ავტორი:

პრემიერის ვაჟი იუბილარია - რა ფოტოები ვრცელდება “ფეისბუქზე”?

პრემიერის ვაჟი იუბილარია - რა ფოტოები ვრცელდება “ფეისბუქზე”?

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟი იუბილარია. 8 წლის გაბრიელ ღარიბაშვილი მესამე შვილია პრემიერის დიდ ოჯახში. იუბილარის ფოტოს, სოციალურ ქსელში ბიძა, ალექსანდრე თამაზაშვილი აქვეყნებს.

"უფროსების უფროსი" - გაბრიელი 8 წლის გახდა", - წერს ფოტოს კომენტარში. სურათზე გაბრიელი მამის კაბინეტშია გადაღებული, პატარა პრემიერის სავარძელში ზის, თუმცა ფოტო რამდენიმე თვის წინ არის გადაღებული.

იუბილარის ახალ ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში გვერდი Irakli Garibashvili 4 Georgia, სადაც გაბრიელი დედასთან და უმცროს დასთან ერთად არის გადაღებული. პრემიერის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი საზოგადოებაში მხოლოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებებზე ჩანს.

ბოლოს ნუნუკას ფოტოები მეუღლესთან ერთად, საახალწლო მიღებაზე გამოქვეყნდა. სურათებზე ჩანს, რომ ნუნუკა თამაზაშვილს ვარცხნილობა აქვს შეცვლილი. წლების განმავლობაში გრძელ თმას ატარებდა.

ირაკლი ღარიბაშვილსა და ნუნუკა თამაზაშვილს 4 შვილი ჰყავთ. უფროსი ნიკოლოზი, ანდრია, გაბრიელი და ნინო.

წაიკითხეთ ასევე: