაჩქარებას და მისი საშუალებით, 365 დღის განმავლობაში, მათ შორის, უქმე დღეებშიც ერთი ბანკიდან მეორეში გადარიცხვის მაქსიმალური დრო 10 წამი იქნება.

„საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება პროექტით „საქართველოს დახმარება და აღდგენა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის“ და სურს, ამ ფინანსების ნაწილი გამოიყენოს მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) და მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდებისთვის, დამონტაჟებისთვის, ინტეგრციისთვის, დატესტვისთვის და ექსპლუატაციაში გაშვებისთვის“, - წერია სატენდერო განაცხადში.

ყველა ეს ოპერაცია საკონტრაქტო შეთანხმებდან არაუგვიანეს 21 თვეში უნდა დასრულდეს.

პროექტის ფარგლებში, კომპანიამ, ეროვნულ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით, უნდა უზრუნველყოს გეგმის შედგენა, ასევე ბანკის თანამშრომლების ტრენინგი და გადამზადება, საგარანტიო და ადმინისტრაციული სერვისები და ტექნიკური დახმარება.

"ბიზნესპრესნიუსი"