კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მტკიცებულებები მაქვს და როდესაც ამას საჭიროდ ჩავთვლი, როცა კონკრეტული ჩარევები ხდებოდა აშშ-ს მხრიდან, საზოგადოება ამასაც ნახავს " - მურუსიძე
"მტკიცებულებები მაქვს და როდესაც ამას საჭიროდ ჩავთვლი, როცა კონკრეტული ჩარევები ხდებოდა აშშ-ს მხრიდან, საზოგადოება ამასაც ნახავს " - მურუსიძე

მო­სა­მარ­თლე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩი, კელი დეგ­ნა­ნი ცდი­ლობ­და გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე, რათა შემ­დგომ ამ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­გან სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში და­პი­რის­პი­რე­ბა მომ­ხდა­რი­ყო.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა სა­ელ­ჩოს მხრი­დან მო­რა­ლუ­რი ტე­რო­რია.

"ეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი არის სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა. და­სა­წყის­ში მცდე­ლო­ბე­ბი იყო ჯერ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მეშ­ვე­ო­ბით, შემ­დგომ ამა­ში ჩა­ერ­თნენ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად წერ­დნენ ე.წ. სა­სა­მარ­თლო კლან­ზე და ამ­ზა­დებ­დნენ პო­ზი­ცი­ებს, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნულ შე­დეგს ვერ მი­აღ­წი­ეს, ვერ მოხ­და სა­სა­მარ­თლოს ხელ­ში ჩაგ­დე­ბა და მი­ტა­ცე­ბა.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, სა­ელ­ჩოს ყო­ველ­თვის ჰქონ­და მცდე­ლო­ბა, რომ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. რა­ტომ უნდა გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ამის მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ.

ქალ­ბა­ტო­ნი დეგ­ნა­ნი კონ­კრე­ტულ საქ­მე­ებ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­დი­ო­და და ამ­ბობ­და, რომ სა­სა­მარ­თლოს კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­ცე­მულ საქ­მე­ზე არის უკა­ნო­ნო და არ არის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი. ჩემ­თვის ყო­ველ­თვის გა­საკ­ვი­რი იყო, ელჩი რა­ტომ უნდა ერე­ო­დეს კონ­კრე­ტუ­ლად საქ­მე­ებ­ში, მაგ­რამ ზუს­ტად აქ ჩან­და მისი მი­ზა­ნი. რე­ა­ლუ­რად, ამ და­სან­ქცი­რე­ბით, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას გა­ეგ­ზავ­ნა მე­სი­ჯი და ეს მე­სი­ჯი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში - თუ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ელ­ჩის და სა­ელ­ჩოს პო­ზი­ცი­ებს კონ­კრე­ტულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და არ მი­ი­ღებს მო­სა­მარ­თლე იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რაც ელ­ჩის­თვის არის მი­სა­ღე­ბი და რაც მის პო­ლი­ტი­კას შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ყვე­ლას მო­გექ­ცე­ვით ისე, რო­გორც მო­ვე­ქე­ცით იმ მო­სა­მარ­თლე­ებს, რომ­ლე­ბიც და­ვა­სან­ქცი­რეთ. ამის მა­გა­ლი­თი არის ლაშა ჩხიკ­ვა­ძის მა­გა­ლი­თი, რო­მელ­მაც კონ­კრე­ტულ საქ­მე­ზე გა­მო­ი­ტა­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მას შეხ­ვდნენ აშშ-ის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მოს­თხო­ვეს კონ­კრე­ტულ საქ­მე­ზე ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბა და სან­ქცი­ის სა­ხით მის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნეს ის, რომ აშშ-ში არ წა­იყ­ვა­ნეს“, - გა­ნა­ცხა­და მუ­რუ­სი­ძემ.

მისი თქმით, "ლაშა ჩხიკ­ვა­ძის თემა არის უბ­რა­ლოდ აის­ბერ­გის წვე­რი“, რად­გან აშშ-ის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მა­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბოდ­ნენ.

"ჩემ­თან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­დი­ოდ­ნენ აშშ-ის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და პირ­და­პირ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ესა და ის მო­სა­მარ­თლე. იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ესა და ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ამა და ამ დღეს, ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც მაქვს. შე­სა­ბა­მი­სად, როცა ამას სა­ჭი­როდ ჩავ­თვლი, რო­დე­საც კონ­კრე­ტუ­ლი ჩა­რე­ვე­ბი ხდე­ბო­და აშშ-ს მხრი­დან, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამა­საც ნა­ხავს. და­ა­სან­ქცი­რეს ოჯა­ხის წევ­რე­ბი. რე­ა­ლუ­რად, ახლა ხდე­ბა მო­რა­ლუ­რი ტე­რო­რი სა­ელ­ჩოს მხრი­დან. ქალ­ბა­ტო­ნი ელჩი და­დი­ო­და სა­სა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლო, ხვდე­ბო­და მო­სა­მარ­თლე­ებს, რაც მი­მაჩ­ნია, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ცდი­ლობ­და მისი გავ­ლე­ნე­ბი მო­ეხ­დი­ნა სა­თი­თა­ოდ მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე და შემ­დგომ ამ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­გან მომ­ხდა­რი­ყო სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში და­პი­რის­პი­რე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და მუ­რუ­სი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მასხარა
0

მურუსიძე ნუ გვაბოლებ. მიდი თქვი რაც იცი. აბა ჰეე გელოდებით. თურმე აშშ-საც ემსახურებოდი და ქოც ნაცებსაც და შენ კნეინასაც და საერთოდ შენ ხარ რაც ხარ....ისე ლექსეი ისე წაიკითხე გულწრფელად გეუბნები ცრემლი მომერია ვაი თუ მსახიობობა გინდოდა!!????

Qeto
0

მტკიც ებულებები ქოცებზე დროზე გამოფინე, თორემ რაიმე ხიფათი არ შეგეყაროს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მტკიცებულებები მაქვს და როდესაც ამას საჭიროდ ჩავთვლი, როცა კონკრეტული ჩარევები ხდებოდა აშშ-ს მხრიდან, საზოგადოება ამასაც ნახავს " - მურუსიძე

"მტკიცებულებები მაქვს და როდესაც ამას საჭიროდ ჩავთვლი, როცა კონკრეტული ჩარევები ხდებოდა აშშ-ს მხრიდან, საზოგადოება ამასაც ნახავს " - მურუსიძე

მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოსამართლეებზე, რათა შემდგომ ამ მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემაში დაპირისპირება მომხდარიყო.

როგორც მან აღნიშნა, სანქციების დაწესება საელჩოს მხრიდან მორალური ტერორია.

"ეს წლების განმავლობაში გრძელდება. რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება. დასაწყისში მცდელობები იყო ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდგომ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნულ შედეგს ვერ მიაღწიეს, ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, რომ სასამართლო სისტემა გაეკონტროლებინა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღეს. რატომ უნდა გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა ამის მაგალითს მოგიყვანთ.

ქალბატონი დეგნანი კონკრეტულ საქმეებზე რამდენჯერმე გამოდიოდა და ამბობდა, რომ სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არის უკანონო და არ არის დასაბუთებული. ჩემთვის ყოველთვის გასაკვირი იყო, ელჩი რატომ უნდა ერეოდეს კონკრეტულად საქმეებში, მაგრამ ზუსტად აქ ჩანდა მისი მიზანი. რეალურად, ამ დასანქცირებით, სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი და ეს მესიჯი მდგომარეობს შემდეგში - თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არ მიიღებს მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები და რაც მის პოლიტიკას შეესაბამება, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ. ამის მაგალითი არის ლაშა ჩხიკვაძის მაგალითი, რომელმაც კონკრეტულ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, მას შეხვდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, მოსთხოვეს კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის ჩაბარება და სანქციის სახით მის მიმართ გამოიყენეს ის, რომ აშშ-ში არ წაიყვანეს“, - განაცხადა მურუსიძემ.

მისი თქმით, "ლაშა ჩხიკვაძის თემა არის უბრალოდ აისბერგის წვერი“, რადგან აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები მასაც წლების განმავლობაში ხვდებოდნენ.

"ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათთვის სასურველი იქნებოდა ყოფილიყო ესა და ის მოსამართლე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ის გადაწყვეტილება, კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს, ამის მტკიცებულებებიც მაქვს. შესაბამისად, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი, როდესაც კონკრეტული ჩარევები ხდებოდა აშშ-ს მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება ამასაც ნახავს. დაასანქცირეს ოჯახის წევრები. რეალურად, ახლა ხდება მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან. ქალბატონი ელჩი დადიოდა სასამართლო სასამართლო, ხვდებოდა მოსამართლეებს, რაც მიმაჩნია, რომ წარმოუდგენელია. შესაბამისად, ცდილობდა მისი გავლენები მოეხდინა სათითაოდ მოსამართლეებზე და შემდგომ ამ მოსამართლეებისგან მომხდარიყო სასამართლო სისტემაში დაპირისპირება“,-განაცხადა მურუსიძემ.