სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წესები უნდა დავიცვათ აღდგომის დღეებში კვერცხით ინტოქსიკაციის თავიდან ასარიდებლად - ივანე ჩხაიძის რეკომენდაციები
რა წესები უნდა დავიცვათ აღდგომის დღეებში კვერცხით ინტოქსიკაციის თავიდან ასარიდებლად - ივანე ჩხაიძის რეკომენდაციები

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი, ივა­ნე ჩხა­ი­ძე გან­მარ­ტავს, რა წე­სე­ბი უნდა და­ვიც­ვათ აღ­დგო­მის დღე­ებ­ში კვერ­ცხით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად.

რო­გორც ივა­ნე ჩხა­ი­ძე აცხა­დებს, კვერ­ცხის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სალ­მო­ნე­ლო­ზის ინ­ფექ­ცი­ის რის­კია, რის გა­მოც, მისი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, ივა­ნე ჩხა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია კვერ­ცხი გან­თავ­სდეს მა­ცივ­რის სიღ­რმე­ში და არა მის­თვის გა­მო­ყო­ფილ თა­რო­ზე, ამას­თან, დას­ძენს, რომ კვერ­ცხის შე­ნახ­ვის­თვის იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია პლას­ტი­კის, ან მუ­ყა­ოს ჩარ­ჩო, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც სა­სურ­სა­თო ქსე­ლებ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

"გარ­და იმი­სა, რომ კვერ­ცხი გა­მორ­ჩე­უ­ლი ალერ­გე­ნია, არის მე­ო­რე სა­შიშ­რო­ე­ბა, ინ­ტოქ­სი­კა­ცია. პირ­ველ რიგ­ში, სა­სურ­ვე­ლია, კვერ­ცხი შე­ი­ნა­ხოთ არა მა­ცი­ვარ­ში კვერ­ცხის­თვის გა­მო­ყო­ფილ თა­რო­ში, არა­მედ მა­ცივ­რის სიღ­რმე­ში, იქ ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლია. ამას­თან, უმ­ჯო­ბე­სია კვერ­ცხი შე­ი­ნა­ხოთ პლას­ტი­კის, ან მუ­ყა­ოს ჩარ­ჩო­ში, რო­გორც მა­ღა­ზი­ა­ში იყი­დე­ბა. ეს არის იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლი შე­ნახ­ვის­თვის. მარ­ტი­ვი რჩე­ვაა, რომ კვერ­ცხი მაგ­რად იყოს მო­ხარ­შუ­ლი, სა­სურ­ვე­ლია იხარ­შე­ბო­დეს არა­ნაკ­ლებ 10 წუ­თი­სა. კვერ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში გვაქვს ისე­თი ინ­ფექ­ცი­ის რის­კი, რო­გო­რიც არის სალ­მო­ნე­ლო­ზი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს კვერ­ცხის ნა­ჭუჭ­შიც და კვერ­ცხშიც. მისი მო­ხარ­შვის პი­რო­ბე­ბი და ყვე­ლა ეს რჩე­ვა ამ ინ­ფექ­ცი­ას თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებს. თუ კვერ­ცხი გა­რე­დან არის და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი, კარ­გად გა­რე­ცხეთ თბი­ლი წყლით და საპ­ნით. შე­ღე­ბი­ლი კვერ­ცხის მა­ცი­ვარ­ში შე­ნახ­ვის ხან­გრძლი­ვო­ბა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 1 კვი­რას. ამას­თან, კვერ­ცხი ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე არ უნდა იყოს არა­უ­მე­ტეს 2 სა­ა­თი­სა. დე­კო­რა­ტი­უ­ლი ფუნ­ქცი­ის მქო­ნე კვერ­ცხი ცალ­კე და­ა­ლა­გეთ“, - აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
6

ეს არამზადა კოვიდის დროს რას ზაფრავდა ხალხს!

აა
11

კოვიდი აღარაა, რა მოიფიქრონ აღარ იციან, ახლა აღდგომის სიმბოლოს კვერცხს დაეტაკნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რა წესები უნდა დავიცვათ აღდგომის დღეებში კვერცხით ინტოქსიკაციის თავიდან ასარიდებლად - ივანე ჩხაიძის რეკომენდაციები

რა წესები უნდა დავიცვათ აღდგომის დღეებში კვერცხით ინტოქსიკაციის თავიდან ასარიდებლად - ივანე ჩხაიძის რეკომენდაციები

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა წესები უნდა დავიცვათ აღდგომის დღეებში კვერცხით ინტოქსიკაციის თავიდან ასარიდებლად.

როგორც ივანე ჩხაიძე აცხადებს, კვერცხის მიღების შემთხვევაში სალმონელოზის ინფექციის რისკია, რის გამოც, მისი შენახვის პირობების დაცვა აუცილებელია.

რაც შეეხება უშუალოდ რეკომენდაციებს, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, აუცილებელია კვერცხი განთავსდეს მაცივრის სიღრმეში და არა მისთვის გამოყოფილ თაროზე, ამასთან, დასძენს, რომ კვერცხის შენახვისთვის იდეალური ადგილია პლასტიკის, ან მუყაოს ჩარჩო, რა მდგომარეობაშიც სასურსათო ქსელებშია წარმოდგენილი.

"გარდა იმისა, რომ კვერცხი გამორჩეული ალერგენია, არის მეორე საშიშროება, ინტოქსიკაცია. პირველ რიგში, სასურველია, კვერცხი შეინახოთ არა მაცივარში კვერცხისთვის გამოყოფილ თაროში, არამედ მაცივრის სიღრმეში, იქ ტემპერატურა გაცილებით დაბალია. ამასთან, უმჯობესია კვერცხი შეინახოთ პლასტიკის, ან მუყაოს ჩარჩოში, როგორც მაღაზიაში იყიდება. ეს არის იდეალური ადგილი შენახვისთვის. მარტივი რჩევაა, რომ კვერცხი მაგრად იყოს მოხარშული, სასურველია იხარშებოდეს არანაკლებ 10 წუთისა. კვერცხის შემთხვევაში გვაქვს ისეთი ინფექციის რისკი, როგორიც არის სალმონელოზი. ეს შეიძლება იყოს კვერცხის ნაჭუჭშიც და კვერცხშიც. მისი მოხარშვის პირობები და ყველა ეს რჩევა ამ ინფექციას თავიდან აგვაცილებს. თუ კვერცხი გარედან არის დაბინძურებული, კარგად გარეცხეთ თბილი წყლით და საპნით. შეღებილი კვერცხის მაცივარში შენახვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 კვირას. ამასთან, კვერცხი ოთახის ტემპერატურაზე არ უნდა იყოს არაუმეტეს 2 საათისა. დეკორატიული ფუნქციის მქონე კვერცხი ცალკე დაალაგეთ“, - აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტრ "მთავარში“.