საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინოვაციური სარწყავი სისტემები თანამედროვე ფერმერებისთვის
ინოვაციური სარწყავი სისტემები თანამედროვე ფერმერებისთვის

ირი­გა­ცი­ას ანუ ნი­ა­და­გის ხე­ლოვ­ნურ მორ­წყვას ადა­მი­ა­ნი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მი­მარ­თავ­და, რათა უნა­ლე­ქო­ბის დროს მცე­ნა­რი­სათ­ვის სა­ჭი­რო ოდე­ნო­ბის წყა­ლი მი­ე­წო­დე­ბი­ნა და მისი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის შე­ე­წყო ხელი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თარ­და ნი­ა­და­გის მორ­წყვის სხვა­დას­ხვა ფორ­მე­ბი და შე­იქ­მნა სის­ტე­მე­ბი, რომ­ლებ­მაც სულ უფრო გა­ა­მარ­ტი­ვა მი­წე­ბის რწყვა. დღეს ინო­ვა­ცი­უ­რი სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბის დახ­მა­რე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე ფერ­მე­რე­ბი კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბად არი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რივ ნა­ლექ­ზე.

რო­გო­რია თა­ნა­მედ­რო­ვე სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბი და რა ინო­ვა­ცი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­თა და უპი­რა­ტე­სო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ისი­ნი? – „აგ­როს­ფე­როს­თან“ ერ­თად დღეს ნი­ა­და­გის მორ­წყვის თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ.

წყლის მიზ­ნობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მორ­წყვის რამ­დე­ნი­მე მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მიღ­ვარ­ვით მორ­წყვა, ანუ სრუ­ლი ზე­და­პი­რის წყლით გა­ჯე­რე­ბა ან ტე­რი­ტო­რი­ის დატ­ბორ­ვაა. დღეს ის მოძ­ვე­ლე­ბულ მე­თო­დად მი­იჩ­ნე­ვა, რად­გან ის წყლის ჭარბ მოხ­მა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს და ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ნი­ა­და­გის ერო­ზი­ა­საც იწ­ვევს. თა­ნა­მედ­რო­ვე აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მად მიკ­რო ირი­გა­ცია მი­იჩ­ნე­ვა. მისი ერთ-ერთი სახე წვე­თო­ვა­ნი მორ­წყვის სის­ტე­მაა, რომ­ლის დრო­საც მა­გის­ტრა­ლუ­რი და წვე­თო­ვა­ნი მი­ლე­ბის ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით წი­ნას­წარ გათ­ვლი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის წყა­ლი მცე­ნა­რე­თა მწკრი­ვის გას­წვრივ ჩა­ე­დი­ნე­ბა და არ ხვდე­ბა ნი­ა­და­გის იმ ნა­წილ­ში, სა­დაც ის სა­ჭი­რო არ არის. ამა­ვე მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტი­ა­ნია მცე­ნა­რე­თა ფერ­ტი­გა­ცი­აც ანუ სა­სუ­ქე­ბით გა­მოკ­ვე­ბა.

ამას­თან ერ­თად, თა­ნა­მედ­რო­ვე სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბი ხში­რად აღ­ჭურ­ვი­ლია ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ის კომ­პო­ნენ­ტე­ბით,რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ფერ­მერს, ნი­ა­და­გის ტე­ნი­ა­ნო­ბის, წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი დრო­ი­თი ინ­ტერ­ვა­ლის ან სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში მარ­თოს სარ­წყა­ვი სის­ტე­მა.

რე­სურ­სე­ბის და­ზოგ­ვა

წყლის მიზ­ნობ­რი­ვად და გო­ნივ­რუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა, ცხა­დია, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს წყლის, ელექტრო ენერ­გი­ი­სა და სხვა რე­სურ­სე­ბის მოხ­მა­რე­ბას, რა­საც, პირ­ველ რიგ­ში, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მიკ­რო ირი­გა­ცია ხარჯთე­ფექ­ტუ­რი­ცაა – ნაკ­ლე­ბი რე­სურ­სის მოხ­მა­რე­ბა, ნაკ­ლებ და­ნა­ხარჯს ნიშ­ნავს.

გაზ­რდი­ლი და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი მო­სა­ვა­ლი

მიკ­რო ირი­გა­ცი­ის დროს წყა­ლი და საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი თა­ნაბ­რად მი­ე­წო­დე­ბა თი­თო­ე­ულ მცე­ნა­რეს. გარ­და ამი­სა, ამ­გვა­რი სის­ტე­მის დახ­მა­რე­ბით, ფერ­მე­რი უკეთ მარ­თავს მორ­წყვის პრო­ცესს – აწ­ვდის მცე­ნა­რეს სა­ჭი­რო ოდე­ნო­ბის წყალ­სა და საკ­ვებ ნივ­თი­ე­რე­ბებს და არ ტვირ­თავს მას ზედ­მე­ტი ტე­ნი­თა და სხვა­დას­ხვა ელე­მენ­ტე­ბით. ეს კი უდი­დეს გავ­ლე­ნას ახ­დენს მცე­ნა­რის ჯან­საღ ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რაც ხა­რის­ხი­ან და გაზ­რდილ მო­სა­ვალ­ზე აი­სა­ხე­ბა.

ინო­ვა­ცი­უ­რი სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბი IRRITEC-სგან

IRRITEC იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც თით­ქმის 50 წე­ლია ინო­ვა­ცი­ურ სარ­წყავ სის­ტე­მებს ქმნის და ფერ­მე­რებს მორ­წყვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ჭკვი­ა­ნურ გა­და­წყვე­ტებს სთა­ვა­ზობს. მან და­ფუძ­ნე­ბი­დან მა­ლე­ვე მო­ი­პო­ვა ლი­დე­რო­ბა თა­ვის დარ­გში და დღეს ინო­ვა­ცი­უ­რი სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბის ერთ-ერთ წამ­ყვან ბრენ­დად მი­იჩ­ნე­ვა.

IRRITEC-თან წლე­ბია ოფი­ცი­ა­ლუ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ი­სა და აგ­რო­ტექ­ნი­კის იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნია „აგ­როს­ფე­რო“ და ქარ­თველ ფერ­მე­რებს მისი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ცი­ით უზ­რუნ­ველ­ყოფს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია IRRITEC-ის მზა წვე­თო­ვა­ნი სარ­წყა­ვი კომ­პლექ­ტი IRRIGO-ც. ის წვე­თო­ვა­ნი მორ­წყვის სის­ტე­მას წარ­მო­ად­გენს და გან­კუთ­ვნი­ლია მოყ­ვა­რულ­თათ­ვის, 150 კვ.მ.-ის ტე­რი­ტო­რი­ის­თვის. კომ­პლექტს მოჰ­ყვე­ბა სა­მონ­ტა­ჟო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და ინ­სტრუქ­ცი­აც, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც მისი აწყო­ბა მოყ­ვა­რულს თა­ვად შე­უძ­ლია. ამას­თან, მას არ სჭირ­დე­ბა წყლის წნე­ვის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნა ან ელექტრო ენერ­გია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ „აგ­როს­ფე­რო“ პარტნი­ორ ფერ­მე­რებს უწევს აგრო-კონ­სულ­ტა­ცი­ა­საც – ეხ­მა­რე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში, პრო­დუქ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა­სა და მათ სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. ქარ­თველ ფერ­მე­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ კონ­სულ­ტა­ცი­ით სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბის შე­ძე­ნამ­დეც ისარ­გებ­ლონ, სპე­ცი­ა­ლის­ტთა გუნდთან ერ­თად შე­არ­ჩი­ონ მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი და მისი ინო­ვა­ცი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის სრუ­ლად ათ­ვი­სე­ბით, ნაკ­ლე­ბი ძა­ლის­ხმე­ვი­თა და და­ნა­ხარ­ჯით, გა­ზარ­დონ მო­სავ­ლის ოდე­ნო­ბა და ხა­რის­ხი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ინოვაციური სარწყავი სისტემები თანამედროვე ფერმერებისთვის

ინოვაციური სარწყავი სისტემები თანამედროვე ფერმერებისთვის

ირიგაციას ანუ ნიადაგის ხელოვნურ მორწყვას ადამიანი უძველესი დროიდან მიმართავდა, რათა უნალექობის დროს მცენარისათვის საჭირო ოდენობის წყალი მიეწოდებინა და მისი ზრდა-განვითარებისთვის შეეწყო ხელი. დროთა განმავლობაში განვითარდა ნიადაგის მორწყვის სხვადასხვა ფორმები და შეიქმნა სისტემები, რომლებმაც სულ უფრო გაამარტივა მიწების რწყვა. დღეს ინოვაციური სარწყავი სისტემების დახმარებით, თანამედროვე ფერმერები კიდევ უფრო ნაკლებად არიან დამოკიდებული ბუნებრივ ნალექზე.

როგორია თანამედროვე სარწყავი სისტემები და რა ინოვაციური მახასიათებლებითა და უპირატესობებით გამოირჩევიან ისინი? – „აგროსფეროსთან“ ერთად დღეს ნიადაგის მორწყვის თანამედროვე ფორმებზე ვისაუბრებთ.

წყლის მიზნობრივი გამოყენება

საუკუნეების განმავლობაში მორწყვის რამდენიმე მეთოდი გამოიყენებოდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიღვარვით მორწყვა, ანუ სრული ზედაპირის წყლით გაჯერება ან ტერიტორიის დატბორვაა. დღეს ის მოძველებულ მეთოდად მიიჩნევა, რადგან ის წყლის ჭარბ მოხმარებას გულისხმობს და ზოგიერთ შემთხვევაში ნიადაგის ეროზიასაც იწვევს. თანამედროვე აგრომეურნეობაში ინოვაციურ მიდგომად მიკრო ირიგაცია მიიჩნევა. მისი ერთ-ერთი სახე წვეთოვანი მორწყვის სისტემაა, რომლის დროსაც მაგისტრალური და წვეთოვანი მილების ქსელის საშუალებით წინასწარ გათვლილი რაოდენობის წყალი მცენარეთა მწკრივის გასწვრივ ჩაედინება და არ ხვდება ნიადაგის იმ ნაწილში, სადაც ის საჭირო არ არის. ამავე მეთოდის გამოყენებით, გაცილებით ეფექტიანია მცენარეთა ფერტიგაციაც ანუ სასუქებით გამოკვება.

ამასთან ერთად, თანამედროვე სარწყავი სისტემები ხშირად აღჭურვილია ავტომატიზაციის კომპონენტებით,რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერს, ნიადაგის ტენიანობის, წინასწარ განსაზღვრული დროითი ინტერვალის ან სხვა მაჩვენებლების მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში მართოს სარწყავი სისტემა.

რესურსების დაზოგვა

წყლის მიზნობრივად და გონივრულად გამოყენება, ცხადია, მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის, ელექტრო ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებას, რასაც, პირველ რიგში, გარემოსდაცვითი მნიშვნელობა აქვს. მიკრო ირიგაცია ხარჯთეფექტურიცაა – ნაკლები რესურსის მოხმარება, ნაკლებ დანახარჯს ნიშნავს.

გაზრდილი და გაუმჯობესებული მოსავალი

მიკრო ირიგაციის დროს წყალი და საკვები ნივთიერებები თანაბრად მიეწოდება თითოეულ მცენარეს. გარდა ამისა, ამგვარი სისტემის დახმარებით, ფერმერი უკეთ მართავს მორწყვის პროცესს – აწვდის მცენარეს საჭირო ოდენობის წყალსა და საკვებ ნივთიერებებს და არ ტვირთავს მას ზედმეტი ტენითა და სხვადასხვა ელემენტებით. ეს კი უდიდეს გავლენას ახდენს მცენარის ჯანსაღ ზრდა-განვითარებაზე, რაც ხარისხიან და გაზრდილ მოსავალზე აისახება.

ინოვაციური სარწყავი სისტემები IRRITEC-სგან

IRRITEC იტალიური კომპანიაა, რომელიც თითქმის 50 წელია ინოვაციურ სარწყავ სისტემებს ქმნის და ფერმერებს მორწყვასთან დაკავშირებულ ჭკვიანურ გადაწყვეტებს სთავაზობს. მან დაფუძნებიდან მალევე მოიპოვა ლიდერობა თავის დარგში და დღეს ინოვაციური სარწყავი სისტემების ერთ-ერთ წამყვან ბრენდად მიიჩნევა.

IRRITEC-თან წლებია ოფიციალურად თანამშრომლობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ და ქართველ ფერმერებს მისი ინოვაციური პროდუქციით უზრუნველყოფს. საქართველოში ხელმისაწვდომია IRRITEC-ის მზა წვეთოვანი სარწყავი კომპლექტი IRRIGO-ც. ის წვეთოვანი მორწყვის სისტემას წარმოადგენს და განკუთვნილია მოყვარულთათვის, 150 კვ.მ.-ის ტერიტორიისთვის. კომპლექტს მოჰყვება სამონტაჟო ინსტრუმენტები და ინსტრუქციაც, რომელთა დახმარებითაც მისი აწყობა მოყვარულს თავად შეუძლია. ამასთან, მას არ სჭირდება წყლის წნევის ხელოვნურად შექმნა ან ელექტრო ენერგია.

აღსანიშნავია ისიც, რომ „აგროსფერო“ პარტნიორ ფერმერებს უწევს აგრო-კონსულტაციასაც – ეხმარება საჭიროებების იდენტიფიცირებაში, პროდუქტების შერჩევასა და მათ სწორად გამოყენებაში. ქართველ ფერმერებს საშუალება აქვთ კონსულტაციით სარწყავი სისტემების შეძენამდეც ისარგებლონ, სპეციალისტთა გუნდთან ერთად შეარჩიონ მათზე მორგებული პროდუქტი და მისი ინოვაციური მახასიათებლების სრულად ათვისებით, ნაკლები ძალისხმევითა და დანახარჯით, გაზარდონ მოსავლის ოდენობა და ხარისხი.

NS