ავტორი:

"არიან რიგი მოსამართლეები, ე.წ.აგენტებს დავარქმევდი, ვისი საშუალებითაც უნდათ არიონ სიტუაცია, ტრენინგებზე მიჰყავთ" - ყაველაშვილი

"არიან რიგი მოსამართლეები, ე.წ.აგენტებს დავარქმევდი, ვისი საშუალებითაც უნდათ არიონ სიტუაცია, ტრენინგებზე მიჰყავთ" - ყაველაშვილი

სასამართლო სისტემაში არიან რიგი მოსამართლეები, ე.წ.აგენტებს დავარქმევდი, ვისი საშუალებითაც უნდათ არიონ სიტუაცია, დაახლოებით 20- მდე მოსამართლეა, რომელიც ტრენინგებზე მიჰყავთ , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა, "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციებით სურთ, დეზორგანიზაცია გამოიწვიონ სასამართლო სისტემაში.

"პირველი იყო ნედ პრაისი, რომელმაც მონათლა ეს კანონი რუსულად, კულუარული ინფორმაცია მქონდა, რომ "ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს, ხალხს მივაწვდით, რომ ეს არის რუსული კანონი, ასე ვიმოქმედებთ" და ფაქტობრივად ვერაფერი ვერ შევძელით, შევძელით ის, რომ დღესაც ვაგრძელებთ ინფორმაციის მიწოდებას, რომ ამ კანონს არაფერი საერთო არ აქვს რუსულთან. ახლა ჩნდება ფაქტები, რომ ეს იყო მიზანმიმართული სპეცოპერაცია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორც ახლა სანქციების საკითხის მიმართულებაა, რომ დეზორგანიზაცია გამოიწვიონ დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში. არის იქ რიგი მოსამართლეები ე.წ.აგენტებს დავარქმევდი, ვისი საშუალებითაც უნდათ არიონ სიტუაცია, დაახლოებით 20- მდე მოსამართლე, რომელიც ტრენინგებზე მიჰყავთ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარეშე ხდება ამ მოსამართლეების წაყვანა საზღვარგარეთ, ტრენინგების ჩატარება, მომზადება და უნდათ 20 მოსამართლით გამოიწვიონ ვნებათაღელვა სასამართლო სისტემაში. ჩხიკვაძის ფაქტი გახსოვთ, რომელიც დაიბარეს პირდაპირ და შემდეგ თითქმის დაასანქცირეს და სიიდან ამოიღეს. ეს რას ნიშნავს, ამაზე თვალებს ვერ დავხუჭავთ, თუ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, ვალდებულება გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ღირსება უნდა დავიცვათ", - განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილმა ისაუბრა აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსის ქვეყანაში არ შემოშვებაზეც და აღნიშნა, რომ სუს- ის გადაწყვეტილებით, კმაყოფილია.

მისი თქმით, პარტნიორი ქვეყანა აშშ და მისი წარმომადგენელი აქ გეგმავს რადიკალურ, რევოლუციურ ქმედებებს.

"მე აღვნიშნე მგონი, ჩემს გამოსვლაში ლილუაშვილის პასუხთან დაკავშირებით კმაყოფილება. ვალდებულიც არის მსგავსი საქციელი განახორციელოს. პარტნიორი ქვეყანა აშშ და მისი წარმომადგენელი, რომელიც აქ გეგმავს რადიკალურ, რევოლუციურ ქმედებებს და ჩართულია რადიკალური ჯგუფების მომზადებაში.

იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თითქოს გულწრფელად იდგნენ, რაღაცას აპროტესტებდნენ, მინდა მივმართო: რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა, თუ საკითხს ასე დააყენებთ - “რუსეთი გვინდა თუ ევროპა“, მარტივად გასაცემი პასუხია - რა თქმა უნდა, ყველას ევროპა გვინდა.. მაგრამ, როცა სპეციალურად დაგეგმავ სპეცოპერაციას, რომ ასე დაარქვა სახელი და უშლი კანონის ინცირება გააკეთო, მსჯელობა იყოს და თავად გაიგონ მოქალაქეებმა რაზეა საუბარი, რომ ნუთუ მართლა რუსულია, რა აქვს რუსული, რომ შეადაროს, ამის საშუალებას რომ არ აძლევ მოქალაქეებს… პირდაპირ ასეთი გზავნილით არის სპეცოპერაცია დაგეგმილი.

ადამიანი, რომელიც ჩამოსული იყო და ასე დაგეგმეს პროცესი, რომ ასე დაეყენებინათ საკითხი - რუსეთი თუ ევროპა, გამოიყვანეს ხალხი, რა თქმა უნდა, იქნება ჩემზე აგრესია. დამარქმევენ, რომ ყაველაშვილს რუსული კანონი შემოაქვს და რუსეთისკენ უნდა საქართველო წაიყვანოს და დაღუპოს ქვეყანა. რა თქმა უნდა, აგრესია მივაერთო იქნება და ეს განხორციელდა კიდეც. მოგვნათლეს მოღალატეებად. ეს არის ზუსტად სამოქალაქო დაპირისპირება გამოწვეული, რისთვის ამას პასუხი აქვს - აქ მიზანმიმართულად ხდება და სანქციებიც ამას ემსახურება, რომ როგორმე მოხდეს ამ ხელისუფლების ცვლილება და მოვიდეს გლობალური ომის პარტია რასაც დავარქვით იმ ძალის შესაბამისი ძალა, მონობა ეს არის. იმ საზოგადოებას მინდა მივმართო, ქომინსის დატრენინგებული ახალგაზრდების დაძახილზე რომ გამოხვალ და არც იკითხავ, მსჯელობაშიც არ შეხვალ, რომ ნუთუ მართლა ეს კანონი რუსულია და ამის საფუძველზე რომ შეგიძლია ხელისუფლება გადააბრუნო, ჩვენ გავიარეთ რამდენიმეჯერ, სამოქალაქო ომი გვქონდა, ეს ყველაფერი ამას ემსახურება. ხომ უნდა იკითხო საიდან, რა დავალება მოდის", - განაცხადა ყაველაშვილმა.