საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის დევნა, იძულებით შეთრევა და დამალული გვამი..." - დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის დედა ამბობს, რომ მისი შვილი მოკლულია
"ეს არის დევნა, იძულებით შეთრევა და დამალული გვამი..." - დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის დედა ამბობს, რომ მისი შვილი მოკლულია

დიდ დი­ღომ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 12 წლის გო­გო­ნას დედა პირ­ველ ინ­ტერ­ვი­უს აძ­ლევს "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას", სა­დაც მომ­ხდარს იხ­სე­ნებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი შვი­ლი მოკ­ლუ­ლია.

ნატო ხუ­ტაშ­ვი­ლის თქმით, ბავ­შვს ღე­ბი­ნე­ბა სტრე­სის ფონ­ზე და­ე­წყო და არა რა­ი­მეს გა­დაც­დე­ნის გამო. ის რამ­დე­ნი­მე სა­ეჭ­ვო ფაქტს ასა­ხე­ლებს, რაც მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით აძ­ლევს იმის ფიქ­რის სა­ფუძ­ველს, რომ მომ­ხდა­რი არის მკვლე­ლო­ბა და არა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა.

"ბავ­შვი შეყ­ვა­ნი­ლია გა­უ­ვალ ჯა­გებ­ში. იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ანა ვნა­ხეთ, ხე­ე­ბი ქა­რის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­წა­ზე და­წო­ლი­ლი იზ­რდე­ბო­და. აი ამ ხე­ე­ბის, ამ მი­წა­ზე და­ფე­ნი­ლი ხე­ე­ბის ქვეშ იწვა ბავ­შვი, გუ­ლაღ­მა, მხო­ლოდ სულ ოდ­ნავ იყო გვერ­დზე გა­დახ­რი­ლი. რო­გორ, თუკი საკ­ვე­ბი გა­დას­ცდა და ამის გამო ღე­ბი­ნე­ბა და­ე­წყო, რა­ტომ იწვა გუ­ლაღ­მა? ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც გული ერე­ვა, პი­რი­ქით, ცდი­ლობს წა­ი­ხა­როს. წვე­თი მასა არ იყო გა­რეთ გად­მო­სუ­ლი. მხო­ლოდ პი­რის ღრუ, ცხვი­რი და ფილ­ტვე­ბი ჰქონ­და სავ­სე.

ეს მი­ჩენს ეჭვს და არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ ბავ­შვს, სა­ვა­რა­უ­დო მო­ძა­ლა­დემ პირ­ზე აა­ფა­რა ხელი და ამის გამო მასა არა პი­რი­დან, არა­მედ ცხვი­რი­დან გად­მო­ვი­და. ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რია, რომ ბავ­შვს სტრე­სის ფონ­ზე და­ე­წყო პირ­ღე­ბი­ნე­ბა და არა იმი­ტომ, რომ რა­ი­მე გა­დას­ცდა. რო­გორ ღე­ბი­ნე­ბა ჰქონ­და, იხ­რჩო­ბო­და და ხის ქვეშ შეწ­ვა? ისე­თი ხის ქვეშ, სა­ი­და­ნაც ვერ გა­მო­ვა? ეს ხომ აბ­სურ­დია. ეს არის ბლე­ფი. ამას ოჯა­ხი არ და­ი­ჯე­რებს. ეს არის და­მა­ლუ­ლი გვა­მი. ეს არის დევ­ნა და ეს არის იძუ­ლე­ბით შეთ­რე­ვა. სამი კომ­შის ხე იდგა იქ, აი ამ კომ­შის ხე­ე­ბის ქვეშ იყო შეთ­რე­უ­ლი. მთე­ლი უბა­ნი წა­მალ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლია. უმე­ტე­სო­ბას გო­ნე­ბა აქვს არე­უ­ლი, ვე­ღარ ვი­გებ, ვის რა შე­იძ­ლე­ბა მოვ­კი­თხო და ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს ამის გამ­კე­თე­ბე­ლი. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ამას გა­მო­ძი­ე­ბა გა­მო­იკ­ვლევს, რთუ­ლი საქ­მეა, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია" - ამ­ბობს ნატო ხუ­ტაშ­ვი­ლი "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში...ნა­ხეთ სრუ­ლად ინ­ტერ­ვიუ

დიდ დი­ღომ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 12 წლის გო­გო­ნას დე­დას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლედ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ცნო­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ დღეს ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა ელი­სო რუ­ხა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა ორ ვერ­სი­ა­ზე, რო­გორც მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს, თუმ­ცა, რო­გორც რუ­ხა­ძე გან­მარ­ტავს, ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი გა­მოკ­ვე­თი­ლი არ არის. გო­გო­ნა­სათ­ვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბი კი, და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღე­ში იქ­ნე­ბა.

ცნო­ბის­თვის, დიდ დი­ღომ­ში 12 წლის მო­ზარ­დი გარ­დაც­ვლი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მარტს იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საჭირო სიმართლე!!!!!
1

პირველი მოტივი! ბავშვის გარეგნობიდან გამომდინარე! მეორე ექსპერტის ღირსების და მარიფათის საქმეა!

ნენე
1

ბავშვებმა უნდა იცოდნენ 112_ზე დარეკვა და არავინ უნდა ეჩხუბებოს იმის გამო თუ ტყვილა დარეკა ზოგჯერ, არც მას და არც მის მშობელს. თუ ვიღაცა იყო ბავშვი იგრძნობდა წინასწარ საშიშროებას, დამნაშავე ეგრევე ხომ არ მივარდებოდა, ჯერ დაზვერავდა გარემოს, ბავშვის ირგვლივ იტრიალებდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ეს არის დევნა, იძულებით შეთრევა და დამალული გვამი..." - დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის დედა ამბობს, რომ მისი შვილი მოკლულია

"ეს არის დევნა, იძულებით შეთრევა და დამალული გვამი..." - დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის დედა ამბობს, რომ მისი შვილი მოკლულია

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა პირველ ინტერვიუს აძლევს "რადიო თავისუფლებას", სადაც მომხდარს იხსენებს და დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლულია.

ნატო ხუტაშვილის თქმით, ბავშვს ღებინება სტრესის ფონზე დაეწყო და არა რაიმეს გადაცდენის გამო. ის რამდენიმე საეჭვო ფაქტს ასახელებს, რაც მისი ინფორმაციით აძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ მომხდარი არის მკვლელობა და არა უბედური შემთხვევა.

"ბავშვი შეყვანილია გაუვალ ჯაგებში. იმ ტერიტორიაზე, სადაც ანა ვნახეთ, ხეები ქარის ზემოქმედების შედეგად, ფაქტობრივად, მიწაზე დაწოლილი იზრდებოდა. აი ამ ხეების, ამ მიწაზე დაფენილი ხეების ქვეშ იწვა ბავშვი, გულაღმა, მხოლოდ სულ ოდნავ იყო გვერდზე გადახრილი. როგორ, თუკი საკვები გადასცდა და ამის გამო ღებინება დაეწყო, რატომ იწვა გულაღმა? ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გული ერევა, პირიქით, ცდილობს წაიხაროს. წვეთი მასა არ იყო გარეთ გადმოსული. მხოლოდ პირის ღრუ, ცხვირი და ფილტვები ჰქონდა სავსე.

ეს მიჩენს ეჭვს და არსებობს ვერსია, რომ ბავშვს, სავარაუდო მოძალადემ პირზე ააფარა ხელი და ამის გამო მასა არა პირიდან, არამედ ცხვირიდან გადმოვიდა. ძალიან ლოგიკურია, რომ ბავშვს სტრესის ფონზე დაეწყო პირღებინება და არა იმიტომ, რომ რაიმე გადასცდა. როგორ ღებინება ჰქონდა, იხრჩობოდა და ხის ქვეშ შეწვა? ისეთი ხის ქვეშ, საიდანაც ვერ გამოვა? ეს ხომ აბსურდია. ეს არის ბლეფი. ამას ოჯახი არ დაიჯერებს. ეს არის დამალული გვამი. ეს არის დევნა და ეს არის იძულებით შეთრევა. სამი კომშის ხე იდგა იქ, აი ამ კომშის ხეების ქვეშ იყო შეთრეული. მთელი უბანი წამალზე დამოკიდებულია. უმეტესობას გონება აქვს არეული, ვეღარ ვიგებ, ვის რა შეიძლება მოვკითხო და ვინ შეიძლება იყოს ამის გამკეთებელი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას გამოძიება გამოიკვლევს, რთული საქმეა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია" - ამბობს ნატო ხუტაშვილი "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში...ნახეთ სრულად ინტერვიუ

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ უახლოეს პერიოდში ცნობენ. აღნიშნულის შესახებ დღეს ოჯახის ადვოკატმა ელისო რუხაძემ განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, გამოძიება ორ ვერსიაზე, როგორც მკვლელობის, ასევე, უბედური შემთხვევის ვერსიაზე მუშაობს, თუმცა, როგორც რუხაძე განმარტავს, ამ მომენტისათვის რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოკვეთილი არ არის. გოგონასათვის ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები კი, დაახლოებით 10 დღეში იქნება.

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნახეთ ასევე: