სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინამ ვიქტორ მედვედჩუკის ცოლზე ძებნა გამოაცხადა
უკრაინამ ვიქტორ მედვედჩუკის ცოლზე ძებნა გამოაცხადა

უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ყო­ფილ ტე­ლე­წამ­ყვან­ზე და პრო­რუ­სი პო­ლი­ტი­კო­სის, ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუ­კის მე­უღ­ლე­ზე ოქ­სა­ნა მარ­ჩენ­კო­ზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იტყო­ბი­ნე­ბა.

  • სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა ქალს ედა­ვე­ბა იმ ქმე­დე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას, რომ­ლე­ბიც ჩა­დე­ნი­ლია უკ­რა­ი­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის ძა­ლა­დობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბის, დამ­ხო­ბის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის შეც­ვლის მიზ­ნით.

მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­სა­მარ­თლომ ყა­და­ღა და­ა­დო მარ­ჩენ­კოს ქო­ნე­ბას. რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, მარ­ჩენ­კომ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რია რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის და­წყე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე და­ტო­ვა.

  • შე­გახ­სე­ნებთ, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, უკ­რა­ი­ნის ოპო­ზი­ცი­უ­რი პლატ­ფორ­მა "სი­ცო­ცხლის" ლი­დე­რი, რომ­ლის ქო­ნე­ბა 2021 წელს ჟურ­ნალ­მა "ფორბსმა" 620-მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ა­ფა­სა, პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. თე­ბერ­ვლის ბო­ლოს, რუ­სე­თის ძა­ლე­ბის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მედ­ვედ­ჩუ­კი ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­იქ­ცა. მის­მა ად­ვო­კატ­მა "რო­ი­ტერსს“ უთხრა, რომ მედ­ვედ­ჩუ­კი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ად­გი­ლი, კონ­ფლიქ­ტის ფონ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბის მუ­ქა­რის გამო".

12 აპ­რილს კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მედ­ვედ­ჩუ­კი უკ­რა­ი­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბი­სას მას უკ­რა­ი­ნის ჯა­რის­კა­ცის ფორ­მა ეცვა. მას ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლა­ტი­სა და ტე­რო­რის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის მუხ­ლე­ბით.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ პუ­ტინს მედ­ვედ­ჩუ­კის უკ­რა­ი­ნელ ტყვე­ებ­ში გაც­ვლა მისი და­კა­ვე­ბი­დან მა­ლე­ვე შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა რუსი დიქ­ტა­ტო­რი ნათ­ლი­მა­მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ ჩქა­რობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა მხა­რე­ე­ბი ტყვე­თა გაც­ვლა­ზე შე­თან­ხმდნენ, მედ­ვედ­ჩუ­კი რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მუ­ლებს შო­რის იყო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაზანოვა
0

თუ იპოვით, მისამართი ჩამიგდეთ რაა, მშვენიერებაა.....

zaza
1

მედვედჩუკის ჩიტი , უჭირავს ზელებსკის პირში,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

უკრაინამ ვიქტორ მედვედჩუკის ცოლზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინამ ვიქტორ მედვედჩუკის ცოლზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ყოფილ ტელეწამყვანზე და პრორუსი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლეზე ოქსანა მარჩენკოზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

  • საგამოძიებო უწყება ქალს ედავება იმ ქმედებების დაფინანსებას, რომლებიც ჩადენილია უკრაინის კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი ცვლილების, დამხობის, ხელისუფლების ხელში ჩაგდების და სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მიზნით.

მიმდინარე წლის თებერვალში სასამართლომ ყადაღა დაადო მარჩენკოს ქონებას. როგორც უკრაინული მედია წერს, მარჩენკომ უკრაინის ტერიტორია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.

  • შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსი, უკრაინის ოპოზიციური პლატფორმა "სიცოცხლის" ლიდერი, რომლის ქონება 2021 წელს ჟურნალმა "ფორბსმა" 620-მილიონ დოლარად შეაფასა, პატიმრობაში იმყოფებოდა. თებერვლის ბოლოს, რუსეთის ძალების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. მისმა ადვოკატმა "როიტერსს“ უთხრა, რომ მედვედჩუკი იძულებული გახდა დაეტოვებინა ადგილი, კონფლიქტის ფონზე "ნაციონალისტური ჯგუფების მუქარის გამო".

12 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ მედვედჩუკი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს. დაკავებისას მას უკრაინის ჯარისკაცის ფორმა ეცვა. მას ბრალი წაუყენეს სახელმწიფოს ღალატისა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის მუხლებით.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლა მისი დაკავებიდან მალევე შესთავაზა, თუმცა რუსი დიქტატორი ნათლიმამის გათავისუფლებას არ ჩქარობდა. მოგვიანებით, როცა მხარეები ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმდნენ, მედვედჩუკი რუსეთისთვის გადაცემულებს შორის იყო.