ავტორი:

კარლ ლაგერფელდის კატა Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე მიიწვიეს

კარლ ლაგერფელდის კატა Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე მიიწვიეს

გარდაცვლილი გერმანელი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის საყვარელი კატა, შუპეტი მოდის სფეროში ყველაზე მასშტაბურ ცერემონიაზე, Met Gala-ზე მიიწვიეს.

შუპეტის აგენტმა და My Pet Agency-ს მფლობელმა, ლუკას ბერულიემ "ნიუ იორკ პოსტს" განუცხადა, რომ კატამ ოფიციალური მიწვევა უკვე მიიღო.

"ეს ღონისძიება კარლის პატივსაცემად იმართება და შუპეტი მისი მთავარი მემკვიდრეა",- დასძინა მან.

წელს Met Gala-ს თემა კარლ ლაგერფელდია. მოდის სამყარო პატივს მიაგებს დიზაინერს.

ზოგი ვარაუდობს, რომ წლევანდელი წითელი ხალიჩის ვარსკვლავი სწორედ შუპეტი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვისთან ერთად ვნახავთ კატას წითელ ხალიჩაზე.

შუპეტი კარლ ლაგერფელდს ისე უყვარდა, რომ მისი შთაგონების წყაროც გახდა. 2014 წელს, შუპეტის სახელით დიზაინერმა მაკიაჟის ხაზი გამოუშვა. მას იღებდნენ სხვადასხვა ძვირადღირებულ სარეკლამო კამპანიებში. იმ წელს 2 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

2018 წელს კარლმა განაცხადა, რომ მან მემკვიდრეების სიაში შუპეტიც შეიყვანა. ზუსტ თანხაზე ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ ბევრის აზრით, კარლი გულუხვი იყო და არ დაუშვებდა, შუპეტს რაიმე მოჰკლებოდა.

განებივრებულ შინაურ ცხოველს "ინსტაგრამზე" 132 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა