მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამარცხვინო დღეშია კეზერაშვილის დაფინანსებული ოპოზიცია, ვინც "კურტუმგაბზეკილი" დადიოდა და აქეთ ჩხუბობდა" - ალეკო ელისაშვილი
"სამარცხვინო დღეშია კეზერაშვილის დაფინანსებული ოპოზიცია, ვინც "კურტუმგაბზეკილი" დადიოდა და აქეთ ჩხუბობდა" - ალეკო ელისაშვილი

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი იშ­ვი­ა­თი გა­რე­წა­რია - ჩემი ნება რომ იყოს, რაც ჯარს მოჰ­პა­რა, ბოლო ლა­რამ­დე და თეთ­რამ­დე ვარ­წყე­ვი­ნებ­დი, - ეს გან­ცხა­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" დე­პუ­ტატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

ელი­საშ­ვი­ლის თქმით, კე­ზე­რაშ­ვი­ლის ად­გი­ლი ცი­ხე­შია და ის ევ­რო­პელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა პენ­სი­ო­ნერ­თა გამ­წა­რე­ბის­თვის უნდა გა­ნამ­წე­სონ იქ, სა­დაც მისი ად­გი­ლია.

"ამ ადა­მი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ძარ­ცვა ჯარი, ფული ჯარს მოჰ­პა­რა და შემ­დეგ ფეხი დაჰ­კრა და ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა.

ამის შემ­დეგ, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დაშ­ლის სა­ფა­სუ­რად გა­უ­რიგ­და. ვი­ცით, რომ მათი გა­რი­გე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი პარ­ტი­ი­დან ბო­კე­რი­ას ჯგუ­ფის გა­მო­ყო­ფა იყო. ამი­ტომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" თვა­ლი და­ხუ­ჭა - მას ზრდი­ლო­ბის­თვის ეძებ­დნენ, ზრდი­ლო­ბის­თვის იყო ძებ­ნა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, მშვი­დად და ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და. იშ­ვი­ა­თი გა­რე­წა­რი კე­ზე­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯარს ძარ­ცვავ­და, ევ­რო­პა­ში წა­ვი­და და ევ­რო­პე­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის ძარ­ცვა და­ი­წყო. ახლა მა­ინც და­ი­ჭი­რონ! BBC პრო­კუ­რა­ტუ­რა არ არის, მაგ­რამ მისი გა­მო­ძი­ე­ბა რე­პუ­ტა­ცი­უ­ლად და­მან­გრე­ვე­ლია. რა თქმა უნდა, ეს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ფუძ­ვლად და­ე­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში კე­ზე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. კე­ზე­რაშ­ვი­ლის­ნა­ი­რი გა­თახ­სი­რე­ბუ­ლი ხალ­ხის ად­გი­ლი ცი­ხე­შია. ჩემი ნება რომ იყოს, რაც ჯარს მოჰ­პა­რა, ვარ­წყე­ვი­ნებ­დი ბოლო თეთ­რამ­დე. ახლა ევ­რო­პე­ლებ­მა უნდა და­ი­ჭი­რონ!" - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, "სა­მარ­ცხვი­ნო დღე­შია კე­ზე­რაშ­ვი­ლის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია, ვინც "კურ­ტუმ­გაბ­ზე­კი­ლი" და­დი­ო­და და აქეთ ჩხუ­ბობ­და".

ელი­საშ­ვი­ლის თქმით, "კე­ზე­რაშ­ვი­ლის­ნა­ი­რი ამაზ­რზე­ნი კა­ცით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვერ და­ა­მარ­ცხებ".

"მი­თუ­მე­ტეს, ისეთ კაც­ზეა ლა­პა­რა­კი, ვინც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ნე­ბის­მი­ერ დროს გა­უ­რიგ­დე­ბა და "კურ­ტუმ­გაბ­ზე­კილ" ოპო­ზი­ცი­ას გა­ყი­დის. დად­გნენ და იმარ­თლონ თავი, გრძე­ლი ენე­ბი რომ ჰქონ­დათ. არ რცხვე­ნი­ათ, ჯა­რი­სა და პენ­სი­ო­ნე­რე­ბის ქურ­დის­გან ფულს რომ იღე­ბენ?!" - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თერჯოლელი
1

როცა მართალს ამბობს და წერს,რატომ მაინცა და მაინც მაშინ ლანძღავთ და აგინებთ,ელისაშვილს,მთავარზე კეზერაშვილზე გაამახვილეთ ყურადღება და ამის შემდეგ ისაუბრეთ ალეკოზე,რომლის გამოსვლები მეც ხშირად არ მომწონს.

კეზერაშვიკს კი მუდმივი პატიმრობა ეკუთვნის ქართული ჯარის გაძარცვისთვის,სამშობლოს ღალატი,ამაზე დიდი არ არსებობს,რომელშიც მონაწილეობა აქვს მიღებული მაშინდელ პრეზიდენტს სააკაშვილს,რომლის გარეშეც ამას კეზერაშვილი ვერ გააკეთებდა.

გიორგი
44

შენისთანები რომ გვაყვს პარლამენტში იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად. მაგ ლექსიკით და მენტალიტეტით რა გინდა მანდ შე მედროვე კინტოვ, შენ ადგილი ორღობეშია ,ბირჟაზე უნდა იჯდე, მზესუმზირას აწკაპუნებდე და გამვლელებს ჭორავდე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"სამარცხვინო დღეშია კეზერაშვილის დაფინანსებული ოპოზიცია, ვინც "კურტუმგაბზეკილი" დადიოდა და აქეთ ჩხუბობდა" - ალეკო ელისაშვილი

"სამარცხვინო დღეშია კეზერაშვილის დაფინანსებული ოპოზიცია, ვინც "კურტუმგაბზეკილი" დადიოდა და აქეთ ჩხუბობდა" - ალეკო ელისაშვილი

დავით კეზერაშვილი იშვიათი გარეწარია - ჩემი ნება რომ იყოს, რაც ჯარს მოჰპარა, ბოლო ლარამდე და თეთრამდე ვარწყევინებდი, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

ელისაშვილის თქმით, კეზერაშვილის ადგილი ციხეშია და ის ევროპელმა სამართალდამცავებმა პენსიონერთა გამწარებისთვის უნდა განამწესონ იქ, სადაც მისი ადგილია.

"ამ ადამიანმა საქართველოში გაძარცვა ჯარი, ფული ჯარს მოჰპარა და შემდეგ ფეხი დაჰკრა და ქვეყნიდან გაიქცა.

ამის შემდეგ, "ქართულ ოცნებას“ "ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის საფასურად გაურიგდა. ვიცით, რომ მათი გარიგების საფუძველი პარტიიდან ბოკერიას ჯგუფის გამოყოფა იყო. ამიტომ "ქართულმა ოცნებამ" თვალი დახუჭა - მას ზრდილობისთვის ეძებდნენ, ზრდილობისთვის იყო ძებნა გამოცხადებული. სინამდვილეში კი, მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა. იშვიათი გარეწარი კეზერაშვილი საქართველოში ჯარს ძარცვავდა, ევროპაში წავიდა და ევროპელი პენსიონერების ძარცვა დაიწყო. ახლა მაინც დაიჭირონ! BBC პროკურატურა არ არის, მაგრამ მისი გამოძიება რეპუტაციულად დამანგრეველია. რა თქმა უნდა, ეს გამოძიება საფუძვლად დაედება გამოძიებას ევროპულ ქვეყნებში კეზერაშვილის წინააღმდეგ. კეზერაშვილისნაირი გათახსირებული ხალხის ადგილი ციხეშია. ჩემი ნება რომ იყოს, რაც ჯარს მოჰპარა, ვარწყევინებდი ბოლო თეთრამდე. ახლა ევროპელებმა უნდა დაიჭირონ!" - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე შეფასებით, "სამარცხვინო დღეშია კეზერაშვილის დაფინანსებული ოპოზიცია, ვინც "კურტუმგაბზეკილი" დადიოდა და აქეთ ჩხუბობდა".

ელისაშვილის თქმით, "კეზერაშვილისნაირი ამაზრზენი კაცით ბიძინა ივანიშვილს ვერ დაამარცხებ".

"მითუმეტეს, ისეთ კაცზეა ლაპარაკი, ვინც ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ დროს გაურიგდება და "კურტუმგაბზეკილ" ოპოზიციას გაყიდის. დადგნენ და იმართლონ თავი, გრძელი ენები რომ ჰქონდათ. არ რცხვენიათ, ჯარისა და პენსიონერების ქურდისგან ფულს რომ იღებენ?!" - განაცხადა ელისაშვილმა.