ავტორი:

"მაკდონალდს საქართველოს" იურიდიული და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მთავარმა ქომფლაიანს ოფიცერმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

"მაკდონალდს საქართველოს" იურიდიული და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მთავარმა ქომფლაიანს ოფიცერმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

“მაკდონალდს საქართველოს“ თანამშრომელ ეკატერინე ებრალიძეს, ორი საერთაშორისო ჯილდო Shining Light Awards და Global Development Hero’s გადაეცა.

ეკატერინე ებრალიძე Shining Light Award 2022 წლის გამარჯვებულია. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს აღნიშნულ ნომინაციაზე მსოფლიოს მასშტაბით, „მაკდონალდსის“ 2000 თანამშრომელი იყო წარდგენილი, ეკატერინე კი სწორედ საუკეთესო თანამშრომელთა მცირე სიაში მოხვდა.

Shining Light Award 2020 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით, აღიაროს, „მაკდონალდსის“ კორპორაციის ის თანამშრომლები, რომლებმაც საკუთარი შედეგებითა და მიღწევებით განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სისტემის წარმატებაში.

“მაკდონალდსის გუნდის წევრობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მაღალი შედეგების მიღწევა და საერთაშორისო აღიარება კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. Shining Light Award -ის მიღება ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ვფიქრობ ეს ჯილდო მთელი დეპარტამენტის მუშაობის შედეგია, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ“, ამბობს ეკატერინე.

კომპანია „მაკდონალდსის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა ადამიანისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შექმნაა. კომპანია მუდმივად ზრუნავს თავისი გუნდის წევრებზე, ხელს უწყობს მათ კარიერულ და პიროვნულ ზრდას. შედეგებიც შესაბამისია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „მაკდონალდს საქართველოს“ თანამშრომელი მოიპოვებს საერთაშორისო ჯილდოს. 2020 წელს Shining light award -ის ჯილდო ფინანსურმა დირექტორმა ბექა სტურუამაც მიიღო.

ეკატერინე, გახდა, კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება თანამშრომელმა კარიერულ წინსვალს მიაღწიოს მაკდონალდსში და საერთაშორისო აღიარებამდეც მივიდეს. ის „მაკდონალდს საქართველოს“ გუნდს 2015 წლიდან იურისტის პოზიციაზე შემოუერთდა. რასაც შემდგომ მოყვა ქომფლაიენსის მიმართულების შექმნა და საერთაშორისო პოლიტიკის სრული იმპლემენტაცია, რაც მისი უშუალო ჩართულობით განხორციელდა. დღეს კი ეკატერინე იურიდიული და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის და მთავარი ქომფლაიანს ოფიცერის პოზიციებს იკავებს კომპანიაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ Shining Light Award-ის ჯილდოს მიღება, არ არის ერთადერთი საერთაშორისო აღიარება, რომელიც მან მიმდინარე წელს მოიპოვა. ეკატერინე, ასევე დასახელდა Global Development Hero’s საერთაშორისო ჯილდოს გამარჯვებულად.

„2020 წლიდან გაერთიანდა იურიდიული და განვითარების დეპარტამენტები, არაჩვეულებრივი გუნდის სინთეზმა თავისი შედეგი გამოიღო და საერთაშორისო მასშტაბით რამდენიმე აღიარება მოვიპოვეთ. „მაკდონალდს საქართველო“ სამაგალითო გახდა არაერთ პოზიციაზე. შესაბამისად 2022 წლის აგვისტოში, სწორედ ჩვენ ვუმასპინძლეთ გლობალურ ვორქშოპს. წარმატებული საქმიანობა თითოეული დასაქმებული ადამიანის სწორი, ეთიკური და დაუზოგავი შრომით მიიღწევა, რაც ძალიან საამაყოა ჩვენთვის.“ აცხადებს ეკატერინე.

“მაკდონალდს საქართველოს“ გენერალური დირექტორი, თენგიზ კაპანაძე აღნიშნავს, რომ Shining light award-ის მიღება საქართველოსთვის, საერთაშორისო ბაზარზე კიდევ ერთი დიდი მიღწევაა.

„მინდა, ეკატერინეს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი ჯილდო და მადლობა გადავუხადო, საერთაშორისო ბაზარზე „მაკდონალდს საქართველოს“ კიდევ ერთხელ წარმოჩენისთვის.

ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ უკვე მეორედ სწორედ „მაკდონალს საქართველოს“ თანამშრომელი იმსახურებს ამ ჯილდოს, რომელიც მთელი კორპორაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემათ „მაკდონალდსის“ თანამშრომლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მეამაყება, რომ დღეს მაკდონალდს საქართველოს გუნდი, სწორედ ასეთი თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული. მაკდონალდსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს არის საუკეთესო ადგილი ცოდნის გაზიარებისთვის, ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კარიერული წინსვლისთვის და რაც მთავარია ეს შესაძლებლობები ხელმისაწვდომია ყველასთვის.“

R