მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და... ამ ევროკავშირის კანდიდატობაც ჭირი გაგვიხდა" - მეუფე იაკობი
"მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და... ამ ევროკავშირის კანდიდატობაც ჭირი გაგვიხდა" - მეუფე იაკობი

მაგ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ცხოვ­რე­ბა­ში არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ რა ხდე­ბა ახლა - პო­ლი­ტი­კუ­რი ტუ­რე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ და კი­დევ რა­ღა­ცის არე­ვა უნ­დათ - ჩვენ არ ვართ ის ერი, ვი­ღა­ცის და­პყრო­ბა მო­ვინ­დო­მოთ, მაგ­რამ ის ერიც არ ვართ, ერ­თის მო­ნო­ბი­დან მე­ო­რის მო­ნად ვიქ­ცეთ, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ ოთხი ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლის და­სან­ქცი­რე­ბის ფაქ­ტი შე­ა­ფა­სა.

მე­უ­ფე ია­კო­ბის თქმით, ევ­რო­პას, ამე­რი­კას და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან ცუდი მი­მარ­თვე­ბი აქვთ და "უცხო­ე­თიც რუ­სის საქ­მეს აკე­თებს“.

"მინ­და პირ­და­პირ გი­თხრათ, რომ მაგ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ცხოვ­რე­ბა­ში არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ რა ხდე­ბა ახლა - პო­ლი­ტი­კუ­რი ტუ­რე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ და კი­დევ რა­ღა­ცა არე­ვა უნ­დათ. თურ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ სა­სა­მარ­თლოს­თან შე­და­რე­ბით, რაც იყო, დიდი გან­სხვა­ვე­ბაა. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით გა­მო­დი­ან. მე ამე­რი­კე­ლებ­თან ყო­ველ­თვის საკ­მა­ოდ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. დღე­საც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და მინ­და რომ ჩემს სა­ხელ­მწი­ფო­საც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეს. ჩვენ არ ვართ ის ერი, ვი­ღა­ცის და­პყრო­ბა მო­ვინ­დო­მოთ, მაგ­რამ ის ერიც არ ვართ ერ­თის მო­ნო­ბი­დან მე­ო­რის მო­ნად ვიქ­ცეთ. ჩვენ გა­ვა­კე­თებთ იმას, რომ ვერც რუს­მა, ვერც ევ­რო­პელ­მა, ვერც ამე­რი­კელ­მა, ვერც ჩი­ნელ­მა, ვერც თურ­ქმა, ვერც ირა­ნელ­მა და ვერც სხვამ იბა­ტო­ნოს ჩვენ­ზე. არ მჭირ­დე­ბა ისე­თი მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ვი­ღა­ცის მონა-მორ­ჩი­ლი იქ­ნე­ბა, და­უტ­კა­ცუ­ნე­ბენ თითს და ისე მო­იქ­ცე­ვა. აბა, ამე­რი­კას გა­უ­ბე­დე და მასე გა­უ­კე­თე.

ძა­ლი­ან ცუდი მი­მარ­თვე­ბი გვაქვს - ჩვენ ევ­რო­პას­თან, ევ­რო­პას ჩვენ­თან, ჩვენ ამე­რი­კას­თან, ამე­რი­კას ჩვენ­თან და სა­ბო­ლო­ოდ რა მი­ვი­ღეთ? რა­ღაც კინ­კლა­ო­ბა­ში გა­და­ვი­და, რა. და ვინ გა­ი­ხა­რებს ამით? - გინ­და არ გინ­და, ეს უცხო­ე­თი რუ­სის საქ­მეს აკე­თებს, ამის შემ­დეგ, რაც არ უნდა თქვან ახლა,“ - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის სა­კი­თხი "ჭირი გაგ­ვიხ­და“ და ამ სა­კითხს "რე­ვო­ლუ­ცი­ის­თვის იყე­ნე­ბენ“.

"ამ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტო­ბაც ჭირი გაგ­ვიხ­და ჩვენ, რა. იყე­ნებ ამას. რა თქმა უნდა, ქარ­თველ კაცს უნდა წე­სი­ე­რი და კარ­გი ცხოვ­რე­ბა. არ მი­გი­ღე­ბენ და პრობ­ლე­მას გიქ­მნი­ან - რუ­სუ­ლი მთავ­რო­ბა, რუ­სუ­ლი ეს, თვი­თონ რუ­სე­ბი, რა. კო­მუ­ნის­ტუ­რი მოლ­დო­ვა, კო­რუფ­ცი­ა­ში ჩამ­ხრჩვა­ლი უკ­რა­ი­ნა მი­ი­ღეს, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნა ომის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მი­ი­ღონ არა­ვი­სი არ გვშურს, მაგ­რამ ჩემ­თან რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნარს რა­ტომ მი­წერ თუ არ მინ­და?!“ - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფემ.

რო­გორც მე­უ­ფე ია­კო­ბი აღ­ნიშ­ნავს, ამე­რი­კულ­მა და ქარ­თულ­მა მხა­რემ ერ­თმა­ნეთ­თან უნდა მო­ი­ლა­პა­რა­კონ და წყე­ნე­ბი უნდა და­ი­ვი­წყონ.

"მე ვფიქ­რობ, რომ სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია. ამე­რი­კე­ლებ­მა და ჩვე­ნებ­მა დრო­ზე და­ი­ლა­პა­რა­კონ, რაც იყო იყო. ის წყე­ნე­ბი უნდა და­ი­ვი­წყო, იმი­ტომ რომ წინ უფრო დიდი რა­ღა­ცე­ბია. ერთი რამე იცოდ­ნენ, სა­ქარ­თვე­ლოს არა­ვის­თან არ უნდა ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა. თუ დახ­მა­რე­ბა უნ­დათ, არა თუ კან­დი­და­ტად უნდა მი­გი­ღონ, არა­მედ მი­გი­ღონ ევ­რო­კავ­შირ­ში, რა. პო­ლა­რი­ზე­ბა ხომ დამ­თავ­რდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
95

და ამას უსმენს ხალხი 21 საუკუნეში???

ელგუჯა
26

მიეცით ამას, ერთი რადიოსადგურის სიხშირე. მანქანაშიც უნდა ვუსმინო, იაკობის დამრიგებლურ "ქადაგებას".

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და... ამ ევროკავშირის კანდიდატობაც ჭირი გაგვიხდა" - მეუფე იაკობი

"მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და... ამ ევროკავშირის კანდიდატობაც ჭირი გაგვიხდა" - მეუფე იაკობი

მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ რა ხდება ახლა - პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცის არევა უნდათ - ჩვენ არ ვართ ის ერი, ვიღაცის დაპყრობა მოვინდომოთ, მაგრამ ის ერიც არ ვართ, ერთის მონობიდან მეორის მონად ვიქცეთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების ფაქტი შეაფასა.

მეუფე იაკობის თქმით, ევროპას, ამერიკას და საქართველოს ერთმანეთთან ძალიან ცუდი მიმართვები აქვთ და "უცხოეთიც რუსის საქმეს აკეთებს“.

"მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ რა ხდება ახლა - პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცა არევა უნდათ. თურმე საქართველოში იმ სასამართლოსთან შედარებით, რაც იყო, დიდი განსხვავებაა. ქართველი ხალხის სახელით გამოდიან. მე ამერიკელებთან ყოველთვის საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა. დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს და მინდა რომ ჩემს სახელმწიფოსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ჩვენ არ ვართ ის ერი, ვიღაცის დაპყრობა მოვინდომოთ, მაგრამ ის ერიც არ ვართ ერთის მონობიდან მეორის მონად ვიქცეთ. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ ვერც რუსმა, ვერც ევროპელმა, ვერც ამერიკელმა, ვერც ჩინელმა, ვერც თურქმა, ვერც ირანელმა და ვერც სხვამ იბატონოს ჩვენზე. არ მჭირდება ისეთი მთავრობა, რომელიც ვიღაცის მონა-მორჩილი იქნება, დაუტკაცუნებენ თითს და ისე მოიქცევა. აბა, ამერიკას გაუბედე და მასე გაუკეთე.

ძალიან ცუდი მიმართვები გვაქვს - ჩვენ ევროპასთან, ევროპას ჩვენთან, ჩვენ ამერიკასთან, ამერიკას ჩვენთან და საბოლოოდ რა მივიღეთ? რაღაც კინკლაობაში გადავიდა, რა. და ვინ გაიხარებს ამით? - გინდა არ გინდა, ეს უცხოეთი რუსის საქმეს აკეთებს, ამის შემდეგ, რაც არ უნდა თქვან ახლა,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი "ჭირი გაგვიხდა“ და ამ საკითხს "რევოლუციისთვის იყენებენ“.

"ამ ევროკავშირის კანდიდატობაც ჭირი გაგვიხდა ჩვენ, რა. იყენებ ამას. რა თქმა უნდა, ქართველ კაცს უნდა წესიერი და კარგი ცხოვრება. არ მიგიღებენ და პრობლემას გიქმნიან - რუსული მთავრობა, რუსული ეს, თვითონ რუსები, რა. კომუნისტური მოლდოვა, კორუფციაში ჩამხრჩვალი უკრაინა მიიღეს, თუმცა უკრაინა ომის მდგომარეობაშია. მიიღონ არავისი არ გვშურს, მაგრამ ჩემთან რევოლუციურ სცენარს რატომ მიწერ თუ არ მინდა?!“ - განაცხადა მეუფემ.

როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, ამერიკულმა და ქართულმა მხარემ ერთმანეთთან უნდა მოილაპარაკონ და წყენები უნდა დაივიწყონ.

"მე ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარისია. ამერიკელებმა და ჩვენებმა დროზე დაილაპარაკონ, რაც იყო იყო. ის წყენები უნდა დაივიწყო, იმიტომ რომ წინ უფრო დიდი რაღაცებია. ერთი რამე იცოდნენ, საქართველოს არავისთან არ უნდა ცუდი ურთიერთობა. თუ დახმარება უნდათ, არა თუ კანდიდატად უნდა მიგიღონ, არამედ მიგიღონ ევროკავშირში, რა. პოლარიზება ხომ დამთავრდება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.