საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილს უგზავნის და სთხოვს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ მოსაზრება დაჩქარებულად მოამზადოს.
როგორც წერილშია აღნიშნული, მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
პაპუაშვილმა კომისიის მოსაზრების დაჩქარებულად წარმოდგენის საჭიროების ერთ-ერთ მიზეზად, ასევე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგი დაასახელა.
"თქვენო აღმატებულებავ,
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ" საქართველოს კანონი მეორე მოსმენით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განიხილა.
ასევე, გწერთ, რომ გთხოვოთ ვენეციის კომისიის დაჩქარებული მოსაზრება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თან ერთვის ამ წერილს.
მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება, ასევე, გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება.
აქედან გამომდინარე, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი თხოვნაა, შეიმუშაოთ დაჩქარებული მოსაზრება ზემოაღნიშნული კანონპროექტის თაობაზე.
გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა,“ - აღნიშნულია პაპუაშვილის მიერ კლერ ბაზი მალორისდამი მიწერილ წერილში.
მხოლოდ ორ საკითხს ვეხები, ერთია დეოლიგარქიზაცია - საიდან გაჩნდა საერთოდ ოლიგარქია, რამ განაპირობა მისი აქ, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთის დარად არსებობა იმ დოზით, იმგვარად და ისე, რომ გადამწყვეტი პირობა გახდა დეოლიგარქიზაცია, ისე ევროკავშირი არ მიგიღებთო? პასუხი ასეთია, ზერელედ იცნობენ ისინი, ვინც ეგ 12 პუნქტი დაწერა ჩვენს სისტემებს, ვინა და მაგალითად ნაცების ევროპელი საყრდენები, რომელთაც უფრო მტკიცე კომუნისტური ფუძეწარმოშობა აქვსთ, ვიდრე მათ საკრიტიკებელ ქოცებს აქვსთ, უბრალოდ სხვა საწინააღმდეგო მხარის კლანის ინტერესებს იცავენ და ეგარი, ისე ერთია, ერთი ოხერია, ზოგადად მაინც ერთი წარმოშობის პოსტბოლშვიკურკლანურია, პოზიციურ ოპოზიციურია! და მაინც, როგორ გაჩდნენ ოლიგარქები, რატომ არიან ასე მნიშვნელოვანი პოლიტიკაში და კიდევ უფრო მეტად ეკონომიკაში და რატომ არ ეძიებათ ამის მსგავსი გავლენამოვლენა (აფრენაგაფრენა) იგივე ფულის ოდენობის მქონე პირებს ევროპაში, ან ამერიკაში?! იმიტომ, რომ საბჭოთა მმართველი კასტის შრიდან, ანუ კანონზე მაღლა მდგომთა კასტის წინ წამოწეული წარმომადგენლებია ჩვენი პოზიციურ ოპოზიციური ოლიგაქრები, მათ უკან დგას ფულის და ქონების დაგროვების საბჭოთა ბოლშევიკური მძარცველური, ანუ უკანონო გზა, სანამ კანონდარღვევით საწყის ფულს იშოვნიდნენ, პროლეტარები იყვნენ (გაღლეტილი მერაბიშვილი, კეზერაშვილი, შუქურკგბშნიკი სააკაშვილი, ადეიშვილი, იგულავა, ოქრუაშვილი, ალასანია დედა და ბიძაც , კოლექტიური მურუსიძეჩინჩალაძე, კოლექტიური ექსპერტები და ყვითელი ტაშფანდურფუსავატსახეები, ჩეკისტი ხომშტერია, ტელევიზიონშიკები წერეთელი და გვარამია, კაპიტანი გიგაური, მამალი ენჯეოშნიკები.....), კანონი ან ნაყიდი აქვსთ, ან მიტაცებული, ძირითადად ჯერ მმართველი ხდება, ან მისი დაახლოებული პირი (ივანიშვილი, პატარკაციშვილი, ხაზარაძე, ნაყოფია, ჩხარტიშვილი, გურგენიძე, გილაური, ოქუაშვილი, ჩოჩელი, კოვზანაძე, გვენეტაძე, გოცრუიძე, წილოსანი, ჩხეიძე ,..... ), მერე მდიდრდება, არც ძალიან ცოტაა ამ ბოლოს მსგავსი, ისინი ძირითადად ოლიგარქდებიან იმ პირველი სახის სამართალდამცავ დემოკრატი გამღლეტი ოლიგაქრებისაგან თავის დასაცავად, მაგრამ ყველა შემთხვევაში ესენიც მმართველი კასტიდან არიან! ასეთი კანონი, კანონები და კანონმდებლობა, რომლის გვერდის ავლა, ან პირდაპირ გამოყენება შეუძლია ვიღაცა ვიგინდარას გასამდიდრებლად ერის და ხალხის სახელმწიფოს გაღატაკებით, ძარცვით, გვქონდა, გვაქვს და გვექნება, რადგან ის სისტემურია და მთლიანადაა შესაცვლელი მთელი ჩარჩო, ამოიძირკვოს უნდა, ერთი წერტილიც არ უნდა დარჩეს ძველი საკანონმდებლო აღსრულებითი სისტემიდან, ერთიანად უნდა შეჩერდეს ერთ დღეს, რაც წერეს 1992 წლიდან და ახალი შედგეს იმავე დღეს ძალაში შესასვლელად, რა დღესაც ძველი შეჩერდება, სხვანაირად შებათქაშება ვარდისფრად გადაღებვით ოლიგაქრი არ გაქრება! მეორე საკითხი სინამდვილეში პირველია-ეს სამართლის სისტემაა, ამ სისტემითაა ოლიგაქრი არგამქრალი, ეს სისტემა გაძარცულ ერს და ხალხს ამყოფებს მმართველის წინაშე დაკნინებულ წინასწარდამნაშავედ ცნობილ სარეპრესიო საექსპროპრიაციო მასად, ეს მასა კანონით "ქურდი და მამაძაღლია"-ანგარიშვალდებულია ხსენებული კანონით მმართველის წინაშე და ეს ოლიგაქრი "იცავს" მისგან სახელმწიფოს, ზედამხედველობს, აკონტროლებს მის ყველა სახის აქტიურობას და აქტივს და ამით, ანუ შვაბრად ქცეული სახელმწიფო ინსტიტუტების პირადი კეთილდღეობის მოსაწყობად გამოყენებით, სიყალბეებით და ძალადობით მდიდრდება! ეს ორი საკითხია ერთი, ურთიერთბმულია; ევროპასა და ამერიკაში დიდი ფულის პატრონიც და პატარასიც ბალანსდება კანონით, რომელზე მაღლა ვერ დგება მდიდარი, ის ანგარიშვალდებულია ღარიბი მასის წინაშე, სახელმწიფო ღარიბისაა, ხალხისაა და არა მდიდრის, დიახ, ქაღალდზე მაინც ასეა, და ჩვენთან ქაღალდზეც პირიქითაა-ვერ გაიგეთ, ხომ ?! რა არის გაუგებარი, ჩვენი სისტემა ბოლშევიკურია, ისინი მით ებრძოდნენ კლასობრივ მტერს -მეფის ნაშთებს, შემდგომში "მავნებლებს და ხალხის მტრებს", კულაკებს , მდიდრებს, სოციალისტური საკუთრების დამტაცებლებს და რომ მოსპეს ყველა, დარჩით თქვენ, მოსასპობები!
ეს სუფთად "გარმოშკაა": ხან წერილებს აგზავნის, ხან უკან იბრუნებს, ხან თხოვს, ხან მუშტებს იქნევს... ასეა, როცა ჩალა გაქვს თავში და ჩალის ფასი კალაძე უწიგნურმა იცის ზესტაფონიდან!