მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25 წლის ქართველი პიანისტის საერთაშორისო წარმატება და დიდი მისია - "ქართული მუსიკის პოპულარიზება ჩემი პრიორიტეტია"
25 წლის ქართველი პიანისტის საერთაშორისო წარმატება და დიდი მისია - "ქართული მუსიკის პოპულარიზება ჩემი პრიორიტეტია"

დღეს, რო­დე­საც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მძლავ­რობს ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კა­დი, და ნე­ბის­მი­ე­რი მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის ობი­ექ­ტად იქ­ცე­ვა ხოლ­მე, ნაკ­ლებ ინ­ტე­რესს ვი­ჩენთ პო­ზი­ტი­უ­რი ამ­ბე­ბის მი­მართ, არა­და, რე­ა­ლუ­რად სწო­რედ სი­კე­თით, ნი­ჭი­ე­რე­ბით, აღმშე­ნებ­ლუ­რი სუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბით პროგ­რე­სი­რებს ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მომ­შო­ბი ქვე­ყა­ნა. ეროვ­ნუ­ლი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის გან­ცდას შე­საძ­ლოა, ბევ­რი რამე გვი­ლა­ხავ­დეს, მაგ­რამ ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბის ნა­თე­ლი მხა­რე ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად უკავ­შირ­დე­ბა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბა ეროვ­ნულ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო სარ­ბი­ელ­ზე, ქვეყ­ნის რე­ა­ლუ­რი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. ვი­ყოთ გულ­წრფელ­ნი და დავ­სვათ კი­თხვა, მას შემ­დეგ, რაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ინ­გრა და მსოფ­ლი­ომ სა­ქარ­თვე­ლოს "აღ­მო­ჩე­ნა“ და­ი­წყო, ვის­თან არის ხოლ­მე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ცნო­ბა­დო­ბა პირ­ველ რიგ­ში - ცხა­დია, ქარ­თველ მუ­სი­კო­სებ­თან, მსა­ხი­ო­ბებ­თან, მხატ­ვრებ­თან, მწერ­ლებ­თან, მეც­ნი­ე­რებ­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად სტრა­ტე­გი­უ­ლი ქვე­ყა­ნა ვართ, ჩვენს მი­მართ პირ­ვე­ლი ემო­ცია მა­ინც ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ პო­ტენ­ცი­ალ­თან ასო­ცირ­დე­ბა. კი­დევ კარ­გი, ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის ნი­ჭი­ე­რე­ბა არაა მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ფაქ­ტორ­თან, რო­მე­ლიც არა­სო­დეს გვქო­ნია ხელ­საყ­რე­ლი.

ამ­ჯე­რად სწო­რედ ერთ-ერთი ასე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა გვინ­და გა­გაც­ნოთ - პი­ა­ნის­ტი ივე­რი კე­კე­ნა­ძე.

ჭი­ა­თუ­რის სან­დრო კავ­სა­ძის სა­ხე­ლო­ბის #1 სა­მუ­სი­კო სკო­ლის და თბი­ლი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 100% სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტით ჩა­ა­ბა­რა ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, შემ­დეგ კი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­ტე­პი­ა­ნოს მი­მარ­თუ­ლე­ბით; ივე­რი სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო და რეს­პუბ­ლი­კუ­რი კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი პრე­მი­ის თუ გრან-პრის ლა­უ­რე­ა­ტია. 2018-19 წლებ­ში Erasmus+ სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ბი­ლო­ბის ფარ­გლებ­ში სწავ­ლობ­და სი­ბე­ლი­უ­სის აკა­დე­მი­ა­ში, ჰელ­სინ­კის ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლო კურ­სე­ბი აქვს გავ­ლი­ლი ოქსფორდში (ბრი­ტა­ნე­თი, 2016), ინ­გე­სუნ­დის სა­მუ­სი­კო აკა­დე­მი­ა­ში (შვე­დე­თი, 2020-2021), სი­ე­ნას მუ­სი­კის აკა­დე­მი­ა­ში (იტა­ლია, 2021). პერ­მა­ნენ­ტუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის კონ­ცერ­ტებ­ში, მას­ტერკლა­სებ­სა და ფეს­ტი­ვა­ლებ­ში ევ­რო­პის მას­შტა­ბით. 2022 წელს შვე­დე­თის მალ­მოს მუ­სი­კის აკა­დე­მი­ამ, რო­მელ­საც ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენტს შო­რის ერთი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი უნდა გა­მო­ევ­ლი­ნა სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან კონ­ცერ­ტის­თვის, არ­ჩე­ვა­ნი ქარ­თველ პი­ა­ნისტზე შე­ა­ჩე­რა; მალ­მოს მუ­სი­კის აკა­დე­მი­ის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად ივე­რიმ ბრწყინ­ვა­ლე კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა (მალ­მო და ჰელ­სინ­ბორ­გი).

ივე­რი კე­კე­ნა­ძე ნამ­დვი­ლად არის ერთ-ერთი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტი, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ყუ­რა­დღე­ბას მისი ბი­ოგ­რა­ფი­ის სულ სხვა მხა­რე­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებთ.

2022 წლი­დან იგი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა, სა­დაც ჯერ კი­დევ 2020 წლი­დან ერას­მუს+ პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რად მუ­შა­ობ­და. ახალ­გაზ­რდა პი­ა­ნის­ტი AEC (ევ­რო­პის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ე­ბის, მუ­სი­კის აკა­დე­მი­ე­ბი­სა და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სას­წავ­ლებ­ლე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის) სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტორ­თა სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წევ­რია მომ­დევ­ნო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხელ­მძღვა­ნე­ლობს კო­ორ­დი­ნა­ტორ­თა ყო­ველ­წლი­უ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას და დგამს ნა­ბი­ჯებს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხით.

ივე­რი, მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტით, თა­ვის მხრივ უწყობს ხელს თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რის გლო­ბა­ლურ მსოფ­ლიო მუ­სი­კა­ლურ რუ­კა­ზე ღირ­სე­ულ დამ­კვიდ­რე­ბას, მუდ­მი­ვად ეძებს კონ­ტაქ­ტებს ახალ უმაღ­ლეს სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებ­ლებ­თან პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად, თა­ნამ­შრომ­ლობს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის კულ­ტუ­რულ და შე­მოქ­მე­დე­ბით ინ­დუსტრი­ებ­თან და კონ­სორ­ცი­უ­მებ­თან, უძღვე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თუ პე­და­გო­გი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის Erasmus+ მო­ბი­ლო­ბას, ამ­ზა­დებს ევ­რო­კავ­ში­რის თუ სხვა დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სებ­ში კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ საპ­რო­ექ­ტო გა­ნა­ცხა­დებს. მისი ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის სია ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია. ყო­ვე­ლი ასე­თი პრო­ექ­ტი სა­ბო­ლო­ოდ არა მხო­ლოდ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ყვე­ლა თა­ო­ბის მუ­სი­კო­სის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას, არა­მედ ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­ნის და ქვეყ­ნის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია სტუ­დენ­ტუ­რი თუ პე­და­გო­გი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ნამ­დვი­ლად არის გა­მორ­ჩე­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის აღ­ზრდი­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ფი­გუ­რი­რე­ბენ პრეს­ტი­ჟულ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბის პრი­ზი­ო­რებს შო­რის, მღე­რი­ან წამ­ყვან პარ­ტი­ებს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან სცე­ნებ­ზე, უკ­რა­ვენ ცნო­ბილ ორ­კესტრებ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ცენ­ტო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა და არე­ა­ლი შთამ­ბეჭ­და­ვია. ამი­ტომ არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის კი­დევ უფრო მეტი გან­ვი­თა­რე­ბა ევ­რო­პე­ი­ზა­ცი­ის და ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც პირ­და­პი­რაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებ­თან, მისი ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდას­თან და ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რის ამაღ­ლე­ბას­თან.

ცხა­დია კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტე­ბის და პე­და­გო­გე­ბის უმაღ­ლეს შე­დე­გებს კი­დევ უფრო გაზ­რდის ახა­ლი რო­ი­ა­ლე­ბით გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სი, რის­თვი­საც უდი­დე­სი მად­ლო­ბის ღირ­სია სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო. 2022 წლის 14 სექ­ტემ­ბერს, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მწარ­მო­ებ­ლი­სა­გან, STEINWAY & SONS მი­ი­ღო რო­ი­ა­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი (9 ერ­თე­უ­ლი), რაც გზას უხ­სნის რო­ი­ა­ლე­ბის შემ­დე­გი რა­ო­დე­ნო­ბის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის­თვის მი­წო­დე­ბას 2025 წლის ბო­ლომ­დე (ჯამ­ში სტე­ინ­ვე­ის ფირ­მის 78 სხვა­დას­ხვა მო­დე­ლის რო­ი­ა­ლი). 50 წელ­ზე მე­ტია, რაც სა­ხელ­მწი­ფოს მიერ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის რო­ი­ა­ლე­ბის ფონ­დი არ გა­ნახ­ლე­ბუ­ლა.

კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა და პროგ­რე­სი ნამ­დვი­ლად სა­ხე­ზეა. სულ რა­ღაც 30 წლის წინ ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პე­და­გო­გი უცხო­ე­თის პრეს­ტი­ჟულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში მას­ტერკლასს ჩა­ა­ტა­რებ­და ან ლექ­ცი­ას წა­ი­კი­თხავ­და, ვერც იმას წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ ჩვე­ნი სტუ­დენ­ტი მთე­ლი სე­მესტრის ან წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­წავ­ლი­და რო­მე­ლი­მე ევ­რო­პულ სა­მუ­სი­კო უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, რო­მელ­თა შე­სა­ხებ პრაქ­ტი­კუ­ლად ინ­ფორ­მა­ცი­აც კი არ გაგ­ვაჩ­ნდა.

დღეს კი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის იმ პე­და­გო­გე­ბის მო­ბი­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­ტერკლა­სებს ერთხელ მა­ინც ჩა­ა­ტა­რე­ბენ უცხო­ეთ­ში, უკვე სწო­რედ პარტნი­ო­რი სას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით ხორ­ცი­ელ­დე­ბა ხოლ­მე. ცხა­დია, ეს კონ­ტაქ­ტე­ბი ერ­თბა­შად არ მო­პო­ვე­ბუ­ლა; წლე­ბის წინ ყო­ველ­გვა­რი ინ­ტერ­ნე­ტის, კომ­პი­უ­ტე­რი­ზა­ცი­ის არ­ქო­ნის პი­რო­ბებ­ში მა­ნა­ნა დო­ი­ჯაშ­ვილ­მა, თა­ვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გუნდთან ერ­თად, თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მის ფა­სად და­ამ­ყა­რა პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან და სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა თბი­ლი­სის პი­ა­ნის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურსს, რა­მაც თა­ვის მხრივ ხელი შე­უ­წყო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გაყ­ვა­ნას. ეს პრო­ცე­სი სხვა, კი­დევ უფრო მას­შტა­ბურ ტალ­ღა­ზე გა­და­იყ­ვა­ნა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ამ­ჟა­მინ­დელ­მა რექ­ტორ­მა, მუ­სი­კო­ლოგ­მა, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტორ­მა ნანა შა­რი­ქა­ძემ, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ უცხო­ე­თის გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ ყო­ველ­გვა­რი ორ­ბი­ტის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის­თვის ურ­თუ­ლე­სი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი პარტნი­ო­რუ­ლი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვით არის მიღ­წე­უ­ლი ყო­ველ ჯერ­ზე იმის ახ­სნის ფა­სად, რომ არ­სე­ბობ­და ასე­თი ქვე­ყა­ნა - სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც რუ­სე­თი არაა და რო­მელ­საც მი­უ­ხე­და­ვად საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლი­სა, რუ­სეთ­თან სა­ერ­თო ის­ტო­რია არა­სო­დეს ჰქონ­და. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­ბი­ტა­ზე ინ­ტეგ­რი­რე­ბის კუ­თხით ნანა შა­რი­ქა­ძემ მცი­რე ხან­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი რე­ა­ლო­ბად აქ­ცია. დღეს კი ამ საქ­მეს 25 წლის ახალ­გაზ­რდა პი­ა­ნის­ტი უძღვე­ბა, კო­ორ­დი­ნი­რე­ბას უწევს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებს, მო­ნა­წი­ლე­ობს სა­მეც­ნი­ე­რო ფო­რუ­მებ­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში. ერთ-ერთი პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კერ­ძო სა­უბ­რებ­ში ივე­რიმ თა­ვის­თვის ჩა­ი­ლა­პა­რა­კა - პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გან­ვე­წყო­ბი თუ არა და­სას­ვე­ნებ­ლად, ტვინ­ში ახა­ლი პრო­ექ­ტი "მაწ­ვა­ლებ­სო“; და­მე­თან­ხმე­ბით ალ­ბათ, რომ ეს სინ­დრო­მი შე­მოქ­მე­დე­ბად და­მუხ­ტულ ადა­მი­ა­ნებს ახა­სი­ა­თებთ, რომ­ლე­ბიც არა­სო­დეს ჯერ­დე­ბი­ან მიღ­წე­ულს, დიდ­ხანს არ იხან­გრძლი­ვე­ბენ წარ­მა­ტე­ბით მო­ნი­ჭე­ბულ სი­ა­მოვ­ნე­ბას და კვლავ ახალ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ფიქ­რო­ბენ.

ივე­რის ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბის მოს­მე­ნი­სას გა­გა­ო­ცებთ რო­გო­რი მუხ­ტი, ემო­ცია და ენერ­გე­ტი­კა მო­აქვს მის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბულ ქარ­თულ თუ უცხო­ურ მუ­სი­კას. კონ­ცერ­ტზე გა­მოს­ვლამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე კი შე­საძ­ლოა, კვლავ რო­მე­ლი­მე პრო­ექ­ტის დე­ტა­ლებს აზუს­ტებ­დეს, სა­ო­ცა­რი რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მით სტრუქ­ტუ­რი­რე­ბულ პრე­ზენ­ტა­ცი­ას ამ­ზა­დებ­დეს ან უბ­რა­ლოდ რო­მე­ლი­მე თა­ნამ­შრომ­ლის მო­ბი­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ამოწ­მებ­დეს. აი, ამ გა­ქა­ნე­ბის ახალ­გაზ­რდა მუ­შა­ობს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის და ევ­რო­პე­ი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და უზარ­მა­ზარ საქ­მეს კომ­პლექ­სუ­რად უძღვე­ბა. მისი გან­რი­გი­დან რამ­დე­ნი­მე წუთი მო­ვი­პა­რეთ, რათა კი­თხვე­ბი დაგ­ვეს­ვა.

- რა არის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სა­ზღვარ­გა­რეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი მიღ­წე­ვე­ბი?

- წლე­ბია კონ­სერ­ვა­ტო­რია ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მუ­შა­ობს ევ­რო­პე­ი­ზა­ცი­ის და ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და 40-ზე მეტ უმაღ­ლეს სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­თან, მათ შო­რი­საა სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ქვეყ­ნე­ბი, გერ­მა­ნი­ის, პო­ლო­ნე­თის, იტა­ლი­ის, ბრი­ტა­ნე­თი, და­ვამ­ყა­რეთ კავ­ში­რი ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრი­ოს წევ­რებ­თან - მოლ­დო­ვას­თან და უკ­რა­ი­ნის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის სას­წავ­ლებ­ლებ­თან. აქ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ გლო­ბა­ლუ­რად გვსურს კონ­ტაქ­ტე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, ამი­ტომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ურ­თი­ერ­თო­ბებს ვამ­ყა­რებთ აზი­ის და ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბის სას­წავ­ლებ­ლებ­თა­ნაც. ჩვე­ნი მი­ზა­ნია მთე­ლი მსოფ­ლიო მო­ვიც­ვათ, რად­გან ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბა­ლან­სის დაც­ვა და გლო­ბა­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის კონ­ტექ­სტში.

2006 წელს გავ­ხდით ევ­რო­პის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი, რომ­ლის პრე­ზი­დენ­ტი გვი­ცხა­დებს სრულ მხარ­და­ჭე­რას ჩვენს ყვე­ლა წა­მო­წყე­ბა­ში, რაც უდი­დე­სი მხარ­და­ჭე­რა და სტი­მუ­ლია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ქოლ­გა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გვაძ­ლევს უფრო ფარ­თო ას­პა­რეზს და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მსხვილ პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. უკვე ვართ Glomus ქსე­ლი­სა და ANMA - სკან­დი­ნა­ვი­უ­რი სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებ­ლე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი. მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ჩვე­ნი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­ის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბის ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თვა და სა­ერ­თო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის და­ნერგვა - ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე თა­ვად ინ­სტი­ტუ­ცი­ის შიგ­ნით. უკა­ნას­კნე­ლი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი ნა­ბი­ჯე­ბია გა­დად­გმუ­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით: სა­ორ­კესტრო პრო­ექ­ტე­ბის ევ­რო­პულ სტან­დარტთან და­ახ­ლო­ე­ბა, ევ­რო­პუ­ლი სას­წავ­ლო კურ­სე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა ჩვენს სის­ტე­მა­ში, სტუ­დენტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს ხელ­შე­წყო­ბა და სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში, უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის და პე­და­გო­გე­ბის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვი­ზი­ტე­ბის მუდ­მი­ვი ზრდა, მათი ჩარ­თუ­ლო­ბა თსკ-ის სას­წავ­ლო გა­რე­მო­ში და ა.შ.

ძი­რი­თა­დი კრი­ტე­რი­უ­მი უმაღ­ლე­სი სა­მუ­სი­კო გა­ნათ­ლე­ბის რე­ი­ტინ­გის­თვის არის სწო­რედ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მსხვილ­მას­შტა­ბი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თვა, რაც გაზ­რდის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის რე­ი­ტინგს სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვე­ნი უახ­ლო­ე­სი ამ­ბი­ცია უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ამ გა­ი­ა­როს სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია და გა­ზარ­დოს უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ სა­ა­მა­ყო იქ­ნე­ბა, რო­დე­საც უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტი მსოფ­ლი­ოს პრეს­ტი­ჟულ უმაღ­ლეს სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელს შო­რის არ­ჩე­ვანს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ზე გა­ა­კე­თებს.

ბოლო წლებ­ში საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა პე­და­გო­გე­ბის და სტუ­დენ­ტე­ბის მო­ბი­ლო­ბებ­მა, რად­გან უკვე ბევ­რად კარ­გად ვართ მომ­ზა­დე­ბუ­ლი უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის, სხვა­თა შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ბი­ლო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი და მზად­ყოფ­ნა სწო­რედ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პე­და­გო­გე­ბის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან არის ძა­ლი­ან დიდი, რაც ხელს გვი­წყობს ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში. მო­ბი­ლო­ბის პრო­ცე­სი გამჭვირ­ვა­ლეა. სტუ­დენ­ტე­ბი, პე­და­გო­გე­ბი თუ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით არი­ან ჩარ­თუ­ლი მო­ბი­ლო­ბებ­ში გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბის პრო­ცე­სის შემ­დეგ მათი პრო­ფე­სი­უ­ლი სურ­ვი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. გეზი აღე­ბუ­ლი გვაქვს მო­ბი­ლო­ბის უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი პრო­ცე­სის­კენ, რო­მელ­შიც მო­მა­ვალ­შიც პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა მსურ­ვე­ლი ჩა­ერ­თვე­ბა. ეს პრო­ცე­სი სულ უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი გახ­დე­ბა.

- რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა თქვენს მიერ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სა­შემ­სრუ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის და­ნერ­გი­ლი სას­წავ­ლო კურ­სი - Performance coaching?

- ამ საგ­ნის მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტებს და­ეხ­მა­როს იმ უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში, რაც უპა­სუ­ხებს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მუ­სი­კო კა­რი­ე­რის და სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მოწ­ვე­ვებს. სა­გა­ნი დავ­ნერ­გეთ სი­ბე­ლი­უ­სის აკა­დე­მი­ის პრაქ­ტი­კი­დან და მიზ­ნად ისა­ხავს იმას, რომ პირ­ვე­ლი კურ­სი­დან გა­უ­ჩი­ნოს ახალ­გაზ­რდას გარ­კვე­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რის და­მო­უ­კი­დებ­ლად და­გეგ­მვის­თვის, გა­მო­უ­მუ­შა­ვეს დრო­ის სწო­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბის, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ღე­ბის უნა­რი, შეძ­ლოს სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა, კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა და რე­ა­ლო­ბას­თან ადაპ­ტი­რე­ბა სა­მო­მავ­ლო­დაც, ასე­ვე ხელს შე­უ­წყობს შემ­სრუ­ლე­ბელს სტრე­სის მარ­თვა­ში, მე­ტად­რე ჩვე­ნი გა­რე­მოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

- რას უკავ­შირ­დე­ბა შენი უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი?

- სულ ახ­ლა­ხან შე­ვას­რუ­ლე ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა სა­ქარ­თვე­ლოს შვედ მე­გო­ბარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე, ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა ჩემი პრი­ო­რი­ტე­ტია. სხვა­დას­ხვა დროს სა­ზღვარ­გა­რეთ შე­ვას­რუ­ლე ქარ­თვე­ლი ქალი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის, მათ შო­რის ეკა ჭა­ბაშ­ვი­ლის და მაკა ვირ­სა­ლა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც.

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­გეგ­მი­ლია სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო დუ­ე­ტე­ბის 6 კონ­ცერ­ტი ალ­ბერტ დალ­ჰოვ­თან ერ­თად, რო­მელ­ზეც ფრან­გულ მუ­სი­კას შე­ვას­რუ­ლებთ. გავ­მარ­თავ კონ­ცერ­ტებს ბა­ზელ­ში ანას­ტა­სია რას­პო­პო­ვას­თან. ვემ­ზა­დე­ბი კი­დევ ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ცერ­ტის­თვის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად - შე­ვას­რუ­ლებ ამე­რი­კე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის სე­მი­უ­ელ ბარ­ბე­რის სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერტს, თხზ. 38, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ჟღერს ხოლ­მე. პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სეა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში. ამ ეტაპ­ზე გვაქვს 23 აქ­ტი­უ­რი პრო­ექ­ტი და და­მა­ტე­ბით 10 პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ ვე­ლო­დე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას. გრძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით - სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სტრა­ტე­გი­ი­სა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ბა­მი­სად. ჩემი გო­ნე­ბა მთლი­ა­ნად არის და­კა­ვე­ბუ­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­ის პროგ­რეს­ზე ფიქ­რით.

ავ­ტო­რი: გვან­ცა ღვინ­ჯი­ლია

მუ­სი­კო­ლო­გი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Მელიტა
0

პედაგოგები კი გვყავს მაგრები.აშკარაა

ფიქრია
0

წარმატებები მუდამ 👏♥️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

25 წლის ქართველი პიანისტის საერთაშორისო წარმატება და დიდი მისია - "ქართული მუსიკის პოპულარიზება ჩემი პრიორიტეტია"

25 წლის ქართველი პიანისტის საერთაშორისო წარმატება და დიდი მისია - "ქართული მუსიკის პოპულარიზება ჩემი პრიორიტეტია"

დღეს, როდესაც ჩვენს საზოგადოებაში მძლავრობს ნეგატიური ინფორმაციის ნაკადი, და ნებისმიერი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი პოლიტიკური სპეკულაციების ობიექტად იქცევა ხოლმე, ნაკლებ ინტერესს ვიჩენთ პოზიტიური ამბების მიმართ, არადა, რეალურად სწორედ სიკეთით, ნიჭიერებით, აღმშენებლური სულის მქონე ადამიანების წარმატებებით პროგრესირებს ეს საზოგადოება და ამ საზოგადოების წარმომშობი ქვეყანა. ეროვნული თავმოყვარეობის განცდას შესაძლოა, ბევრი რამე გვილახავდეს, მაგრამ ჩვენი არსებობის ნათელი მხარე ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება ახალგაზრდა თაობას, რომლის წარმატება ეროვნულ თუ საერთაშორისო სარბიელზე, ქვეყნის რეალური სავიზიტო ბარათია. ვიყოთ გულწრფელნი და დავსვათ კითხვა, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და მსოფლიომ საქართველოს "აღმოჩენა“ დაიწყო, ვისთან არის ხოლმე დაკავშირებული ჩვენი ეროვნული ცნობადობა პირველ რიგში - ცხადია, ქართველ მუსიკოსებთან, მსახიობებთან, მხატვრებთან, მწერლებთან, მეცნიერებთან. მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკურად სტრატეგიული ქვეყანა ვართ, ჩვენს მიმართ პირველი ემოცია მაინც ჩვენი მოსახლეობის ინტელექტუალურ პოტენციალთან ასოცირდება. კიდევ კარგი, ქართველი ადამიანის ნიჭიერება არაა მიზეზ-შედეგობრივად დაკავშირებული გეოპოლიტიკურ ფაქტორთან, რომელიც არასოდეს გვქონია ხელსაყრელი.

ამჯერად სწორედ ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ახალგაზრდა გვინდა გაგაცნოთ - პიანისტი ივერი კეკენაძე.

ჭიათურის სანდრო კავსაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლის და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 100% სახელმწიფო გრანტით ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სპეციალური ფორტეპიანოს მიმართულებით; ივერი სხვადასხვა საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსის პირველი პრემიის თუ გრან-პრის ლაურეატია. 2018-19 წლებში Erasmus+ საერთაშორისო მობილობის ფარგლებში სწავლობდა სიბელიუსის აკადემიაში, ჰელსინკის ხელოვნების უნივერსიტეტში. სხვადასხვა სასწავლო კურსები აქვს გავლილი ოქსფორდში (ბრიტანეთი, 2016), ინგესუნდის სამუსიკო აკადემიაში (შვედეთი, 2020-2021), სიენას მუსიკის აკადემიაში (იტალია, 2021). პერმანენტულად მონაწილეობს კლასიკური მუსიკის კონცერტებში, მასტერკლასებსა და ფესტივალებში ევროპის მასშტაბით. 2022 წელს შვედეთის მალმოს მუსიკის აკადემიამ, რომელსაც ყველა მიმართულების სტუდენტს შორის ერთი შემსრულებელი უნდა გამოევლინა სიმფონიურ ორკესტრთან კონცერტისთვის, არჩევანი ქართველ პიანისტზე შეაჩერა; მალმოს მუსიკის აკადემიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ივერიმ ბრწყინვალე კონცერტი გამართა (მალმო და ჰელსინბორგი).

ივერი კეკენაძე ნამდვილად არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ქართველი არტისტი, მაგრამ ამჯერად ყურადღებას მისი ბიოგრაფიის სულ სხვა მხარეზე გავამახვილებთ.

2022 წლიდან იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, სადაც ჯერ კიდევ 2020 წლიდან ერასმუს+ პროექტების კოორდინატორად მუშაობდა. ახალგაზრდა პიანისტი AEC (ევროპის კონსერვატორიების, მუსიკის აკადემიებისა და სახელოვნებო სასწავლებლების ასოციაციის) საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორთა სამუშაო ჯგუფის წევრია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ხელმძღვანელობს კოორდინატორთა ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზებას და დგამს ნაბიჯებს კონსერვატორიის ინტერნაციონალიზაციის კუთხით.

ივერი, მრავალი საერთაშორისო პროექტით, თავის მხრივ უწყობს ხელს თბილისის კონსერვატორის გლობალურ მსოფლიო მუსიკალურ რუკაზე ღირსეულ დამკვიდრებას, მუდმივად ეძებს კონტაქტებს ახალ უმაღლეს სამუსიკო სასწავლებლებთან პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნების კულტურულ და შემოქმედებით ინდუსტრიებთან და კონსორციუმებთან, უძღვება სტუდენტების, ადმინისტრაციული თუ პედაგოგიური პერსონალის Erasmus+ მობილობას, ამზადებს ევროკავშირის თუ სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში კონსერვატორიის მონაწილეობისთვის აუცილებელ საპროექტო განაცხადებს. მისი ჩართულობით განხორციელებული პროექტების და სხვა აქტივობების სია ძალიან შთამბეჭდავია. ყოველი ასეთი პროექტი საბოლოოდ არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ყველა თაობის მუსიკოსის პოპულარიზებას, არამედ ზოგადად ქართული მუსიკალური გენის და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას ემსახურება.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სტუდენტური თუ პედაგოგიური პოტენციალის გათვალისწინებით ნამდვილად არის გამორჩეული სასწავლებელი, რომლის აღზრდილებიც მუდმივად ფიგურირებენ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსების პრიზიორებს შორის, მღერიან წამყვან პარტიებს მსოფლიოს წამყვან სცენებზე, უკრავენ ცნობილ ორკესტრებში. საქართველოს მოსახლეობის პროცენტობის გათვალისწინებით ქართველი მუსიკოსების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწეობის ინტენსივობა და არეალი შთამბეჭდავია. ამიტომ არის აქტუალური თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კიდევ უფრო მეტი განვითარება ევროპეიზაციის და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, რაც პირდაპირაა დაკავშირებული საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან, მისი ცნობადობის გაზრდასთან და ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერის ამაღლებასთან.

ცხადია კონსერვატორიის სტუდენტების და პედაგოგების უმაღლეს შედეგებს კიდევ უფრო გაზრდის ახალი როიალებით განახლების პროცესი, რისთვისაც უდიდესი მადლობის ღირსია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. 2022 წლის 14 სექტემბერს, კულტურის სამინისტრომ მსოფლიოში აღიარებული მწარმოებლისაგან, STEINWAY & SONS მიიღო როიალების პირველი ნაწილი (9 ერთეული), რაც გზას უხსნის როიალების შემდეგი რაოდენობის კონსერვატორიისთვის მიწოდებას 2025 წლის ბოლომდე (ჯამში სტეინვეის ფირმის 78 სხვადასხვა მოდელის როიალი). 50 წელზე მეტია, რაც სახელმწიფოს მიერ კონსერვატორიის როიალების ფონდი არ განახლებულა.

კონსერვატორიის, როგორც ინსტიტუციის განვითარება და პროგრესი ნამდვილად სახეზეა. სულ რაღაც 30 წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ კონსერვატორიის პედაგოგი უცხოეთის პრესტიჟულ სასწავლებლებში მასტერკლასს ჩაატარებდა ან ლექციას წაიკითხავდა, ვერც იმას წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი სტუდენტი მთელი სემესტრის ან წლის განმავლობაში ისწავლიდა რომელიმე ევროპულ სამუსიკო უმაღლეს სასწავლებელში, რომელთა შესახებ პრაქტიკულად ინფორმაციაც კი არ გაგვაჩნდა.

დღეს კი კონსერვატორიის იმ პედაგოგების მობილობები, რომლებიც მასტერკლასებს ერთხელ მაინც ჩაატარებენ უცხოეთში, უკვე სწორედ პარტნიორი სასწავლებლების მოთხოვნით ხორციელდება ხოლმე. ცხადია, ეს კონტაქტები ერთბაშად არ მოპოვებულა; წლების წინ ყოველგვარი ინტერნეტის, კომპიუტერიზაციის არქონის პირობებში მანანა დოიჯაშვილმა, თავის არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, თავდადებული შრომის ფასად დაამყარა პარტნიორული ურთიერთობები უცხოელ კოლეგებთან და საფუძველი ჩაუყარა თბილისის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსს, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო კონსერვატორიის, როგორც ინსტიტუციის საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას. ეს პროცესი სხვა, კიდევ უფრო მასშტაბურ ტალღაზე გადაიყვანა კონსერვატორიის ამჟამინდელმა რექტორმა, მუსიკოლოგმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ნანა შარიქაძემ, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ უცხოეთის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოველგვარი ორბიტის გარეშე დარჩენილი უმაღლესი სასწავლებლისთვის ურთულესი იყო საერთაშორისო კონტაქტების მოპოვება, თითოეული ასეთი პარტნიორული კავშირის დამყარება ნაბიჯ-ნაბიჯ, უდიდესი ძალისხმევით არის მიღწეული ყოველ ჯერზე იმის ახსნის ფასად, რომ არსებობდა ასეთი ქვეყანა - საქართველო, რომელიც რუსეთი არაა და რომელსაც მიუხედავად საბჭოთა წარსულისა, რუსეთთან საერთო ისტორია არასოდეს ჰქონდა. კონსერვატორიის საერთაშორისო ორბიტაზე ინტეგრირების კუთხით ნანა შარიქაძემ მცირე ხანში შეუძლებელი რეალობად აქცია. დღეს კი ამ საქმეს 25 წლის ახალგაზრდა პიანისტი უძღვება, კოორდინირებას უწევს საერთაშორისო პროექტებს, მონაწილეობს სამეცნიერო ფორუმებში, კონფერენციებში. ერთ-ერთი პროექტის დასრულების შემდეგ კერძო საუბრებში ივერიმ თავისთვის ჩაილაპარაკა - პროექტის დასრულების შემდეგ, განვეწყობი თუ არა დასასვენებლად, ტვინში ახალი პროექტი "მაწვალებსო“; დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს სინდრომი შემოქმედებად დამუხტულ ადამიანებს ახასიათებთ, რომლებიც არასოდეს ჯერდებიან მიღწეულს, დიდხანს არ იხანგრძლივებენ წარმატებით მონიჭებულ სიამოვნებას და კვლავ ახალ გამოწვევებზე ფიქრობენ.

ივერის ვიდეო ჩანაწერების მოსმენისას გაგაოცებთ როგორი მუხტი, ემოცია და ენერგეტიკა მოაქვს მის ინტერპრეტირებულ ქართულ თუ უცხოურ მუსიკას. კონცერტზე გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე კი შესაძლოა, კვლავ რომელიმე პროექტის დეტალებს აზუსტებდეს, საოცარი რაციონალიზმით სტრუქტურირებულ პრეზენტაციას ამზადებდეს ან უბრალოდ რომელიმე თანამშრომლის მობილობის დოკუმენტაციას ამოწმებდეს. აი, ამ გაქანების ახალგაზრდა მუშაობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინტერნაციონალიზაციის და ევროპეიზაციის მიმართულებით და უზარმაზარ საქმეს კომპლექსურად უძღვება. მისი განრიგიდან რამდენიმე წუთი მოვიპარეთ, რათა კითხვები დაგვესვა.

- რა არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საზღვარგარეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი მიღწევები?

- წლებია კონსერვატორია ეროვნული სტრატეგიების გათვალისწინებით მუშაობს ევროპეიზაციის და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა 40-ზე მეტ უმაღლეს სამუსიკო სასწავლებელთან, მათ შორისაა სკანდინავიური ქვეყნები, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ბრიტანეთი, დავამყარეთ კავშირი ასოცირებული ტრიოს წევრებთან - მოლდოვასთან და უკრაინის შესაბამისი პროფილის სასწავლებლებთან. აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გლობალურად გვსურს კონტაქტების გაფართოება, ამიტომ თანამშრომლობით ურთიერთობებს ვამყარებთ აზიის და ამერიკის ქვეყნების სასწავლებლებთანაც. ჩვენი მიზანია მთელი მსოფლიო მოვიცვათ, რადგან ძალზე მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა და გლობალური თანამშრომლობის ჩამოყალიბება ინტერნაციონალიზაციის კონტექსტში.

2006 წელს გავხდით ევროპის კონსერვატორიების ასოციაციის წევრი, რომლის პრეზიდენტი გვიცხადებს სრულ მხარდაჭერას ჩვენს ყველა წამოწყებაში, რაც უდიდესი მხარდაჭერა და სტიმულია. საერთაშორისო ქოლგა ორგანიზაციები გვაძლევს უფრო ფართო ასპარეზს და კონსერვატორიის მსხვილ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას. უკვე ვართ Glomus ქსელისა და ANMA - სკანდინავიური სამუსიკო სასწავლებლების ასოციაციის წევრები. მთავარი მიზანია ჩვენი კონსერვატორიის როგორც ინსტიტუციის სწავლა-სწავლების სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, საერთაშორისო პროექტებში ჩართვა და საერთო სასწავლო პროგრამების დანერგვა - ინტერნაციონალიზაცია, როგორც საერთაშორისო მიმართულებით, ასევე თავად ინსტიტუციის შიგნით. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით: საორკესტრო პროექტების ევროპულ სტანდარტთან დაახლოება, ევროპული სასწავლო კურსების ადაპტირება ჩვენს სისტემაში, სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს ხელშეწყობა და სტუდენტების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, უცხოელი სტუდენტების და პედაგოგების კონსერვატორიაში ვიზიტების მუდმივი ზრდა, მათი ჩართულობა თსკ-ის სასწავლო გარემოში და ა.შ.

ძირითადი კრიტერიუმი უმაღლესი სამუსიკო განათლების რეიტინგისთვის არის სწორედ საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა, მსხვილმასშტაბიან საერთაშორისო პროექტებში ჩართვა, რაც გაზრდის კონსერვატორიის რეიტინგს საერთაშორისო მიმართულებით. ჩვენი უახლოესი ამბიცია უკავშირდება იმას, რომ კონსერვატორიამ გაიაროს საერთაშორისო აკრედიტაცია და გაზარდოს უცხოელი სტუდენტების რაოდენობა. წარმოიდგინეთ, როგორ საამაყო იქნება, როდესაც უცხოელი სტუდენტი მსოფლიოს პრესტიჟულ უმაღლეს სამუსიკო სასწავლებელს შორის არჩევანს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაზე გააკეთებს.

ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა პედაგოგების და სტუდენტების მობილობებმა, რადგან უკვე ბევრად კარგად ვართ მომზადებული უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობისთვის, სხვათა შორის საერთაშორისო მობილობებში მონაწილეობის სურვილი და მზადყოფნა სწორედ კონსერვატორიის პედაგოგების, ადმინისტრაციის და სტუდენტების მხრიდან არის ძალიან დიდი, რაც ხელს გვიწყობს ინტერნაციონალიზაციის პროცესში. მობილობის პროცესი გამჭვირვალეა. სტუდენტები, პედაგოგები თუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები კონკრეტული პრიორიტეტების მიხედვით არიან ჩართული მობილობებში განაცხადის გაკეთების პროცესის შემდეგ მათი პროფესიული სურვილების გათვალისწინებით. გეზი აღებული გვაქვს მობილობის უფრო ინტენსიური პროცესისკენ, რომელშიც მომავალშიც პრაქტიკულად ყველა მსურველი ჩაერთვება. ეს პროცესი სულ უფრო ინტენსიური გახდება.

- რა მიზანს ემსახურება თქვენს მიერ კონსერვატორიაში საშემსრულებლო მიმართულებისთვის დანერგილი სასწავლო კურსი - Performance coaching?

- ამ საგნის მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს იმ უნარების გამომუშავებაში, რაც უპასუხებს თანამედროვე სამუსიკო კარიერის და საშემსრულებლო ხელოვნების გამოწვევებს. საგანი დავნერგეთ სიბელიუსის აკადემიის პრაქტიკიდან და მიზნად ისახავს იმას, რომ პირველი კურსიდან გაუჩინოს ახალგაზრდას გარკვეული უნარ-ჩვევები საკუთარი კარიერის დამოუკიდებლად დაგეგმვისთვის, გამოუმუშავეს დროის სწორი გადანაწილების, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი, შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება, კარიერული წინსვლა და რეალობასთან ადაპტირება სამომავლოდაც, ასევე ხელს შეუწყობს შემსრულებელს სტრესის მართვაში, მეტადრე ჩვენი გარემოს გათვალისწინებით.

- რას უკავშირდება შენი უახლოესი გეგმები?

- სულ ახლახან შევასრულე ქართული მუსიკა საქართველოს შვედ მეგობართა ასოციაციის გამართულ კონცერტზე, ქართული მუსიკის პოპულარიზება ჩემი პრიორიტეტია. სხვადასხვა დროს საზღვარგარეთ შევასრულე ქართველი ქალი კომპოზიტორების, მათ შორის ეკა ჭაბაშვილის და მაკა ვირსალაძის ნაწარმოებებიც.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფორტეპიანო დუეტების 6 კონცერტი ალბერტ დალჰოვთან ერთად, რომელზეც ფრანგულ მუსიკას შევასრულებთ. გავმართავ კონცერტებს ბაზელში ანასტასია რასპოპოვასთან. ვემზადები კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტისთვის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად - შევასრულებ ამერიკელი კომპოზიტორის სემიუელ ბარბერის საფორტეპიანო კონცერტს, თხზ. 38, რომელიც ძალიან იშვიათად ჟღერს ხოლმე. პარალელურად, გამოწვევებით სავსეა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საქმიანობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ამ ეტაპზე გვაქვს 23 აქტიური პროექტი და დამატებით 10 პროექტის დაფინანსების შესახებ ველოდებით ინფორმაციას. გრძელდება მუშაობა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - საქართველოს კულტურის სტრატეგიისა და უმაღლესი განათლების სტრატეგიის შესაბამისად. ჩემი გონება მთლიანად არის დაკავებული თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, როგორც ინსტიტუციის პროგრესზე ფიქრით.

ავტორი: გვანცა ღვინჯილია

მუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი