ავტორი:

ქუვეითში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახალი ამბების ვირტუალური წამყვანი შექმნეს

ქუვეითში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახალი ამბების ვირტუალური წამყვანი შექმნეს

ქუვეითში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით ახალი ამბების ვირტუალური წამყვანი შექმნეს. "Fedha"-ს დებიუტი Kuwait News-ის Twitter-ის ანგარიშზე შედგა. ვირტუალური წამყვანი AI-ის გამოყენებით მუშაობს.

ფედჰას ქალის გამოსახულება აქვს. ვირტუალური წამყვანი ღია ფერის თმით და თვალებითაა. აცვია შავი პიჯაკი და თეთრი მაისური. "მე ფედჰა ვარ, პირველი წამყვანი ქუვეითში, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს. თქვენ როგორ სიახლეებს ანიჭებთ უპირატესობას? მოდი, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები", - ამბობს წამყვანი არაბულ ენაზე.

Kuwait News-ის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, აბდულა ბოფტეინმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით ხელოვნური ინტელექტის პოტენციალს ცდიან.

"ფედჰა არის პოპულარული, ძველი ქუვეითური სახელი, რომელიც ვერცხლს, მეტალს აღნიშნავს. რობოტები ყოველთვის ვერცხლისფერი და მეტალის ფერების წარმოგვიდგენია, ამიტომ ეს ორი გავაერთიანეთ",- თქვა მან. ბოფტეინი ირწმუნება, რომ წამყვანის ქერა თმა და ღია ფერის თვალები ქვეყნის მრავალფეროვან მოსახლეობას ასახავს.

ქუვეითი არაა პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ახალი ამბების წამყვანი შექმნა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა