პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საუკეთესო 4 სეზონის სამთო სასტუმრო საქართველოში" - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული სასტუმრო "საირმე" გახდა
"საუკეთესო 4 სეზონის სამთო სასტუმრო საქართველოში" - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული სასტუმრო "საირმე" გახდა

სას­ტუმ­რო „სა­ირ­მემ“ Welcome to Georgia-ს 2022 წლის შე­მა­ჯა­მე­ბელ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, ზე­დი­ზედ მე­ო­რედ, „სა­უ­კე­თე­სო 4 სე­ზო­ნის სამ­თო სას­ტუმ­როს“ ჯილ­დო მო­ი­პო­ვა. ქვეყ­ნის ტუ­რიზ­მი­სა და მას­პინ­ძლო­ბის სექ­ტო­რის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე 350 მო­ნა­წი­ლი­დან, სულ, 24 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნეს.

„სა­ირ­მე“ ერთ-ერთი უდი­დე­სი ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ-კლი­მა­ტუ­რი კუ­რორ­ტია ევ­რო­პა­ში, რო­მელ­საც ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით უცხო­ე­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი ვი­ზი­ტო­რი სტუმ­რობს. 2020 წელს „სა­ირ­მეს“ „World Travel Award“-ის კი­დევ ერთი ჯილ­დო აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვა­ნი კუ­რორ­ტი 2020“.

ტუ­რიზ­მის ყო­ველ­წლი­უ­რი და­ჯილ­დო­ე­ბა - Welcome to Georgia სა­ქარ­თვე­ლო­ში 2015 წლი­დან იმარ­თე­ბა და პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი ტუ­რიზ­მი­სა და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა. ცე­რე­მო­ნი­ას, რო­მე­ლიც წელს მერ­ვედ ჩა­ტარ­და, 600-ამდე სტუ­მა­რი და­ეს­წრო, მათ შო­რის ქარ­თუ­ლი ტუ­რიზ­მი­სა და მას­პინ­ძლო­ბის სფე­როს, მთავ­რო­ბი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ნო­მი­ნან­ტე­ბის შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი ორ ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ონ­ლა­ინ ხმის მი­ცე­მა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პრო­ექ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე, ხოლო მე­ო­რე ეტაპ­ზე ნო­მი­ნან­ტე­ბი კომ­პე­ტენ­ტურ­მა ჟი­უ­რიმ შე­ა­ფა­სა, რო­მე­ლიც ტუ­რიზ­მი­სა და მას­პინ­ძლო­ბის სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. სას­ტუმ­რო „სა­ირ­მემ“ გა­მარ­ჯვე­ბა ორი­ვე ეტაპ­ზე მი­ღე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო შე­ფა­სე­ბე­ბის შე­დე­გად მო­ი­პო­ვა.

სას­ტუმ­რო „სა­ირ­მე“ სუბტ­რო­პი­კუ­ლი სარ­ტყლის მთი­ან ზო­ნა­ში, ზღვის დო­ნი­დან 950 მეტრზე კუ­რორტ სა­ირ­მე­ში მდე­ბა­რე­ობს. სას­ტუმ­რო­ში 152 ნო­მე­რია გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც ერ­თდრო­უ­ლად 400-ამდე ადა­მი­ა­ნის გან­თავ­სე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­ირ­მე არის ერ­თა­დერ­თი კუ­რორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც 5 სხვა­დას­ხვა სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბის მი­ნე­რა­ლუ­რი სას­მე­ლი წყა­რო და 1 თერ­მუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი ამო­ე­დი­ნე­ბა, რი­თაც მრა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბის გან­კურ­ნე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

NS

გიორგი
0

ღმერთმა სულ გამარჯვებულთა სიაში ამყოფოს საქართველოს ყველა წამყვანი კურორტი !!!🙏🏻🙏🏻👍🏻👍🏻

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"საუკეთესო 4 სეზონის სამთო სასტუმრო საქართველოში" - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული სასტუმრო "საირმე" გახდა

"საუკეთესო 4 სეზონის სამთო სასტუმრო საქართველოში" - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული სასტუმრო "საირმე" გახდა

სასტუმრო „საირმემ“ Welcome to Georgia-ს 2022 წლის შემაჯამებელ ცერემონიაზე, ზედიზედ მეორედ, „საუკეთესო 4 სეზონის სამთო სასტუმროს“ ჯილდო მოიპოვა. ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის დაჯილდოებაზე 350 მონაწილიდან, სულ, 24 გამარჯვებული გამოავლინეს.

„საირმე“ ერთ-ერთი უდიდესი ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია ევროპაში, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს. 2020 წელს „საირმეს“ „World Travel Award“-ის კიდევ ერთი ჯილდო აქვს მოპოვებული ნომინაციაში „საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“.

ტურიზმის ყოველწლიური დაჯილდოება - Welcome to Georgia საქართველოში 2015 წლიდან იმართება და პროექტის მთავარი მიზანი ქართული ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობაა. ცერემონიას, რომელიც წელს მერვედ ჩატარდა, 600-ამდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები.

ტურიზმის ეროვნული ჯილდოს ნომინანტების შეფასების პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა. თავდაპირველად ონლაინ ხმის მიცემა მიმდინარეობდა პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო მეორე ეტაპზე ნომინანტები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან იყო დაკომპლექტებული. სასტუმრო „საირმემ“ გამარჯვება ორივე ეტაპზე მიღებული საუკეთესო შეფასებების შედეგად მოიპოვა.

სასტუმრო „საირმე“ სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე კურორტ საირმეში მდებარეობს. სასტუმროში 152 ნომერია განთავსებული, სადაც ერთდროულად 400-ამდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. საირმე არის ერთადერთი კურორტი საქართველოში, სადაც 5 სხვადასხვა სამკურნალო თვისების მინერალური სასმელი წყარო და 1 თერმული მინერალური წყალი ამოედინება, რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი.

NS