პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შადრევანი არ ყოფილა გათვლილი იმისთვის, რომ მასში ჩასულიყვნენ ან გადაადგილებულიყვნენ ადამიანები" - რა თქვა მოწმემ და რას აცხადებს ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი
"შადრევანი არ ყოფილა გათვლილი იმისთვის, რომ მასში ჩასულიყვნენ ან გადაადგილებულიყვნენ ადამიანები" - რა თქვა მოწმემ და რას აცხადებს ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი

ად­ვო­კა­ტი - მოწ­მემ სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­მარ­ტა, რომ არც პრო­ექ­ტის და არც შეს­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზე, ვა­კის პარკში შად­რე­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა გათ­ვლი­ლი იმის­თვის, რომ მას­ში ჩა­სუ­ლიყ­ვნენ ან გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი მოწ­მემ სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­მარ­ტა, რომ არც პრო­ექ­ტის და არც შეს­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზე, მი­თი­თე­ბუ­ლი შად­რე­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა გათ­ვლი­ლი იმის­თვის, რომ მას­ში ჩა­სუ­ლიყ­ვნენ ან გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე სამი ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, ომარ ფურ­ცე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ზის ის ტიპი შეს­რულ­და, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი არ იყო.

"შალ­ვა ქუ­რი­ძემ, რო­გორც აქამ­დე გა­მო­კი­თხულ­მა პი­რებ­მა, და­ა­დას­ტუ­რა ის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბა, რომ "ელემ­სის" ელექტრო­ნულ პროგ­რა­მა­ში არ­სე­ბობ­და ხელ­მო­წე­რე­ბით და­ტა­ნი­ლი ბლანკზე, ხოლო თვი­თონ ბლან­კე­ბი იყო ცა­რი­ე­ლი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა დო­კუ­მენტზე მო­ი­პო­ვე­ბო­და იმ­თა­ვით­ვე ბე­ჭე­დი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რა, რის შემ­დე­გაც უკვე ხდე­ბო­და კონ­კრე­ტუ­ლი ტექ­სტუ­ა­ლუ­რი ან ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნა­წი­ლის ჩას­მა ბლანკზე, რაც იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ ავ­ტო­მა­ტუ­რად იყო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და რა­საც სი­ყალ­ბედ მი­იჩ­ნევს პრო­კუ­რა­ტუ­რა. მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა არის ის, რომ მთა­ვარ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა და­ა­დას­ტუ­რა ასე­ვე ის ფაქ­ტი, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მი­უ­ხე­და­ვად ცვლი­ლე­ბი­სა, არ ზრდი­და არა­ვი­თარ უსაფრ­თხო­ე­ბის რისკს. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბაა ის, რომ ბა­ტონ­მა შალ­ვა ქო­რი­ძემ სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­მარ­ტა, რომ არც პრო­ექ­ტის და არც შეს­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზე, მი­თი­თე­ბუ­ლი შად­რე­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა გათ­ვლი­ლი იმის­თვის, რომ მას­ში ჩა­სუ­ლიყ­ვნენ ან გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, წარ­მო­იქ­მნა კი­დევ ერთი და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მა და თა­ვის ტკი­ვი­ლი ბრალ­დე­ბის­თვის იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად დგინ­დე­ბა, რომ აუზ­ში არ უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი არც იმ და არც ნე­ბის­მი­ერ სხვა დღეს. ვის უნდა უზ­რუნ­ველ­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლის დაც­ვა, ფაქ­ტია, რომ ეს იყო ბრალ­დე­ბის მხა­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ედ­გი­ნა და გა­ნე­სა­ზღვრა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც, ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია და არც არა­ვინ და­ობს, რომ პრო­ექ­ტის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დგომ, 21 აგ­ვის­ტო­დან, ამის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ ჰქონ­და შპს. "გრინ­სერ­ვისს".

არ­სე­ბობს აუ­ზის ორი ტიპი, რო­გორც ამას სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გან­მარ­ტავ­დნენ. არის აუზი, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია ცურ­ვის­თვის და გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის, არ­სე­ბობს შად­რე­ვა­ნი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი ამის­თვის არ არის გან­კუთ­ვნი­ლი იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც იმ­თა­ვით­ვე შე­ი­ცავს რის­კებს, არამ­ხო­ლოდ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, არა­მედ ჭავ­ლე­ბის მი­ზე­ზი­თაც. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, შეს­რულ­და აუ­ზის ის ტიპი, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლი არ იყო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, "გრინ­სერ­ვისს", 26 აგ­ვის­ტო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არა­ვი­თა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აღარ გა­აჩ­ნდა აღ­ნიშ­ნუ­ლი აუ­ზის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ ვის გა­აჩ­ნდა, ეს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ დად­გე­ნი­ლი არ არის. აუზი იმ სტან­დარ­ტით, რა სტან­დარ­ტი­თაც იყო დაკ­ვე­თი­ლი, იყო გა­მარ­თუ­ლი და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბით რის­კე­ბი არ გაზ­რდი­ლა და მარ­ტი­ვად, რომ გი­თხრათ, პრო­ექ­ტის ავ­ტორ­მა თქვა, რომ მი­უ­ხე­და­ვად ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, გან­ხორ­ცი­ელ­და ისი­ნი თუ არა, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად არ­სე­ბუ­ლი სუ­რა­თი არ შე­ი­ცავს გან­სხვა­ვე­ბულ რისკს, ვიდ­რე მას შე­ი­ცავ­და პრო­ექ­ტი", - გა­ნა­ცხა­და ფურ­ცე­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 2022 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად, 13 წლის მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ორი მო­ზარ­დი - ან­დრია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და ლა­ზა­რე ლობ­ჟა­ნი­ძე კი და­შავ­და. მე­ფა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე 9 პი­რია ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ნა­წილ მათ­განს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბა და­უმ­ძი­მა. კერ­ძოდ, ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დათ - "გრინ­სერ­ვი­სი+“-ის დი­რექ­ტორს, ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძეს უხა­რის­ხო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა და ორი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია (სსკ-ის 251-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლი), ასე­ვე ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია (362-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტი)."გრინ­სერ­ვი­სი+“-ის თა­ნამ­შრო­მელს დევი კა­ხო­ი­ძეს - ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა­ში წა­ქე­ზე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია (სსკ-ის 25,362-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ’’ ქვე­პუნ­ქტი) და "მშენ-ექ­სპერ­ტი“-ს დი­რექ­ტორს ნუგ­ზარ ქი­ტი­აშ­ვილ­სა და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ექ­სპერტს და­ვით თუ­შიშ­ვილს ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა, გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია (სსკ-ის 362-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ’’ ქვე­პუნ­ქტი).

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ALONZO
0

ელემენტარულად,ბანერი დაგედგათ: "შადრევანის განათება გაკეთებულია მოყვარულების მიერ,სიციცხლისთვის სახიფათოს".

ან სიცხის
1

ეგეც ალბათ მშობლების ბრალია რომ ბავშვი შეუშვეს აუზში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"შადრევანი არ ყოფილა გათვლილი იმისთვის, რომ მასში ჩასულიყვნენ ან გადაადგილებულიყვნენ ადამიანები" - რა თქვა მოწმემ და რას აცხადებს ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი

"შადრევანი არ ყოფილა გათვლილი იმისთვის, რომ მასში ჩასულიყვნენ ან გადაადგილებულიყვნენ ადამიანები" - რა თქვა მოწმემ და რას აცხადებს ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი

ადვოკატი - მოწმემ სასამართლოს განუმარტა, რომ არც პროექტის და არც შესრულების ეტაპზე, ვაკის პარკში შადრევანი არ ყოფილა გათვლილი იმისთვის, რომ მასში ჩასულიყვნენ ან გადაადგილებულიყვნენ ადამიანები მოწმემ სასამართლოს განუმარტა, რომ არც პროექტის და არც შესრულების ეტაპზე, მითითებული შადრევანი არ ყოფილა გათვლილი იმისთვის, რომ მასში ჩასულიყვნენ ან გადაადგილებულიყვნენ ადამიანები, - ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამი ბრალდებულის ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აუზის ის ტიპი შესრულდა, რომელიც ადამიანების გადაადგილებისთვის განკუთვნილი არ იყო.

"შალვა ქურიძემ, როგორც აქამდე გამოკითხულმა პირებმა, დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ "ელემსის" ელექტრონულ პროგრამაში არსებობდა ხელმოწერებით დატანილი ბლანკზე, ხოლო თვითონ ბლანკები იყო ცარიელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ყველა დოკუმენტზე მოიპოვებოდა იმთავითვე ბეჭედი და თანამშრომლების ხელმოწერა, რის შემდეგაც უკვე ხდებოდა კონკრეტული ტექსტუალური ან ვიზუალური ნაწილის ჩასმა ბლანკზე, რაც იგულისხმება, რომ ავტომატურად იყო დადასტურებული და რასაც სიყალბედ მიიჩნევს პროკურატურა. მეორე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ მთავარმა არქიტექტორმა დაადასტურა ასევე ის ფაქტი, რომ თავდაპირველად შესრულებული სამუშაოები მიუხედავად ცვლილებისა, არ ზრდიდა არავითარ უსაფრთხოების რისკს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ბატონმა შალვა ქორიძემ სასამართლოს განუმარტა, რომ არც პროექტის და არც შესრულების ეტაპზე, მითითებული შადრევანი არ ყოფილა გათვლილი იმისთვის, რომ მასში ჩასულიყვნენ ან გადაადგილებულიყვნენ ადამიანები. შესაბამისად, წარმოიქმნა კიდევ ერთი დამატებითი პრობლემა და თავის ტკივილი ბრალდებისთვის იმდენად, რამდენადაც ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ აუზში არ უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები არც იმ და არც ნებისმიერ სხვა დღეს. ვის უნდა უზრუნველყო აღნიშნულის დაცვა, ფაქტია, რომ ეს იყო ბრალდების მხარის ვალდებულება დაედგინა და განესაზღვრა იმდენად, რამდენადაც, ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია და არც არავინ დაობს, რომ პროექტის ჩაბარების შემდგომ, 21 აგვისტოდან, ამის ვალდებულება არ ჰქონდა შპს. "გრინსერვისს".

არსებობს აუზის ორი ტიპი, როგორც ამას სპეციალისტები განმარტავდნენ. არის აუზი, რომელიც განკუთვნილია ცურვისთვის და გადაადგილებისთვის, არსებობს შადრევანი, რომელიც ნებისმიერი ამისთვის არ არის განკუთვნილი იმდენად, რამდენადაც იმთავითვე შეიცავს რისკებს, არამხოლოდ ელექტროენერგიის, არამედ ჭავლების მიზეზითაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შესრულდა აუზის ის ტიპი, რომელიც განკუთვნილი არ იყო ადამიანების გადაადგილებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, "გრინსერვისს", 26 აგვისტოდან მოყოლებული არავითარი ვალდებულება აღარ გააჩნდა აღნიშნული აუზის მოვლა-პატრონობაზე. რაც შეეხება იმას, თუ ვის გააჩნდა, ეს პროკურატურის მიერ დადგენილი არ არის. აუზი იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც იყო დაკვეთილი, იყო გამართული და შესრულებული სამუშაოებით რისკები არ გაზრდილა და მარტივად, რომ გითხრათ, პროექტის ავტორმა თქვა, რომ მიუხედავად ცვლილებებისა, განხორციელდა ისინი თუ არა, დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად არსებული სურათი არ შეიცავს განსხვავებულ რისკს, ვიდრე მას შეიცავდა პროექტი", - განაცხადა ფურცელაძემ.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).