პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის კიდევ ერთი ქალი, რომელიც აშშ-ის ექსპრეზიდენტთან რომანზე ალაპარაკდა  - ტრამპის განცხადება სასამართლოს შემდეგ და დავის ახალი დეტალები
ვინ არის კიდევ ერთი ქალი, რომელიც აშშ-ის ექსპრეზიდენტთან რომანზე ალაპარაკდა  - ტრამპის განცხადება სასამართლოს შემდეგ და დავის ახალი დეტალები

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ექ­სპრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპს ბრალ­დე­ბა 34 პუნ­ქტით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, მათ­გან ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლია საქ­მე, რო­მე­ლიც ტრამ­პი­სა და ყო­ფი­ლი პორ­ნო­ვარ­სკვლა­ვის, სტორ­მი დე­ნი­ელ­სის ინ­ტი­მურ ურ­თი­ერ­თო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, დო­ნალდ ტრამპმა დე­ნი­ელსს 130 000 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და იმის­თვის, რომ ჩუ­მად ყო­ფი­ლი­ყო და არ ეთ­ქვა, რომ წარ­სულ­ში სექ­სი ჰქონ­დათ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, საქ­მე­ში კი­დევ ერთი ქალი ფი­გუ­რი­რებს. დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, ტრამ­პის სა­ხე­ლით თან­ხა გა­და­უ­ხა­დეს კი­დევ ერთ ქალს, კა­რენ მაკ­დუ­გალს.

მაკ­დუ­გა­ლი არის Playboy-ის ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და ისე­ვე, რო­გორც სტორ­მი დე­ნი­ელ­სი, ისიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ აშშ-ის ექ­სპრე­ზი­დენ­ტთან რო­მა­ნი ჰქონ­და. მისი თქმით, ტრამ­პთან რო­მა­ნი 10 თვე გაგ­რძელ­და.

მაკ­დუ­გალ­მა მო­დე­ლის კა­რი­ე­რა 20 წლის ასაკ­ში და­ი­წყო. მო­ნა­წი­ლე­ობ­და სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ში. შემ­დეგ "ფლე­ი­ბო­ის" ფურ­ცლებ­ზე გა­მოჩ­ნდა. მუ­შა­ობ­და ფიტ­ნეს მო­დე­ლად და 1999 წელს გახ­და პირ­ვე­ლი ქალი, რომ­ლის ფო­ტოც ჟურ­ნალ Men's Fitness-ის გა­რე­კან­ზე და­ბეჭ­დეს. ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბი ჰქონ­და სხვა­დას­ხვა ფილმში. მათ შო­რის, 2000 წელს ფილმში "ჩარ­ლის ან­გე­ლო­ზე­ბი.“

"ნიუ იორ­კე­რი" წერს, რომ მაკ­დუ­გა­ლის თქმით, დო­ნალდ ტრამპს ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, 2006 წელს, "ფლე­ი­ბო­ის" ოფის­ში შეხ­ვდა, მი­სი­ვე თქმით, ტრამპს, რო­მე­ლიც და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო, ქალი მო­ე­წო­ნა და მა­შინ­ვე გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა. "მი­თხრა, რომ ლა­მა­ზი ვი­ყა­ვი“, - იხ­სე­ნებს მაკ­დუ­გა­ლი.

დო­ნალდ ტრამ­პი სა­სა­მარ­თლო­ში

2016 წელს, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, მაკ­დუ­გალ­მა გა­მო­ცე­მა National Enquirer-თან ხელი მო­ა­წე­რა 150,000 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ქალს დო­ნალდ ტრამ­პთან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის­თვის ექ­სკლუ­ზი­უ­რად უნდა ეამ­ბა და ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ სხვა­გან არას­დროს არა­ფე­რი ეთ­ქვა. ქალი ამ­ბობს, რომ მო­ა­ტყუ­ეს და რე­ა­ლუ­რად, ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ზა­ნი იყო, რომ გა­ე­ჩუ­მე­ბი­ნათ და ეს ამ­ბა­ვი არა­ვის­თვის მო­ე­ყო­ლა.

2021 წელს გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ გა­მო­ცე­მამ და­არ­ღვია მაკ­დუ­გა­ლის უფ­ლე­ბე­ბი, რად­გან არ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, რო­მელ­საც და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. National Enquirer $187,500 დო­ლა­რით და­ჯა­რიმ­და.

  • ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, დო­ნალდ ტრამპს ნიუ-იორ­კის სა­სა­მარ­თლო­ში ბრა­ლი 34 პუნ­ქტით წა­უ­ყე­ნეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის თქმით, ტრამ­პი უკა­ნო­ნო გეგ­მა­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც მისი 2016 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის­თვის სა­ზი­ა­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ის ჩახ­შო­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად.

ტრამ­პი ნიუ-იორ­კის სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგა და ყვე­ლა ბრალ­დე­ბა­ში თავი უდა­ნა­შა­უ­ლოდ სცნო.

  • რას აცხა­დებს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი სა­სა­მარ­თლოს შემ­დეგ?

"ერ­თა­დერ­თი და­ნა­შა­უ­ლი, რაც მე ჩა­ვი­დი­ნე, არის ჩვე­ნი ერის უშიშ­რად დაც­ვა მათ­გან, ვინც მის გა­ნად­გუ­რე­ბას ცდი­ლობს", - აცხა­დებს ტრამ­პი. მისი მტკი­ცე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­მა­ვალ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მისი კან­დი­და­ტუ­რის და­მარ­ცხე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

"ეს ყალ­ბი საქ­მე მხო­ლოდ 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვის მიზ­ნით აღ­ძრეს, ”- აღ­ნიშ­ნა აშშ-ის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა.

დო­ნალდ ტრამ­პის თქმით, მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის აღ­ძვრა ქვეყ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფაა.

"ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჯო­ჯო­ხე­თის­კენ მი­დის. ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფაა, რად­გან მსოფ­ლიო უკვე დაგ­ვცი­ნის“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტუუუ
0

არაა, მიშაზე მეტი მაინც არ ეყოლებოდა,გამორიცხულია.საჩუქრები და ფულიც მიშამ ალბათ უფრო კარგად გასცა.

ეჰჰჰ
0

დონალდ, ეს როგორ დაგემართა,გეთქვა შე კაი კაცო, ფული სჭირდებოდა, მთხოვა და მივეცითქო, რითი გიმტკიცებს, რომ მასთან სექსი გქონდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ვინ არის კიდევ ერთი ქალი, რომელიც აშშ-ის ექსპრეზიდენტთან რომანზე ალაპარაკდა  - ტრამპის განცხადება სასამართლოს შემდეგ და დავის ახალი დეტალები

ვინ არის კიდევ ერთი ქალი, რომელიც აშშ-ის ექსპრეზიდენტთან რომანზე ალაპარაკდა  - ტრამპის განცხადება სასამართლოს შემდეგ და დავის ახალი დეტალები

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალდება 34 პუნქტით აქვს წარდგენილი, მათგან ყველაზე გახმაურებულია საქმე, რომელიც ტრამპისა და ყოფილი პორნოვარსკვლავის, სტორმი დენიელსის ინტიმურ ურთიერთობას უკავშირდება. გამოძიების მასალების მიხედვით, დონალდ ტრამპმა დენიელსს 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ ჩუმად ყოფილიყო და არ ეთქვა, რომ წარსულში სექსი ჰქონდათ.

როგორც ირკვევა, საქმეში კიდევ ერთი ქალი ფიგურირებს. დოკუმენტების თანახმად, ტრამპის სახელით თანხა გადაუხადეს კიდევ ერთ ქალს, კარენ მაკდუგალს.

მაკდუგალი არის Playboy-ის ყოფილი მოდელი და ისევე, როგორც სტორმი დენიელსი, ისიც ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტთან რომანი ჰქონდა. მისი თქმით, ტრამპთან რომანი 10 თვე გაგრძელდა.

მაკდუგალმა მოდელის კარიერა 20 წლის ასაკში დაიწყო. მონაწილეობდა სილამაზის კონკურსებში. შემდეგ "ფლეიბოის" ფურცლებზე გამოჩნდა. მუშაობდა ფიტნეს მოდელად და 1999 წელს გახდა პირველი ქალი, რომლის ფოტოც ჟურნალ Men's Fitness-ის გარეკანზე დაბეჭდეს. ეპიზოდური როლები ჰქონდა სხვადასხვა ფილმში. მათ შორის, 2000 წელს ფილმში "ჩარლის ანგელოზები.“

"ნიუ იორკერი" წერს, რომ მაკდუგალის თქმით, დონალდ ტრამპს ლოს-ანჯელესში, 2006 წელს, "ფლეიბოის" ოფისში შეხვდა, მისივე თქმით, ტრამპს, რომელიც დაქორწინებული იყო, ქალი მოეწონა და მაშინვე გამოელაპარაკა. "მითხრა, რომ ლამაზი ვიყავი“, - იხსენებს მაკდუგალი.

დონალდ ტრამპი სასამართლოში

2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მაკდუგალმა გამოცემა National Enquirer-თან ხელი მოაწერა 150,000 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას. ხელშეკრულების თანახმად, ქალს დონალდ ტრამპთან ურთიერთობის შესახებ აღნიშნული გამოცემისთვის ექსკლუზიურად უნდა ეამბა და ამ თემაზე საჯაროდ სხვაგან არასდროს არაფერი ეთქვა. ქალი ამბობს, რომ მოატყუეს და რეალურად, ამ ხელშეკრულების მიზანი იყო, რომ გაეჩუმებინათ და ეს ამბავი არავისთვის მოეყოლა.

2021 წელს გამოძიებამ დაადგინა, რომ გამოცემამ დაარღვია მაკდუგალის უფლებები, რადგან არ გამოაქვეყნა სტატია, რომელსაც დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა. National Enquirer $187,500 დოლარით დაჯარიმდა.

  • ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის სასამართლოში ბრალი 34 პუნქტით წაუყენეს. პროკურატურის თქმით, ტრამპი უკანონო გეგმაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც მისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის საზიანო ინფორმაციის ჩახშობას ისახავდა მიზნად.

ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე წარდგა და ყველა ბრალდებაში თავი უდანაშაულოდ სცნო.

  • რას აცხადებს ექსპრეზიდენტი სასამართლოს შემდეგ?

"ერთადერთი დანაშაული, რაც მე ჩავიდინე, არის ჩვენი ერის უშიშრად დაცვა მათგან, ვინც მის განადგურებას ცდილობს", - აცხადებს ტრამპი. მისი მტკიცებით, პროკურატურა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის დამარცხებას ისახავს მიზნად.

"ეს ყალბი საქმე მხოლოდ 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მიზნით აღძრეს, ”- აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა ქვეყნის შეურაცხყოფაა.

"ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიდის. ეს ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, რადგან მსოფლიო უკვე დაგვცინის“, - აღნიშნა ტრამპმა.