ავტორი:

"ეს არის გაფრთხილება" - ჩინეთმა ტაივანის სრუტეში სამხედრო წვრთნები დაიწყო

"ეს არის გაფრთხილება" - ჩინეთმა ტაივანის სრუტეში სამხედრო წვრთნები დაიწყო

ჩინეთმა ტაივანის სრუტეში სამხედრო წვრთნები დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ოფიციალურ ჩინეთს ტაივანის ხელისუფლების მკაცრად გაფრთხილება სურს.

ტაივანის ინფორმაციით, სწავლებაში, სულ მცირე, რვა სამხედრო ხომალდი და 42 თვითმფრინავი იღებს მონაწილეობას. სამდღიანი სწავლება ორშაბათს დასრულდება. ოფიციალური პეკინის გაღიზიანება ტაივანის პრეზიდენტის, ცაი ინ-ვენის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, კევინ მაკარტისთან კალიფორნიაში გამართულმა შეხვედრამ გამოიწვია.

ცნობისთვის, ტაივანი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, ჩინეთი კი მას საკუთარ ტერიტორიად მოიაზრებს.