უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ აჭრის რუსი ოკუპანტი თავს უკრაინელ სამხედროს.
უკრაინის პირველმა დიპლომატმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ გაავრცელა და აღნიშნა, რომ რუსები ტერორისტებზე უარესები არიან.
"აბსურდია, რომ რუსეთი, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოზე“ უარესია, გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობს. რუსი ტერორისტები უნდა გავყაროთ უკრაინიდან და გაერო-დანაც“,- განაცხადა კულებამ.
სად ხართ ის ხალხი უკრაინის გულისთვის ვენებს რომ იჭრიდით ყოველ დღე სიახლეებს გებულობთ ხომ რა ხდება სინამდვილეში როგორ ყრიან ეკლესიიდან მართმადიდებელ ქრისტიანებს რაღაც არ ჩანს თქვენი მხარდაჭერა
კულება? საწვავის შემდეგი პარტია როდის შემოდის რუსეთიდან?