აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
"ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსმართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.
პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328) (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა”, - წერია ბლინკენის განცხადებაში.
ნახეთ ასევე:
მე ამ სამი მოსამართლის ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ საინტერესოა რამდენად სამართალსაფუძვლიანია ამერიკის არგუმენტაცია ამ სამი მოსამართლის და მეოთხე ყოფილი მოსამართლის სანქცირებაზე. ბატონ ბლინკენის განცხადებით; " სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში''. კორუფციულ საქმიანობაში პირს როდესაც ბრალს სდებ არ არის საკმარისი არგუმენტი საეჭვოდ ჟღერადი'' სანდო და შეთანხმებულ ინფორმაცია'' ეს უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაა რადგან არ არსებობს არათუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, არამედ არც არსებობს "სანდო" ინფორმაცია კორუფციის ფაქტთა შესახებ. ეს კი წარმოადგენს უპირველეს ყოვლისა ამერიკის კანონმდებლობის უგულველყოფას და სანქცირებული პირები სარჩელით თუ მიმართავენ ამერიკის სასამართლოს დიდი შანსია მათ ეს საქმე მოიგონ. არის ფაქტობრივი შეცდომა ბატონი ცერცვაძე 6 წელია აღარ ყოფილა მოსამართლე და მისი მოსამართლედ მოხსენიება ნიშნავს რომ გადაწყვეტილება მიღებულია სპონტანურად არასანდო და დაუსაბუთებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ გაუთვლელად შეუსწავლელად დაუწესდათ სანქციები ოჯახის წევრებსაც და აღმოჩნდა, რომ მათ შორის ამერიკის მოქალაქენიც არიან, საკუთარ მოქალაქის სანქცირება ამერიკაში შესვლის აკრძალვით ანგრევს ამერიკის კანონმდებლობას. და ბოლოს თუ ამერიკის ოფიცალურ სტრუქტურებს გააჩნიათ ინფორმაცია მოსამართლის კორუმპირებულობის შესახებ, როგორც პარტნიორ სახელმწიფოს ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა ქართული მხარისთვის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების წარმოების მოთხოვნით.მე პოლიტიდან შორს ვდგავარ მაგრამ ბატონ ბლინკენის განცხადება პოლიტიკურადაც დამაზიანებლად მიმაჩნია ქართულ ამერიკული მომავლისთვის. პარტნიორები და მითუმეტეს "მეგობრები" ასე არ ურთიერთობენ.
ჩინეთი უფრთხის ამერიკის სანქციებს ვის უპირისპირდებით და ვის გამო ცოტა აზრზე მოდით.