ავტორი:

"დამიდექით გვერდში, რომ ლაზარე გავათავისუფლოთ... მურუსიძის სასამართლოში შეიძლება ადამიანი გასამართლდეს?" - ლაზარე გრიგორიდისის მამა

"დამიდექით გვერდში, რომ ლაზარე გავათავისუფლოთ... მურუსიძის სასამართლოში შეიძლება ადამიანი გასამართლდეს?" - ლაზარე გრიგორიდისის მამა

ლაზარე გრიგორიდისის მამამ ბექა გრიგორიდისმა სიტყვით მიმართა პარლამენტთან, "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით გამათულ აქციაზე შეკრებილებს:

"ლაზარე მართალი კაცია, ამას ყველას წინაშე ვიძახი. როგორც ვიცით, თმები გადაარსეს ბავშვს... უბრალოდ მითხარით დღევანდელ სასამართლოში შეიძლება ადამიანი გაასამართლონ?! მურუსიძის სასამართლოში შეიძლება ადამიანი გასამართლდეს, ხალხო?! რომ გვქონოდა ნორმალური სასამართლო წყნარად, მშვიდად დაველოდებოდი პროცესს და გავამართლებდი ჩემს შვილს, იმიტომ რომ ის არავის მოკვლას არ აპირებდა, გამორიცხულია. მე ლაზარეს ვიცნობ, მაგრამ მოდი და ამ სასამართლომ გაასამართლოს, ხომ ხედავთ როგორ ასამართლებენ?!

ძალიან გთხოვთ დამიდექით გვერდში, რომ ლაზარე გავათავისუფლოთ და ეს საქართველო ერთხელ და სამუდამოდ წავიყვენოთ იქით, საითაც არის ევროპა და არა რუსეთის უკანა ბოსტან-ბაღები“. - თქვა ბექა გრიგორიდისმა.

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს, მას 7-8 მარტს გამართულ აქციაზე „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას და პოლიციის ავტომობილის დაწვას ედავებიან.

რაც შეეხება პარლამენტთან “ნაციონალური მოძრაობის” აქციას, ის დასრულდა.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ისაუბრეს 9 აპრილის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის აუცილებლობაზე.

ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს 4 მოთხოვნა გააცნო, მათგან ერთ-ერთი ლაზარე გრიგორიდისის გათავისუფლება იყო.

ასევე იხილეთ: