პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით - სასამართლო ჩვენი მმართველობისას გახდა დამოუკიდებელი" - პრემიერი
"მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით - სასამართლო ჩვენი მმართველობისას გახდა დამოუკიდებელი" - პრემიერი

სა­სა­მარ­თლო ჩვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბის დროს გახ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ყო­ველ­გვა­რი ჩა­რე­ვე­ბის­გან, რო­გორც შიდა, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან - მი­უ­ღე­ბე­ლია ყო­ველ­გვა­რი ჩა­რე­ვა ან რა­ი­მე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ბა მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე­სა და წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ე­რი მო­სა­მარ­თლე­ებს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს და ამ­ბობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რათა სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­იც­ვას.

"ჩემი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი იყო და არის შემ­დე­გი - მე რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი და მმარ­თვე­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სრულ მხარ­და­ჭე­რას ვუ­ცხა­დებ ყვე­ლა მო­სა­მარ­თლეს. სა­სა­მარ­თლო ჩვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბის დროს გახ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ყო­ველ­გვა­რი ჩა­რე­ვე­ბის­გან - რო­გორც შიდა, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან ჩა­რე­ვე­ბის­გან. რა თქმა უნდა, მი­უ­ღე­ბე­ლია ყო­ველ­გვა­რი ჩა­რე­ვა ან რა­ი­მე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ბა მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი ჩემ­თვის, მი­თუ­მე­ტეს სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნულ სა­სა­მარ­თლო­სა და მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე. მე ასე­ვე და­ვუ­დას­ტუ­რე მო­სა­მარ­თლე­ებს ჩვე­ნი სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა. მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებთ, რათა და­ვიც­ვათ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი ჩა­რე­ვე­ბი­სა და ზე­წო­ლის­გან, ეს არის ჩვე­ნი გა­ცხა­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა და მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რომ­ლის­კე­ნაც ვის­წრაფ­ვით. ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლო­ში ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ფორ­მე­ბი გა­ვა­ტა­რეთ, რათა სა­სა­მარ­თლო გამ­ხდა­რი­ყო ისე­თი, რო­გო­რიც დღე­საა - და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ყო­ველ­გვარ ჩა­რე­ვე­ბის­გან“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მთავ­რო­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

"მე ვა­მა­ყობ ჩვე­ნი სა­სა­მარ­თლო­თი, მე ვა­მა­ყობ ყვე­ლა მო­სა­მარ­თლით, ისი­ნი არი­ან ძა­ლი­ან მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ჩვენს ქვე­ყა­ნას, ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ჩვე­ნი ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბას, იცა­ვენ ჩვენს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ეროვ­ნულ პო­ლი­ტი­კას. ამის­თვის მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ნინო ქა­და­გი­ძეს, ყვე­ლა მო­სა­მარ­თლეს თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. ჩვენ, რო­გორც მთავ­რო­ბა და მე, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ კი­დევ უფრო მე­ტად გა­ვაძ­ლი­ე­რო თქვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, თქვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ჩვენ მაქ­სი­მა­ლურ მხარ­და­ჭე­რას აღ­მო­ვუ­ჩენთ თქვენს ინი­ცი­ა­ტი­ვებს, ახალ პროგ­რა­მებს. დღეს სა­სა­მარ­თლო რომ გვაქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი კო­რუფ­ცი­ის­გან, ყო­ველ­გვა­რი ჩა­რე­ვის­გან, ზე­წო­ლის­გან, ეს, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი გუნ­დის, ნინო ქა­და­გი­ძი­სა და მო­სა­მარ­თლე­ე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 73 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

თავადაც მაგისთანაა და იმიტომ, ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახეევს.

კოტე
55

ირაკლი ღარიბაშვილის მიდგომას სრულიად ვიზიარებ. იდეალური ნამდვილად არ არის, მაგრამ დღევანდელი სასამართლო 2004-2012 წლის სასამართლოსთან შედარებით ბევრად თავისუფალი და ობიექტურია. მან უნდა დაიცვას მისი მოქალაქეები, მოსამართლე იქნება, თუ ნებისმიერი სხვა სპეციალობის ადამიანი, როდესაც უცხოეთიდან, სრულიად დაუსაბუთებლად ადანაშაულებენ. თუ რაიმე კონკრეტული და დადასტურებული ფაქტები აქვთ, გადასცენ საქართველოს მთავრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეგ ცილისწამებაა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით - სასამართლო ჩვენი მმართველობისას გახდა დამოუკიდებელი" - პრემიერი

"მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით - სასამართლო ჩვენი მმართველობისას გახდა დამოუკიდებელი" - პრემიერი

სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან, როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან - მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდება მოსამართლეებზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერი მოსამართლეებს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა სასამართლოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება დაიცვას.

"ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი - მე როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი გუნდის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს. სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან - როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდება მოსამართლეებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, მითუმეტეს სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოსა და მოსამართლეებზე. მე ასევე დავუდასტურე მოსამართლეებს ჩვენი სრული მხარდაჭერა. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება ყოველგვარი ჩარევებისა და ზეწოლისგან, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და მთავარი მიზანი, რომლისკენაც ვისწრაფვით. ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლოში ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ, რათა სასამართლო გამხდარიყო ისეთი, როგორიც დღესაა - დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარ ჩარევებისგან“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად.

"მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ პოლიტიკას. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ნინო ქადაგიძეს, ყველა მოსამართლეს თქვენი საქმიანობისთვის. ჩვენ, როგორც მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერო თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს, ახალ პროგრამებს. დღეს სასამართლო რომ გვაქვს თავისუფალი კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის, ნინო ქადაგიძისა და მოსამართლეების დამსახურება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.