სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალერი მელაძეს, რომელიც შვეიცარიაში ისვენებს, უკრაინელმა ჟურნალისტებმა მოსთხოვეს პასუხი კითხვაზე: გმობს თუ არა რუსულ ე.წ. "სპეციალურ ოპერაციას"?
ვალერი მელაძეს, რომელიც შვეიცარიაში ისვენებს, უკრაინელმა ჟურნალისტებმა მოსთხოვეს პასუხი კითხვაზე: გმობს თუ არა რუსულ ე.წ. "სპეციალურ ოპერაციას"?

მომ­ღე­რა­ლი ვა­ლე­რი მე­ლა­ძე კურ­შა­ველ­ში (მსოფ­ლი­ო­ში გან­თქმუ­ლი ელი­ტა­რუ­ლი სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი შვე­ი­ცა­რი­ა­ში) მე­უღ­ლე ალბი­ნა ჯა­ნა­ბა­ე­ვას­თან, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ტი­მურ ივა­ნო­ვის ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, სვეტ­ლა­ნა ივა­ნო­ვას­თან და რუს ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან ერ­თად ის­ვე­ნებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ ეკი­თხე­ბი­ან არ­ტისტს უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ა­ზე.

თა­ვი­დან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს უახ­ლოვ­დე­ბა და სთხოვს, მათ­თან ფოტო გა­და­ი­ღოს. შემ­დეგ კი უსა­მენს კი­თხვებს მის პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­მა­კა­ცებ­მა თავი უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბად წა­რად­გი­ნეს და მომ­ღე­რალს სთხო­ვეს ეპა­სუ­ხა, მხარს უჭერ­და თუ არა ე.წ. სამ­ხედ­რო სპე­ცო­პე­რა­ცი­ას.

"რო­გორ ის­ვე­ნებთ კურ­შე­ველ­ში, როცა რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებს ბომ­ბავს?“ - ჰკი­თხა მომ­ღე­რალს გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა მი­ხა­ილ ტკაჩ­მა და გა­აგ­რძე­ლა:

"გმობთ ე.წ. სპე­ცი­ა­ლურ ოპე­რა­ცი­ას თუ არა?"

ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ მზად იყო დი­ა­ლო­გის­თვის და სთხო­ვა, რომ კა­მე­რე­ბი გა­მო­ერ­თოთ, რა­ზეც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან უარი მი­ი­ღო.

ჟურ­ნა­ლის­ტმა კი­თხვე­ბი გა­ი­მე­ო­რა. მე­ლა­ძემ უარი თქვა პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ზე და კი­დევ ერთხელ სთხო­ვა "კა­მე­რე­ბის გა­მორ­თვა".

"მინ­და ნორ­მა­ლუ­რად ვი­სა­უბ­როთ", - თქვა მომ­ღე­რალ­მა, რო­მე­ლიც ადრე, დუ­ბა­ი­ში სა­ა­ხალ­წლო კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბა­ზე სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა ფრა­ზის გამო, "დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას". შემ­დეგ მე­ლა­ძემ "ტე­ლეგ­რამ­ში" არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ უკვე ათი თვეა "ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნი, სიმ­ძი­მი­სა და მწუ­ხა­რე­ბის გრძნო­ბით ცხოვ­რობს“.

ვა­ლე­რი მე­ლა­ძის ძმა კონ­სტან­ტი­ნე პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან იანა სუმ­თან ერ­თად, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობ­და. ახლა უკ­რა­ი­ნელ მომ­ღე­რალ ვერა ბრეჟნე­ვა­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­წყე­ბის შემ­დეგ, ვე­რამ სა­ჯა­როდ დაგ­მო რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბი. წყვი­ლი სა­ცოვ­რებ­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­ვი­და და გა­სა­ყი­დად გა­მო­ი­ტა­ნეს სა­სახ­ლე მოს­კო­ვის რე­გი­ონ­ში, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა თით­ქმის 300 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლია. ვა­ლე­რი მე­ლა­ძე მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოს­კოვ­ში მისი კონ­ცერ­ტე­ბი აკ­რძა­ლუ­ლია, ოჯახ­თან ერ­თად რუ­სეთ­ში აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიული
2

ტიპიურ რუსის სპეცნაზელს ჰგავს აგ ჟჟურნალისტი.

ნინო
1

მელაძე დიდი ადამიანია და ომის მოწინააღმდეგე! საზიზღარმა რუსებმა მიუგზავნეს პროვოკატორი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ვალერი მელაძეს, რომელიც შვეიცარიაში ისვენებს, უკრაინელმა ჟურნალისტებმა მოსთხოვეს პასუხი კითხვაზე: გმობს თუ არა რუსულ ე.წ. "სპეციალურ ოპერაციას"?

ვალერი მელაძეს, რომელიც შვეიცარიაში ისვენებს, უკრაინელმა ჟურნალისტებმა მოსთხოვეს პასუხი კითხვაზე: გმობს თუ არა რუსულ ე.წ. "სპეციალურ ოპერაციას"?

მომღერალი ვალერი მელაძე კურშაველში (მსოფლიოში განთქმული ელიტარული სათხილამურო კურორტი შვეიცარიაში) მეუღლე ალბინა ჯანაბაევასთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილის ტიმურ ივანოვის ყოფილ მეუღლესთან, სვეტლანა ივანოვასთან და რუს ბიზნესმენებთან ერთად ისვენებს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ეკითხებიან არტისტს უკრაინელი ჟურნალისტები პოლიტიკურ პოზიციაზე.

თავიდან რამდენიმე ადამიანი ვალერი მელაძეს უახლოვდება და სთხოვს, მათთან ფოტო გადაიღოს. შემდეგ კი უსამენს კითხვებს მის პოლიტიკურ პოზიციასთან დაკავშირებით. მამაკაცებმა თავი უკრაინელ ჟურნალისტებად წარადგინეს და მომღერალს სთხოვეს ეპასუხა, მხარს უჭერდა თუ არა ე.წ. სამხედრო სპეცოპერაციას.

"როგორ ისვენებთ კურშეველში, როცა რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს?“ - ჰკითხა მომღერალს გამომძიებელმა ჟურნალისტმა მიხაილ ტკაჩმა და გააგრძელა:

"გმობთ ე.წ. სპეციალურ ოპერაციას თუ არა?"

ვალერი მელაძემ უპასუხა, რომ მზად იყო დიალოგისთვის და სთხოვა, რომ კამერები გამოერთოთ, რაზეც ჟურნალისტებისგან უარი მიიღო.

ჟურნალისტმა კითხვები გაიმეორა. მელაძემ უარი თქვა პასუხის გაცემაზე და კიდევ ერთხელ სთხოვა "კამერების გამორთვა".

"მინდა ნორმალურად ვისაუბროთ", - თქვა მომღერალმა, რომელიც ადრე, დუბაიში საახალწლო კორპორატიულ წვეულებაზე სკანდალში გაეხვა ფრაზის გამო, "დიდება უკრაინას". შემდეგ მელაძემ "ტელეგრამში" არსებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ უკვე ათი თვეა "ისევე როგორც ბევრი სხვა ადამიანი, სიმძიმისა და მწუხარების გრძნობით ცხოვრობს“.

ვალერი მელაძის ძმა კონსტანტინე პირველ მეუღლესთან იანა სუმთან ერთად, დიდი ხნის განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა. ახლა უკრაინელ მომღერალ ვერა ბრეჟნევაზეა დაქორწინებული. სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, ვერამ საჯაროდ დაგმო რუსეთის ხელისუფლების ქმედებები. წყვილი საცოვრებლად საზღვარგარეთ გადავიდა და გასაყიდად გამოიტანეს სასახლე მოსკოვის რეგიონში, რომლის ღირებულება თითქმის 300 მილიონი რუბლია. ვალერი მელაძე მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში მისი კონცერტები აკრძალულია, ოჯახთან ერთად რუსეთში აგრძელებს ცხოვრებას.

იხილეთ ასევე: