სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ხარებაა - რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა უდიდეს საუფლო დღესასწაულზე
დღეს ხარებაა - რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა უდიდეს საუფლო დღესასწაულზე

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხა­რე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ტაძ­რებ­ში ამ დღეს სა­დღე­სას­წა­უ­ლო ლი­ტურ­გია სრულ­დე­ბა.

რე­ლი­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, ხა­რე­ბა ერთ-ერთი უდი­დე­სი სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლია.

ამ დღეს ყოვ­ლად­წ­მი­და მა­რი­ამ­თან ერ­თად მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას ეუ­წყა, რომ სა­ხი­ერ­მა ღმერ­თმა ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდი­ლი­სა და ცოდ­ვის სა­მუ­და­მო ტყვე­ო­ბი­სათ­ვის ვერ გა­ი­მე­ტა და ეშ­მა­კის მო­ნო­ბი­სა­გან მისი გა­მოხ­სნა გა­და­წყვი­ტა. ეს დღე არის და­სა­ბა­მი "ჩვე­ნი ცხო­ნე­ბი­სა და გა­მო­ჩი­ნე­ბა სა­უ­კუ­ნო­ით­გან და­მა­ლუ­ლი­სა სა­ი­დუმ­ლო­ი­სა".

უფალ­მა იესო ქრის­ტეს შო­ბამ­დე დიდი ხნით ადრე აღუთ­ქვა კა­ცობ­რი­ო­ბას, რომ მხსნელს, მე­სი­ას მო­უვ­ლენ­და, რო­მელ­საც შობ­და ქალ­წუ­ლი და უწო­დებ­და სა­ხე­ლად ემა­ნუ­ელს, რო­მე­ლიც ითარ­გმა­ნე­ბა რო­გორც "ჩვენ­თარ არს ღმერ­თი". ჭეშ­მა­რი­ტად, ღვთის გან­კა­ცე­ბით ჩვენ­თან არს ღმერ­თი.

და აი, მი­ავ­ლი­ნა უფალ­მა მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი გაბ­რი­ე­ლი გა­ლი­ლე­ის ქა­ლაქ ნა­ზა­რეთ­ში ქალ­წულ მა­რი­ამ­თან, რო­მე­ლიც და­წინ­დუ­ლი იყო იო­სებ­ზე, და­ვი­თის მოდ­გმის შთა­მო­მა­ვალ­ზე.

წა­რუდ­გა ან­გე­ლო­ზი ქალ­წულს და უთხრა: "გი­ხა­რო­დენ, მი­მად­ლე­ბუ­ლო, უფა­ლი შენ­თა­ნაა. კურ­თხე­ულ ხარ შენ დე­და­თა შო­რის". მა­რი­ა­მი შე­აძ­რწუ­ნა მის­მა სი­ტყვებ­მა და გა­ი­ფიქ­რა: "ვი­თარ-მე არს მო­კი­თხვაჲ ესე?" - რას უნდა ნიშ­ნავ­დეს ეს მო­კი­თხვაო? ან­გე­ლოზ­მა უთხრა: "ნუ გე­ში­ნინ, მა­რი­ამ, რა­მე­თუ ჰპო­ვე მად­ლი წი­ნა­შე ღმრთი­სა. და აჰა, ესე­რა შენ მუც­ლად-იღო და ჰშვა ძე და უწო­დი სა­ხე­ლი მისი იესუ".

მა­რი­ა­მის ძეს ღმერ­თი და­ვი­თი საყ­დარს ანუ ის­რა­ე­ლის სა­მე­ფო ტახ­ტი­სა და ია­კო­ბის სახლზე - ის­რა­ე­ლის თორ­მეტ ტომ­ზე - სა­უ­კუ­ნო (მა­რა­დი­ულ) სუ­ფე­ვას აღუთ­ქვამს. მა­რა­დი­უ­ლი მხო­ლოდ ღმერ­თია, ხოლო "ია­კო­ბის სახ­ლი" უფ­ლის მხილ­ვე­ლი, მორ­წმუ­ნე ერია, რო­მე­ლიც სუ­ლით უფალ­თა­ნაა შე­ერ­თე­ბუ­ლი.

ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბი­სათ­ვის მი­უწ­ვდო­მე­ლია ქალ­წუ­ლი­სა­გან უმა­მა­კა­ცოდ შობა. ღვთის­მშო­ბე­ლი, რად­გან ქალ­წუ­ლე­ბის აღ­თქმა ჰქონ­და და­დე­ბუ­ლი, იკი­თხავს: "ვი­თარ­მე იყოს ესე ჩემ­და, რა­მე­თუ მე მა­მა­კა­ცი არა ვიცი?" ან­გე­ლო­ზი მი­უ­გებს: "სული წმი­დაჲ მო­ვი­დეს შენ ზედა და ძალი მაღ­ლი­სა გფარ­ვი­დეს შენ", - და ნი­შან­საც აძ­ლევს: მისი ნა­თე­სა­ვი, მო­ხუ­ცი ელი­სა­ბე­დი, უკვე მე­ექ­ვსე თვეა, რაც მიდ­გო­მი­ლია.

მა­რი­ამ­მა, როცა ყო­ვე­ლი­ვე გა­მოწვლილ­ვით გა­ი­გო, და­მორ­ჩილ­და, მი­ენ­დო უფალს და ღვთის ნე­ბას თა­ვი­სი ნება შე­უ­ერ­თა: "აჰა მხე­ვა­ლი უფ­ლი­საჲ, მე­ყავნ მე სი­ტყვი­სა­ებრ შე­ნი­სა". და მეყ­სე­უ­ლად შე­ვი­და სუ­ლიწ­მი­და ქალ­წუ­ლის შე­უ­გი­ნე­ბელ ტა­ძარ­ში.

რითი და­იმ­სა­ხუ­რა ქალ­წულ­მა მა­რი­ამ­მა ესო­დე­ნი მად­ლი ღვთი­სა, რომ ადა­მის მთე­ლი მოდ­გმი­დან სწო­რედ ის აირ­ჩი­ეს ღვთის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მსა­ხუ­რად? იმით, რომ იგი ყო­ვე­ლი სათ­ნო­ე­ბით იყო შემ­კუ­ლი, რამ­დე­ნა­დაც ეს ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბის­თვი­საა შე­საძ­ლე­ბე­ლი, და იყო ჭეშ­მა­რი­ტი ტა­ძა­რი ღვთი­სა. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ნიშ­ნა­ვენ მის სიმ­დაბ­ლე­სა და სიმ­შვი­დეს - სწო­რედ ამ სათ­ნო­ე­ბა­თა გამო გა­მო­ირ­ჩია იგი უფალ­მა.

ქალ­წულ ღვთის­მშო­ბელ­ზე ასე­თი გად­მო­ცე­მა არ­სე­ბობს: რო­დე­საც იგი ესა­ია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის წიგნს კი­თხუ­ლობ­და, იქ, სა­დაც წე­რია: "აჰა ესე­რა ქალ­წუ­ლი მი­უდ­გეს და შვეს ძე და უწო­დონ სა­ხე­ლი მისი ემ­მა­ნუ­ილ", - თურ­მე შე­ყოვ­ნდა, გა­ი­ფიქ­რა, რა ნე­ტა­რი იქ­ნე­ბა ის ქალ­წუ­ლი, რო­მელ­ზეც ეს ით­ქვაო და ღმერ­თს შე­ე­ვედ­რა, მისი ხილ­ვის ღირ­სი გამ­ხდა­რი­ყო, რათა მხე­ვა­ლი­ვით მომ­სა­ხუ­რე­ბო­და მას.

სწო­რედ ამ სიმ­დაბ­ლის გამო იყო, რომ მთა­ვა­რან­გე­ლოზ­მა ესო­დენ სულ­გრძე­ლად და­უთ­მო ქალ­წულ მა­რი­ამს, რო­მელ­მაც ზე­ცი­ურ მა­ხა­რე­ბელს ნათ­ქვა­მის დამ­ტკი­ცე­ბა და ახ­სნა მოს­თხო­ვა. არ­ცთუ დიდი ხნის წინ გაბ­რი­ე­ლი მღვდელ ზა­ქა­რი­ას გა­მო­ე­ცხა­და და შვი­ლის შე­ძე­ნა ახა­რა, მაგ­რამ მღვდელ­მა არ და­უ­ჯე­რა, რად­გან ისიც და მისი ცო­ლიც ღრმად მო­ხუ­ცე­ბულ­ნი იყ­ვნენ. მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი გა­ნუ­რის­ხდა მას და და­ა­დუ­მა, ვიდ­რე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ახ­დე­ბო­და. ყოვ­ლად­წ­მი­და ქალ­წულს კი არამ­ცთუ არ უსაყ­ვე­დუ­რა, არა­მედ დიდი კრძალ­ვი­თა და მოთ­მი­ნე­ბით და­ა­ჯე­რა იგი და არ გა­ნე­შო­რა, სა­ნამ მორ­ჩი­ლე­ბი­თა და სა­სო­ე­ბით აღ­სავ­სე სი­ტყვე­ბი არ გა­ი­გო­ნა მის­გან. მი­ზე­ზი ის გახ­ლდათ, რომ ზა­ქა­რი­ამ თა­ვი­სი ეჭ­ვით ღრმად და­ფა­რუ­ლი ურ­წმუ­ნო­ე­ბა გა­მო­ხა­ტა, ყოვ­ლად­წ­მინ­და მა­რი­ამ­მა კი - მორ­ჩი­ლე­ბა და სიმ­დაბ­ლე.

ღმერ­თს არ სურ­და, იძუ­ლე­ბი­თა და ში­შით აღგ­ვას­რუ­ლე­ბი­ნოს რო­მე­ლი­მე საქ­მე ან, პი­რი­ქით, დაგ­ვი­შა­ლოს რა­ი­მეს კე­თე­ბა. იგი გულ­მო­წყა­ლეა, სა­მარ­თლი­ა­ნი, წმინ­და და სურს, ჩვენც ასე­თი­ვე­ნი ვი­ყონ, მაგ­რამ კი არ გვა­ი­ძუ­ლებს სი­კე­თეს, არა­მედ შე­გო­ნე­ბით, და­რი­გე­ბით, სწავ­ლით, სიყ­ვა­რუ­ლით მივ­ყა­ვართ მის­კენ. მას სურს, რომ ჩვე­ნი ნე­ბით აღ­ვას­რუ­ლებ­დეთ ყო­ველ კე­თილ საქ­მეს.

რა ია­რა­ღი­თაც იღ­ვა­წა ეშ­მაკ­მა ჩვე­ნი და­ცე­მი­სათ­ვის, იმა­ვე ია­რა­ღით გვიხ­სნა ქრის­ტემ; თუ ევას საქ­ცი­ელ­მა ადა­მის მოდ­გმას ცრემ­ლი მრა­ვალ­გზის და­ა­დი­ნა, ქალ­წულ­მა მა­რი­ამ­მა უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა. ღვთის­მშობ­ლის ერთ-ერთი ეპი­თე­ტია "გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი", ნიშ­ნად იმი­სა, რომ სიბ­ნე­ლე­ში მყოფ კა­ცობ­რი­ო­ბას მის მიერ გა­მო­უბრწყინ­და მზე სი­მარ­თლი­სა და მორ­წმუ­ნე­თა გო­ნე­ბა გა­ნა­ნათ­ლა.

ჟურ­ნა­ლი "კა­რიბ­ჭე"

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
1

კი მაგრამ ხარი რა შუაშია?

ნაროდ.
0

ხვთიშობელო კურთხეულ ხარ დედათა შორის. რამე თუ მაცხოვარი გვიშვე სულთა ჩვენთა. ამინ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

დღეს ხარებაა - რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა უდიდეს საუფლო დღესასწაულზე

დღეს ხარებაა - რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა უდიდეს საუფლო დღესასწაულზე

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში ამ დღეს სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება.

რელიგიური ლიტერატურის თანახმად, ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია.

ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი "ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა".

უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც "ჩვენთარ არს ღმერთი". ჭეშმარიტად, ღვთის განკაცებით ჩვენთან არს ღმერთი.

და აი, მიავლინა უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე.

წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის". მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: "ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?" - რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: "ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ".

მარიამის ძეს ღმერთი დავითი საყდარს ანუ ისრაელის სამეფო ტახტისა და იაკობის სახლზე - ისრაელის თორმეტ ტომზე - საუკუნო (მარადიულ) სუფევას აღუთქვამს. მარადიული მხოლოდ ღმერთია, ხოლო "იაკობის სახლი" უფლის მხილველი, მორწმუნე ერია, რომელიც სულით უფალთანაა შეერთებული.

ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა. ღვთისმშობელი, რადგან ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, იკითხავს: "ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?" ანგელოზი მიუგებს: "სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ", - და ნიშანსაც აძლევს: მისი ნათესავი, მოხუცი ელისაბედი, უკვე მეექვსე თვეა, რაც მიდგომილია.

მარიამმა, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: "აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა". და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში.

რითი დაიმსახურა ქალწულმა მარიამმა ესოდენი მადლი ღვთისა, რომ ადამის მთელი მოდგმიდან სწორედ ის აირჩიეს ღვთის განხორციელების მსახურად? იმით, რომ იგი ყოველი სათნოებით იყო შემკული, რამდენადაც ეს ადამიანის ბუნებისთვისაა შესაძლებელი, და იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმდაბლესა და სიმშვიდეს - სწორედ ამ სათნოებათა გამო გამოირჩია იგი უფალმა.

ქალწულ ღვთისმშობელზე ასეთი გადმოცემა არსებობს: როდესაც იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობდა, იქ, სადაც წერია: "აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ", - თურმე შეყოვნდა, გაიფიქრა, რა ნეტარი იქნება ის ქალწული, რომელზეც ეს ითქვაო და ღმერთს შეევედრა, მისი ხილვის ღირსი გამხდარიყო, რათა მხევალივით მომსახურებოდა მას.

სწორედ ამ სიმდაბლის გამო იყო, რომ მთავარანგელოზმა ესოდენ სულგრძელად დაუთმო ქალწულ მარიამს, რომელმაც ზეციურ მახარებელს ნათქვამის დამტკიცება და ახსნა მოსთხოვა. არცთუ დიდი ხნის წინ გაბრიელი მღვდელ ზაქარიას გამოეცხადა და შვილის შეძენა ახარა, მაგრამ მღვდელმა არ დაუჯერა, რადგან ისიც და მისი ცოლიც ღრმად მოხუცებულნი იყვნენ. მთავარანგელოზი განურისხდა მას და დაადუმა, ვიდრე წინასწარმეტყველება ახდებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულს კი არამცთუ არ უსაყვედურა, არამედ დიდი კრძალვითა და მოთმინებით დააჯერა იგი და არ განეშორა, სანამ მორჩილებითა და სასოებით აღსავსე სიტყვები არ გაიგონა მისგან. მიზეზი ის გახლდათ, რომ ზაქარიამ თავისი ეჭვით ღრმად დაფარული ურწმუნოება გამოხატა, ყოვლადწმინდა მარიამმა კი - მორჩილება და სიმდაბლე.

ღმერთს არ სურდა, იძულებითა და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე ან, პირიქით, დაგვიშალოს რაიმეს კეთება. იგი გულმოწყალეა, სამართლიანი, წმინდა და სურს, ჩვენც ასეთივენი ვიყონ, მაგრამ კი არ გვაიძულებს სიკეთეს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლით, სიყვარულით მივყავართ მისკენ. მას სურს, რომ ჩვენი ნებით აღვასრულებდეთ ყოველ კეთილ საქმეს.

რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ჩვენი დაცემისათვის, იმავე იარაღით გვიხსნა ქრისტემ; თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მრავალგზის დაადინა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუტანა. ღვთისმშობლის ერთ-ერთი ეპითეტია "განმანათლებელი", ნიშნად იმისა, რომ სიბნელეში მყოფ კაცობრიობას მის მიერ გამოუბრწყინდა მზე სიმართლისა და მორწმუნეთა გონება განანათლა.

ჟურნალი "კარიბჭე"