სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდოეთში, ადამიანის მსხვერპლშეწირვის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავეს - "ამბობენ, რომ ეს იყო რელიგიური რიტუალი გარდაცვლილის სულის დასამშვიდებლად"
ინდოეთში, ადამიანის მსხვერპლშეწირვის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავეს - "ამბობენ, რომ ეს იყო რელიგიური რიტუალი გარდაცვლილის სულის დასამშვიდებლად"

ინ­დო­ე­თის პო­ლი­ცი­ამ, ადა­მი­ა­ნის მსხვერ­პლშე­წირ­ვის ბრალ­დე­ბით, ხუთი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის და­კა­ვე­ბა ინ­დუ­ის­ტურ ტა­ძარ­ში ადა­მი­ა­ნის უთა­ვო სხე­უ­ლის აღ­მო­ჩე­ნი­დან თით­ქმის ოთხი წლის შემ­დეგ შეძ­ლეს.

  • მე­დი­ის ცნო­ბით, 64 წლის ქალი, შან­ტი შოუ 2019 წელს, ინ­დო­ე­თის ქა­ლაქ გუ­ვა­ჰათ­ში, ტაძ­რის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ მოკ­ლეს და მა­ჩე­ტეს გა­მო­ყე­ნე­ბით თავი მოჰ­კვე­თეს.

გა­მო­ძი­ე­ბა ჩიხ­ში იყო შე­სუ­ლი, რად­გან ცხედ­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბო­და. მისი იდენ­ტი­ფი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, რის შემ­დე­გაც, გა­მო­ძი­ე­ბა გა­ნახ­ლდა. გუ­ვა­ჰა­თის პო­ლი­ცი­ის კო­მი­სა­რი დი­გან­ტა ბარა ამ­ბობს, რომ ქა­ლის მკვლე­ლო­ბა ხუთ­მა ადა­მი­ან­მა და­გეგ­მა, საქ­მე­ში კი სულ 12 მო­ქა­ლა­ქე მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

პო­ლი­ცი­ე­ლის თქმით, მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სა­ვა­რა­უ­დოდ, 52 წლის ოპ­რა­დიპ პა­ტა­კი იყო, რო­მელ­მაც მკვლე­ლო­ბა მო­ა­წყო, რო­გორც რე­ლი­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლი, მისი ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბის წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ”ბრალ­დე­ბულს სჯე­რო­და, რომ მსხვერ­პლი და­ამ­შვი­დებ­და გარ­დაც­ვლი­ლის სულს”, - დას­ძი­ნა მან.

პა­ტა­კი და მკვლე­ლო­ბის ოთხი სხვა მო­ნა­წი­ლე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცია კვლავ ეძებს მათ დარ­ჩე­ნილ შვიდ თა­ნამ­ზრახ­ველს.

ინ­დო­ეთ­ში, 2014-2021 წლებ­ში ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ან­თა მსხვერ­პლშე­წირ­ვის 103 შემ­თხვე­ვა აღ­წე­რეს. რი­ტუ­ა­ლუ­რი მკვლე­ლო­ბე­ბი, რო­გორც წესი, ტარ­დე­ბა "ღვთა­ე­ბე­ბის და­სამ­შვი­დებ­ლად“ და უფრო ხში­რია პრო­ვინ­ცი­ებ­ში, სოფ­ლებ­ში, სა­დაც სჯე­რათ ჯა­დოქ­რო­ბის.

გა­სულ წელს, ნიუ დე­ლი­ში ექ­ვსი წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის­თვის ორი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა თქვეს, რომ ბავ­შვი მათ ღმერთ ში­ვას შეს­წი­რეს.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
7

და ასეთი ინდოეთი და აზია გვინდა?აქეთ ვესწრაფვით?

ზურაბ
13

გადაცმული ივანიშვილი დადიოდა და ისვროდა "მოლოტოვის კოქტეილებს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ინდოეთში, ადამიანის მსხვერპლშეწირვის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავეს - "ამბობენ, რომ ეს იყო რელიგიური რიტუალი გარდაცვლილის სულის დასამშვიდებლად"

ინდოეთში, ადამიანის მსხვერპლშეწირვის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავეს - "ამბობენ, რომ ეს იყო რელიგიური რიტუალი გარდაცვლილის სულის დასამშვიდებლად"

ინდოეთის პოლიციამ, ადამიანის მსხვერპლშეწირვის ბრალდებით, ხუთი მამაკაცი დააკავა. პოლიციელებმა სავარაუდო დამნაშავეების დაკავება ინდუისტურ ტაძარში ადამიანის უთავო სხეულის აღმოჩენიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ შეძლეს.

  • მედიის ცნობით, 64 წლის ქალი, შანტი შოუ 2019 წელს, ინდოეთის ქალაქ გუვაჰათში, ტაძრის მონახულების შემდეგ მოკლეს და მაჩეტეს გამოყენებით თავი მოჰკვეთეს.

გამოძიება ჩიხში იყო შესული, რადგან ცხედრის იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა. მისი იდენტიფიკაცია მიმდინარე წლის იანვარში გახდა შესაძლებელი, რის შემდეგაც, გამოძიება განახლდა. გუვაჰათის პოლიციის კომისარი დიგანტა ბარა ამბობს, რომ ქალის მკვლელობა ხუთმა ადამიანმა დაგეგმა, საქმეში კი სულ 12 მოქალაქე მონაწილეობდა.

პოლიციელის თქმით, მკვლელობის ორგანიზატორი სავარაუდოდ, 52 წლის ოპრადიპ პატაკი იყო, რომელმაც მკვლელობა მოაწყო, როგორც რელიგიური რიტუალი, მისი ძმის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით. ”ბრალდებულს სჯეროდა, რომ მსხვერპლი დაამშვიდებდა გარდაცვლილის სულს”, - დასძინა მან.

პატაკი და მკვლელობის ოთხი სხვა მონაწილე დააკავეს. პოლიცია კვლავ ეძებს მათ დარჩენილ შვიდ თანამზრახველს.

ინდოეთში, 2014-2021 წლებში ქვეყანაში ადამიანთა მსხვერპლშეწირვის 103 შემთხვევა აღწერეს. რიტუალური მკვლელობები, როგორც წესი, ტარდება "ღვთაებების დასამშვიდებლად“ და უფრო ხშირია პროვინციებში, სოფლებში, სადაც სჯერათ ჯადოქრობის.

გასულ წელს, ნიუ დელიში ექვსი წლის ბიჭის მკვლელობისთვის ორი მამაკაცი დააკავეს. დაკავებულებმა თქვეს, რომ ბავშვი მათ ღმერთ შივას შესწირეს.

წყარო