პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ყველა ძაღლი დაიჩიპება - "ძალიან მაღალი იქნება სანქციები მათთვის, ვინც ძაღლს ქუჩაში გააგდებს": რა ცვლილებები შედის კანონში?
საქართველოში ყველა ძაღლი დაიჩიპება - "ძალიან მაღალი იქნება სანქციები მათთვის, ვინც ძაღლს ქუჩაში გააგდებს": რა ცვლილებები შედის კანონში?

"კა­ნონპ­რო­ექ­ტის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დგომ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა, რომ მოხ­დეს ყვე­ლა ძაღ­ლის ჩი­პი­რე­ბა. ყვე­ლა ძაღ­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, არ­ცერ­თი ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი კლი­ნი­კა, ზო­ო­მა­ღა­ზია, ბაზ­რო­ბა არ იქ­ნე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ძაღ­ლი გა­ყი­დოს ან გა­ამ­რავ­ლოს ამ ჩი­პი­რე­ბის გა­რე­შე“,- ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ მაია ბი­თა­ძემ გა­და­ცე­მა­ში „ბიზ­ნეს პა­ლიტ­რა“ გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, ყვე­ლა ძაღ­ლი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში მოხ­ვდე­ბა, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­დი იქ­ნე­ბა და მე­პატ­რო­ნეს, რო­მელ­მაც ის გა­უშ­ვა, შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცი­ე­ბი და­ე­კის­რე­ბა.

გარ­და ამი­სა, მაია ბი­თა­ძის თქმით, ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა გა­იზ­რდე­ბა ძაღ­ლე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვი­საც.

"დღეს­დღე­ო­ბით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ამ სა­კითხს და­ა­რე­გუ­ლი­რებს, არ არ­სე­ბობს. თავ­შე­საფ­რე­ბი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შია. ზო­გა­დად, პრობ­ლე­მაა ძაღ­ლე­ბის ყოლა- გამ­რავ­ლე­ბას­თან კავ­ში­რე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლის­ში კას­ტრა­ცია-სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბოლო წლებ­ში გაზ­რდი­ლია თით­ქმის 70%-ით, ასე­ვე, სა­ო­პე­რა­ცი­ო­ე­ბი­სა და ვე­ტე­რი­ნა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, დი­ნა­მი­კა­ში ასე­ვე გაზ­რდი­ლია იმ ძაღ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც გაგ­დე­ბულ­ნი არი­ან ქუ­ჩა­ში და შემ­დგომ უკონ­ტრო­ლო გამ­რავ­ლე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან. დი­ნა­მი­კა­ში ვერ ეწე­ვა სტე­რი­ლი­ზა­ცია კას­ტრა­ცია ძაღ­ლე­ბის ყო­ლი­სა და ქუ­ჩა­ში გაგ­დე­ბის პრო­ცენ­ტულ მაჩ­ვე­ნე­ბელს.

სწო­რედ ამი­ტომ, სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ექ­ტი უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლია კო­მი­ტეტ­ში. ჩვენ ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა ჯერ კი­დევ მე­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას და­ვი­წყეთ (რო­დე­საც მე­რის მო­ად­გი­ლე გახ­ლდით). შარ­შან მერ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკვე გა­და­ე­ცე­მო­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს. ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ დე­და­ქა­ლი­სათ­ვის. და­ფა­რავს მთელს სა­ქარ­თვე­ლოს, კა­ნონპ­რო­ექ­ტი პრაქ­ტი­კუ­ლად მზად არის. ჩვენ დაგ­ვრჩა 4 მიკ­რო სა­მუ­შაო ჯგუფ­თან შეხ­ვედ­რა, რა­საც აპ­რილ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. გვქონ­და აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თან, და­ახ­ლო­ე­ბით, 90-მდე შეხ­ვედ­რა შედ­გა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
2

ვშიშობ რომ აღნიშნული კანონის შემდგომ უღირსი პატრონები ოთხფეხა მეგობარს ქუჩაში კი არ გააგდებს არამედ ფიზიკურად გაანადგურებს.

მ-99
0

კიდევ კარგი თუ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. დაწესდეს მაღალი ჯარიმები ძაღლის ქუჩაში გაგდებისთვის, არ მიხედვისთვის, მოიშალოს "მოდისთვის" ძაღლის ყოლა, ძაღლი იყოლიოს იმ ხალხმა ვისაც ნამდვილად უყვარს ოთხფეხა მეგობრები. ნუ ეხლა ძაღლის პატრონმა, რომ ქუჩაში თავისი ძაღლის ფეკალიები რომ უნდა აიღოს ეს არც განიხილება. და ასევე საცოდაობა მგონია ფულის გაკეთების მიზნით ყოველ წელს რომ აორსულებენ ძაღლებს და სულს ხდიან ((((((((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

საქართველოში ყველა ძაღლი დაიჩიპება - "ძალიან მაღალი იქნება სანქციები მათთვის, ვინც ძაღლს ქუჩაში გააგდებს": რა ცვლილებები შედის კანონში?

საქართველოში ყველა ძაღლი დაიჩიპება - "ძალიან მაღალი იქნება სანქციები მათთვის, ვინც ძაღლს ქუჩაში გააგდებს": რა ცვლილებები შედის კანონში?

"კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ, სავალდებულო იქნება, რომ მოხდეს ყველა ძაღლის ჩიპირება. ყველა ძაღლის იდენტიფიცირება. შესაბამისად, არცერთი ვეტერინარული კლინიკა, ზოომაღაზია, ბაზრობა არ იქნება უფლებამოსილი ძაღლი გაყიდოს ან გაამრავლოს ამ ჩიპირების გარეშე“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

  • მისი თქმით, ცვლილებების შედეგად, ყველა ძაღლი, რომელიც ქუჩაში მოხვდება, იდენტიფიცირებადი იქნება და მეპატრონეს, რომელმაც ის გაუშვა, შესაბამისი სანქციები დაეკისრება.

გარდა ამისა, მაია ბითაძის თქმით, ფულადი ჯარიმა გაიზრდება ძაღლების გასეირნების წესების დარღვევისთვისაც.

"დღესდღეობით, კანონმდებლობა, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს, არ არსებობს. თავშესაფრები მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტშია. ზოგადად, პრობლემაა ძაღლების ყოლა- გამრავლებასთან კავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში კასტრაცია-სტერილიზაციის პროცენტული მაჩვენებელი ბოლო წლებში გაზრდილია თითქმის 70%-ით, ასევე, საოპერაციოებისა და ვეტერინარების რაოდენობა, დინამიკაში ასევე გაზრდილია იმ ძაღლების რაოდენობა, რომლებიც გაგდებულნი არიან ქუჩაში და შემდგომ უკონტროლო გამრავლებას ექვემდებარებიან. დინამიკაში ვერ ეწევა სტერილიზაცია კასტრაცია ძაღლების ყოლისა და ქუჩაში გაგდების პროცენტულ მაჩვენებელს.

სწორედ ამიტომ, საკანონმდებლო პროექტი უკვე მომზადებულია კომიტეტში. ჩვენ ამ კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ მერიაში მუშაობისას დავიწყეთ (როდესაც მერის მოადგილე გახლდით). შარშან მერმა გამოაცხადა, რომ კანონპროექტი უკვე გადაეცემოდა საქართველოს პარლამენტს. ეს კანონპროექტი არ იქნება მხოლოდ დედაქალისათვის. დაფარავს მთელს საქართველოს, კანონპროექტი პრაქტიკულად მზად არის. ჩვენ დაგვრჩა 4 მიკრო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა, რასაც აპრილში განვახორციელებთ. გვქონდა აქტიური მუშაობა ყველა დაინტერესებულ პირთან, დაახლოებით, 90-მდე შეხვედრა შედგა...წაიკითხეთ სრულად