ავტორი:

"არასდროს დამავიწყდება მისი უდიდესი ამაგი, სიყვარული, თავდადება ჩემდამი" - გიორგი შერმადინი ჯამლეტ ხუხაშვილს ეთხოვება

"არასდროს დამავიწყდება მისი უდიდესი ამაგი, სიყვარული, თავდადება ჩემდამი" - გიორგი შერმადინი ჯამლეტ ხუხაშვილს ეთხოვება

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური კლუბის "ტენერიფეს" ვარსკვლავი, კალათბურთელი გიორგი შერმადინი ცნობილ ჟურნალისტს, კომენტატორს, კალათბურთის მწვრთნელსა და უბრალოდ, საუკეთესო ადამიანს, ჯამლეტ ხუხაშვილს ეთხოვება. კალათბურთელი სოციალურ ქსელში წერს:

"განსაკუთრებულად მტკივნეულია ჩემთვის ბატონი ჯამლეტის გარდაცვალება. არასდროს დამავიწყდება მისი უდიდესი ამაგი, სიყვარული, თავდადება ჩემდამი. გამორჩეულად დიდი ადამიანი. მადლობას ვუხდი მას ყველაფრისათვის. ყოველთვის ჩემს გულში იქნებით, შალვოვიჩ!"

გიორგი შერამდინმა კარიერა დაიწყო 2005 წელს. 2005-2008 წლებში თამაშობდა თბილისის "მაკაბიში“, რომლის შექმნა, ასევე თბილისში "მაკაბის" საკალათბურთო სკოლის ჩამოყალიბება ჯამლეტ ხუხაშვილის დამსახურებაა. სწორედ აქ აიდგა ფეხი გიორგი შერმადინმა, რომლის აღზრდაში, ბატონ ჯამლეტს დიდი წვლილი მიუძღვის. შერმადინი დღესაც წარმატებით აგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრებსა და ევროპაში.

იხილეთ ასევე: