მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კეზერაშვილი მილიარდერ თაღლითებს შორის, რომლებიც "ცხოვრებას იპარავენ" - BBC - ის შოკისმომგვრელი გამოძიება და ე.წ. "ქოლ-ცენტრების“ სქემა, რომლითაც ადამიანებს ძარცვავენ
კეზერაშვილი მილიარდერ თაღლითებს შორის, რომლებიც "ცხოვრებას იპარავენ" - BBC - ის შოკისმომგვრელი გამოძიება და ე.წ. "ქოლ-ცენტრების“ სქემა, რომლითაც ადამიანებს ძარცვავენ

BBC-მ ე.წ. "ქოლ-ცენ­ტრე­ბის“ შე­სა­ხებ მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ან თაღ­ლი­თურ სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის სა­თა­უ­რია "მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ა­ნი თაღ­ლი­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­პა­რა­ვენ ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნილ და­ნა­ზოგს".

სტა­ტია სა­პენ­სიო ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნა­ზო­გის თაღ­ლი­თუ­რი გზით მით­ვი­სე­ბა­ზეა, მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლიც არის ნახ­სე­ნე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ასე­ვე 5 სა­ხე­ლი გა­მო­იკ­ვე­თა - და­ვით თო­დუა, რატი ჭე­ლი­ძე, გუ­რამ გო­გეშ­ვი­ლი, იო­სებ მგე­ლა­ძე და მა­იკლ ბე­ნი­მი­ნი, რომ­ლე­ბიც Milton Group-ის მხარ­დამ­ჭე­რი ტექ­ნი­კუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბად არი­ან მოხ­სე­ნი­ე­ბულ­ნი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გვა­რე­ბი Panama Paper-ის დო­კუ­მენ­ტებ­შიც იძებ­ნე­ბა.

  • სტა­ტია იწყე­ბა სა­პენ­სიო ასა­კის შვე­დე­თის მო­ქა­ლა­ქეს­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის აღ­წე­რით:

პირ­ველ რიგ­ში, გეს­მით სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი, რო­მელ­საც ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნი პა­სუ­ხობს.

მას უი­ლი­ამ გრან­ტის სა­ხე­ლით ეც­ნო­ბა მა­მა­კა­ცი სა­ვაჭ­რო ფირ­მი­დან Solo Capitals-დან და ეუბ­ნე­ბა, რომ კარ­გი წი­ნა­და­დე­ბა აქვს.

მო­ხუ­ცი და­უც­ვე­ლად და დაბ­ნე­უ­ლად პა­სუ­ხობს, რომ ეს არ აინ­ტე­რე­სებს.

მაგ­რამ უი­ლი­ამ გრან­ტი და­ჟი­ნე­ბუ­ლად ამ­ბობს, რომ მას­თან ერთი კი­თხვა აქვს:

- გა­ინ­ტე­რე­სებთ ფუ­ლის შოვ­ნა?

შვე­დეთ­ში მცხოვ­რე­ბი 75 წლის პენ­სი­ო­ნე­რი იან ერი­კი სა­და­ცაა ისევ თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლად იქ­ცე­ვა. ზარი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის სა­ვაჭ­რო ფირ­მის Solo Capitals-ის ოფი­სი­დან. ჩა­ნა­წერ­ში რთუ­ლად მო­სას­მე­ნია მო­ხუ­ცი მა­მა­კა­ცის აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხმა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მან უკვე და­კარ­გა მი­ლი­ო­ნი შვე­დუ­რი კრო­ნა (და­ახ­ლო­ე­ბით £ 80,000) თაღ­ლი­თუ­რი სა­ვაჭ­რო მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით...

მაგ­რამ ვინ­მე გრან­ტმა ეს უკვე იცის. და მან იცის, რომ ეს პენ­სი­ო­ნერს კარგ სა­მიზ­ნედ აქ­ცევს შემ­დგო­მი თაღ­ლი­თუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბის­თვის, რომ მას შე­უძ­ლია და­იბ­რუ­ნოს და­კარ­გუ­ლი. ის ეუბ­ნე­ბა ბა­ტონ ერიკს, რომ თუ ის გა­დას­ცემს სა­ბან­კო ბა­რა­თის დე­ტა­ლებს და გა­და­იხ­დის 250 ევ­როს დე­პო­ზიტ­ზე, Solo Capitals-ი გა­მო­ი­ყე­ნებს სპე­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რათა თვალ­ყუ­რი ადევ­ნოს მის და­კარ­გულ თან­ხას და და­აბ­რუ­ნოს ის.

"ჩვენ შევ­ძლებთ მთლი­ა­ნი თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბას", - ეუბ­ნე­ბა უი­ლი­ამ გრან­ტი მო­ხუცს.

  • და­ახ­ლო­ე­ბით 30 წუ­თის შემ­დეგ, პენ­სი­ო­ნე­რი იწყებს საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის დე­ტა­ლე­ბის კარ­ნახს

აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი შე­ი­ნა­ხა კომ­პა­ნი­ამ ფა­ი­ლად, სა­ხე­ლით: "William Sweden scammed". BBC-მ ეს ფა­ი­ლი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის­გან მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ კომ­პა­ნი­ას არ უც­დია მისი და­მალ­ვა. ფაქ­ტობ­რი­ვად, მან ის გა­დას­ცა ახალ­წვე­უ­ლებს, რო­გორც კომ­პა­ნი­ის სას­წავ­ლო პა­კე­ტის ნა­წი­ლი...

ეს იყო გაკ­ვე­თი­ლი თაღ­ლი­თო­ბის შე­სა­ხებ.

ერთ წელ­ზე მე­ტია, რაც BBC Eye ასო­ბით სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბრენ­დის­გან შემ­დგარ თაღ­ლი­თურ სა­ვაჭ­რო ქსელს იკ­ვლევს, რომ­ლის მსხვერ­პლიც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გახ­და. გა­მო­ძი­ე­ბა პირ­ვე­ლად ად­გენს თაღ­ლი­თო­ბის მას­შტა­ბებს, ასე­ვე იმ პირ­თა ვი­ნა­ო­ბას, ვინც მის უკან დგა­ნან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქსე­ლი პო­ლი­ცი­ის­თვის Milton group-ის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი, რო­მელ­მაც ეს სა­ხელ­წო­დე­ბა 2020 წელს გა­ა­უქ­მა. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა 152 ბრენ­დი, მათ შო­რის Solo Capitals - ი, რო­მე­ლიც თაღ­ლი­თუ­რი ქსე­ლის ნა­წი­ლია. ინ­ვეს­ტო­რებს მან ათა­სო­ბით და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ასო­ბით ათა­სი ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი წა­გ­ლი­ჯა.

თა­ვის დრო­ზე, Milton Group-ის ერთ-ერ­თმა სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბრენდმა უმაღ­ლე­სი კლა­სის ეს­პა­ნე­თის სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი და­ა­ფი­ნან­სა და ქვეყ­ნის მთა­ვარ გა­ზე­თებ­ში რეკ­ლა­მებს აქ­ვეყ­ნებ­და, რაც პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებ­ში მის სან­დო­ო­ბას ზრდი­და.

გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში, BBC Eye მო­ნა­წი­ლე­ობ­და გერ­მა­ნი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მიერ ე.წ. ქოლ-ცენ­ტრებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რე­ი­დებ­ში.

კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რა­ნებ­ზე ნათ­ლად ჩან­და ბრი­ტა­ნუ­ლი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბის რიგი. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ბრი­ტა­ნე­თის რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქეს­თან მოხ­და და­კავ­ში­რე­ბა, რომ­ლებ­მაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ ახ­ლა­ხან ჩა­დეს ფული ამ­გვა­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის შემ­დეგ. ერთ მა­გი­და­ზე ხე­ლით იყო ჩა­მო­წე­რი­ლი თაღ­ლი­თე­ბის მსხვერ­პლთა სა­ხე­ლე­ბის სია და სა­სარ­გებ­ლო დე­ტა­ლე­ბი: "სახ­ლის პატ­რო­ნი, არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა“, "და­ნა­ზო­გი 50 ათა­სი ", " ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე პო­ლო­ნე­თი­დან “; "50 ათა­სი აქ­ცი­ე­ბი" და ა.შ.

მსხვერ­პლთა დიდი ნა­წი­ლი მას შემ­დეგ რე­გის­ტრირ­დე­ბა, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რეკ­ლა­მას ხე­დავს. 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ურე­კა­ვენ ტე­ლე­ფონ­ზე და სთა­ვა­ზო­ბენ დღი­უ­რად 90%-იან მო­გე­ბას. ტე­ლე­ფო­ნის მე­ო­რე მხა­რეს, რო­გორც წესი, არის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქოლ-ცენ­ტრი­სა, რო­მელ­საც ერთი შე­ხედ­ვით, კა­ნო­ნი­ე­რი ბიზ­ნე­სის ბევ­რი ატ­რი­ბუ­ტი აქვს - თა­ნა­მედ­რო­ვე ოფი­სი, კად­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბით, ყო­ველ­თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა ბო­ნუ­სე­ბით, მივ­ლი­ნე­ბის დღე­ე­ბი და კონ­კურ­სი, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო ვლინ­დე­ბა. თუმ­ცა არის ელე­მენ­ტე­ბი, რა­საც კა­ნო­ნი­ერ ბიზ­ნეს­ში თქვენ ვერ იპო­ვით - წე­რი­ლო­ბი­თი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი, რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნოთ პო­ტენ­ცი­უ­რი ინ­ვეს­ტო­რე­ბის სი­სუს­ტე­ე­ბი და სწო­რედ ამ სი­სუს­ტე­ე­ბით "ითა­მა­შოთ" მათ წი­ნა­აღ­მდეგ.

პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რი­დან მსხვერ­პლი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ა­მი­სა­მარ­თონ რე­გუ­ლი­რე­ბად კომ­პა­ნი­ებ­თან ან ზოგ­ჯერ არა­რე­გუ­ლი­რე­ბულ, ოფ­შო­რულ სუ­ბი­ექ­ტებ­თან. მსხვერ­პლთა ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც რე­გის­ტრირ­დე­ბა Milton-ის ჯგუფ­ში რე­გუ­ლი­რე­ბულ ბრენ­დებ­ზე, თა­ვი­სი ბრო­კე­რის­გან იღებს მი­თი­თე­ბას, გა­ა­ფორ­მოს იმგვა­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც კლი­ენ­ტი კარ­გავს ფულს, რო­მელ­საც გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ბრო­კე­რი, - ეს პრაქ­ტი­კა სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით. ზო­გი­ერთ მსხვერ­პლს ევა­ლე­ბა ჩა­მოტვირ­თონ პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რო­მე­ლიც თაღ­ლი­თებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, დის­ტან­ცი­უ­რად აკონ­ტრო­ლონ მისი კომ­პი­უ­ტე­რი, რაც კი­დევ ერთი უკა­ნო­ნო­ბაა. Milton Group-ის ბრენ­დე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თქმით, ზო­გი­ერ­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფიქ­რობს, რომ ისი­ნი რე­ა­ლუ­რად ვაჭ­რო­ბენ, მაგ­რამ ეს სი­მუ­ლა­ცი­აა...

იმი­სათ­ვის, რომ უკეთ გა­ე­გოთ, თუ რო­გორ მუ­შა­ობს თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა, BBC -ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა Milton ჯგუ­ფის ერთ-ერთ სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მა Coinevo-ს თავი წა­რუდ­გი­ნა, რო­გორც სის­ტე­მა­ში ჩარ­თვის მსურ­ველ­მა. ის და­ა­კავ­ში­რეს კომ­პა­ნი­ის მრჩე­ველ, ვინ­მე პატ­რიკ­თან, რო­მელ­მაც მას უთხრა, რომ შე­ეძ­ლო ერთ დღე­ში 70%, 80% ან 90%-იანი მო­გე­ბის მი­ღე­ბა. ვაჭ­რო­ბის და­სა­წყე­ბად კი დე­პო­ზიტ­ზე 500 დო­ლა­რის ბიტ­კო­ი­ნის გაგ­ზავ­ნა მოს­თხო­ვა.

BBC წერს, რომ პატ­რიკ­მა მო­ი­თხო­ვა ასე­ვე პას­პორ­ტის ასლი. ყალ­ბი ას­ლის მი­წო­დე­ბის შემ­დეგ, მათი ან­გა­რი­ში და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებ­და, ვიდ­რე Coinevo-მ აღ­მო­ა­ჩი­ნა თაღ­ლი­თო­ბა. იმ მო­მენ­ტში პატ­რიკ­მა კონ­ტაქ­ტი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­წყვი­ტა.

თუმ­ცა, BBC-ის დე­პო­ზი­ტუ­რი ფული უკვე სის­ტე­მა­ში იყო. მათ შე­ეძ­ლოთ მის­თვის თვალ-ყუ­რის დევ­ნე­ბა, და­დე­ბუ­ლი თან­ხა მცი­რე ნა­წი­ლე­ბად და­ი­შა­ლა და სხვა­დას­ხვა ბიტ­კო­ინ-სა­ფუ­ლე­ში გა­და­ნა­წილ­და, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი Milton-ის სის­ტე­მას­თან იყო კავ­შირ­ში.

  • იდე­ა­ლუ­რი სა­მიზ­ნე

თაღ­ლი­თე­ბი სა­კუ­თა­რი მსხვერ­პლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნე­ბენ მათ ფი­ნან­სურ და სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ფლო­ბენ გარ­კვე­ულ ქო­ნე­ბას, უბიძ­გე­ბენ დიდი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ. თაღ­ლი­თე­ბი მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ა­ნებს უმე­გობ­რდე­ბი­ან და აი­ძუ­ლე­ბენ მათ, გა­დად­გან შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბი...

"მათ ნამ­დვი­ლად იცი­ან, რას აკე­თე­ბენ და რო­გორ მუ­შა­ობს ეს ბა­ზა­რი“, - აცხა­დებს ერთ-ერთი მსხვერ­პლი ჯე­ი­ნი.

"მე ნამ­დვი­ლად გა­მი­ტა­ცა ფიქ­რმა იმის შე­სა­ხებ, რომ ჩემი და­ნა­ზო­გი და­მა­ტე­ბით შე­მო­სა­ვალს მო­მი­ტან­და“. 2020 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჯე­ი­ნი და­თან­ხმდა, რომ გა­ე­ღო 20 000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი, რათა და­მა­ტე­ბი­თი სარ­გე­ბე­ლი მი­ე­ღო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი თან­ხა დღი­თი­დღე იკ­ლებ­და, მას ბო­ლომ­დე სჯე­რო­და, რომ დად­გე­ბო­და დრო, როცა მო­გე­ბას მი­ი­ღებ­და...

სა­ბო­ლო­ოდ, ჯე­ინ­მა თა­ვი­სი სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გი სრუ­ლად და­კარ­გა.

სპე­ცი­ა­ლურ ფილმში BBC-ი ასა­ჯა­რო­ვებს იმ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბას, ვინც თაღ­ლი­თურ სქე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მათ შო­რის ერთ-ერთი, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლია.

სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ BBC-მ არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს Milton Group-თან აკავ­ში­რებს. კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია იყე­ნებ­და კერ­ძო სერ­ვერს, რომ­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მხო­ლოდ "მილ­ტონ ჯგუ­ფის" კომ­პა­ნი­ე­ბი იყ­ვნენ. სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სხვა უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან ერ­თად, კე­ზე­რაშ­ვი­ლი ფლობს კი­ე­ვის სა­ო­ფი­სე შე­ნო­ბას, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო თაღ­ლი­თუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ცენ­ტრი.

"ჩვენ და­ვი­წყეთ კორ­პო­რა­ტი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლა, სულ უფრო ხში­რად ჩნდე­ბო­და ხუთი გვარ-სა­ხე­ლი "მილ­ტო­ნის" და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პა­ნი­ა­თა დი­რექ­ტო­რე­ბის სი­ა­ში: და­ვით თო­დუა, რე­ა­ტი ელი­ზე, გუ­რამ გო­გეშ­ვი­ლი, იო­სებ მგე­ლა­ძე და მა­იკლ ბა­ე­ნი­ა­მი­ნი.

2016 წლის მა­სობ­რი­ვად გა­ჟო­ნილ ე.წ. "პა­ნა­მის დო­კუ­მენ­ტებ­ში", რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად იყო აღ­წე­რი­ლი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, მოვ­ძებ­ნეთ ეს 5 სა­ხე­ლი და გვა­რი. მათ­გან აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ოთხი - ჭე­ლი­ძე, გო­გეშ­ვი­ლი, მგე­ლა­ძე და ბე­ნი­ა­მი­ნი იყ­ვნენ ნახ­სე­ნე­ბი, რო­გორც დი­რექ­ტო­რე­ბი ან ხელ­მძღვა­ნე­ლი ფი­გუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ან მათი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ჯგუ­ფებ­თან", - წე­რია სტა­ტი­ა­ში.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ მას­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. მას 5 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის მი­ტა­ცე­ბა ედე­ბო­და ბრა­ლად, თუმ­ცა საქ­მის წარ­მო­ე­ბის დროს ის ლონ­დონ­ში ცხოვ­რობ­და.

რო­დე­საც საქ­მე "მილ­ტო­ნის" ჯგუფს შე­ე­ხე­ბა, ვერ მო­ი­ძებ­ნა სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც კე­ზე­რაშ­ვილს თაღ­ლი­თურ კომ­პა­ნი­ებ­თან პირ­და­პირ აკავ­ში­რებ­და, თუმ­ცა "პა­ნა­მის დო­კუ­მენ­ტე­ბის" შეს­წავ­ლის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ფლობ­და ან იყო ოფ­შორ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ო­ნე­რი.

"Milton-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის რამ­დე­ნი­მე ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რად გვი­თხრა, რომ მათ ჰქონ­დათ პირ­და­პი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა კე­ზე­რაშ­ვილ­თან და იცოდ­ნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩარ­თუ­ლი.

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ხში­რად უწევს რეკ­ლა­მას თაღ­ლი­თურ სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მებს სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის პი­რად ან­გა­რი­შებ­ზე. ბიზ­ნეს ქსე­ლის სა­იტ­ზე LinkedIn-ზე მან გა­მო­ი­ყე­ნა თა­ვი­სი ან­გა­რი­ში თით­ქმის ექ­სკლუ­ზი­უ­რად სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის და "მილ­ტონ­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­სა­ხებ პოს­ტე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად.

"კე­ზე­რაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" მე­გობ­რობს მი­ნი­მუმ 45 ადა­მი­ან­თან, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია "მილ­ტო­ნის" ჯგუ­ფურ თაღ­ლი­თებ­თან და BBC-ის მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი ოთხი ფი­გუ­რი­დან ერთ-ერთი მისი ბი­ძაშ­ვი­ლია“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში. წყა­რო

ასე­ვე იხი­ლეთ:

მო­ამ­ზა­და ეკა დარ­ჩი­აშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
2

 რა ქვეყანაა, ისეთი მთავრობები ყავთ! თავდაცვის მინისტრებიც! სადისტ-ფაშისტ ნაცებს მისტირიან შეუგნებელი ხალხი! 

 ეს რუსული ოცნება- ძალიან ცუდია, მაგრამ იმ ფსიქიურად ავადმყოფ ნაცებს მირჩევნია! 

ნაირა
11

იქნებ მურუსიძესავით კეზერაშვილიც გამოკეთდა და დადგა ნათელ მხარეს? იქნებ ამ სტატიით ეს ინგლისი ოცნებას და ივანიშვილს ებრძვის?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

კეზერაშვილი მილიარდერ თაღლითებს შორის, რომლებიც "ცხოვრებას იპარავენ" - BBC - ის შოკისმომგვრელი გამოძიება და ე.წ. "ქოლ-ცენტრების“ სქემა, რომლითაც ადამიანებს ძარცვავენ

კეზერაშვილი მილიარდერ თაღლითებს შორის, რომლებიც "ცხოვრებას იპარავენ" - BBC - ის შოკისმომგვრელი გამოძიება და ე.წ. "ქოლ-ცენტრების“ სქემა, რომლითაც ადამიანებს ძარცვავენ

BBC-მ ე.წ. "ქოლ-ცენტრების“ შესახებ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომლის სათაურია "მილიარდ დოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს".

სტატია საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებაზეა, მასში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები. გამოძიების პროცესში ასევე 5 სახელი გამოიკვეთა - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც Milton Group-ის მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად არიან მოხსენიებულნი. აღნიშნული გვარები Panama Paper-ის დოკუმენტებშიც იძებნება.

  • სტატია იწყება საპენსიო ასაკის შვედეთის მოქალაქესთან სატელეფონო საუბრის აღწერით:

პირველ რიგში, გესმით სატელეფონო ზარი, რომელსაც ხანდაზმული ადამიანი პასუხობს.

მას უილიამ გრანტის სახელით ეცნობა მამაკაცი სავაჭრო ფირმიდან Solo Capitals-დან და ეუბნება, რომ კარგი წინადადება აქვს.

მოხუცი დაუცველად და დაბნეულად პასუხობს, რომ ეს არ აინტერესებს.

მაგრამ უილიამ გრანტი დაჟინებულად ამბობს, რომ მასთან ერთი კითხვა აქვს:

- გაინტერესებთ ფულის შოვნა?

შვედეთში მცხოვრები 75 წლის პენსიონერი იან ერიკი სადაცაა ისევ თაღლითობის მსხვერპლად იქცევა. ზარი ხორციელდება საქართველოში დაფუძნებული სავარაუდო კრიპტოვალუტების სავაჭრო ფირმის Solo Capitals-ის ოფისიდან. ჩანაწერში რთულად მოსასმენია მოხუცი მამაკაცის აკანკალებული ხმა, რომელიც ამბობს, რომ მან უკვე დაკარგა მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით £ 80,000) თაღლითური სავაჭრო მაქინაციებით...

მაგრამ ვინმე გრანტმა ეს უკვე იცის. და მან იცის, რომ ეს პენსიონერს კარგ სამიზნედ აქცევს შემდგომი თაღლითური შეთავაზებისთვის, რომ მას შეუძლია დაიბრუნოს დაკარგული. ის ეუბნება ბატონ ერიკს, რომ თუ ის გადასცემს საბანკო ბარათის დეტალებს და გადაიხდის 250 ევროს დეპოზიტზე, Solo Capitals-ი გამოიყენებს სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა თვალყური ადევნოს მის დაკარგულ თანხას და დააბრუნოს ის.

"ჩვენ შევძლებთ მთლიანი თანხის დაბრუნებას", - ეუბნება უილიამ გრანტი მოხუცს.

  • დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, პენსიონერი იწყებს საკრედიტო ბარათის დეტალების კარნახს

აუდიოჩანაწერი შეინახა კომპანიამ ფაილად, სახელით: "William Sweden scammed". BBC-მ ეს ფაილი ყოფილი თანამშრომლისგან მოიპოვა, მაგრამ კომპანიას არ უცდია მისი დამალვა. ფაქტობრივად, მან ის გადასცა ახალწვეულებს, როგორც კომპანიის სასწავლო პაკეტის ნაწილი...

ეს იყო გაკვეთილი თაღლითობის შესახებ.

ერთ წელზე მეტია, რაც BBC Eye ასობით საინვესტიციო ბრენდისგან შემდგარ თაღლითურ სავაჭრო ქსელს იკვლევს, რომლის მსხვერპლიც არაერთი ადამიანი გახდა. გამოძიება პირველად ადგენს თაღლითობის მასშტაბებს, ასევე იმ პირთა ვინაობას, ვინც მის უკან დგანან.

აღნიშნული ქსელი პოლიციისთვის Milton group-ის სახელით არის ცნობილი, რომელმაც ეს სახელწოდება 2020 წელს გააუქმა. გამოძიებამ დაადგინა 152 ბრენდი, მათ შორის Solo Capitals - ი, რომელიც თაღლითური ქსელის ნაწილია. ინვესტორებს მან ათასობით და ხშირ შემთხვევაში, ასობით ათასი ფუნტი სტერლინგი წაგლიჯა.

თავის დროზე, Milton Group-ის ერთ-ერთმა საინვესტიციო ბრენდმა უმაღლესი კლასის ესპანეთის საფეხბურთო კლუბი დააფინანსა და ქვეყნის მთავარ გაზეთებში რეკლამებს აქვეყნებდა, რაც პოტენციურ ინვესტორებში მის სანდოობას ზრდიდა.

გასული წლის ნოემბერში, BBC Eye მონაწილეობდა გერმანიისა და საქართველოს სამართალდამცავთა მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრებში განხორციელებულ რეიდებში.

კომპიუტერის ეკრანებზე ნათლად ჩანდა ბრიტანული ტელეფონის ნომრების რიგი. გამოძიების ფარგლებში ბრიტანეთის რამდენიმე მოქალაქესთან მოხდა დაკავშირება, რომლებმაც განაცხადეს, რომ ახლახან ჩადეს ფული ამგვარი შეთავაზებების შემდეგ. ერთ მაგიდაზე ხელით იყო ჩამოწერილი თაღლითების მსხვერპლთა სახელების სია და სასარგებლო დეტალები: "სახლის პატრონი, არანაირი პასუხისმგებლობა“, "დანაზოგი 50 ათასი ", " ბრიტანეთის მოქალაქე პოლონეთიდან “; "50 ათასი აქციები" და ა.შ.

მსხვერპლთა დიდი ნაწილი მას შემდეგ რეგისტრირდება, რაც სოციალურ ქსელში რეკლამას ხედავს. 48 საათის განმავლობაში მათ ურეკავენ ტელეფონზე და სთავაზობენ დღიურად 90%-იან მოგებას. ტელეფონის მეორე მხარეს, როგორც წესი, არის წარმომადგენელი ქოლ-ცენტრისა, რომელსაც ერთი შეხედვით, კანონიერი ბიზნესის ბევრი ატრიბუტი აქვს - თანამედროვე ოფისი, კადრების განყოფილებებით, ყოველთვიური ანაზღაურება ბონუსებით, მივლინების დღეები და კონკურსი, სადაც საუკეთესო ვლინდება. თუმცა არის ელემენტები, რასაც კანონიერ ბიზნესში თქვენ ვერ იპოვით - წერილობითი ინსტრუქციები, როგორ აღმოაჩინოთ პოტენციური ინვესტორების სისუსტეები და სწორედ ამ სისუსტეებით "ითამაშოთ" მათ წინააღმდეგ.

პირველი სატელეფონო ზარიდან მსხვერპლი შეიძლება გადაამისამართონ რეგულირებად კომპანიებთან ან ზოგჯერ არარეგულირებულ, ოფშორულ სუბიექტებთან. მსხვერპლთა ნაწილი, რომლებიც რეგისტრირდება Milton-ის ჯგუფში რეგულირებულ ბრენდებზე, თავისი ბროკერისგან იღებს მითითებას, გააფორმოს იმგვარი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც კლიენტი კარგავს ფულს, რომელსაც გამოიმუშავებს ბროკერი, - ეს პრაქტიკა სრულიად უკანონოა გაერთიანებული სამეფოს რეგულაციებით. ზოგიერთ მსხვერპლს ევალება ჩამოტვირთონ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც თაღლითებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად აკონტროლონ მისი კომპიუტერი, რაც კიდევ ერთი უკანონობაა. Milton Group-ის ბრენდების ყოფილი თანამშრომლების თქმით, ზოგიერთი მომხმარებელი ფიქრობს, რომ ისინი რეალურად ვაჭრობენ, მაგრამ ეს სიმულაციაა...

იმისათვის, რომ უკეთ გაეგოთ, თუ როგორ მუშაობს თაღლითური სქემა, BBC -ს წარმომადგენელმა Milton ჯგუფის ერთ-ერთ სავაჭრო პლატფორმა Coinevo-ს თავი წარუდგინა, როგორც სისტემაში ჩართვის მსურველმა. ის დააკავშირეს კომპანიის მრჩეველ, ვინმე პატრიკთან, რომელმაც მას უთხრა, რომ შეეძლო ერთ დღეში 70%, 80% ან 90%-იანი მოგების მიღება. ვაჭრობის დასაწყებად კი დეპოზიტზე 500 დოლარის ბიტკოინის გაგზავნა მოსთხოვა.

BBC წერს, რომ პატრიკმა მოითხოვა ასევე პასპორტის ასლი. ყალბი ასლის მიწოდების შემდეგ, მათი ანგარიში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მოქმედებდა, ვიდრე Coinevo-მ აღმოაჩინა თაღლითობა. იმ მომენტში პატრიკმა კონტაქტი მოულოდნელად გაწყვიტა.

თუმცა, BBC-ის დეპოზიტური ფული უკვე სისტემაში იყო. მათ შეეძლოთ მისთვის თვალ-ყურის დევნება, დადებული თანხა მცირე ნაწილებად დაიშალა და სხვადასხვა ბიტკოინ-საფულეში გადანაწილდა, თითოეული მათგანი Milton-ის სისტემასთან იყო კავშირში.

  • იდეალური სამიზნე

თაღლითები საკუთარი მსხვერპლების წინააღმდეგ იყენებენ მათ ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობას. ადამიანებს, რომლებიც ფლობენ გარკვეულ ქონებას, უბიძგებენ დიდი ინვესტიციების განხორციელებისკენ. თაღლითები მარტოხელა ადამიანებს უმეგობრდებიან და აიძულებენ მათ, გადადგან შემხვედრი ნაბიჯები...

"მათ ნამდვილად იციან, რას აკეთებენ და როგორ მუშაობს ეს ბაზარი“, - აცხადებს ერთ-ერთი მსხვერპლი ჯეინი.

"მე ნამდვილად გამიტაცა ფიქრმა იმის შესახებ, რომ ჩემი დანაზოგი დამატებით შემოსავალს მომიტანდა“. 2020 წლის სექტემბერში ჯეინი დათანხმდა, რომ გაეღო 20 000 ფუნტი სტერლინგი, რათა დამატებითი სარგებელი მიეღო, მიუხედავად იმისა, რომ მისი თანხა დღითიდღე იკლებდა, მას ბოლომდე სჯეროდა, რომ დადგებოდა დრო, როცა მოგებას მიიღებდა...

საბოლოოდ, ჯეინმა თავისი საპენსიო დანაზოგი სრულად დაკარგა.

სპეციალურ ფილმში BBC-ი ასაჯაროვებს იმ ბიზნესმენების ვინაობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია.

სტატიაში ნათქვამია, რომ BBC-მ არაერთი მტკიცებულების მოპოვება შეძლო, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton Group-თან აკავშირებს. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო სერვერს, რომლის მომხმარებლები მხოლოდ "მილტონ ჯგუფის" კომპანიები იყვნენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ სხვა უძრავ ქონებასთან ერთად, კეზერაშვილი ფლობს კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო თაღლითური სატელეფონო ცენტრი.

"ჩვენ დავიწყეთ კორპორატიული დოკუმენტების შესწავლა, სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა ხუთი გვარ-სახელი "მილტონის" და მასთან დაკავშირებულ კომპანიათა დირექტორების სიაში: დავით თოდუა, რეატი ელიზე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბაენიამინი.

2016 წლის მასობრივად გაჟონილ ე.წ. "პანამის დოკუმენტებში", რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ოფშორული კომპანიები, მოვძებნეთ ეს 5 სახელი და გვარი. მათგან აღმოვაჩინეთ, რომ ოთხი - ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიამინი იყვნენ ნახსენები, როგორც დირექტორები ან ხელმძღვანელი ფიგურები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ოფშორული კომპანიების ან მათი შვილობილი კომპანიების ჯგუფებთან", - წერია სტატიაში.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ კეზერაშვილის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას 5 მილიონი ევროს ოდენობის სახელმწიფო სახსრების მიტაცება ედებოდა ბრალად, თუმცა საქმის წარმოების დროს ის ლონდონში ცხოვრობდა.

როდესაც საქმე "მილტონის" ჯგუფს შეეხება, ვერ მოიძებნა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან პირდაპირ აკავშირებდა, თუმცა "პანამის დოკუმენტების" შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის ფლობდა ან იყო ოფშორში დარეგისტრირებული არაერთი კომპანიის აქციონერი.

"Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული.

დავით კეზერაშვილი ხშირად უწევს რეკლამას თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს სოციალური მედიის პირად ანგარიშებზე. ბიზნეს ქსელის საიტზე LinkedIn-ზე მან გამოიყენა თავისი ანგარიში თითქმის ექსკლუზიურად სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისთვის და "მილტონთან" დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების გასაზიარებლად.

"კეზერაშვილი "ფეისბუქში" მეგობრობს მინიმუმ 45 ადამიანთან, რომლებიც დაკავშირებულია "მილტონის" ჯგუფურ თაღლითებთან და BBC-ის მიერ გამოვლენილი ოთხი ფიგურიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია“, - ნათქვამია სტატიაში. წყარო

ასევე იხილეთ:

მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა