პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვიზიტის გადადების მიზეზად ასახელებს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესს.
"საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.
ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო”, - წერია განცხადებაში.
ამ მთავრობას არ უნდა ევროკავშირი და თუგინდა შე..,ი
ვაააახახააააა. ეს ქალბატონი პრეზიდენტია თუ?