ოპერისა და ბალეტის თეატრში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს. მას პოლიტიკოსები და სხვა ცნობილი ადამიანები ესწრებიან.
როგორც სოციალურ ქსელში "ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, პრეზიდენტის ღონისძიებაზე იმყოფება:
"საქართველოს პრეზიდენტის ღონისძიებაზე ვარ, ოპერის თეატრში.
.ვყოყმანობდი.
მერე ვიფიქრე, რომ იმ ადამიანების პატივსაცემად უნდა მოვიდე, ვინც 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისთვის დაიღუპა.დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი მათი მემკვიდრეობაა.რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის ევროპულ მომავალზე და ერთობაზე საუბრობს.თუ სურვილი აქვს, რომ მის სიტყვას ფასი დაედოს, თავადაც სცეს პატივი დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს - და ის გააკეთოს, რაც მას შეუძლია მისი ხელიდან:შეიწყალოს პოლიტპატიმრები!
გასაგებია, რომ ბოლო სიტყვა მაინც ბიძინა ივანიშვილისაა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მის ხელშია, მაგრამ ეს ზურაბიშვილს ინდულგენციად არ გამოადგება.სიტყვას საქმით გამაგრება უნდა.ისე ცარიელია.
რა მადლია ამათზე - ნაცდიაცებზეც და პრეზიდენტზეც - შარიათი და ზნეობის პოლიცია (როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში): სულ ჩადრით არბენინებდა კაცი, ხმას ამოიღებენ - საჯაროდ ქვებით ჩაქოლვა!
აი, შენ კი უნდა გაქრე პოლიტიკური არენიდან, ჩერგო ბიცოლა... ზურაბიშვილის პრეზიდენტობაც არ გაიშვა🤧