პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

9

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 12:58-ზე, მთვარე კუროშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. დღეს ადამიანი მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სრულიად გაუგებარი და მიუღებელია" - მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით, ილია დარჩიაშვილი ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს
"სრულიად გაუგებარი და მიუღებელია" - მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით, ილია დარჩიაშვილი ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს ენ­ტო­ნი ბლინ­კენს წე­რი­ლით მი­მარ­თავს.

რო­გორც ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლია აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე­თა სან­ქცი­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის წარ­მოდ­გე­ნის გა­რე­შე გა­სა­ჯა­როვ­და.

"ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით, გი­დას­ტუ­რებთ ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მას და სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბას. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის სამი მოქ­მე­დი და ერთი ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლის სან­ქცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

პირ­ველ რიგ­ში, მსურს შე­გახ­სე­ნოთ ის უმ­ძი­მე­სი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ დახ­ვდა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში 2012 წელს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის დროს. რე­ა­ლო­ბა იყო უმ­ძი­მე­სი: სა­სა­მარ­თლო პრო­კუ­რა­ტუ­რის და­ნა­ყო­ფად და ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის რეპ­რე­სი­უ­ლი მან­ქა­ნის ერთ-ერთ მო­რიგ რგო­ლად იყო ქცე­უ­ლი, 99 პრო­ცენტს აღე­მა­ტე­ბო­და გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო 300 ათა­სი მო­ქა­ლა­ქე, ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია მო­ი­ცავ­და რო­გორც სა­სა­მარ­თლოს, ისე სხვა სფე­რო­ებ­საც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­დი­ო­და სის­ტე­მურ და­ნა­შა­ულს.

უსა­მარ­თლო და რეპ­რე­სი­უ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში, 25 ათასს მი­აღ­წია პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ ცი­ხე­ებ­ში, სა­დაც და­ნერ­გი­ლი იყო პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის სის­ტე­მუ­რი პრაქ­ტი­კა. შე­დე­გად, უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი იყო პა­ტიმ­რე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მოს­ვლის შემ­დეგ, ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2,5-ჯერ, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი - 10-ჯერ შემ­ცირ­და. გარ­და ამი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მოს­ვლის შემ­დეგ, სამ­ჯერ შემ­ცირ­და სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სამ­ჯერ შემ­ცირ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, გა­ნა­ხევ­რდა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ზე შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ოცჯერ შემ­ცირ­და გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ხუთ­ჯერ შემ­ცირ­და ჯა­რი­მე­ბის შე­ფარ­დე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ა.შ.

წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და მისი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თალს ვერ პო­უ­ლობ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ე­მარ­თა. 2004-2012 წლებ­ში სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 5416 სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­და. შე­და­რე­ბის­თვის, 2013-2022 წლებ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მხო­ლოდ 1132-ს შე­ად­გენ­და. 2009-2012 წლებ­ში ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავ­და სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტა­ნილ 4000-მდე სა­ჩი­ვარს. 2023 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტა­ნი­ლი მხო­ლოდ 147 სა­ჩი­ვა­რი, რაც ევ­რო­პის საბ­ჭოს წევ­რო­ბის მან­ძილ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში სა­სა­მარ­თლოს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სის­ტე­მის ძი­რი­თა­დი შე­მოქ­მე­დე­ბი და არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი არ იყ­ვნენ სან­ქცი­რე­ბუ­ლი არ­ცერ­თი ქვეყ­ნის მიერ და მე­ტიც, სამ­წუ­ხა­როდ, ისი­ნი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის კონ­კრე­ტუ­ლი გა­რან­ტი­ე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ ან დღემ­დე სარ­გებ­ლო­ბენ.

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში სა­ჩივ­რე­ბის მკვეთ­რი კლე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტის­ტი­კა ნა­თე­ლი დას­ტუ­რია იმი­სა, რომ 2012 წლის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აღ­მო­ი­ფხვრა, რაც შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის ოთხი ტალ­ღის შე­დე­გია. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი დაც­ვა დღეს ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც შე­უძ­ლი­ათ. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა გახ­და ქმე­დი­თი და დღეს ის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ეფექ­ტურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ერ­თგზის მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის კრი­ტი­კო­სებს მო­წო­დე­ბით, წარ­მო­ედ­გი­ნათ კონ­კრე­ტუ­ლი სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც, მათი აზ­რით, უსა­მარ­თლოდ გა­და­წყდა. თუმ­ცა, კრი­ტი­კო­სებ­მა დღემ­დე ვერ­ცერ­თი ასე­თი საქ­მე ვერ წარ­მო­ად­გი­ნეს. სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის კრი­ტი­კო­სე­ბის არა­ო­ბი­ექ­ტუ­რო­ბის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2-ის“ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ პი­რი­ქით, სა­სა­მარ­თლო­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ზე­წო­ლა "რუს­თა­ვი 2-ის“ მა­შინ­დე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას მხრი­დან. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "რუს­თა­ვი 2-ის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მხრი­დან საქ­მის მო­სა­მარ­თლის მი­სა­მარ­თით "გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უსა­ფუძ­ვლო მე­დია შე­ტე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­ხი­ლუ­ლი იყოს რო­გორც მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი მცდე­ლო­ბა და აღ­ნიშ­ნულ­მა შე­ტე­ვებ­მა, ზო­გა­დად, წვლი­ლი შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ტა­ნოს სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტის შე­ლახ­ვა­ში“. გვინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ "რუს­თა­ვი 2-ის“ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლოს რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის მცდე­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ოპო­ზი­ცი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ისე­ვე, რო­გორც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის ცალ­კე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებ­ში აღიქ­მე­ბა რო­გორც ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე. "IPSOS FRANCE-ის“ კვლე­ვის ("სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მე­ბის შე­ფა­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში“) მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 55% ფიქ­რობს, რომ სა­სა­მარ­თლო არის სა­მარ­თლი­ა­ნი, 52% ფიქ­რობს, რომ სა­სა­მარ­თლო არის სან­დო და 51% ფიქ­რობს, რომ სა­სა­მარ­თლო არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ათწ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბი­სა და გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გებ­ში მო­წი­ნა­ვე ად­გი­ლებს იკა­ვებს. "მსოფ­ლი­ოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრო­ექ­ტის“ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის 2022 წლის ინ­დექსში სა­ქარ­თვე­ლო პირ­ველ ად­გილ­ზეა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის რე­გი­ონ­ში. 2022 წლის კო­რუფ­ცი­ის აღ­ქმის ინ­დექ­სით, სა­ქარ­თვე­ლო ლი­დე­რობს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ის რე­გი­ონ­ში, პირ­ვე­ლად ინ­დექ­სის ის­ტო­რი­ა­ში, ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო ოცე­ულ­შია და ევ­რო­კავ­ში­რის წევრ 11 ქვე­ყა­ნას უს­წრებს.

ამავდრო­უ­ლად, გრძელ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა­ზე მუ­შა­ო­ბა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ას­თან ერ­თად იმის­თვის, რომ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და გამჭვირ­ვა­ლო­ბა კი­დევ უფრო გან­მტკიც­დეს და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა კი­დევ უფრო სრულ­ყო­ფი­ლი გახ­დეს.

ამი­ტომ, ამ რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლია აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე­თა სან­ქცი­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის წარ­მოდ­გე­ნის გა­რე­შე გა­სა­ჯა­როვ­და. იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი წარ­მო­ად­გენს შე­სა­ბა­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ან გა­და­ხე­დავს თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხრი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი აღიქ­მე­ბა რო­გორც სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლა და მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უხე­ში ჩა­რე­ვა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ის ორ­მხრივ მრა­ვალ­წლი­ან მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს და­ა­ზი­ა­ნებს”,- წერს მი­ნის­ტრი.

მკითხველის კომენტარები / 73 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
2

ჩინჩალაძე და მურუსიძე თქვენმა დემოკრატიის შუქურამ ხომ არ დანიშნა შემთხვევით? ახლა აღარ მოგწონთ?

იმედა
15

ქოცებო რა დღეში გაქვთ ნერვები.ეს მხოლოდ დასაწყისია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მოქალაქეები მაცხოვრის შობის დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ
ავტორი:

"სრულიად გაუგებარი და მიუღებელია" - მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით, ილია დარჩიაშვილი ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს

"სრულიად გაუგებარი და მიუღებელია" - მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით, ილია დარჩიაშვილი ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს.

როგორც ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა.

"ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის სახელით, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულებას. როგორც შევიტყვეთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ქართული სასამართლო სისტემის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, მსურს შეგახსენოთ ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც "ქართულ ოცნებას“ დახვდა სასამართლო სისტემაში 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის დროს. რეალობა იყო უმძიმესი: სასამართლო პროკურატურის დანაყოფად და ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ მორიგ რგოლად იყო ქცეული, 99 პროცენტს აღემატებოდა გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი, გასამართლებული იყო 300 ათასი მოქალაქე, ელიტური კორუფცია მოიცავდა როგორც სასამართლოს, ისე სხვა სფეროებსაც, ხელისუფლება ჩადიოდა სისტემურ დანაშაულს.

უსამართლო და რეპრესიული სასამართლო სისტემის პირობებში, 25 ათასს მიაღწია პატიმრების რაოდენობამ ციხეებში, სადაც დანერგილი იყო პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა. შედეგად, უპრეცედენტოდ მაღალი იყო პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ხელისუფლებაში "ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ციხეებში პატიმრების რაოდენობა 2,5-ჯერ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი - 10-ჯერ შემცირდა. გარდა ამისა, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სამჯერ შემცირდა სასამართლოების მიერ წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, განახევრდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, ოცჯერ შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი, ხუთჯერ შემცირდა ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი და ა.შ.

წინა ხელისუფლების და მისი სასამართლო სისტემის პირობებში, ქართველი ხალხი საქართველოში სამართალს ვერ პოულობდა და იძულებული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიემართა. 2004-2012 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების 5416 საჩივარი შევიდა. შედარებისთვის, 2013-2022 წლებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1132-ს შეადგენდა. 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 4000-მდე საჩივარს. 2023 წლის მონაცემებით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 147 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლოს დანაშაულებრივი სისტემის ძირითადი შემოქმედები და არქიტექტორები - მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არ იყვნენ სანქცირებული არცერთი ქვეყნის მიერ და მეტიც, სამწუხაროდ, ისინი ხელშეუხებლობის კონკრეტული გარანტიებით სარგებლობდნენ ან დღემდე სარგებლობენ.

სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება, ისევე, როგორც ზემოაღნიშნული სტატისტიკა ნათელი დასტურია იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში სისტემური პრობლემები აღმოიფხვრა, რაც შესაბამისი პოლიტიკური ნების და "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებული ფუნდამენტური სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის შედეგია. საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა დღეს ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ. მართლმსაჯულების სისტემა გახდა ქმედითი და დღეს ის უფლებების დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას იძლევა.

ხელისუფლებამ არაერთგზის მიმართა საქართველოს მოქმედი სასამართლო სისტემის კრიტიკოსებს მოწოდებით, წარმოედგინათ კონკრეტული სასამართლო საქმეები, რომლებიც, მათი აზრით, უსამართლოდ გადაწყდა. თუმცა, კრიტიკოსებმა დღემდე ვერცერთი ასეთი საქმე ვერ წარმოადგინეს. სასამართლო სისტემის კრიტიკოსების არაობიექტურობის ნათელი მაგალითია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ პირიქით, სასამართლოზე ხორციელდებოდა ზეწოლა "რუსთავი 2-ის“ მაშინდელი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხრიდან. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ "რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის მხრიდან საქმის მოსამართლის მისამართით "განხორციელებული უსაფუძვლო მედია შეტევები შეიძლება განხილული იყოს როგორც მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შეუფერებელი მცდელობა და აღნიშნულმა შეტევებმა, ზოგადად, წვლილი შეიძლება შეიტანოს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შელახვაში“. გვინდა შეგახსენოთ, რომ "რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს რეპუტაციის შელახვის მცდელობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციის საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებები, ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი სახალხო დამცველი, ისევე, როგორც დიპლომატიური კორპუსის ცალკეული წარმომადგენლები.

ქართული სასამართლო მოსახლეობაში და საერთაშორისო კვლევებში აღიქმება როგორც ერთ-ერთი მოწინავე. "IPSOS FRANCE-ის“ კვლევის ("სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში“) მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სამართლიანი, 52% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სანდო და 51% ფიქრობს, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. ხელისუფლების ათწლიანი მუშაობისა და გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილებს იკავებს. "მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში, პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას უსწრებს.

ამავდროულად, გრძელდება სასამართლო რეფორმაზე მუშაობა ვენეციის კომისიასთან ერთად იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს.

ამიტომ, ამ რეალობის გათვალისწინებით, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს”,- წერს მინისტრი.