მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ პასუხობს კელი დეგნანი ლევან მურუსიძის განცხადებას, რომ აშშ-ს მხრიდან ქართულ სასამართლო სისტემაში ჩარევის მტკიცებულებები აქვს
როგორ პასუხობს კელი დეგნანი ლევან მურუსიძის განცხადებას, რომ აშშ-ს მხრიდან ქართულ სასამართლო სისტემაში ჩარევის მტკიცებულებები აქვს

[ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის] რე­აქ­ცია, რაც ჩვენ ვნა­ხეთ, არის ზედ­მე­ტად ემო­ცი­უ­რი, იმი­ტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას­თან, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თან, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩი, კელი დეგ­ნა­ნი მო­სა­მარ­თლე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში ჩა­რე­ვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს.

რო­გორც დეგ­ნან­მა აღ­ნიშ­ნა, ოთხი მო­სა­მარ­თლე, რო­მელ­საც აშშ-მა სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა, ხელს უშ­ლის სხვა მო­სა­მარ­თლე­ებს სურ­ვილ­ში, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ჩა­რე­ვის გა­რე­შე აღას­რუ­ლონ.

"სან­ქცი­ე­ბი, რაც გა­მო­ცხად­და არის მათ წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან კო­რუფ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ხელს უშ­ლი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მშე­ნებ­ლო­ბას. მათ ეკ­რძა­ლე­ბათ ამე­რი­კა­ში შეს­ვლა. ეს მო­ი­თხო­ვე­ბა ამე­რი­კის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით. ჩვენ გვაქვს საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩარ­თუ­ლი არი­ან კო­რუფ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ეს იყო გა­დამ­წყვე­ტი და სწო­რედ ამი­ტომ, გუ­შინ, ეს სან­ქცი­ე­ბი გა­მო­ცხად­და. ეს ნა­ბი­ჯე­ბი მი­ღე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სურ­ვი­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად, რომ ჰქონ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა. ეს არის პრო­ცე­სის ნა­წი­ლი, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და და ამე­რი­კა მხარს უჭერ­და მას ამ ძა­ლის­ხმე­ვა­ში.

ამე­რი­კა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან 4 ტალ­ღის რე­ფორ­მა­ზე ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობ­და. შთამ­ბეჭ­და­ვი პროგ­რე­სიც მი­იღ­წა. თუმ­ცა ბოლო წლებ­ში ჩვენ ვნა­ხეთ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა იყო, რომ ში­ნა­არ­სი­ა­ნი რე­ფორ­მე­ბი გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, რაც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას ნამ­დვი­ლად გახ­დი­და და­მო­უ­კი­დე­ბელ და გამჭვირ­ვა­ლე ინ­სტი­ტუტს.

რე­აქ­ცია, რაც ჩვენ ვნა­ხეთ, არის ზედ­მე­ტად ემო­ცი­უ­რი, იმი­ტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას­თან, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თან. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ ეფექ­ტუ­რო­ბა, მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ტექ­ნი­კუ­რი უნა­რე­ბი, ვმუ­შა­ობთ მო­სა­მარ­თლე­ებ­თან. ძა­ლი­ან ბევრ მო­სა­მარ­თლეს შევ­ხვედ­რი­ვარ, ისი­ნი არი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე­ე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი და ერ­თგუ­ლე­ბი, რომ შე­ას­რუ­ლონ თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბა, აღას­რუ­ლონ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ჩა­რე­ვის გა­რე­შე, მათ ეს სურთ და მათ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა ჰქონ­დეთ. ეს ოთხი ადა­მი­ა­ნი, სპე­ცი­ფი­კურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბით, რაც ჩვენ გვქონ­და, ხელს უშ­ლიდ­ნენ ამ მო­სა­მარ­თლე­ებს ამ თა­ვის სურ­ვილ­ში.

ეს არ არის პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ზე, არც ზო­გა­დად სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ზე, ან ყვე­ლა მო­სა­მარ­თლე­ზე, ეს არის ოთხ კონ­კრე­ტულ პირ­ზე, რომ­ლე­ბიც ხე­ლის შემ­შლე­ლე­ბი იყ­ვნენ. აშშ-ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით ისი­ნი ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში და მათ არ აქვთ უფ­ლე­ბა შე­მო­ვიდ­ნენ აშშ-ში. რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს შემ­დე­გი, ჩვენ ჩვენს სან­ქცი­ებს წი­ნას­წარ არ ვა­ა­ნონ­სებთ. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ობს პარტნი­ო­რებ­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არ უნდა არ­სე­ბობ­დეს კი­თხვე­ბი სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კელი დეგ­ნან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბას, რომ შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში დად­გეს დრო სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის, დეგ­ნა­ნის თქმით, მას არა­ფე­რი აქვს და­სა­მა­ლი.

"არ ვიცი რაზე სა­უბ­რობს, მე არა­ფე­რი მაქვს და­სა­მა­ლი. სა­უბ­რე­ბის მოს­მე­ნა­ზე ყვე­ლა ქარ­თვე­ლი იქ­ნე­ბა შეშ­ფო­თე­ბუ­ლი, იმი­ტომ, რომ მის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რებს უს­მე­ნენ. მე არ ვიცი რაზე სა­უბ­რობს, თუმ­ცა მე არა­ფე­რი მაქვს და­სა­მა­ლი“, - გა­ნა­ცხა­და დეგ­ნან­მა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
3

დეგნანის ინფორმაციებზეა აგებული ეს სანქცია, დარწმუნებული ვარ დეგნანი დაისჯება მის ქვეყანაში მალე , ის ამეტებს მანდატს, სალდაფონია და არა დიპლომატი, ასეთებს მიუჩინეს ადგილი ერდოღანმა და ორბანმა! ეს ქალი მარტო ნაცებს მოსწონთ კანტიკუნტად, ჩვენ ნაცები მასიურად არ მოგვწონს, ამიტომ ეს გავუშვათ ნონგრანტად და ნაცები არ გავუშვათ-იჯდნენ ერხანს! დემოკრატია არ არის ჭრელი ნიფხავი ძალად გახადეს , თუ თავად ჩაიხადა, მძაფრ სიუჟეტიან რეპორტაჟებს რომ უძღვნიან მედია ტვ ნაცნეო და პოსტბოლშევიკები, დემოკრატიაა დაზუსტებული საარჩევნო სიით უკოეფიციენტო ხმის დათვლით ერთი ერთში ჩატარებული არჩევნები, ხელისუფლების ანგარიში და ვოტუმი რეფერენდუმზე და გამოკითხვა პლებისციტზე, არცერთი თვალით რომ არ გვინახავს და ნიფხვები რამდენიც გინდა, თუ ამერიკელებს გაქვთ ტოტი ნიფხვები მოგვაშორეთ და მაიტათ დემოკრატიის სამივე ინსტრუმენეტი, თუ არ გაქვთ და აქ საომარი ლელო გჭირდებათ და დეგნანის ჭკუაზე დადიხართ და მიშას ნარჩენების, თქვენნაირი მავნე და უუნარო რუსიც გვყოფნიდა და აახვიეთ ერთად!

ლევანი.
13

ეს კიდე აქაა წადი ბიძია წადი თავმოყვარეობა არ გაქ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

როგორ პასუხობს კელი დეგნანი ლევან მურუსიძის განცხადებას, რომ აშშ-ს მხრიდან ქართულ სასამართლო სისტემაში ჩარევის მტკიცებულებები აქვს

როგორ პასუხობს კელი დეგნანი ლევან მურუსიძის განცხადებას, რომ აშშ-ს მხრიდან ქართულ სასამართლო სისტემაში ჩარევის მტკიცებულებები აქვს

[ლევან მურუსიძის] რეაქცია, რაც ჩვენ ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა სასამართლო სისტემასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია "მთავართან" ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სასამართლო სისტემაში ჩარევის მტკიცებულებები აქვს.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, ოთხი მოსამართლე, რომელსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა, ხელს უშლის სხვა მოსამართლეებს სურვილში, მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე აღასრულონ.

"სანქციები, რაც გამოცხადდა არის მათ წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულები არიან კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას. მათ ეკრძალებათ ამერიკაში შესვლა. ეს მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობით. ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართული არიან კორუფციულ საქმიანობაში, ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ, გუშინ, ეს სანქციები გამოცხადდა. ეს ნაბიჯები მიღებულია საქართველოს სურვილის მხარდასაჭერად, რომ ჰქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ეს არის პროცესის ნაწილი, რომელზეც საქართველო წლების განმავლობაში მუშაობდა და ამერიკა მხარს უჭერდა მას ამ ძალისხმევაში.

ამერიკა ხელისუფლებასთან 4 ტალღის რეფორმაზე ძალიან კარგად მუშაობდა. შთამბეჭდავი პროგრესიც მიიღწა. თუმცა ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიტიკური ნების ნაკლებობა იყო, რომ შინაარსიანი რეფორმები გაგრძელებულიყო, განხორციელებულიყო, რაც სასამართლო სისტემას ნამდვილად გახდიდა დამოუკიდებელ და გამჭვირვალე ინსტიტუტს.

რეაქცია, რაც ჩვენ ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა სასამართლო სისტემასთან, იუსტიციის სამინისტროსთან. წლების განმავლობაში ვეხმარებით საქართველოს გააუმჯობესონ ეფექტურობა, მოსამართლეების ტექნიკური უნარები, ვმუშაობთ მოსამართლეებთან. ძალიან ბევრ მოსამართლეს შევხვედრივარ, ისინი არიან შრომისმოყვარეები, პროფესიონალები, კეთილსინდისიერები და ერთგულები, რომ შეასრულონ თავიანთი საქმიანობა, აღასრულონ მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე, მათ ეს სურთ და მათ ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ეს ოთხი ადამიანი, სპეციფიკურ ინფორმაციაზე დაფუძნებით, რაც ჩვენ გვქონდა, ხელს უშლიდნენ ამ მოსამართლეებს ამ თავის სურვილში.

ეს არ არის პოლიტიკურ პარტიაზე, არც ზოგადად სასამართლო სისტემაზე, ან ყველა მოსამართლეზე, ეს არის ოთხ კონკრეტულ პირზე, რომლებიც ხელის შემშლელები იყვნენ. აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით ისინი ჩართულები იყვნენ კორუფციულ გარიგებებში და მათ არ აქვთ უფლება შემოვიდნენ აშშ-ში. რაც შეეხება კითხვას, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი, ჩვენ ჩვენს სანქციებს წინასწარ არ ვაანონსებთ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს პარტნიორებსა და ხელისუფლებასთან კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. მოსახლეობაში არ უნდა არსებობდეს კითხვები სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიკერძოებულობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

რაც შეეხება მმართველი პარტიის განცხადებას, რომ შესაძლოა, მომავალში დადგეს დრო სატელეფონო საუბრების გასაჯაროების, დეგნანის თქმით, მას არაფერი აქვს დასამალი.

"არ ვიცი რაზე საუბრობს, მე არაფერი მაქვს დასამალი. საუბრების მოსმენაზე ყველა ქართველი იქნება შეშფოთებული, იმიტომ, რომ მის სატელეფონო საუბრებს უსმენენ. მე არ ვიცი რაზე საუბრობს, თუმცა მე არაფერი მაქვს დასამალი“, - განაცხადა დეგნანმა.

ნახეთ ასევე: