სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სროლა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე - დაღუპულები 20 წლამდე ასაკის ქალები არიან (ფოტოები)
სროლა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე - დაღუპულები 20 წლამდე ასაკის ქალები არიან (ფოტოები)

მდი­ნა­რე იორ­და­ნეს და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე მომ­ხდა­რი სრო­ლის შე­დე­გად, ის­რა­ე­ლის ორი მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი კი მძი­მედ და­შავ­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­სა და მე­დი­კო­სებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბილს ცე­ცხლი ჰამ­რას და­სახ­ლე­ბას­თან გა­უხ­სნეს, რის შე­დე­გა­დაც მას­ში მყო­ფი 20 წლამ­დე ასა­კის ორი ქალი და­ი­ღუ­პა, 45 წლის ქალი კი მძი­მედ და­შავ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ "ტე­რო­რის­ტებს ეძე­ბენ“.

  • ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნე­ლებს შო­რის ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყი­სი­დან გახ­შირ­და. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა 90-ზე მეტი პა­ლეს­ტი­ნე­ლის ლიკ­ვი­და­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის თავ­დას­ხმებს კი ის­რა­ე­ლის მხრი­დან 16 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 15 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი და ერთი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი, ემსხვერ­პლა.

ცნო­ბის­თვის, წუ­ხელ ის­რა­ელ­მა ღა­ზას სექ­ტორ­ში ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მას შემ­დეგ, რაც ღა­ზა­დან და ლი­ბა­ნი­დან ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­კე­ტე­ბი ის­რო­ლეს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გვი­ან ღა­მით ღა­ზა­ში ორი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა. ის­რა­ელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მის­მა ავი­ა­გა­მა­ნად­გუ­რებ­ლებ­მა სხვა­დას­ხვა სა­მიზ­ნეს და­არ­ტყეს, მათ შო­რის ჰა­მა­სის გვი­რა­ბებ­სა და ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბის ობი­ექ­ტებს.

ის­რა­ე­ლის ავი­ა­ი­ე­რი­შის სა­პა­სუ­ხოდ, ღა­ზას სექ­ტო­რი­დან რა­კე­ტე­ბი გა­ის­რო­ლეს. მო­სა­ზღვრე ქა­ლა­ქებ­სა და და­სახ­ლე­ბებ­ში გან­გა­შის სიგ­ნა­ლის ხმა გა­ის­მა.

"სი­ო­ნის­ტურ ოკუ­პა­ცი­ას სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­კის­რებთ მძი­მე ეს­კა­ლა­ცი­ი­სა და ღა­ზას სექ­ტო­რის წი­ნა­აღ­მდეგ უხე­ში აგ­რე­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გამო და იმ შე­დე­გებ­ზე, რა­საც ეს ქმე­დე­ბე­ბი რე­გი­ონს მო­უ­ტანს“, - ნათ­ქვა­მია ჰა­მა­სის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბი­სათ­ვის, მა­ნამ­დე, ის­რა­ელ­მა პა­ლეს­ტი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა ჰა­მა­სი სამ­ხრეთ ლი­ბა­ნი­დან ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ათო­ბით რა­კე­ტის გას­რო­ლა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მათი მტკი­ცე­ბით, 34 რა­კე­ტი­დან უმე­ტე­სი მო­ი­გე­რი­ეს, მაგ­რამ ექ­ვსი ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ე­ცა, რა­მაც შე­ნო­ბე­ბი და­ა­ზი­ა­ნა. მე­დი­კო­სე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი მა­მა­კა­ცი მსუ­ბუ­ქად და­იჭ­რა. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით, ეს ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ზე დიდი ზალ­პი იყო 2006 წლის ომის შემ­დეგ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კალო
2

90 პალესტინელს ასაკი არ აქვთ თუ "რასხოდში" მოყვნენ?

ალიონა
13

მანდ ჩვენ რო ნაკვეთი მოგვცეს, იქ ახლოშია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

სროლა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე - დაღუპულები 20 წლამდე ასაკის ქალები არიან (ფოტოები)

სროლა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე - დაღუპულები 20 წლამდე ასაკის ქალები არიან (ფოტოები)

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად, ისრაელის ორი მოქალაქე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ისრაელის თავდაცვის ძალებსა და მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავტომობილს ცეცხლი ჰამრას დასახლებასთან გაუხსნეს, რის შედეგადაც მასში მყოფი 20 წლამდე ასაკის ორი ქალი დაიღუპა, 45 წლის ქალი კი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ "ტერორისტებს ეძებენ“.

  • ისრაელსა და პალესტინელებს შორის ძალადობის ფაქტები მიმდინარე წლის დასაწყისიდან გახშირდა. BBC-ის ინფორმაციით, იმ დროიდან მოყოლებული ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა 90-ზე მეტი პალესტინელის ლიკვიდაცია განახორციელეს. პალესტინელების თავდასხმებს კი ისრაელის მხრიდან 16 ადამიანი, მათ შორის 15 სამოქალაქო პირი და ერთი სამართალდამცავი, ემსხვერპლა.

ცნობისთვის, წუხელ ისრაელმა ღაზას სექტორში ავიაიერიშები განახორციელა მას შემდეგ, რაც ღაზადან და ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები ისროლეს.

მედიის ინფორმაციით, გვიან ღამით ღაზაში ორი აფეთქების ხმა გაისმა. ისრაელმა განაცხადა, რომ მისმა ავიაგამანადგურებლებმა სხვადასხვა სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ჰამასის გვირაბებსა და იარაღის წარმოების ობიექტებს.

ისრაელის ავიაიერიშის საპასუხოდ, ღაზას სექტორიდან რაკეტები გაისროლეს. მოსაზღვრე ქალაქებსა და დასახლებებში განგაშის სიგნალის ხმა გაისმა.

"სიონისტურ ოკუპაციას სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მძიმე ესკალაციისა და ღაზას სექტორის წინააღმდეგ უხეში აგრესიის განხორციელების გამო და იმ შედეგებზე, რასაც ეს ქმედებები რეგიონს მოუტანს“, - ნათქვამია ჰამასის განცხადებაში.

ცნობისათვის, მანამდე, ისრაელმა პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფება ჰამასი სამხრეთ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტის გასროლაში დაადანაშაულა. მათი მტკიცებით, 34 რაკეტიდან უმეტესი მოიგერიეს, მაგრამ ექვსი ისრაელის ტერიტორიაზე დაეცა, რამაც შენობები დააზიანა. მედიკოსების ინფორმაციით, ერთი მამაკაცი მსუბუქად დაიჭრა. ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, ეს ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ყველაზე დიდი ზალპი იყო 2006 წლის ომის შემდეგ.