მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასეულობით მილიონი დოლარი და მასშტაბური პროექტების დაფინანსება - რა სახის დახმარებას უწევს აშშ საქართველოს, ბოლო ათეული წლების განმავლობაში?
ასეულობით მილიონი დოლარი და მასშტაბური პროექტების დაფინანსება - რა სახის დახმარებას უწევს აშშ საქართველოს, ბოლო ათეული წლების განმავლობაში?

"კონ­გრე­სის კვლე­ვი­თი სამ­სა­ხუ­რის" ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, სხვა­დას­ხვა მიზ­ნის­თვის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის ოდე­ნო­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ აშშ-სგან 1992-დან 2020 წლის ჩათ­ვლით მი­ი­ღო, 4 348 400 000 (ოთხი მი­ლი­არდ სა­მა­სორ­მოც­დარ­ვა მი­ლი­ონ ოთხა­სი ათა­სი) შე­ად­გენს.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" მიერ 2019 წელს მოკ­ვლე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­თა და CRS-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის ქვეყ­ნებს შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­გა­რეო და სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის მიმ­ღე­ბი წამ­ყვა­ნი ქვე­ყა­ნაა.

დე­კა­დის ბოლო ნა­წილ­ში, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­ზარ­და - სა­ზღვრი­სა და სა­ზღვაო დაც­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის; ამა­ში ასე­ვე შე­ვი­და სა­ნა­პი­რო დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის სა­ჭი­რო თან­ხე­ბი.

2000-იან წლებ­ში, ევ­რო­პა­სა და ევ­რა­ზი­ა­ში, ერთ სულ მო­სახლზე, სა­ქარ­თვე­ლო შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დახ­მა­რე­ბის მიმ­ღე­ბი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ქვე­ყა­ნა გახ­და. 2001-2007 წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, დახ­მა­რე­ბის ჯამ­მა $ 945 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა. წე­ლი­წად­ში, სა­შუ­ა­ლოდ, $135 მი­ლი­ო­ნი. 2005 წელს, "ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ამ“ სა­ქარ­თვე­ლოს $295 მი­ლი­ო­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გრან­ტი გა­მო­უ­ყო. ხუ­თწ­ლი­ა­ნი გრან­ტი გზე­ბის, მილ­სა­დე­ნე­ბის, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და აგ­რო­ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის იყო გა­მიზ­ნუ­ლი.

  • 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტის შემ­დეგ, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და. პრე­ზი­დენტ ჯორჯ ბუ­შის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, სა­ქარ­თვე­ლო, იე­მენ­სა და ფი­ლი­პი­ნებ­თან ერ­თად, ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის მე­ო­რე ეტა­პის ნა­წი­ლად გა­ნი­ხი­ლა. ამის შემ­დეგ და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში წვრთნი­სა და აღ­ჭურ­ვის პროგ­რა­მა.

2008 წელს, რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი დახ­მა­რე­ბა არ­სე­ბი­თად გა­ზარ­და. ამე­რი­კის მთავ­რო­ბამ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ყო $38 მი­ლი­ო­ნი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის მიზ­ნე­ბის­თვის.

2008 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, მა­შინ­დელ­მა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა კონ­დო­ლი­ზა რა­ის­მა გან­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ერ­თო დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მი­ნი­მუმ 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი იყო. ჯამ­ში, 2008-2009 ფის­კა­ლუ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დახ­მა­რე­ბამ $1.4 მი­ლი­არდს მი­აღ­წია. ამ თან­ხა­ში შე­ვი­და $250 მი­ლი­ო­ნი პირ­და­პი­რი სა­ბი­უ­ჯე­ტო დახ­მა­რე­ბა და $100 მი­ლი­ო­ნი, რო­მე­ლიც "ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის“ ფონდს და­ე­მა­ტა. ამით, "ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის“ ხუ­თწ­ლი­ან­მა გრან­ტმა $395 მი­ლი­ონს მი­აღ­წია.

2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო კვლავ რჩე­ბა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დახ­მა­რე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მსხვილ მიმ­ღე­ბად. 2010-2017 სა­ბი­უ­ჯე­ტო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის, ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა წლი­უ­რად, სა­შუ­ა­ლოდ, $60 მი­ლი­ო­ნი იყო. გარ­და ამი­სა, 2014-2019 წლებ­ში, "ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ამ“ სა­ქარ­თვე­ლოს 5-წლი­ა­ნი გრან­ტი, $140 მი­ლი­ო­ნის ოდე­ნო­ბით გა­მო­უ­ყო. გრან­ტი ძი­რი­თა­დად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიზ­ნე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

2018 წელს, სა­ქარ­თვე­ლომ ამე­რი­კის­გან, არა­სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის, $70.8 მი­ლი­ო­ნი მი­ი­ღო. 2019 წელს, ამე­რი­კის კონ­გრეს­მა, არა­სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს $89.8 მი­ლი­ო­ნი გა­მო­უ­ყო.

AMBEBI.GE შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, ბოლო წლებ­ში (2020-2021-2022) რა სა­ხის დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია აშშ-მ სა­ქარ­თვე­ლოს. EAIMS-ზე (სა­გა­რეო დახ­მა­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი მარ­თვის სის­ტე­მა) დაყ­რდნო­ბით გა­ვარ­კვი­ეთ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი პრო­ექ­ტე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი აშშ-ს მიერ (დო­ლა­რებ­ში). გე­ტყვით იმა­საც, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სია არას­რუ­ლია:

კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში (სა­კა­ნონ­მდებ­ლო და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა) - 23 383 056;

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­ექ­ტი - 23 160 395;

ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი (სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა) – 22 673 877;

სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო წარ­მო­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში - 22 589 463;

არ­ჩევ­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში (არ­ჩევ­ნე­ბი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მთავ­რო­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა) – 22 490 383;

აშშ-ს თავ­დაც­ვის საფრ­თხის შემ­ცი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის პროგ­რა­მა (კონ­ფლიქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცია და და­რე­გუ­ლი­რე­ბა, მშვი­დო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა) – 20 750 000;

მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სა­მარ­თლებ­რი­ვი გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ექ­ტი - 19 614 317;

სა­ჯა­რო სექ­ტო­რის პო­ლი­ტი­კა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თვა - 19 329 928;

ეკო­ნო­მი­კუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის პროგ­რა­მა - 18 542 172;

კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბა (G3) პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში (სა­ჯა­რო სექ­ტო­რის პო­ლი­ტი­კა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თვა) – 18 189 955;

მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი (რე­გი­ო­ნა­ლუ­რი) ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა (სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა) – 17 730 500;

სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­დამ­ცე­მი ხა­ზის პრო­ექ­ტი, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­ცე­მა და გა­ნა­წი­ლე­ბა (ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი ქსე­ლე­ბი) – 17 700 000;

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის - 16 000 000;

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მო­მავ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი მდგრა­დი გა­მო­ყე­ნე­ბა, ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თვა - 15 714 040;

USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის პროგ­რა­მა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა,დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა - 15 000 000;

Food for Progress Program 2018 – უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ხა­რის­ხის ინ­ვეს­ტი­ცია მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა­ში (SQIL) – 14 512 327;

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ინ­ცი­ა­ტი­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა,დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია და ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რა -14 396 340;

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი, ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა,და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა, სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბა - 13 999 911;

ქარ­თუ­ლი მე­დია დე­მოკ­რა­ტი­ის, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, მე­დია და ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუ­ფა­ლე­ბა -12 710 000;

სა­ქარ­თვე­ლოს და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი - 12 565 635;

სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის, ად­ვო­კა­ტი­რე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა - 12 503 000;

ქუ­თა­ი­სი-აბა­შის გაზ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა, გა­ზის გა­ნა­წი­ლე­ბა - 10 890 000;

ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ექ­ტი, ჯან­დაც­ვის პო­ლი­ტი­კა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თვა - 10 422 600;

სა­ქარ­თვე­ლოს მდგრა­დი სა­ო­ჯა­ხო და დე­და­თა და ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის პრო­ექ­ტი -10 273 000;

USAID -ის პარტნი­ო­რო­ბა მდგრა­დო­ბის­თვის, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, კონ­ფლიქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცია და და­რე­გუ­ლი­რე­ბა, მშვი­დო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა - 10 000 000;

ქუ­თა­ი­სი-აბა­შის გაზ­სა­დე­ნი - 9 718 000;

გა­მა­ნა­წი­ლებ­ლე­ბის შეს­ყიდ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მის­თვის (ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი ქსე­ლე­ბი) – 9 166 000;

მი­ლე­ბი­სა და ფი­ტინ­გე­ბის შეს­ყიდ­ვა გორი-ქა­რე­ლი­სა და ზეს­ტა­ფო­ნი-ქუ­თა­ი­სის მილ­სა­დე­ნი­სათ­ვის (გა­ზის გა­ნა­წი­ლე­ბა) - 8 627 000;

ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და გა­ზის მი­წო­დე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის პრო­ექ­ტი - 1 8 550 372;

სა­პარ­ლა­მენ­ტო გაძ­ლი­ე­რე­ბის პროგ­რა­მა (სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი) – 8 370 000;

ინ­ფორ­მა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სან­დო­ო­ბის პროგ­რა­მა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, მე­დია და ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუ­ფალება - 7 494 979;

ადა­მი­ა­ნუ­რი და ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა - 2020 (მთავ­რო­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ზო­გა­დი, სა­ჯა­რო სექ­ტო­რის პო­ლი­ტი­კა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თვა) – 7 389 074;

Georgia Hazelnut Improvement Project (ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, მცე­ნა­რე­თა და პოსტ-მო­სავ­ლის დაც­ვა, მავ­ნე ორ­გა­ნიზ­მე­ბი­სა­გან დაც­ვა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა) – 7 349 999;

აბა­შა-სე­ნა­კის გაზ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა (გა­ზის გა­ნა­წი­ლე­ბა) - 7 124 000;

აბა­შა-სე­ნა­კის გაზ­სა­დე­ნი (მი­ლე­ბის შეს­ყიდ­ვა) – 7 078 305;

გამჭვირ­ვა­ლე მე­დია, მე­დია და ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუ­ფა­ლე­ბა - 6 982 000;

სე­ნა­კი-ფო­თის გა­ზის გაყ­ვა­ნი­ლო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია - 5 518 948;

აივ პრე­ვენ­ცი­ის პრო­ექ­ტი, სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­ცე­მი და­ა­ვა­დე­ბე­ბის (STD) კონ­ტრო­ლი მათ შო­რის HIV/AIDS – 5 346 000;

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში - 5 300 000;

პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი - 5 300 000;

სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის პრე­ვენ­ცი­ის პტო­ექტი (ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის კონ­ტრო­ლი) – 4 660 220;

ფი­ზი­კუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რება სა­ქარ­თვე­ლო­ში (სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა/ტრე­ნინ­გი, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა) – 4 500 000;

ზეს­ტა­ფო­ნი-ქუ­თა­ი­სის მილ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა (გა­ზის გა­ნა­წი­ლე­ბა) – 4 496 765;

მილ­სა­დე­ნის გაყ­ვა­ნი­ლო­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შეს­ყიდ­ვა (გა­ზის გა­ნა­წი­ლე­ბა) – 4 429 949;

აფხა­ზე­თის თე­მის რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტი (მრა­ვალ­დარ­გობ­რი­ვი სექ­ტო­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა ძი­რი­თა­დი სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის) – 4 300 000;

ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში (გა­რე­მოს დაც­ვი­თი პო­ლი­ტი­კა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თვა) -4 220 000;

გორი-ქა­რე­ლის მილ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა (გა­ზის გა­ნა­წი­ლე­ბა) - 3 899 692;

ეროვ­ნუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ექ­ტი (ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი) – 3 950 000;

ბი­ო­ლო­გი­უ­რი საფრ­თხის შემ­ცი­რე­ბის პროგ­რა­მა (BTRP) დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის მარ­თვა და რე­ფორ­მი­რე­ბა - 3 760 000;

ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მა (კო­ვიდ) – 3 289 175;

კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში (COVID-19) – 3 220 000;

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­ძე­ნა - 3 045 214.73;

ჰიდ­რო ენერ­გი­ი­სა და ენერ­გე­ტი­კის და­გეგ­მვა სა­ქარ­თვე­ლო­ში (ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი) – 2 963 049;

მა­სი­უ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღე­ბი - გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის პროგ­რა­მა, სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბა, კონ­ფლიქ­ტის პრე­ვენ­ცია და და­რე­გუ­ლი­რე­ბა - 2 750 000;

იუს­ტი­ცი­ის სექ­ტო­რის რე­ფორ­მის პროგ­რა­მა - კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა - 2 200 000;

USAID-ის "კარ­ტო­ფი­ლის პროგ­რა­მა" (აგრო-მრეწ­ვე­ლო­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, მო­სავ­ლის მოყ­ვა­ნა, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მა­სა­ლე­ბი, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პო­ლი­ტი­კა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თვა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გში გა­ნათ­ლე­ბა/ტრე­ნინ­გი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის კო­ო­პე­რა­ტი­ვე­ბი - 1 890 000;

სა­მარ­თალ­დაც­ვი­თი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა (კონ­ფლიქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცია და და­რე­გუ­ლი­რე­ბა, მშვი­დო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა) -1785000;

ჯან­დაც­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პრო­ექ­ტი - 1 500 000;

სა­ა­ვად­მყო­ფოს საკ­რე­დი­ტო და­ბან­დე­ბის გა­რან­ტია - ფი­ნან­სუ­რი შუ­ა­მავ­ლე­ბი ფორ­მა­ლურ სექ­ტორ­ში - 1 306 000;

მე­დია გამჭვირ­ვა­ლე და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­სათ­ვის (COVID-19) - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, მე­დია და ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუ­ფა­ლე­ბა - 1 218 000;

უნარ­შე­ზღუ­დუ­ლი ბავ­შვე­ბის დაც­ვა - გა­ნათ­ლე­ბა ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რი დი­ა­ლო­გი, სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა, ზო­გა­დი - 1 200 000;

სა­ქარ­თვე­ლოს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სის­ტე­მის ინი­ცი­ა­ტი­ვა - 1200000;

ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი და ქარ­თულ-ოსუ­რი სა­ხალ­ხო შე­რი­გე­ბის პრო­ექ­ტი - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა - 1 171 780;

ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რე­ფორ­მის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში - 1 146 000; სა­ზღვრის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის პრო­ექ­ტე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის მარ­თვა და რე­ფორ­მი­რე­ბა - 1 075 000;

შავი ზღვის ელექტრო­გა­და­ცე­მის და­გეგ­მვა, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­ცე­მა და გა­ნა­წი­ლე­ბა (ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი ქსე­ლე­ბი) – 1 025 000;

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ენის გა­მო­ყე­ნე­ბით სწავ­ლე­ბა - მას­წავ­ლე­ბელ­თა ტრე­ი­ნინ­გი, სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბა - 1 000 000;

USAID - წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცია: COVID-19-სთვის მზად­ყოფ­ნა და სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბა - ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა - 1 000 000;

USAID - UNICEF COVID-19 სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბა - ინფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი,სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა - 1 000 000;

სა­ქარ­თვე­ლოს ტყის მდგრა­დი მარ­თვა - გა­რე­მოს დაც­ვი­თი პო­ლი­ტი­კა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თვა - 930 000 და ა.შ.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 76 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტიტე
5

გასაოცარია, როგორ იშიფრებიან, თითქოს უნდათ წარმოაჩინონ რა უზარმაზარი დახმარება გაგვიწია აშშ-მ და ამ დროს რას იღებენ სტატიით:

1) 4 მილიარდიდან უმეტესი თანხა გაცემულია 2004-2012 წლებში, როცა ქვეყანას მართავდა მათი ყურმოჭრილი ყმა სააკაშვილის სახით;

2) დღესდღეისობით გაცემული თანხების 90% მიდის არასამთავრობო სექტორზე, რომელიც დაკომპლექტებულია სწორედ იმ ყურმოჭრილი ყმებით, ვინც მთავრობაში იყო 2012 წლამდე.

ედიკა
3

მჯერავს, რომ ეგ ჩამონათვალი სწორეა, მაგრამ ისიც ღრმად მჯერავს და გირჩევთ თქვენც გაანალიზოთ:::რომ ამერიკიდან, არცერთ ქვეყანაში, ერთი დოლარიც არსად გავა, თუ ის დოლარი, კონკრეტულად გათვლილ ამერიკულ, ინტერესს არ შეესაბამება--------და მინდა იმ ხალხს ვურჩიო, რომელსაც აჭყლოპინებული უხარია, უცხოეთი თუ გვასმევს და გვაჭმევს, გახსოვდე, მუსიკას ის უკვეთავს ვინც ფულს იხდის, და ნუ გამოდხართ მერე პატრიოტული ბრახა- ბრუხით, დამოუკიდებლობაზე-----ჯობია საკუთარმა მშობელმა გკვებოს და ჩაგაცვას შესაძლებლობის ფარგლებში და შენვე ეცადო რომ ეს შესაძლებლობები უფრო მაღალი და კარგი გახდეს, ვინემ მევაშემ ოქროს კულონები დაგკიდოს და მერე ოჯახიანად და იმ კულონიანად გაგყიდოს......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ასეულობით მილიონი დოლარი და მასშტაბური პროექტების დაფინანსება - რა სახის დახმარებას უწევს აშშ საქართველოს, ბოლო ათეული წლების განმავლობაში?

ასეულობით მილიონი დოლარი და მასშტაბური პროექტების დაფინანსება - რა სახის დახმარებას უწევს აშშ საქართველოს, ბოლო ათეული წლების განმავლობაში?

"კონგრესის კვლევითი სამსახურის" ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა მიზნისთვის ფინანსური დახმარების ოდენობა, რომელიც საქართველომ აშშ-სგან 1992-დან 2020 წლის ჩათვლით მიიღო, 4 348 400 000 (ოთხი მილიარდ სამასორმოცდარვა მილიონ ოთხასი ათასი) შეადგენს.

"რადიო თავისუფლების" მიერ 2019 წელს მოკვლეული ინფორმაციითა და CRS-ის მონაცემებით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და სამხედრო დახმარების მიმღები წამყვანი ქვეყანაა.

დეკადის ბოლო ნაწილში, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ფინანსური დახმარება გაზარდა - საზღვრისა და საზღვაო დაცვის გაუმჯობესებისთვის; ამაში ასევე შევიდა სანაპირო დაცვის გაძლიერება და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო თანხები.

2000-იან წლებში, ევროპასა და ევრაზიაში, ერთ სულ მოსახლზე, საქართველო შეერთებული შტატების დახმარების მიმღები ყველაზე მსხვილი ქვეყანა გახდა. 2001-2007 წლების განმავლობაში, დახმარების ჯამმა $ 945 მილიონს გადააჭარბა. წელიწადში, საშუალოდ, $135 მილიონი. 2005 წელს, "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ საქართველოს $295 მილიონი ღირებულების გრანტი გამოუყო. ხუთწლიანი გრანტი გზების, მილსადენების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და აგრობიზნესის განვითარებისთვის იყო გამიზნული.

  • 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსთვის სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად გაზარდა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ, საქართველო, იემენსა და ფილიპინებთან ერთად, ტერორიზმთან ბრძოლის მეორე ეტაპის ნაწილად განიხილა. ამის შემდეგ დაიწყო საქართველოში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა.

2008 წელს, რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსადმი დახმარება არსებითად გაზარდა. ამერიკის მთავრობამ დაუყოვნებლივ გამოყო $38 მილიონი ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარების მიზნებისთვის.

2008 წლის სექტემბერში, მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განცხადა, რომ საქართველოსთვის საერთო დახმარების პაკეტის ღირებულება მინიმუმ 1 მილიარდი დოლარი იყო. ჯამში, 2008-2009 ფისკალური წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების დახმარებამ $1.4 მილიარდს მიაღწია. ამ თანხაში შევიდა $250 მილიონი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება და $100 მილიონი, რომელიც "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფონდს დაემატა. ამით, "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ხუთწლიანმა გრანტმა $395 მილიონს მიაღწია.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველო კვლავ რჩება შეერთებული შტატების დახმარების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მიმღებად. 2010-2017 საბიუჯეტო წლების განმავლობაში, არასამხედრო მიზნებისთვის, ფინანსური დახმარება წლიურად, საშუალოდ, $60 მილიონი იყო. გარდა ამისა, 2014-2019 წლებში, "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ საქართველოს 5-წლიანი გრანტი, $140 მილიონის ოდენობით გამოუყო. გრანტი ძირითადად, საგანმანათლებლო მიზნებისთვის იყო განკუთვნილი.

2018 წელს, საქართველომ ამერიკისგან, არასამხედრო მიზნებისთვის, $70.8 მილიონი მიიღო. 2019 წელს, ამერიკის კონგრესმა, არასამხედრო მიზნებისთვის, საქართველოს $89.8 მილიონი გამოუყო.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, ბოლო წლებში (2020-2021-2022) რა სახის დახმარება გაუწია აშშ-მ საქართველოს. EAIMS-ზე (საგარეო დახმარების ინფორმაციული მართვის სისტემა) დაყრდნობით გავარკვიეთ კონკრეტულად რომელი პროექტებია საქართველოში დაფინანსებული აშშ-ს მიერ (დოლარებში). გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული სია არასრულია:

კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (საკანონმდებლო და მართლმსაჯულების სფეროს განვითარება) - 23 383 056;

სოფლის მეურნეობის პროექტი - 23 160 395;

ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები (სოფლის განვითარება) – 22 673 877;

სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენა საქართველოში - 22 589 463;

არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში (არჩევნები, დემოკრატიული მმართველობა, დემოკრატიული ჩართულობა და სამოქალაქო საზოგადოება, მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება) – 22 490 383;

აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების პროგრამა (კონფლიქტების პრევენცია და დარეგულირება, მშვიდობა და უსაფრთხოება) – 20 750 000;

მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი - 19 614 317;

საჯარო სექტორის პოლიტიკა და ადმინისტრაციული მართვა - 19 329 928;

ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - 18 542 172;

კარგი მმართველობა (G3) პროგრამა საქართველოში (საჯარო სექტორის პოლიტიკა და ადმინისტრაციული მართვა) – 18 189 955;

მუნიციპალური (რეგიონალური) ინფრასტრუქტურის განვითარება (სოფლის განვითარება) – 17 730 500;

საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის პროექტი, ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება (ცენტრალიზებული ქსელები) – 17 700 000;

პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის - 16 000 000;

საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უსაფრთხოება, ბუნებრივი რესურსები მდგრადი გამოყენება, ენერგეტიკული პოლიტიკა და ადმინისტრაციული მართვა - 15 714 040;

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა, დემოკრატიული მმართველობა,დემოკრატიული ჩართულობა და სამოქალაქო საზოგადოება - 15 000 000;

Food for Progress Program 2018 – უსაფრთხოებისა და ხარისხის ინვესტიცია მეცხოველეობაში (SQIL) – 14 512 327;

დემოკრატიული მმართველობის ინციატივები საქართველოში, დემოკრატიული მმართველობა,დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი მმართველობის მხარდაჭერა -14 396 340;

ზოგადი განათლების პროექტი, ადამიანური კაპიტალის განვითარება,დაწყებითი განათლება, საბაზისო განათლება - 13 999 911;

ქართული მედია დემოკრატიის, ანგარიშვალდებულებისა და ინფორმირებული მოქალაქეების განვითარებისათვის, მედია და ინფორმაციის თავისუფალება -12 710 000;

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი - 12 565 635;

საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში, დემოკრატიული ჩართულობა და სამოქალაქო საზოგადოება - 12 503 000;

ქუთაისი-აბაშის გაზსადენის მშენებლობა, გაზის განაწილება - 10 890 000;

ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების პროექტი, ჯანდაცვის პოლიტიკა და ადმინისტრაციული მართვა - 10 422 600;

საქართველოს მდგრადი საოჯახო და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტი -10 273 000;

USAID -ის პარტნიორობა მდგრადობისთვის, დემოკრატიული მმართველობა, კონფლიქტების პრევენცია და დარეგულირება, მშვიდობა და უსაფრთხოება - 10 000 000;

ქუთაისი-აბაშის გაზსადენი - 9 718 000;

გამანაწილებლების შესყიდვა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის (ცენტრალიზებული ქსელები) – 9 166 000;

მილებისა და ფიტინგების შესყიდვა გორი-ქარელისა და ზესტაფონი-ქუთაისის მილსადენისათვის (გაზის განაწილება) - 8 627 000;

ელექტროენერგიის და გაზის მიწოდების ზედამხედველობის პროექტი - 1 8 550 372;

საპარლამენტო გაძლიერების პროგრამა (საკანონმდებლო ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები) – 8 370 000;

ინფორმაციის უსაფრთხოებისა და სანდოობის პროგრამა, დემოკრატიული მმართველობა, მედია და ინფორმაციის თავისუფალება - 7 494 979;

ადამიანური და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარება - 2020 (მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება, ზოგადი, საჯარო სექტორის პოლიტიკა და ადმინისტრაციული მართვა) – 7 389 074;

Georgia Hazelnut Improvement Project (ეკონომიკური განვითარება, მცენარეთა და პოსტ-მოსავლის დაცვა, მავნე ორგანიზმებისაგან დაცვა, სოფლის მეურნეობის განვითარება) – 7 349 999;

აბაშა-სენაკის გაზსადენის მშენებლობა (გაზის განაწილება) - 7 124 000;

აბაშა-სენაკის გაზსადენი (მილების შესყიდვა) – 7 078 305;

გამჭვირვალე მედია, მედია და ინფორმაციის თავისუფალება - 6 982 000;

სენაკი-ფოთის გაზის გაყვანილობის რეაბილიტაცია - 5 518 948;

აივ პრევენციის პროექტი, სქესობრივი გზით გადამცემი დაავადებების (STD) კონტროლი მათ შორის HIV/AIDS – 5 346 000;

პოლიტიკური პარტიების გაძლიერება საქართველოში - 5 300 000;

პოლიტიკური პროცესების განვითარება საკანონმდებლო ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები - 5 300 000;

საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პტოექტი (ტუბერკულოზის კონტროლი) – 4 660 220;

ფიზიკური რეაბილიტაციის გაძლიერება საქართველოში (სამედიცინო განათლება/ტრენინგი, სამედიცინო მომსახურება, სამედიცინო პერსონალის განვითარება, სოციალური დაცვა) – 4 500 000;

ზესტაფონი-ქუთაისის მილსადენის მშენებლობა (გაზის განაწილება) – 4 496 765;

მილსადენის გაყვანილობისა და ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვა (გაზის განაწილება) – 4 429 949;

აფხაზეთის თემის რევიტალიზაციის პროექტი (მრავალდარგობრივი სექტორული დახმარება ძირითადი სოციალური მომსახურებისთვის) – 4 300 000;

ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (გარემოს დაცვითი პოლიტიკა და ადმინისტრაციული მართვა) -4 220 000;

გორი-ქარელის მილსადენის მშენებლობა (გაზის განაწილება) - 3 899 692;

ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტი (ადამიანის უფლებები) – 3 950 000;

ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა (BTRP) დემოკრატიული მმართველობა, უსაფრთხოების სისტემის მართვა და რეფორმირება - 3 760 000;

ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა (კოვიდ) – 3 289 175;

კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში (COVID-19) – 3 220 000;

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის აღჭურვილობის შეძენა - 3 045 214.73;

ჰიდრო ენერგიისა და ენერგეტიკის დაგეგმვა საქართველოში (ჰიდროელექტროსადგურები) – 2 963 049;

მასიური განადგურების იარაღები - გავრცელების პრევენციის პროგრამა, სამოქალაქო მშვიდობიანობა, კონფლიქტის პრევენცია და დარეგულირება - 2 750 000;

იუსტიციის სექტორის რეფორმის პროგრამა - კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება, საკანონმდებლო და მართლმსაჯულების სფეროს განვითარება - 2 200 000;

USAID-ის "კარტოფილის პროგრამა" (აგრო-მრეწველობა, ეკონომიკური განვითარება, მოსავლის მოყვანა, სასოფლო-სამეურნეო მასალები, სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა და ადმინისტრაციული მართვა, სოფლის მეურნეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის დარგში განათლება/ტრენინგი, სოფლის მეურნეობის კოოპერატივები - 1 890 000;

სამართალდაცვითი სისტემის განვითარების პროგრამა (კონფლიქტების პრევენცია და დარეგულირება, მშვიდობა და უსაფრთხოება) -1785000;

ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტი - 1 500 000;

საავადმყოფოს საკრედიტო დაბანდების გარანტია - ფინანსური შუამავლები ფორმალურ სექტორში - 1 306 000;

მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის (COVID-19) - დემოკრატიული მმართველობა, მედია და ინფორმაციის თავისუფალება - 1 218 000;

უნარშეზღუდული ბავშვების დაცვა - განათლება ჯანდაცვის სფეროში, სოციალური დაცვა, სოციალური დიალოგი, სოციალური კეთილდღეობა, ჯანმრთელობის დაცვა, ზოგადი - 1 200 000;

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა - 1200000;

ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახალხო შერიგების პროექტი - დემოკრატიული ჩართულობა და სამოქალაქო საზოგადოება - 1 171 780;

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში - 1 146 000; საზღვრის უსაფრთხოებისა და მენეჯმენტის პროექტები, უსაფრთხოების სისტემის მართვა და რეფორმირება - 1 075 000;

შავი ზღვის ელექტროგადაცემის დაგეგმვა, ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება (ცენტრალიზებული ქსელები) – 1 025 000;

სამოქალაქო განათლებისა და ტექნოლოგიების ენის გამოყენებით სწავლება - მასწავლებელთა ტრეინინგი, საბაზისო განათლება - 1 000 000;

USAID - წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია: COVID-19-სთვის მზადყოფნა და საპასუხო ქმედება - ინფექციურ დაავადებათა კონტროლი, სოციალური კეთილდღეობა - 1 000 000;

USAID - UNICEF COVID-19 საპასუხო ქმედება - ინფექციურ დაავადებათა კონტროლი,სოციალური კეთილდღეობა - 1 000 000;

საქართველოს ტყის მდგრადი მართვა - გარემოს დაცვითი პოლიტიკა და ადმინისტრაციული მართვა - 930 000 და ა.შ.

წყარო