ავტორი:

"ქართველებად სწორედ იმიტომ გავჩნდით, რომ ვიბრძოლოთ, ეს გვასწავლა ზვიად გამსახურდიამ... მერე ეს სული თითქოს გადმოვიდა მიხეილ სააკაშვილში" - გია ბუღაძე

"ქართველებად სწორედ იმიტომ გავჩნდით, რომ ვიბრძოლოთ, ეს გვასწავლა ზვიად გამსახურდიამ... მერე ეს სული თითქოს გადმოვიდა მიხეილ სააკაშვილში" - გია ბუღაძე

"მოგესალმებით ქართველებო, მივესალმები ჩემს ლეგენდარულ და დიდ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. მე სამხედრო არ ვარ, მაგრამ გულით მეომარი ვარ, ამიტომ ჩემს მთავარსარდალს, კიდევ ერთხელ ვუსურვებ ჯანმრთელობას, თავისუფლებას და საქართველოსთვის და უკრაინისთვის ბრძოლას." - ასე მიმართა პარლამენტის წინ შეკრებილებს მხატვრმა გია ბუღაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პირველ და მესამე პრეზიდენტს ბევრი საერთო გააჩნია.

"რამდენჯერ მინახავს დიდი ზვიადი აი, აქ. როცა აქ იდგა როცა მოგვიწოდებდა, როგორ აგვანთებდა ხოლმე. მივესალმები მერაბ კოსტავას სულს. სწორედ ამ დღეს, 9-ში, სწორედ მერაბის სიტყვები იყო, რომელმაც მოგვცა ძალა და ენერგია. ჩვენ ქართველები განსაკუთრებული ხალხი ვართ, სხვანაირი ბედის და განგების, მაგრამ ერთი პატარა გადახვევა მინდა გავაკეთო. ერთი დიდი მოაზროვნეა მეხუთე საუკუნის, ქართველი არ არის, მაგრამ ქართველებს უყვარდათ, ის ასეთ რაღაცას ამბობს, ადამიანს ცხოვრებაში აქვს ორი რამ, ეს არის ბედი და განგება. ბედს უნდა შეეგუო, მაგრამ განგებას უნდა შეებრძოლო. ბედი არის, რომ გვერდით გყავს ასეთი საზიზღარი მეზობელი, რუსეთი, როდესად გყავს ასეთი საზიზღარი, ქოცური მთავრობა, კი არ უნდა შეეგუო, განგებით უნდა შეებრძოლო, განგებაში ხარ თავისუფალი. არ მისცე საშუალება, ბედისწერა განახორციელოს. ქართველებად სწორედ იმიტომ გავჩნდით, რომ ვიბრძოლოთ და არ შევეგუოთ განგებას. ეს გვასწავლა ჩვენ ზვიადმა. როდესაც მისი დისერტაცია ახალგაზრდა ბიჭმა წავიკითხე, მივხვდი, რომ დიდ ადამიანს ვეხებოდი.

ეს იყო განსაკუთრებული. მერე ეს სული თითქოს გადმოვიდა მიხეილ სააკაშვილში. მასში ვნახე ის მარადიული ქართული სული, რომელიც დღეს ამათ ხელში მძიმედ არის, მაგრამ როგორი ძლიერია, ამჩნევთ? თავისი სხეულის, ჯანმრთელობის ხარჯზე ჩვენ როგორ გვამაგრებს. სანთელივით ანთია და თუ ახლა გვიყურებს, ალბათ მიხვდა მე რა ვიგულისხმე.

ამიტომ გვჭირდება ჩვენ მიხეილ სააკაშვილი." - აღნიშნა ბუღაძემ.

პარლამენტთან “ნაციონალური მოძრაობის” აქცია - “ერთად ევროპაში” დასრულდა.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ისაუბრეს 9 აპრილის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის აუცილებლობაზე.

ცნობილი გახდა რამდენიმე მოთხოვნა.

“პირველი მოთხოვნაა - ლაზარეს თავისუფლება, მეორე მოთხოვნაა - დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა, მესამე მოთხოვნაა - მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას თავისუფლება, მეოთხე მოთხოვნაა - დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა”,- განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.