ავტორი:

"მადლობა, ლელა, რომ გამომიყვანე სამწლიანი ჯოჯოხეთიდან!" - მაია კაჭკაჭიშვილი წერს, რომ ებრძვის "უიმედობას, დეპრესიას, შიშებს"

"მადლობა, ლელა, რომ გამომიყვანე სამწლიანი ჯოჯოხეთიდან!" - მაია კაჭკაჭიშვილი წერს, რომ ებრძვის "უიმედობას, დეპრესიას, შიშებს"

მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამწლიანი მძიმე პერიოდის შემდეგ ცხოვრების განსხვავებულ რიტმს უბრუნდება, თუმცა თვეების განმავლობაში მკურნალობა მაინც მოუწევს. როგორც ირკვევა, კომპოზიტორი ბოლო წლებში შინ ჩაიკეტა, უჭირდა სიარული, ჰქონდა შიშები და გადაადგილება არ შეეძლო. მისი თქმით, მდგომარეობიდან გამოსვლაში მომღერალი ლელა წურწუმია დაეხმარა.

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

"ეს სამი წელი მქონდა წარმოუდგენელი შიშები ექიმების (ფსიქიატრის გარდა ყველასი). შესაბამისად, ვერავინ შეძლო ჩემი ექიმთან მიყვანა. ძალა საერთოდ წამერთვა, ათ ნაბიჯსაც ვეღარ ვადგამდი სახსრების ტკივილის გარეშე, ენით აღუწერელი უიმედობაა, დეპრესია, საშინელი შიშებიი!

სრული იზოლირება საზოგადოებისგან! და მოკლედ აღარ გავაგრძელებ. ჰოდა, რატომ არის ლელა წურწუმია მაგარი ადამიანი, იცით? იმდენი მოახერხა, რომ დავიწყე კვლევა და მივიღე პასუხები. ფაქტობრივად, გამოფიტული ვყოფილვარ ყველაფრისგან, რაც ადამიანს სიცოცხლის უნარს აძლევს!

შიში ძალით გადამალახინა და დაჟინებით გამომაძახებინა ლაბორატორია და დღეს დიდი იმედებით და ღიმილით გავიღვიძე. კი, ძალიან სამკურნალო ვარ. ფაქტობრივად, ახალ წლამდე უნდა ვიმკურნალო, მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ გამოუსწორებელი არაფერი მჭირს და ყველაფერი კარგად იქნება.

მადლობა, ლელა, რომ გამომიყვანე სამწლიანი ჯოჯოხეთიდან! მიყვარხარ და მართლა მაგარი ადამიანი ხარ, ღირსეული მერწყული. იმედზე კარგი გრძნობა არ არსებობს! ახლა ზუსტად გეუბნებით, ცოტაც მაცადეთ და მართლა გავაკეთებ ყველაფერ ლამაზს თქვენთვის. მიყვარხართ..."