ავტორი:

სილვიო ბერლუსკონის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს

სილვიო ბერლუსკონის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს

იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბერლუსკონიმ სამედიცინო დაწესებულებას სუნთქვის გართულების გამო მიაკითხა. გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ მას ლეიკემია აქვს.

86 წლის ბერლუსკონი მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კარდიოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობს.

იტალიური მედია იტყობინება, რომ მედიამაგნატს, გულსისხძარღვთა სერიოზული პრობლემები აქვს.

"ის კლდესავითაა და სიკვდილს ჯერ არ აპირებს“, - განაცხადა ბერლუსკონის ძმამ, პაოლომ, რომელმაც სილვიო საავადმყოფოში მოინახულა.

სილვიო ბერლუსკონი 1994 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში იტალიის სამ მთავრობას ხელმძღვანელობდა. მას ავადმყოფობის რამდენიმე ეპიზოდი ჰქონდა. 2016 წელს აორტის სარქველის ოპერაცია ჩაუტარდა.

2020 წელს კლინიკაში კოვიდ-19-ის დიაგნოზით მოხვდა. კოვიდის შემდგომი გართულებების მკურნალობა მას დიდხანს დასჭირდა. "ეს იყო ყველაზე უარესი დრო ჩემს ცხოვრებაში“, - თქვა მოგვიანებით ბერლუსკონიმ.

წყარო