ავტორი:

"შუაგული“, "აიტექნიკი“... - რა ბიზნესებს ფლობენ აშშ-ს მიერ სანქცირებული ყოფილი მოსამართლე და მისი ოჯახი

"შუაგული“, "აიტექნიკი“... - რა ბიზნესებს ფლობენ აშშ-ს მიერ სანქცირებული ყოფილი  მოსამართლე და მისი ოჯახი

"შუაგული“, "აიტექნიკი“ - ეს იმ კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც აშშ-ს მიერ სანქცირებული ყოფილი მოსამართლე, ვალერიან ცერცვაძე და მისი ოჯახი ფლობს.

ვალერიან ცერცვაძე 6 წელია ქართულ სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში ისიც მოხსენიებულია, როგორც კორუფციული სისტემის ნაწილი, რომელიც ბღალავს სამართლის უზენაესობას.

ყოფილი მოსამართლე, რომლის შვილიც 2013 წელს აშშ-ში დაიბადა და ამერიკის მოქალაქეა, ამბობს, რომ ბრალდებები დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას.

ცერცვაძეს დეკლარაცია ბოლოს 2018 წელს აქვს შევსებული. "ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, როგორია ცერცვაძის და მისი ოჯახის ბიზნესსაქმიანობა და წილები სხვადასხვა კომპანიებში მოსამართლეობის შემდეგ.

სანქცირებულ მოსამართლეს ეკუთვნის 2021 წელს დარეგისტრირებული შპს გრინ სფეის შუაგულის 50% წილი. 25-25%-ს კი კონსტანტინე და ლევან აბზიაძეები ფლობენ. წილის სამივე ფლობელს რეესტრში განცხადება შეტანილი აქვთ დაშლის შესახებ, თუმცა კომპანიის სტატუსი კვლავ აქტიურია, სტუმრების მიღებას აგრძელებს "შუაგულიც“.

მისი მეუღლე, გვანცა მიქუჭაძე კი ფლობს 100%-იან წილს შპს "აიტექნიკში“.. განაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ: