მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი წელი რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის სამშობიარო სახლის მხეცური დაბომბვიდან: რა ჰყვებიან გადარჩენილი იმჟამად მშობიარე ქალები და ექიმები?
ერთი წელი რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის სამშობიარო სახლის მხეცური დაბომბვიდან: რა ჰყვებიან გადარჩენილი იმჟამად მშობიარე ქალები და ექიმები?

მა­რი­ა­ნა ვი­შე­მირსკა­ია - ქალი მა­რი­უ­პო­ლი­დან, რომ­ლის ფო­ტო­მაც მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­ბის შეჭ­რის, ომის სი­სას­ტი­კის სიმ­ბო­ლოდ იქცა. ორ­სუ­ლი მა­რი­ა­ნა მა­რი­უ­პო­ლის მე-3 სა­ა­ვად­მყო­ფოს სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის შე­ნო­ბა­ში იმ დროს იყო, როცა რუ­სებ­მა და­ბომ­ბეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ის გა­დარ­ჩა და მშვი­დო­ბი­ა­ნა­დაც მო­ი­ლო­გი­ნა... მა­რი­ა­ნას გან­საც­დე­ლი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ოკუ­პან­ტებ­მა ის რუ­სე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წა­იყ­ვა­ნეს. ვი­შე­მირსკა­ია ომამ­დე პო­პუ­ლა­რუ­ლი ინფლუ­ენ­სე­რი იყო. მან თავს გა­დახ­დე­ნი­ლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ადა­მი­ა­ნებს ომის სა­კუ­თა­რი ამ­ბა­ვი უამ­ბო.

მა­რი­ა­ნა ვი­შე­მირსკა­ია

2022 წლის 9 მარტს, მა­რი­უ­პო­ლის მე-3 სამ­შო­ბი­ა­რო კლი­ნი­კის შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ომ შე­ი­ტყო, მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა მო­რი­გი ბომ­ბი ჩა­მო­აგ­დეს უკ­რა­ი­ნა­ში. შე­ნო­ბის ნან­გრე­ვე­ბის ფონ­ზე სის­ხლში მოს­ვრილ­მა ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბის ფო­ტო­ებ­მა მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა.

ერთი წლის შემ­დეგ, BBC-ის კო­რეს­პონ­დენ­ტმა ოლე­სია გე­რა­სი­მენ­კომ იპო­ვა ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის დროს, სან­თლის შუქ­ზე იმ­შო­ბი­ა­რეს და ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც აგ­რძე­ლებ­დნენ მუ­შა­ო­ბას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ბომბვის შემ­დეგ...

რეს­პონ­დენ­ტთა სა­ხე­ლე­ბი მათი მო­თხოვ­ნით შეც­ვლი­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით.

ელე­ნა კრა­მი­ნა მა­რი­უ­პო­ლი­დან არის. პირ­ვე­ლი შვი­ლი 2014 წლის 11 ივ­ნისს გა­ა­ჩი­ნა. 2022 წლის 24 თე­ბერ­ვალს მისი ქა­ლიშ­ვი­ლი უკვე პირ­ველ კლას­ში იყო, კრა­მი­ნა კი ორ­სუ­ლო­ბის მე­ცხრე თვე­ში იდგა. ქმა­რი აზოვსტა­ლის ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობ­და. ხუთ­შა­ბათს დი­ლას ორი­ვე ფან­ჯა­რას­თან იდგა და უყუ­რებ­და, რო­გორ ამო­დი­ო­და კვამ­ლი და­ბომ­ბი­ლი ად­გი­ლე­ბი­დან. ექი­მებ­მა უთხრეს, რომ 6 მარტს იმ­შო­ბი­ა­რებ­და. ქალი ორი დღით დე­დას­თან სო­ფელ­ში წა­ვი­და. გზად და­ი­ნა­ხა, რო­გორ მი­დი­ო­და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა აზოვსტა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მო­ის­მი­ნა სი­რე­ნე­ბი ხმა მთელ ქა­ლაქ­ში და და­ი­ნა­ხა რო­გორ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ ავ­ტო­ბუ­სე­ბი უკან, რად­გან ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბას ვერ ახერ­ხებ­დნენ. ელე­ნა უკა­ნას­კნე­ლად ხე­დავ­და თა­ვის სახ­ლს, თუმ­ცა ეს მა­შინ არ იცო­და.

  • "არ მი­ი­ღოთ გეგ­მი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი, მო­ემ­ზა­დეთ დაჭ­რი­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი მი­ღე­ბის­თვის“

ვიდ­რე ორ­სუ­ლი ელე­ნა სო­ფელ­ში დე­დას­თან მი­დი­ო­და, მე-3 სა­ა­ვად­მყო­ფოს პე­დი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის 70 წლის უფ­რო­სი ალექ­სან­დრე მარ­ტინ­ცო­ვი სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­და. კაცი მა­რი­უ­პოლ­ში და­ი­ბა­და, 1975 წლი­დან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობ­და.

24 თე­ბერ­ვალს, დი­ლას, ქა­ლიშ­ვილს ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა და უთხრა, რომ ომი და­ი­წყო, შემ­დეგ კი მო­რი­გე­ო­ბა­ზე წა­ვი­და. სამ­სა­ხურ­ში დახ­ვდა ბრძა­ნე­ბა: არ მი­ი­ღოთ და­გეგ­მი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი, მო­ემ­ზა­დეთ დაჭ­რი­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი მი­ღე­ბის­თვის, შე­აგ­რო­ვეთ წამ­ლე­ბი და წყა­ლი. იმ დღეს, ყვე­ლა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ ბავ­შვს შინ წას­ვლის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ.

  • "ვერ მივ­ხვდი, რომ ცე­ცხლის შუ­ა­გულ­ში მივ­დი­ო­დი"

ომის მე­ხუ­თე დღეს ელე­ნა კრა­მი­ნას პა­ნი­კა და­ე­წყო. ექი­მე­ბის გა­რე­შე მშო­ბი­ა­რო­ბა სოფ­ლის სახ­ლში, მის გეგ­მებ­ში არ შე­დი­ო­და. ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, რომ სა­ა­ვამდყო­ფო­ში გა­და­სუ­ლი­ყო. "ვერ მივ­ხვდი, რომ ცე­ცხლის შუ­ა­გულ­ში მივ­დი­ო­დი", - ამ­ბობს ქალი. 28 თე­ბერ­ვალს სას­წრა­ფომ მა­რი­უ­პო­ლის სამ­შო­ბი­ა­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ის ხე­დავ­და რო­გორ შეჰ­ყავ­დათ ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი, გა­რე­უბ­ნე­ბი­დან, სოფ­ლე­ბი­დან. ქა­ლებს, რომ­ლებ­საც ელე­ნას მსგავ­სად, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში უნდა ემ­შო­ბი­ა­რათ, არ სურ­დათ და­ბომბვის საფრ­თხის ქვეშ სახ­ლებ­ში დარ­ჩე­ნა.

2 მარტს, ქა­ლა­ქი უკვე ალ­ყა­ში იყო, პა­ლა­ტა­ში 30 წლის ირი­ნა სო­ლო­ვი­ე­ვა გა­მოჩ­ნდა. ორი­ო­დე თვის წინ მან და მის­მა მე­უღ­ლემ ახა­ლი ოთხო­თა­ხი­ა­ნი ბინა იყი­დეს მა­რი­უ­პოლ­ში. ირი­ნას ქმარ­მა, აზოვსტა­ლის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნის ერთ-ერთი სა­ამ­ქროს ხელ­მძღვა­ნელ­მა, 14 თე­ბერ­ვალს სპე­ცი­ა­ლუ­რად აიღო შვე­ბუ­ლე­ბა 17 მარ­ტამ­დე, რათა ოჯახ­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო და ცოლს დახ­მა­რე­ბო­და.

ომის პირ­ველ დღეს იხ­სე­ნებს 30 წლის ტა­ტი­ა­ნა, სამ­შო­ბი­ა­რო სა­ა­ვად­მყო­ფოს ექთა­ნი, ის ყო­ფილ ქმარს ტე­ლე­ფონ­ში უყ­ვი­რო­და: "ჩვენ უნდა გა­ვიქ­ცეთ! სას­წრა­ფოდ უნდა გა­ვი­დეთ აქე­დან!" - ამ­ბო­ბენ, რომ ქა­ლა­ქი და­კე­ტი­ლია, - უთხრა ყო­ფილ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა. ხმებს, რომ ომის პირ­ველ დღე­ებ­ში ქა­ლა­ქი­დან ხალ­ხს არ უშ­ვებ­დნენ და მო­სახ­ლე­ო­ბა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო, ტყუ­ილს უწო­დებს დო­ნეც­კის ოლ­ქის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის იმ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­რო­სი, მი­ხა­ილ ვერ­ში­ნი­ნი.

მა­რი­უ­პო­ლი­დან უკ­რა­ი­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია ქა­ლა­ქის მუდ­მი­ვი და­ბომბვის გამო გარ­თულ­და, მა­ნამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 7 5000-მა ადა­მი­ან­მა შეძ­ლო გა­მას­ვლა.

  • სამი გზა

მა­რი­უ­პო­ლი­დან უკ­რა­ი­ნის არა­ო­კუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გა­სას­ვლე­ლად სამი გზა არ­სე­ბობ­და: გზა ზა­პო­რო­ჟი­ეს­კენ, გზა ბერ­დი­ანსკის­კენ და გზა ზღვის გას­წვრივ სო­ფელ მე­ლე­კი­ნოს გავ­ლით.

2022 წლის 1 - ლ მარტს, რო­დე­საც სახ­ლში წყა­ლი, გაზი, დენი აღარ იყო, ორ­სუ­ლი ირი­ნა სო­ლო­ვი­ე­ვა ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად, სარ­დაფ­ში ჩა­ვი­და. 2 მარტს, და­ბომბვის დროს სას­წრა­ფომ ისიც სამ­შო­ბი­ა­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ირი­ნა იხ­სე­ნებს, რომ სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი ისევ ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ ირ­გვლივ სახ­ლებს ცე­ცხლი ეკი­და.

სო­ლო­ვი­ე­ვას­თან ერ­თად სა­ა­ვად­მყო­ფოს სამ­შო­ბი­ა­რო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ნე­ო­ნა­ტო­ლო­გი ვა­ლე­რია არ­ქი­პო­ვა მი­ვი­და. ის პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რი­ის ექი­მი იყო და 14 წელი მუ­შა­ობ­და ახალ­შო­ბილ­თა პა­თო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მა­შინ ქალ­მა არ იცო­და, რომ მი­ნი­მუმ ერთი თვე ვე­ღარ და­ტო­ვებ­და სა­ა­ვად­მყო­ფოს.

ბევ­რმა ექიმ­მა და­ტო­ვა მა­რი­უ­პო­ლი 24 თე­ბერ­ვალს, ვიდ­რე ეს ჯერ კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. ზოგ­მა შე­წყვი­ტა მო­რი­გე­ო­ბა, რო­დე­საც და­ბომბვა გაძ­ლი­ერ­და, ამას ადას­ტუ­რე­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბიც. მაგ­რამ იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­მაც გა­და­წყვი­ტეს, ბო­ლომ­დე ემუ­შა­ვათ. ელე­ნას და ირი­ნას ახ­სოვთ ექთ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ბომბვის ქვეშ მო­რი­გე­ობ­დნენ.

2 მარტს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ისე­ვე რო­გორც მთელ ქა­ლაქ­ში, უკვე გა­თი­შუ­ლი იყო ელექტრო­ე­ნერ­გია და წყა­ლი. პირ­ვე­ლი­ვე ღა­მეს სი­ნათ­ლის გა­რე­შე 11-მა ქალ­მა იმ­შო­ბი­ა­რა. გე­ნე­რა­ტო­რი ორ­ჯერ ჩარ­თეს, რად­გან სა­კე­ის­რო და­ი­გეგ­მა.

სა­ა­ვად­მყო­ფოს ეზო­ში კა­ცებ­მა, ძი­რი­თა­დად მო­მა­ვალ­მა მა­მებ­მა, რომ­ლებ­საც ქა­ლაქ­ში ღა­მის გა­სა­თე­ვი არ­სად ჰქონ­დათ - ცე­ცხლი და­ან­თეს და 50 - ლიტ­რი­ა­ნი ქვა­ბი დად­გეს, სა­დაც ბურ­ღუ­ლე­ულს და ხორცს ამ­ზა­დებ­დნენ, რომ ორ­სუ­ლებს საკ­ვე­ბი ჰქო­ნო­დათ. პრო­დუქ­ტე­ბი მათ მო­ხა­ლი­სე­ებ­მა მი­უ­ტა­ნეს...

7 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს ათ სა­ათ­ზე, ელე­ნა კრა­მი­ნამ ბიჭი გა­ა­ჩი­ნა - პა­ლა­ტა­ში სან­თლის შუქ­ზე. ამ დღეს, შვიდ პა­ლა­ტა­ში, სა­დაც უკვე მშო­ბი­ა­რე­ე­ბი იწ­ვნენ, ფან­ჯრე­ბი ძვე­ლი ლე­ი­ბე­ბით და საბ­ნე­ბით და­ფა­რეს, რად­გან ქა­ლე­ბი და­ბომბვის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბის­გან და­ეც­ვათ.

8 მარტს თოვ­ლი მო­ვი­და, მთე­ლი დღე სი­ჩუ­მე იყო. ელე­ნა ბედ­ნი­ე­რი იყო: "ვი­ფიქ­რეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა და სახ­ლებ­ში დავ­ბრუნ­დე­ბო­დით“.

მე­ო­რე დღეს, 9 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით 15:00 სა­ათ­ზე, ნე­ო­ნა­ტო­ლო­გი არ­ქი­პო­ვა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ახალ­შო­ბი­ლი ტყუ­პის ჯან­მრთე­ლო­ბას ამოწ­მებ­და. უცებ აფეთ­ქე­ბა მოხ­და.

"ყვე­ლა­ფე­რი ფილ­მის სი­უ­ჟეტს გავ­და, არა­ფე­რი მეს­მო­და, კე­დე­ლი მოფ­რი­ნავ­და ჩემ­კენ... ტყუ­პე­ბის მა­მამ ხელი მომ­ხვია და მი­წა­ზე და­ვე­ცით. თვა­ლე­ბი რომ გა­ვა­ხი­ლე, ია­ტაკ­ზე ვი­წე­ქი და არა­ფე­რი ის­მო­და", - იხ­სე­ნებს ის.

არ­ქი­პო­ვას თქმით, ორი აფეთ­ქე­ბა მოხ­და ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით. მე­ო­რე უფრო ძლი­ე­რიც კი ეჩ­ვე­ნა: 12 ჟანგბა­დის ბა­ლო­ნი იდგა ეზო­ში, რომ­ლე­ბიც აფეთ­ქდა:

"ისი­ნი ჰა­ერ­ში აფ­რინ­დნენ...“

კრა­მი­ნა სა­წოლ­ზე იჯდა ბავ­შვით ხელ­ში და... თვა­ლი რომ გა­ა­ხი­ლა, უკვე სა­წო­ლის ქვეშ იწვა. აფეთ­ქე­ბის დროს ირი­ნა სო­ლო­ვი­ე­ვა ბავ­შვის სა­წოლ­თან იჯდა. სას­წა­უ­ლით გა­დარ­ჩა... ქა­ლიშ­ვი­ლი ხელ­ში აიყ­ვა­ნა და ფეხ­შიშ­ვე­ლი ქუ­ჩა­ში გა­იქ­ცა. ცი­ო­და, რვა გრა­დუ­სი იყო...

"დაგ­ვიყ­ვი­რეს: ჩა­დით სარ­დაფ­ში!“ - იხ­სე­ნებს ნე­ო­ნა­ტო­ლო­გი არ­ქი­პო­ვა.

"ბავ­შვე­ბი ავიყ­ვა­ნეთ და იქ ჩა­ვე­დით. სუნ­თქვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ვერ­სად დაჯ­დე­ბო­დი. მერე გა­ვი­გეთ, რო­გორ და­ი­წყეს სამ­ხედ­რო­ებ­მა რუ­პორ­ში ყვი­რი­ლი: ყვე­ლა­ნი მაღ­ლა ავი­დეთ, გა­ვი­ქე­ცით“.

დე­რეფ­ნებ­ში და კი­ბე­ებ­ზე დე­დე­ბი ბავ­შვე­ბით და ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი გარ­ბოდ­ნენ. "ისი­ნი ძა­ლი­ან და­ზი­ან­დნენ, - და­ვი­ნა­ხე, რომ გო­გო­ე­ბი სულ სის­ხლში იყ­ვნენ მოს­ვრი­ლე­ბი...“

  • "ისევ ფეხ­შიშ­ვე­ლი"

10 მარტს, დი­ლით, ელე­ნა კრა­მი­ნას ქმა­რი, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, მი­ვი­და სამ­შო­ბი­ა­რო­ში, სა­დაც ნან­გრე­ვე­ბი დახ­ვდა. კაც­მა ტე­რი­ტო­რი­ის გარ­შე­მო სირ­ბი­ლი და ყვი­რი­ლი და­ი­წყო. ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან ნე­ო­ნა­ტო­ლო­გი არ­ქი­პო­ვა გა­მო­ვი­და და ურ­ჩია, ცოლი სხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ეძებ­ნა. ქმარ­მა მე-17 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დაჭ­რი­ლებ­თან ერ­თად ელე­ნა იპო­ვა. ქალი ფეხ­შიშ­ვე­ლი იჯდა.

ცოლი დე­ი­დის ბი­ნა­ში წა­მოყ­ვა­ნა, მაგ­რამ მალე სახ­ლს ჭურ­ვი მოხ­ვდა, სარ­დაფს შე­ა­ფა­რეს თავი. ბავ­შვს სი­ცხე მის­ცა, 39 გრა­დუ­სი. გა­უ­მარ­თლათ, რომ ად­გილ­ზე ექი­მი აღ­მოჩ­ნდა.

არ­ქი­პო­ვა და მისი ნე­ო­ნა­ტო­ლო­გი კო­ლე­გა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დარ­ჩნენ. ბავ­შვე­ბი ქი­რურ­გი­ის შე­ნო­ბა­ში წა­იყ­ვა­ნეს. იხ­სე­ნებს, რო­გორ მო­ი­ტა­ნეს 12 წლის გო­გო­ნას ცხე­და­რი, რომ­ლის დე­დაც სა­ა­ვად­მყო­ფოს გზა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­ვე იხ­სე­ნებს, რო­გორ მო­იყ­ვა­ნეს სამი წლამ­დე ასა­კის ორი ბიჭი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში ის­ხდნენ გარ­დაც­ვლი­ლი დე­დის გვერ­დით და გა­ი­ყი­ნენ; 5 წლის გო­გო­ნა, მშობ­ლებ­მა უკვე აგო­ნი­ა­ში მი­იყ­ვა­ნეს, ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა....

სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვარ შე­სას­ვლელ­თან ცხედ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და...

  • "მე მძულს პო­ლი­ტი­კა, მაგ­რამ არა ხალ­ხი"

თით­ქმის ყვე­ლამ, ვინც კი BBC-ს ესა­უბ­რა, და­ტო­ვა მა­რი­უ­პო­ლი. მხო­ლოდ ერთი დაბ­რუნ­და. ყვე­ლა მე-3 სა­ა­ვად­მყო­ფო­ზე სა­უბ­რობს და მის ის­ტო­რი­ას სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად იხ­სე­ნებს - იმის მი­ხედ­ვით, რო­დის და რო­გორ და­ტო­ვეს ქა­ლა­ქი და რა და­ი­ნა­ხეს წას­ვლის დროს გზად. ზო­გის­თვის ომი წარ­სუ­ლის ტკი­ვი­ლია, რომ­ლის წაშ­ლა­საც ცდი­ლობს მეხ­სი­ე­რე­ბი­დან. სხვე­ბის­თვის ომი იქცა ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნად, რო­მელ­შიც ისი­ნი გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლო­ბენ.

ელე­ნა კრა­მი­ნა და მისი ოჯა­ხი თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი DPR-ის და რუ­სე­თის გზით გა­ემ­გზავრნენ ფი­ნეთ­ში. დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რე­ბენ - მა­რი­უ­პოლ­ში უკვე აღარც მე­გობ­რე­ბი ჰყავთ და არც სამ­სა­ხუ­რი აქვთ.

ელე­ნა ნა­თე­სა­ვებ­სა და მე­გობ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში დარ­ჩნენ, ამ­ბობს: "მე მძულს ეს ომი! მძულს პო­ლი­ტი­კა! მაგ­რამ არა ხალ­ხი. მაგ­რამ მე წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ "რუ­სუ­ლი სამ­ყა­რო­სი" დიახ, რუ­სე­თი აგ­რე­სო­რი ქვე­ყა­ნაა. და ამ ყვე­ლაფ­რის უკან დგას პო­ლი­ტი­კა, ძალა და ფული. უბ­რა­ლო ხალ­ხი კი იტან­ჯე­ბა“...

  • "ამ ქვე­ყა­ნამ ასი ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა ჩვენს ქა­ლაქ­ში"

ექი­მი მარ­ტინ­ცო­ვი მა­რი­უ­პოლ­ში ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს დარ­ჩა. 2022 წლის აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბის­თვის ათე­უ­ლო­ბით ექი­მი­დან ორი დარ­ჩა მე-3 სა­ა­ვად­მყო­ფოს ქი­რურ­გი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში - ის და მისი პარტნი­ო­რი ტრავ­მა­ტო­ლო­გი.

მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­ტინ­ცო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კი­ევ­ში ცხოვ­რობს, ეძებ­და გზებს, რომ მამა მა­რი­უ­პო­ლი­დან წა­მო­ეყ­ვა­ნა. მისი პარტნი­ო­რი მა­რი­უ­პოლ­ში დარ­ჩა. ბოლო წუთს ექიმ­მა მი­თხრა: "და­მიწ­ვეს ბინა, მან­ქა­ნა, გრივ­ნა არ მაქვს, მე­ო­რე მხა­რეს ნა­თე­სა­ვი არ მყავს, უბ­რა­ლოდ, წა­სას­ვლე­ლი არ­სად მაქვს“ და არ წა­ვი­და.

პე­დი­ატრ-ქი­რურ­გი მარ­ტინ­ცო­ვი რუ­სუ­ლად აღარ სა­უბ­რობს. ის რუ­სებს ექ­სკლუ­ზი­უ­რად "რუს­ნი­ას“ უწო­დებს, რუ­სეთ­ში მცხოვ­რებთ "ზომ­ბი­რე­ბულ ხალ­ხს“

2022 წლის სექ­ტემ­ბრის­თვის მა­რი­უ­პოლ­ში თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი­დან, ყო­ფი­ლი მე­რის თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით 120 ათა­სი ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა. უკ­რა­ი­ნის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­რი­უ­პო­ლის 150 ათა­სი მცხოვ­რე­ბი ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია. კი­დევ 150, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის თქმით, გა­ემ­გზავ­რა რუ­სეთ­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში. ექი­მე­ბის თქმით, მა­რი­უ­პოლ­ში და­ბომბვის შე­დე­გად და­ახ­ლო­ე­ბით 95 000 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

მა­რი­უ­პო­ლის მე-3 სა­ა­ვად­მყო­ფოს პე­დი­ატ­რი­უ­ლი შე­ნო­ბა და სამ­შო­ბი­ა­რო გან­ყო­ფი­ლე­ბა ახლა ხა­რა­ჩო­ებ­შია. მას არე­მონ­ტე­ბენ რო­გორც რუსი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მუ­შე­ბი, ასე­ვე მა­რი­უ­პო­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი. სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ბომ­ბი­ლი ტე­რი­ტო­რია გა­ა­სუფ­თა­ვა და იქ ახალ შე­ნო­ბებს აშე­ნებს. სამ­შო­ბი­ა­რო გან­ყო­ფი­ლე­ბა­სა და ონ­კო­ლო­გი­ურ ცენ­ტრს შო­რის 9 მარტს აფეთ­ქე­ბუ­ლი ჭურ­ვი მი­წით და­ი­ფა­რა...

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
555
0

ეგ ხომ ცნობილი ფეიკია

მაიკო
4

ამ დადგმული სპეკტაკლებით გვაბოლებენ?მაგ სავადმყოფოებში და სკოლებში სამხედრო ტექნიკა ინახებოდა ასე ხდება ომის დროს და არც ისვრის ვარდების ბუკეტის სნარიადებს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ერთი წელი რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის სამშობიარო სახლის მხეცური დაბომბვიდან: რა ჰყვებიან გადარჩენილი იმჟამად მშობიარე ქალები და ექიმები?

ერთი წელი რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის სამშობიარო სახლის მხეცური დაბომბვიდან: რა ჰყვებიან გადარჩენილი იმჟამად მშობიარე ქალები და ექიმები?

მარიანა ვიშემირსკაია - ქალი მარიუპოლიდან, რომლის ფოტომაც მსოფლიო მოიარა და უკრაინაში რუსების შეჭრის, ომის სისასტიკის სიმბოლოდ იქცა. ორსული მარიანა მარიუპოლის მე-3 საავადმყოფოს სამშობიარო სახლის შენობაში იმ დროს იყო, როცა რუსებმა დაბომბეს. საბედნიეროდ, ის გადარჩა და მშვიდობიანადაც მოილოგინა... მარიანას განსაცდელი ამით არ დასრულებულა, ოკუპანტებმა ის რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაიყვანეს. ვიშემირსკაია ომამდე პოპულარული ინფლუენსერი იყო. მან თავს გადახდენილის შემდეგ პირველად გამოაქვეყნა პოსტი სოციალურ ქსელში და ადამიანებს ომის საკუთარი ამბავი უამბო.

მარიანა ვიშემირსკაია

2022 წლის 9 მარტს, მარიუპოლის მე-3 სამშობიარო კლინიკის შესახებ მსოფლიომ შეიტყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მორიგი ბომბი ჩამოაგდეს უკრაინაში. შენობის ნანგრევების ფონზე სისხლში მოსვრილმა ორსული ქალების ფოტოებმა მსოფლიო მოიარა.

ერთი წლის შემდეგ, BBC-ის კორესპონდენტმა ოლესია გერასიმენკომ იპოვა ქალები, რომლებმაც საჰაერო თავდასხმის დროს, სანთლის შუქზე იმშობიარეს და ექიმები, რომლებიც აგრძელებდნენ მუშაობას საავადმყოფოში დაბომბვის შემდეგ...

რესპონდენტთა სახელები მათი მოთხოვნით შეცვლილია უსაფრთხოების მიზნით.

ელენა კრამინა მარიუპოლიდან არის. პირველი შვილი 2014 წლის 11 ივნისს გააჩინა. 2022 წლის 24 თებერვალს მისი ქალიშვილი უკვე პირველ კლასში იყო, კრამინა კი ორსულობის მეცხრე თვეში იდგა. ქმარი აზოვსტალის ქარხანაში მუშაობდა. ხუთშაბათს დილას ორივე ფანჯარასთან იდგა და უყურებდა, როგორ ამოდიოდა კვამლი დაბომბილი ადგილებიდან. ექიმებმა უთხრეს, რომ 6 მარტს იმშობიარებდა. ქალი ორი დღით დედასთან სოფელში წავიდა. გზად დაინახა, როგორ მიდიოდა სამხედრო ტექნიკა აზოვსტალის ტერიტორიაზე, მოისმინა სირენები ხმა მთელ ქალაქში და დაინახა როგორ ბრუნდებოდნენ ავტობუსები უკან, რადგან ქალაქის დატოვებას ვერ ახერხებდნენ. ელენა უკანასკნელად ხედავდა თავის სახლს, თუმცა ეს მაშინ არ იცოდა.

  • "არ მიიღოთ გეგმიური პაციენტები, მოემზადეთ დაჭრილების მასობრივი მიღებისთვის“

ვიდრე ორსული ელენა სოფელში დედასთან მიდიოდა, მე-3 საავადმყოფოს პედიატრიული ქირურგიის განყოფილების 70 წლის უფროსი ალექსანდრე მარტინცოვი სამსახურში წავიდა. კაცი მარიუპოლში დაიბადა, 1975 წლიდან საავადმყოფოში მუშაობდა.

24 თებერვალს, დილას, ქალიშვილს ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ ომი დაიწყო, შემდეგ კი მორიგეობაზე წავიდა. სამსახურში დახვდა ბრძანება: არ მიიღოთ დაგეგმილი პაციენტები, მოემზადეთ დაჭრილების მასობრივი მიღებისთვის, შეაგროვეთ წამლები და წყალი. იმ დღეს, ყველა გამოჯანმრთელებულ ბავშვს შინ წასვლის უფლება მიეცათ.

  • "ვერ მივხვდი, რომ ცეცხლის შუაგულში მივდიოდი"

ომის მეხუთე დღეს ელენა კრამინას პანიკა დაეწყო. ექიმების გარეშე მშობიარობა სოფლის სახლში, მის გეგმებში არ შედიოდა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ საავამდყოფოში გადასულიყო. "ვერ მივხვდი, რომ ცეცხლის შუაგულში მივდიოდი", - ამბობს ქალი. 28 თებერვალს სასწრაფომ მარიუპოლის სამშობიაროში გადაიყვანა. ის ხედავდა როგორ შეჰყავდათ ორსული ქალები, გარეუბნებიდან, სოფლებიდან. ქალებს, რომლებსაც ელენას მსგავსად, დაახლოებით ერთ კვირაში უნდა ემშობიარათ, არ სურდათ დაბომბვის საფრთხის ქვეშ სახლებში დარჩენა.

2 მარტს, ქალაქი უკვე ალყაში იყო, პალატაში 30 წლის ირინა სოლოვიევა გამოჩნდა. ორიოდე თვის წინ მან და მისმა მეუღლემ ახალი ოთხოთახიანი ბინა იყიდეს მარიუპოლში. ირინას ქმარმა, აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის ერთ-ერთი საამქროს ხელმძღვანელმა, 14 თებერვალს სპეციალურად აიღო შვებულება 17 მარტამდე, რათა ოჯახთან ერთად ყოფილიყო და ცოლს დახმარებოდა.

ომის პირველ დღეს იხსენებს 30 წლის ტატიანა, სამშობიარო საავადმყოფოს ექთანი, ის ყოფილ ქმარს ტელეფონში უყვიროდა: "ჩვენ უნდა გავიქცეთ! სასწრაფოდ უნდა გავიდეთ აქედან!" - ამბობენ, რომ ქალაქი დაკეტილია, - უთხრა ყოფილმა პოლიციელმა. ხმებს, რომ ომის პირველ დღეებში ქალაქიდან ხალხს არ უშვებდნენ და მოსახლეობა პარალიზებული იყო, ტყუილს უწოდებს დონეცკის ოლქის საპატრულო პოლიციის განყოფილების იმჟამინდელი უფროსი, მიხაილ ვერშინინი.

მარიუპოლიდან უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ქალაქის მუდმივი დაბომბვის გამო გართულდა, მანამდე დაახლოებით 7 5000-მა ადამიანმა შეძლო გამასვლა.

  • სამი გზა

მარიუპოლიდან უკრაინის არაოკუპირებულ ტერიტორიებზე გასასვლელად სამი გზა არსებობდა: გზა ზაპოროჟიესკენ, გზა ბერდიანსკისკენ და გზა ზღვის გასწვრივ სოფელ მელეკინოს გავლით.

2022 წლის 1 - ლ მარტს, როდესაც სახლში წყალი, გაზი, დენი აღარ იყო, ორსული ირინა სოლოვიევა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, სარდაფში ჩავიდა. 2 მარტს, დაბომბვის დროს სასწრაფომ ისიც სამშობიაროში გადაიყვანა. ირინა იხსენებს, რომ სამშობიარო სახლი ისევ ხელუხლებელი იყო, მაგრამ ირგვლივ სახლებს ცეცხლი ეკიდა.

სოლოვიევასთან ერთად საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში ნეონატოლოგი ვალერია არქიპოვა მივიდა. ის პირველი კატეგორიის ექიმი იყო და 14 წელი მუშაობდა ახალშობილთა პათოლოგიურ განყოფილებაში, მაშინ ქალმა არ იცოდა, რომ მინიმუმ ერთი თვე ვეღარ დატოვებდა საავადმყოფოს.

ბევრმა ექიმმა დატოვა მარიუპოლი 24 თებერვალს, ვიდრე ეს ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. ზოგმა შეწყვიტა მორიგეობა, როდესაც დაბომბვა გაძლიერდა, ამას ადასტურებენ პაციენტებიც. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც გადაწყვიტეს, ბოლომდე ემუშავათ. ელენას და ირინას ახსოვთ ექთნები, რომლებიც დაბომბვის ქვეშ მორიგეობდნენ.

2 მარტს საავადმყოფოში, ისევე როგორც მთელ ქალაქში, უკვე გათიშული იყო ელექტროენერგია და წყალი. პირველივე ღამეს სინათლის გარეშე 11-მა ქალმა იმშობიარა. გენერატორი ორჯერ ჩართეს, რადგან საკეისრო დაიგეგმა.

საავადმყოფოს ეზოში კაცებმა, ძირითადად მომავალმა მამებმა, რომლებსაც ქალაქში ღამის გასათევი არსად ჰქონდათ - ცეცხლი დაანთეს და 50 - ლიტრიანი ქვაბი დადგეს, სადაც ბურღულეულს და ხორცს ამზადებდნენ, რომ ორსულებს საკვები ჰქონოდათ. პროდუქტები მათ მოხალისეებმა მიუტანეს...

7 მარტს, დაახლოებით საღამოს ათ საათზე, ელენა კრამინამ ბიჭი გააჩინა - პალატაში სანთლის შუქზე. ამ დღეს, შვიდ პალატაში, სადაც უკვე მშობიარეები იწვნენ, ფანჯრები ძველი ლეიბებით და საბნებით დაფარეს, რადგან ქალები დაბომბვის შემთხვევაში, მინის ნამსხვრევებისგან დაეცვათ.

8 მარტს თოვლი მოვიდა, მთელი დღე სიჩუმე იყო. ელენა ბედნიერი იყო: "ვიფიქრეთ, რომ ყველაფერი დამთავრდა და სახლებში დავბრუნდებოდით“.

მეორე დღეს, 9 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ნეონატოლოგი არქიპოვა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა და ახალშობილი ტყუპის ჯანმრთელობას ამოწმებდა. უცებ აფეთქება მოხდა.

"ყველაფერი ფილმის სიუჟეტს გავდა, არაფერი მესმოდა, კედელი მოფრინავდა ჩემკენ... ტყუპების მამამ ხელი მომხვია და მიწაზე დავეცით. თვალები რომ გავახილე, იატაკზე ვიწექი და არაფერი ისმოდა", - იხსენებს ის.

არქიპოვას თქმით, ორი აფეთქება მოხდა ერთმანეთის მიყოლებით. მეორე უფრო ძლიერიც კი ეჩვენა: 12 ჟანგბადის ბალონი იდგა ეზოში, რომლებიც აფეთქდა:

"ისინი ჰაერში აფრინდნენ...“

კრამინა საწოლზე იჯდა ბავშვით ხელში და... თვალი რომ გაახილა, უკვე საწოლის ქვეშ იწვა. აფეთქების დროს ირინა სოლოვიევა ბავშვის საწოლთან იჯდა. სასწაულით გადარჩა... ქალიშვილი ხელში აიყვანა და ფეხშიშველი ქუჩაში გაიქცა. ციოდა, რვა გრადუსი იყო...

"დაგვიყვირეს: ჩადით სარდაფში!“ - იხსენებს ნეონატოლოგი არქიპოვა.

"ბავშვები ავიყვანეთ და იქ ჩავედით. სუნთქვა შეუძლებელი იყო, ვერსად დაჯდებოდი. მერე გავიგეთ, როგორ დაიწყეს სამხედროებმა რუპორში ყვირილი: ყველანი მაღლა ავიდეთ, გავიქეცით“.

დერეფნებში და კიბეებზე დედები ბავშვებით და ორსული ქალები გარბოდნენ. "ისინი ძალიან დაზიანდნენ, - დავინახე, რომ გოგოები სულ სისხლში იყვნენ მოსვრილები...“

  • "ისევ ფეხშიშველი"

10 მარტს, დილით, ელენა კრამინას ქმარი, ჩვეულებისამებრ, მივიდა სამშობიაროში, სადაც ნანგრევები დახვდა. კაცმა ტერიტორიის გარშემო სირბილი და ყვირილი დაიწყო. ქირურგიის განყოფილებიდან ნეონატოლოგი არქიპოვა გამოვიდა და ურჩია, ცოლი სხვა საავადმყოფოებში ეძებნა. ქმარმა მე-17 საავადმყოფოში დაჭრილებთან ერთად ელენა იპოვა. ქალი ფეხშიშველი იჯდა.

ცოლი დეიდის ბინაში წამოყვანა, მაგრამ მალე სახლს ჭურვი მოხვდა, სარდაფს შეაფარეს თავი. ბავშვს სიცხე მისცა, 39 გრადუსი. გაუმართლათ, რომ ადგილზე ექიმი აღმოჩნდა.

არქიპოვა და მისი ნეონატოლოგი კოლეგა საავადმყოფოში დარჩნენ. ბავშვები ქირურგიის შენობაში წაიყვანეს. იხსენებს, როგორ მოიტანეს 12 წლის გოგონას ცხედარი, რომლის დედაც საავადმყოფოს გზაზე გარდაიცვალა. ასევე იხსენებს, როგორ მოიყვანეს სამი წლამდე ასაკის ორი ბიჭი, რომლებიც ქუჩაში ისხდნენ გარდაცვლილი დედის გვერდით და გაიყინენ; 5 წლის გოგონა, მშობლებმა უკვე აგონიაში მიიყვანეს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა....

საავადმყოფოს მთავარ შესასვლელთან ცხედრების რაოდენობა გაიზარდა...

  • "მე მძულს პოლიტიკა, მაგრამ არა ხალხი"

თითქმის ყველამ, ვინც კი BBC-ს ესაუბრა, დატოვა მარიუპოლი. მხოლოდ ერთი დაბრუნდა. ყველა მე-3 საავადმყოფოზე საუბრობს და მის ისტორიას სხვადასხვანაირად იხსენებს - იმის მიხედვით, როდის და როგორ დატოვეს ქალაქი და რა დაინახეს წასვლის დროს გზად. ზოგისთვის ომი წარსულის ტკივილია, რომლის წაშლასაც ცდილობს მეხსიერებიდან. სხვებისთვის ომი იქცა ყოველდღიურ რუტინად, რომელშიც ისინი გადარჩენას ცდილობენ.

ელენა კრამინა და მისი ოჯახი თვითგამოცხადებული DPR-ის და რუსეთის გზით გაემგზავრნენ ფინეთში. დაბრუნებას არ აპირებენ - მარიუპოლში უკვე აღარც მეგობრები ჰყავთ და არც სამსახური აქვთ.

ელენა ნათესავებსა და მეგობრებზე, რომლებიც რუსეთში დარჩნენ, ამბობს: "მე მძულს ეს ომი! მძულს პოლიტიკა! მაგრამ არა ხალხი. მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ "რუსული სამყაროსი" დიახ, რუსეთი აგრესორი ქვეყანაა. და ამ ყველაფრის უკან დგას პოლიტიკა, ძალა და ფული. უბრალო ხალხი კი იტანჯება“...

  • "ამ ქვეყანამ ასი ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ჩვენს ქალაქში"

ექიმი მარტინცოვი მარიუპოლში ყველაზე დიდხანს დარჩა. 2022 წლის აპრილის შუა რიცხვებისთვის ათეულობით ექიმიდან ორი დარჩა მე-3 საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში - ის და მისი პარტნიორი ტრავმატოლოგი.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მარტინცოვის ქალიშვილი, რომელიც კიევში ცხოვრობს, ეძებდა გზებს, რომ მამა მარიუპოლიდან წამოეყვანა. მისი პარტნიორი მარიუპოლში დარჩა. ბოლო წუთს ექიმმა მითხრა: "დამიწვეს ბინა, მანქანა, გრივნა არ მაქვს, მეორე მხარეს ნათესავი არ მყავს, უბრალოდ, წასასვლელი არსად მაქვს“ და არ წავიდა.

პედიატრ-ქირურგი მარტინცოვი რუსულად აღარ საუბრობს. ის რუსებს ექსკლუზიურად "რუსნიას“ უწოდებს, რუსეთში მცხოვრებთ "ზომბირებულ ხალხს“

2022 წლის სექტემბრისთვის მარიუპოლში თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანიდან, ყოფილი მერის თქმით, დაახლოებით 120 ათასი ადამიანი დარჩა. უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მარიუპოლის 150 ათასი მცხოვრები ევაკუირებულია. კიდევ 150, ოფიციალური პირის თქმით, გაემგზავრა რუსეთში და სხვა ქვეყნებში. ექიმების თქმით, მარიუპოლში დაბომბვის შედეგად დაახლოებით 95 000 ადამიანი დაიღუპა.

მარიუპოლის მე-3 საავადმყოფოს პედიატრიული შენობა და სამშობიარო განყოფილება ახლა ხარაჩოებშია. მას არემონტებენ როგორც რუსი ჩინოვნიკების მიერ დაქირავებული მუშები, ასევე მარიუპოლის მცხოვრებლები. საოკუპაციო ხელისუფლებამ დაბომბილი ტერიტორია გაასუფთავა და იქ ახალ შენობებს აშენებს. სამშობიარო განყოფილებასა და ონკოლოგიურ ცენტრს შორის 9 მარტს აფეთქებული ჭურვი მიწით დაიფარა...

წყარო