მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ უკრაინაში მიმდინარე ომის დოკუმენტების შესაძლო გაჟონვის ფაქტს იძიებს
აშშ უკრაინაში მიმდინარე ომის დოკუმენტების შესაძლო გაჟონვის ფაქტს იძიებს

აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა პენ­ტა­გო­ნის დო­კუ­მენ­ტე­ბის შე­საძ­ლო გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის რამ­დე­ნი­მე პლატ­ფორ­მა­ზე, მათ შო­რის, "ტვი­ტერ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნდა და დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკ­რა­ი­ნის­თვის აღ­მო­ჩე­ნილ დახ­მა­რე­ბას.

Reuters-ის ცნო­ბით, აშშ-ის სამ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ჟონ­ვის უკან, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თი ან პრო­რუ­სუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი დგა­ნან.

დო­კუ­მენ­ტე­ბი და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 2023 წლის 23 თე­ბერ­ვლი­დან 2023 წლის 1 მარ­ტამ­დე და გრი­ფით "სა­ი­დუმ­ლოა".

დო­კუ­მენ­ტე­ბი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს უკ­რა­ი­ნა­ში გა­საგ­ზავ­ნი ია­რა­ღი­სა და სხვა აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მი­წო­დე­ბის უფრო ზუსტ ვა­დებს, ვიდ­რე აშშ ზო­გა­დად ასა­ჯა­რო­ებს. ამას­თან, ამე­რი­კელ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა, რომ­ლებ­მაც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა ისურ­ვეს, Reuters-ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­გორც ჩანს, გა­და­კე­თე­ბუ­ლი იყო რუ­სე­ბის მიერ ომში გან­ცდი­ლი მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით.

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ერთ-ერთ დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2022 წლის 24 თე­ბერ­ვალს უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ 16 000 - 17 500-მდე რუსი და­ი­ღუ­პა. მა­შინ, როცა აშშ-ს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ადრე გა­ნა­ცხა­და, რომ ომში და­ღუ­პუ­ლი და დაჭ­რი­ლი რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 200 000-ია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სულეიმან მეორე
5

აი, ცირკი....უკუღმა გვეუბნებოდნენ რომ ნაცებს თავზარი არ დაეცეთო, ახლა ხომ სულ გული წაუვიდათ ნაცებს, რაღაც მაგათი კომენტარები დაიკარგა, იტყვიან ქოცები ეურჩებიან და იმათ მოპარეს ამერიკას ინფორმაციაო

ეფრემ დ.
7

არახამია, ან მისნაირები გაყიდიდნენ ინფორმაციას; 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

აშშ უკრაინაში მიმდინარე ომის დოკუმენტების შესაძლო გაჟონვის ფაქტს იძიებს

აშშ უკრაინაში მიმდინარე ომის დოკუმენტების შესაძლო გაჟონვის ფაქტს იძიებს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე, რომლებიც სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე, მათ შორის, "ტვიტერზე" გამოქვეყნდა და დეტალურად აღწერს აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილ დახმარებას.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დოკუმენტების გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი ან პრორუსული ელემენტები დგანან.

დოკუმენტები დათარიღებულია 2023 წლის 23 თებერვლიდან 2023 წლის 1 მარტამდე და გრიფით "საიდუმლოა".

დოკუმენტები დეტალურად აღწერს უკრაინაში გასაგზავნი იარაღისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდების უფრო ზუსტ ვადებს, ვიდრე აშშ ზოგადად ასაჯაროებს. ამასთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, Reuters-ს განუცხადეს, რომ დოკუმენტები, როგორც ჩანს, გადაკეთებული იყო რუსების მიერ ომში განცდილი მსხვერპლის რაოდენობის შემცირების მიზნით.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ 16 000 - 17 500-მდე რუსი დაიღუპა. მაშინ, როცა აშშ-ს ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ომში დაღუპული და დაჭრილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 200 000-ია.