სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთხელ გავიღვიძე და ვერ ვცნობდი ადგილს და საკუთარ  სხეულს... გაუცხოება დამემართა, მეგონა, მოვკვდი" - რას ჰყვება თიკო სადუნიშვილი ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან  ბრძოლაზე
"ერთხელ გავიღვიძე და ვერ ვცნობდი ადგილს და საკუთარ  სხეულს... გაუცხოება დამემართა, მეგონა, მოვკვდი" - რას ჰყვება თიკო სადუნიშვილი ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან  ბრძოლაზე

თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი ეკ­რან­ზე დაბ­რუნ­და. ჟურ­ნა­ლის­ტი "მთა­ვარ არხზე“ გა­და­ცე­მა "თი­ნას“ წა­იყ­ვანს. პირ­ველ ეთერ­ში სა­დუ­ნიშ­ვილ­მა ვრცლად ილა­პა­რა­კა, თუ რო­გორ იყო წლე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კებ­სა და ალ­კოჰოლ­ზე. რო­დის დად­გა მის ცხოვ­რე­ბა­ში მო­მენ­ტი, რო­დე­საც ყვე­ლაფ­რის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა და რამ ითა­მა­შა ამა­ში ყვე­ლა­ზე გა­დამ­წყვე­ტი როლი. თიკო ამ­ბობს, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­იც­ვა­ლა მშობ­ლებ­თან, შვილ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან...

თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი:

"მო­ვიხ­მარ­დი მე­დი­კა­მენ­ტებს, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებს, ალ­კოჰოლს, სტი­მუ­ლა­ტო­რებს, ე.წ. კლუ­ბურ ნარ­კო­ტი­კებს. მა­რი­ხუ­ა­ნას და თამ­ბა­ქოს, ამა­საც და­ვა­სა­ხე­ლებ, რად­გან ბოლო სამი თვეა ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გა­ნაც გავ­თა­ვი­სუფ­ლდი.

2 წლი­სა და 8 თვის წინ მივ­ხვდი, რომ რა­ღაც უნდა შე­მეც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბა­ში. აპ­ლი­კა­ცია მაქვს, სა­დაც სუფ­თა დღე­ებს ვით­ვლი, თით­ქოს ახალ და­ბა­დე­ბას ჰგავს... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სულ მახ­სოვ­დეს და არ და­ვი­ვი­წყო. მახ­სოვ­დეს ისე, რო­გორც ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი ახ­სოვთ. თვე­ში ერთხელ ან მძი­მე მო­მენ­ტებ­ში, როცა სტრე­სუ­ლი დღე­ე­ბი მაქვს, ჩავ­ხე­დავ ხოლ­მე ამ აპ­ლი­კა­ცი­ას და ვიხ­სე­ნებ, არ მინ­და და­მა­ვი­წყდეს... იგი­ვე ცხოვ­რე­ბას არ უნდა და­ვუბ­რუნ­დე.

რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს იმას, რა­ტო­მაც ცვლი­ლე­ბე­ბი და­ვი­წყე. ერთი ის, რომ ნათ­ლად და­ვი­ნა­ხე, რომ თით­ქოს ჩემი ცხოვ­რე­ბა ლუქ­ში ყოფ­ნას და­ემ­სგავ­სა, ნათ­ლად ვხე­დავ­დი, რომ ჩემი მო­მა­ვა­ლი ჩემი წარ­სუ­ლი იყო - ერ­თფე­როვ­ნე­ბა და აუ­ტან­ლო­ბა. და­მე­წყო შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბა, პა­ნი­კუ­რი ში­შე­ბი.

თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს, თუ რა­ტომ მო­იხ­მა­რენ ადა­მი­ა­ნე­ბი ნარ­კო­ტიკს და მეც რა­ტომ მო­ვიხ­მარ­დი. ერ­თგვა­რი გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლია. სტე­რე­ო­ტი­პე­ბით და ტა­ბუ­ე­ბით სავ­სე ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ. ჩემი ის­ტო­რია მხო­ლოდ ჩემ­ზე არ არის, ამის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან: ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, აქ მათ­ზეც უნდა ვი­სა­უბ­რო და ვღე­ლავ, რო­გორ მი­ი­ღე­ბენ.

მახ­სოვს ერთ დი­ლას გა­ვიღ­ვი­ძე და ვერ ვცნობ­დი ად­გილს და სხე­ულს, რო­მელ­შიც გა­ვიღ­ვი­ძე. წა­მოვ­ხტი, მივ­ვარ­დი სარ­კეს­თან და ვერ ვი­ცა­ნი სა­კუ­თა­რი თავი. გა­უ­ცხო­ე­ბა და­მე­მარ­თა, მე­გო­ნა, რომ მოვ­კვდი, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და. და­მე­წყო კან­კა­ლი, და­ბუ­ჟე­ბა, ვიხ­რჩო­ბო­დი, ყელ­ში ბურ­თი გა­მე­ჩხი­რა. მა­შინ მივ­ხვდი, რომ იმ წუ­თას ვკვდე­ბო­დი, თუმ­ცა ჯერ არ ვი­ყა­ვი მკვდარი.

სუ­ი­ციდ­ზე ფიქ­რე­ბი ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და, მაგ­რამ სურ­ვი­ლი არა­სო­დეს მქო­ნია. შეგ­რძნე­ბე­ბი დავ­კარ­გე და ტან­საც­მლი­ა­ნად გა­ვი­ქე­ცი შხა­პის­კენ, შევ­ვარ­დი და მინ­დო­და რამე მეგ­რძნო, სხე­ულ­თან კავ­ში­რი დავ­კარ­გე. შხა­პის მერე ცივ მეტ­ლახ­ზე დავ­წე­ქი და მა­ინც ვე­რა­ფერს ვგრძნობ­დი. მა­შინ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უნდა და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ეს ცხოვ­რე­ბა და თა­ვი­დან და­მე­წყო. მე­ო­რე დღი­დან მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უარი მეთ­ქვა ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე.

არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბო­და. ძლი­ე­რი გო­გოს როლი მქონ­და მორ­გე­ბუ­ლი, არ უნდა გა­მო­მევ­ლი­ნა ჩემი სი­სუს­ტე ადა­მი­ა­ნებ­თან. ეს პროგ­რა­მა ბავ­შვო­ბი­დან ასე მომ­ყვე­ბო­და. ვფიქ­რობ­დი, რომ დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით და პრობ­ლე­მე­ბის აღი­ა­რე­ბით, ჩემ სი­სუს­ტეს გა­მო­ვავ­ლენ­დი. ამ იმი­ჯის და­კარ­გვის მე­ში­ნო­და. ასე­ვე ძა­ლი­ან რთუ­ლია, აღი­ა­რო სა­კუ­თარ თავ­თან, რომ მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გაქვს.

ნივ­თი­ე­რე­ბის მოხ­მა­რე­ბით გა­ურ­ბი­ხარ რე­ა­ლო­ბას, არ გაკ­მა­ყო­ფი­ლებს ის, რაც არის და გინ­და გა­ექ­ცე ყვე­ლა­ფერს. ამის აღი­ა­რე­ბა რთუ­ლი იყო, მაგ­რამ მკურ­ნა­ლო­ბა მარ­ტომ და­ვი­წყე. ოთახ­ში ჩა­ვი­კე­ტე, მჯე­რო­და, რომ მარ­ტო ვუშ­ვე­ლი­დი ჩემ თავს და არა­ვის დახ­მა­რე­ბა არ მჭირ­დე­ბო­და.

გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ მე არ მაქვს ისე­თი ცხოვ­რე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­გორ­ზეც ბავ­შვო­ბა­ში ვოც­ნო­ბე­ბო­დი და სა­დღაც გა­და­ვუხ­ვიე, ეს მა­შინ და­ვი­ნა­ხე, როცა გა­მოვ­ფხიზ­ლდი. მე უკე­თე­სი ურ­თი­ე­რო­ბა მინ­და მქონ­დეს სა­კუ­თარ შვილ­თან და არ მაქვს ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა. და­კარ­გუ­ლი მყავს ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვო­ბის მერე არ მი­ნა­ხავს. ჩემ მშობ­ლებ­თან არ მაქვს ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გო­რიც მინ­და მქონ­დეს. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მე­ლიც პარტნი­ო­რებ­თან მქო­ნია ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლა ტოქ­სი­კუ­რი იყო.

მქონ­და პე­რი­ო­დე­ბი, რო­დე­საც მშობ­ლის და­ბა­დე­ბის დღე­სა და გარ­თო­ბას შო­რის, გარ­თო­ბა­ზე ვა­კე­თებ­დი არ­ჩე­ვანს. მქო­ნია მო­მენ­ტი, რო­დე­საც დამ­ვი­წყე­ბია და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი. ნდო­ბა ამ დროს და­კარ­გუ­ლი აქვს ჩემს გა­რე­მოც­ვას და დღეს ჩემი ყო­ვე­ლი საქ­ცი­ე­ლით, ვხე­დავ, რო­გორ ვიმ­სა­ხუ­რებ პა­ტი­ვის­ცე­მას და ეს ორ­მხრი­ვია".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭ. წ.
9

დაინიშნოს სასწრაფოდ განათლების მინისტრად!!!

არ გვინდა რაა!
7

ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ გული გვიწუხდება ამნაირი ხალხის ამბების გაგებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ერთხელ გავიღვიძე და ვერ ვცნობდი ადგილს და საკუთარ  სხეულს... გაუცხოება დამემართა, მეგონა, მოვკვდი" - რას ჰყვება თიკო სადუნიშვილი ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან  ბრძოლაზე

"ერთხელ გავიღვიძე და ვერ ვცნობდი ადგილს და საკუთარ  სხეულს... გაუცხოება დამემართა, მეგონა, მოვკვდი" - რას ჰყვება თიკო სადუნიშვილი ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან  ბრძოლაზე

თიკო სადუნიშვილი ეკრანზე დაბრუნდა. ჟურნალისტი "მთავარ არხზე“ გადაცემა "თინას“ წაიყვანს. პირველ ეთერში სადუნიშვილმა ვრცლად ილაპარაკა, თუ როგორ იყო წლები დამოკიდებული ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე. როდის დადგა მის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ყველაფრისგან გათავისუფლება გადაწყვიტა და რამ ითამაშა ამაში ყველაზე გადამწყვეტი როლი. თიკო ამბობს, რომ წლების განმავლობაში მისი ურთიერთობები შეიცვალა მშობლებთან, შვილთან, ახლობლებთან, ნათესავებთან...

თიკო სადუნიშვილი:

"მოვიხმარდი მედიკამენტებს, ანტიდეპრესანტებს, ალკოჰოლს, სტიმულატორებს, ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებს. მარიხუანას და თამბაქოს, ამასაც დავასახელებ, რადგან ბოლო სამი თვეა ამ დამოკიდებულებისგანაც გავთავისუფლდი.

2 წლისა და 8 თვის წინ მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა ცხოვრებაში. აპლიკაცია მაქვს, სადაც სუფთა დღეებს ვითვლი, თითქოს ახალ დაბადებას ჰგავს... მნიშვნელოვანია, რომ სულ მახსოვდეს და არ დავივიწყო. მახსოვდეს ისე, როგორც ადამიანებს თავისი დაბადების დღეები ახსოვთ. თვეში ერთხელ ან მძიმე მომენტებში, როცა სტრესული დღეები მაქვს, ჩავხედავ ხოლმე ამ აპლიკაციას და ვიხსენებ, არ მინდა დამავიწყდეს... იგივე ცხოვრებას არ უნდა დავუბრუნდე.

რამდენიმე მიზეზი აქვს იმას, რატომაც ცვლილებები დავიწყე. ერთი ის, რომ ნათლად დავინახე, რომ თითქოს ჩემი ცხოვრება ლუქში ყოფნას დაემსგავსა, ნათლად ვხედავდი, რომ ჩემი მომავალი ჩემი წარსული იყო - ერთფეროვნება და აუტანლობა. დამეწყო შფოთვითი აშლილობა, პანიკური შიშები.

თავისი მიზეზი აქვს, თუ რატომ მოიხმარენ ადამიანები ნარკოტიკს და მეც რატომ მოვიხმარდი. ერთგვარი გამაყუჩებელია. სტერეოტიპებით და ტაბუებით სავსე ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩემი ისტორია მხოლოდ ჩემზე არ არის, ამის მონაწილეები არიან: ოჯახის წევრები, ახლობლები, აქ მათზეც უნდა ვისაუბრო და ვღელავ, როგორ მიიღებენ.

მახსოვს ერთ დილას გავიღვიძე და ვერ ვცნობდი ადგილს და სხეულს, რომელშიც გავიღვიძე. წამოვხტი, მივვარდი სარკესთან და ვერ ვიცანი საკუთარი თავი. გაუცხოება დამემართა, მეგონა, რომ მოვკვდი, ძალიან შემეშინდა. დამეწყო კანკალი, დაბუჟება, ვიხრჩობოდი, ყელში ბურთი გამეჩხირა. მაშინ მივხვდი, რომ იმ წუთას ვკვდებოდი, თუმცა ჯერ არ ვიყავი მკვდარი.

სუიციდზე ფიქრები ბავშვობიდან მქონდა, მაგრამ სურვილი არასოდეს მქონია. შეგრძნებები დავკარგე და ტანსაცმლიანად გავიქეცი შხაპისკენ, შევვარდი და მინდოდა რამე მეგრძნო, სხეულთან კავშირი დავკარგე. შხაპის მერე ცივ მეტლახზე დავწექი და მაინც ვერაფერს ვგრძნობდი. მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა დამესრულებინა ეს ცხოვრება და თავიდან დამეწყო. მეორე დღიდან მივიღე გადაწყვეტილება, რომ უარი მეთქვა ტოქსიკურ ნივთიერებებზე.

არასოდეს მიფიქრია, რომ დახმარება მჭირდებოდა. ძლიერი გოგოს როლი მქონდა მორგებული, არ უნდა გამომევლინა ჩემი სისუსტე ადამიანებთან. ეს პროგრამა ბავშვობიდან ასე მომყვებოდა. ვფიქრობდი, რომ დახმარების თხოვნით და პრობლემების აღიარებით, ჩემ სისუსტეს გამოვავლენდი. ამ იმიჯის დაკარგვის მეშინოდა. ასევე ძალიან რთულია, აღიარო საკუთარ თავთან, რომ მენტალური პრობლემები გაქვს.

ნივთიერების მოხმარებით გაურბიხარ რეალობას, არ გაკმაყოფილებს ის, რაც არის და გინდა გაექცე ყველაფერს. ამის აღიარება რთული იყო, მაგრამ მკურნალობა მარტომ დავიწყე. ოთახში ჩავიკეტე, მჯეროდა, რომ მარტო ვუშველიდი ჩემ თავს და არავის დახმარება არ მჭირდებოდა.

გავაცნობიერე, რომ მე არ მაქვს ისეთი ცხოვრება და ურთიერთობები, როგორზეც ბავშვობაში ვოცნობებოდი და სადღაც გადავუხვიე, ეს მაშინ დავინახე, როცა გამოვფხიზლდი. მე უკეთესი ურთიერობა მინდა მქონდეს საკუთარ შვილთან და არ მაქვს ასეთი ურთიერთობა. დაკარგული მყავს ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანები, ნათესავები, მეგობრები, რომლებიც ბავშვობის მერე არ მინახავს. ჩემ მშობლებთან არ მაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც მინდა მქონდეს. ურთიერთობები, რომელიც პარტნიორებთან მქონია ცხოვრებაში, ყველა ტოქსიკური იყო.

მქონდა პერიოდები, როდესაც მშობლის დაბადების დღესა და გართობას შორის, გართობაზე ვაკეთებდი არჩევანს. მქონია მომენტი, როდესაც დამვიწყებია დაბადების დღეები. ნდობა ამ დროს დაკარგული აქვს ჩემს გარემოცვას და დღეს ჩემი ყოველი საქციელით, ვხედავ, როგორ ვიმსახურებ პატივისცემას და ეს ორმხრივია".

წაიკითხეთ ასევე: