ავტორი:

"ისევ მოწმდება ბევრი ადამიანი, ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნა არ მოსულა... არის მოკლული!" - რას ამბობს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა?

"ისევ მოწმდება ბევრი ადამიანი, ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნა არ მოსულა...  არის მოკლული!" - რას ამბობს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა?

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა ნატო ხუტაშვილი "მთავარ არხთან“ საუბრისას ამბობს, რომ დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლულია. ქალის თქმით, ცხედრის დათვალიერების შემდეგ, ყველა ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ გოგონა ვიღაცამ ბნელ ადგილას ძალით შეათრია და გაგუდა.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მოგვიანებით გავრცელდა ვერსია, რომ შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ანა მოკლულია. ნატო ხუტაშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ათ დღეში გახდება ცნობილი, მანამდე კი საგამოძიებო სამუშაოები გრძელდება.

"ისევ მოწმდება ბევრი ადამიანი და ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნა მოსული არ არის, სადღაც ათ დღეში იქნება. არის, არის მოკლული, რადგან სამი წუთით ადრე კამერებზე ჩანს, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი საქანელაზე ქანაობს, მერე მოდის სახლის მიმართულებით. მერე ეს გზა, ესეც რომ განვიხილოთ, რომ დავუშვათ გზა დაიმოკლა, ბავშვი კი არა, დიდი ადამიანი, იმ სრულ სიბნელეში, შიშის ფაქტორის გამო იქ არ შევა, არ შევა!

თან ბავშვს აქვს მრავლობითი დაზიანებები ხეებისგან. სახე აქვს დაკაწრული, ხელი, მუხლი აქვს გადაგლეჯილი და ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ბავშვი არის ძალადობრივად შეთრეული. ბავშვს გზაზე შეთრევის დროს, ტელეფონი აქვს გზად დაკარგული და მოშორებით ნახეს ტელეფონით. არ იყო ისეთი ბავშვი, ტელეფონს რომ კარგავდა... ეს არის გაწევა-გამოწევის დროს დავარდნილი ან ჯიბიდან გადმოუვარდა. გრძელი ჰუდი ეცვა და მარჯვენა მხრიდან არის გადმოვარდნილი.

იქ არის ერთი ხე, რომელმაც, სავარაუდოდ, ფეხი ისე დაუკაწრა, რომ კოლჰოტი გადაუხსნა ბოლომდე. ზურგის არეში აქვს დიდზე დაკაწრული. ბავშვს ეცვა როლინგი, რომელიც იყო წელს ქვემოთ, ბავშვს ეკეთა ქამარი, როლინგი ჩატანილი ჰქონდა ქამარში და ჰუდი გრძელი ჟაკეტი მუხლს ოდნავ ქვემოთ. ეს ჰუდი იმდენად მძიმეა, რომ თავისით ვერ მიიღებდა იმ დაზიანებას ზურგზე.

კბილებს უკან აქვს მთელი პირი სავსე და კბილებს წინ არ აქვს წვეთი. რაც მიუთითებს რომ პირზე ჰქონდა ხელი აფარებული...

მე თვითონ რომ ავწიე ბავშვი ხელში და შევეცადე ხელით მოკიდება, ფილტვები ჰქონდა სავსე და უბუყბუყებდა ნაღებინები შიგნით..." - ამბობს გარდაცვლილის დედა "მთავარ არხთან".

წაიკითხეთ ასევე: