მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

ბა­ზის­ბან­კი, რო­გორც ბიზ­ნე­სის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი, აგ­რძე­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას. ამ­ჯე­რად, შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგრო კრე­დი­ტის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ონ სო­ფელ ცე­ცხლა­ურ­ში, ჯამ­ში 22 ჰა ფარ­თობ­ზე, ლურ­ჯი მოც­ვი­სა და დაფ­ნის ბა­ღის გა­სა­შე­ნებ­ლად 1.2 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ბიზ­ნე­სის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი, 16 ჰა ფარ­თობ­ზე 40 000 ძირი ლურ­ჯი მოც­ვი­სა და 6 ჰა-ზე 70 000 ძირი დაფ­ნის სარ­გა­ვი მა­სა­ლის შე­ძე­ნა/გა­შე­ნე­ბას, ჭა­ბურ­ღი­ლის და სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბით მო­წყო­ბა­სა და მი­წის და­მუ­შა­ვე­ბას, ტორ­ფის შე­ძე­ნას, და ტე­რი­ტო­რი­ის შე­მო­ღობ­ვას მოხ­მარ­და.

აჭა­რა აგ­როჯ­გუ­ფი, მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე მოც­ვის 4 ტო­ნამ­დე მო­სავ­ლის მი­ღე­ბას გეგ­მავს, ხოლო მომ­დევ­ნო წლებ­ში წარ­მა­დო­ბა ეტა­პობ­რი­ვად გა­იზ­რდე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე, პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზე­ბა სრუ­ლად ქარ­თულ ბა­ზარ­ზე მოხ­დე­ბა, ხოლო წარ­მა­დო­ბის ზრდას­თან ერ­თად, ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რე­თის ბაზ­რებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ბა­ღებ­ში სრუ­ლად ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაა და­საქ­მე­ბუ­ლი.

„ბა­ზის­ბანკთან პარტნი­ო­რო­ბით, 22 ჰა ფარ­თობ­ზე, წარ­მა­ტე­ბით გა­ვა­შე­ნეთ ლურ­ჯი მოც­ვი­სა და დაფ­ნის ბაღი. პრო­დუქ­ცი­ის მო­სა­ვალს შემ­დე­გი წლი­დან ვე­ლო­დე­ბით და და­გეგ­მი­ლი გვაქვს ექ­სპორტზე გა­ტა­ნა. ბა­ზის­ბანკსა და ჩვენს შო­რის პარტნი­ო­რუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ამით არ დას­რულ­დე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, რე­გი­ონ­ში აგრო მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, კი­დევ არა­ერთ სა­სარ­გებ­ლო პრო­ექტს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.“ - აღ­ნიშ­ნა შპს აჭა­რა აგ­როჯ­გუ­ფის დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ დუმ­ბა­ძემ.

„კენკრო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბის, კერ­ძოდ კი მოც­ვის გა­შე­ნე­ბა, საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ფერ­მერს აწარ­მო­ოს და სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გა­ი­ტა­ნოს მოც­ვი რო­გორც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ისე ექ­სპორტზე. ჩვე­ნი მხრივ კი მუდ­მი­ვად ვზრუ­ნავთ გან­ვა­ვი­თა­როთ თა­ნაშ­რომ­ლო­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­თან, ხელი შე­ვუ­წყოთ ფერ­მე­რუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და შევ­ქმნათ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ მე­წარ­მეს და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო გა­ფარ­თოვ­დე­ბა.“ - გა­ნა­ცხა­და ბა­ზის­ბან­კის კო­მერ­ცი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას. ამჯერად, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, ქობულეთის რაიონ სოფელ ცეცხლაურში, ჯამში 22 ჰა ფართობზე, ლურჯი მოცვისა და დაფნის ბაღის გასაშენებლად 1.2 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა.

ბიზნესისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, 16 ჰა ფართობზე 40 000 ძირი ლურჯი მოცვისა და 6 ჰა-ზე 70 000 ძირი დაფნის სარგავი მასალის შეძენა/გაშენებას, ჭაბურღილის და სარწყავი სისტემებით მოწყობასა და მიწის დამუშავებას, ტორფის შეძენას, და ტერიტორიის შემოღობვას მოხმარდა.

აჭარა აგროჯგუფი, მიმდინარე სეზონზე მოცვის 4 ტონამდე მოსავლის მიღებას გეგმავს, ხოლო მომდევნო წლებში წარმადობა ეტაპობრივად გაიზრდება. პირველ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზება სრულად ქართულ ბაზარზე მოხდება, ხოლო წარმადობის ზრდასთან ერთად, ასევე საზღვარგარეთის ბაზრებზე განხორციელდება. ბაღებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

„ბაზისბანკთან პარტნიორობით, 22 ჰა ფართობზე, წარმატებით გავაშენეთ ლურჯი მოცვისა და დაფნის ბაღი. პროდუქციის მოსავალს შემდეგი წლიდან ველოდებით და დაგეგმილი გვაქვს ექსპორტზე გატანა. ბაზისბანკსა და ჩვენს შორის პარტნიორული თანამშრომლობა ამით არ დასრულდება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობით, რეგიონში აგრო მიმართულების გასაძლიერებლად, კიდევ არაერთ სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ.“ - აღნიშნა შპს აჭარა აგროჯგუფის დირექტორმა ზურაბ დუმბაძემ.

„კენკროვანი კულტურების, კერძოდ კი მოცვის გაშენება, საკმაოდ პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში, რაც შესაძლებლობას აძლევს ფერმერს აწარმოოს და სარეალიზაციოდ გაიტანოს მოცვი როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ექსპორტზე. ჩვენი მხრივ კი მუდმივად ვზრუნავთ განვავითაროთ თანაშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ კომპანიებთან, ხელი შევუწყოთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ მეწარმეს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.

R

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"