სამართალი
მსოფლიო
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, გამოყავით 2 წუთი და წესები წაიკითხეთ, ცოტა შრომა გაწიეთ" - შალვა პაპუაშვილი
"მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, გამოყავით 2 წუთი და წესები წაიკითხეთ, ცოტა შრომა გაწიეთ" - შალვა პაპუაშვილი

ტყუ­ი­ლია, თით­ქოს რა­ი­მე კავ­ში­რი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს აკ­რე­დი­ტა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას კი­თხვის ში­ნა­არსთან. მო­გი­წო­დებთ ჟურ­ნა­ლის­ტებს, გა­მო­ყა­ვით 2 წუთი, აი­ღეთ ეს წე­სე­ბი და წა­ი­კი­თხეთ, ცოტა შრო­მა გა­წი­ეთ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი­სა“ და "TV პირ­ვე­ლის” ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მუ­შა­ო­ბის­თვის სა­ჭი­რო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, როცა რეს­პონ­დენტს არ აქვს სურ­ვი­ლი, რომ ჩა­ე­წე­როს ჟურ­ნა­ლისტს, მის სურ­ვილს პა­ტი­ვი უნდა სცენ.

"რაც შე­ე­ხე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, ამას აპა­რა­ტი გა­ნი­ხი­ლავს, რო­მე­ლიც ეყ­რდნო­ბა ღია წყა­რო­ებ­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ტვ პირ­ვე­ლის“ მიერ ეთერ­ში გაშ­ვე­ბულ მა­სა­ლას. ტყუ­ი­ლია, თით­ქოს რა­ი­მე კავ­ში­რი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ამას ში­ნა­არსთან. ში­ნა­არ­სი სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­შია. სულ რომ სპორტზე იყოს კი­თხვა, არა­ფერ შუ­ა­შია ში­ნა­არ­სი, მთა­ვა­რია შემ­დე­გი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის დევ­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს აგიხ­სე­ნით ეს წე­სე­ბი და ის არის სა­ჯა­რო, მო­გი­წო­დებთ, გა­მო­ყა­ვით 2 წუთი, აი­ღეთ ეს წე­სე­ბი და წა­ი­კი­თხეთ, ცოტა შრო­მა გა­წი­ეთ, რომ წა­ი­კი­თხოთ ეს წე­სე­ბი.

რო­გორც ჩანს, არ ერ­კვე­ვით სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­ში. იმის­თვის, რომ პარ­ლა­მენ­ტში ჟურ­ნა­ლისტსა და რეს­პონ­დენტს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იყოს საქ­მი­ა­ნი და ეს არ იყო აჟი­ტი­რე­ბა, დევ­ნა, "შე­ვარ­დნე­ბი“ ოთახ­ში, რაც იყო პრაქ­ტი­კა, ზო­გი­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი გაც­დე­ნი­ლი იყო ეთი­კუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტის მი­ნი­მა­ლურ სტან­დარტსაც კი, ამი­ტო­მაც შე­მუ­შავ­და ეს წე­სე­ბი. სწო­რია ეს პრინ­ცი­პე­ბი. მე კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს, კი­თხვე­ბის დას­მას­თან ერ­თად წა­ი­კი­თხონ წე­სე­ბი. რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხია, მათ შო­რის, ის, რომ აპა­რა­ტის თა­ნამ­შრო­მელს ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, ადა­მი­ანს არ შე­უ­ვარ­დნენ ჩარ­თუ­ლი კა­მე­რე­ბით წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბის გა­რე­შე. პარ­ლა­მენ­ტი არ არის სა­ჯა­რო სივ­რცე, ეს არის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ სა­მუ­შაო გა­რე­მო, ამი­ტომ როცა რეს­პონ­დენტს არ აქვს სურ­ვი­ლი, რომ მის­ცეს ინ­ტერ­ვიუ, უნდა ვცეთ პა­ტი­ვი,“ - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, ჟურ­ნა­ლის­ტი ვალ­დე­ბუ­ლია შე­წყვი­ტოს ინ­ტერ­ვიუ, თუკი რეს­პონ­დენტს არ სურს კი­თხვებს უპა­სუ­ხოს. ამ ჩა­ნა­წე­რის სა­ფუძ­ველ­ზე პარ­ლა­მენ­ტის აკ­რე­დი­ტა­ცია ერი თვის ვა­დით, ორ ჟურ­ნა­ლისტს და მათ ოპე­რა­ტო­რებს შე­უ­ჩერ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსუდანი
2

 რა გᲭირᲗ ხალხო, ნორმალური ადამიანი არ მოგწონᲗ და ყველაფრის მკადრებელი და უვიცი, უზრდელი გრიგორიები მოგწონᲗ? პ/ მიᲨას დროს ამოეᲦოᲗ ხმა და ვნახავდი რასაც დაიᲭერდნენ

ნაცი
32

ნეტა რატომ ვალაპარაკებთ ამ პაპუსას ამდენს. როგორ სხვანაირად იმღერებენ ცოტა ხანში..კიდევ კარგი არქივი ინახავს მასალებს .. მიიღთ ეს მხედველობაში როდესაც ენას აჭარტალებთ..ქოსამატყუარა კიდევ კარგი ახალგაზრდები ამ ბოდიალს არ ეზიარებიან..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, გამოყავით 2 წუთი და წესები წაიკითხეთ, ცოტა შრომა გაწიეთ" - შალვა პაპუაშვილი

"მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, გამოყავით 2 წუთი და წესები წაიკითხეთ, ცოტა შრომა გაწიეთ" - შალვა პაპუაშვილი

ტყუილია, თითქოს რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეს აკრედიტაციის შეჩერებას კითხვის შინაარსთან. მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, გამოყავით 2 წუთი, აიღეთ ეს წესები და წაიკითხეთ, ცოტა შრომა გაწიეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია "მთავარისა“ და "TV პირველის” ჟურნალისტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობისთვის საჭირო აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, როცა რესპონდენტს არ აქვს სურვილი, რომ ჩაეწეროს ჟურნალისტს, მის სურვილს პატივი უნდა სცენ.

"რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, ამას აპარატი განიხილავს, რომელიც ეყრდნობა ღია წყაროებში არსებულ მტკიცებულებებს, უპირველეს ყოვლისა, ამ შემთხვევაში ტვ პირველის“ მიერ ეთერში გაშვებულ მასალას. ტყუილია, თითქოს რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამას შინაარსთან. შინაარსი საერთოდ არაფერ შუაშია. სულ რომ სპორტზე იყოს კითხვა, არაფერ შუაშია შინაარსი, მთავარია შემდეგი, რომ არ შეიძლება ადამიანის დევნა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჟურნალისტს აგიხსენით ეს წესები და ის არის საჯარო, მოგიწოდებთ, გამოყავით 2 წუთი, აიღეთ ეს წესები და წაიკითხეთ, ცოტა შრომა გაწიეთ, რომ წაიკითხოთ ეს წესები.

როგორც ჩანს, არ ერკვევით სამართლებრივ საკითხებში. იმისთვის, რომ პარლამენტში ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის თანამშრომლობა იყოს საქმიანი და ეს არ იყო აჟიტირება, დევნა, "შევარდნები“ ოთახში, რაც იყო პრაქტიკა, ზოგიერთი ჟურნალისტი გაცდენილი იყო ეთიკური ჟურნალისტის მინიმალურ სტანდარტსაც კი, ამიტომაც შემუშავდა ეს წესები. სწორია ეს პრინციპები. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტს, კითხვების დასმასთან ერთად წაიკითხონ წესები. რამდენიმე საკითხია, მათ შორის, ის, რომ აპარატის თანამშრომელს ან პარლამენტის წევრს, ადამიანს არ შეუვარდნენ ჩართული კამერებით წინასწარი თანხმობის გარეშე. პარლამენტი არ არის საჯარო სივრცე, ეს არის დაწესებულება, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ამ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ სამუშაო გარემო, ამიტომ როცა რესპონდენტს არ აქვს სურვილი, რომ მისცეს ინტერვიუ, უნდა ვცეთ პატივი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, შალვა პაპუაშვილის ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია შეწყვიტოს ინტერვიუ, თუკი რესპონდენტს არ სურს კითხვებს უპასუხოს. ამ ჩანაწერის საფუძველზე პარლამენტის აკრედიტაცია ერი თვის ვადით, ორ ჟურნალისტს და მათ ოპერატორებს შეუჩერდათ.